მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას მელიას გათავისუფლებას ურჩევს - რა განცხადებას ავრცელებს ექსპრემიერი?
გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას მელიას გათავისუფლებას ურჩევს - რა განცხადებას ავრცელებს ექსპრემიერი?

სა­ქარ­თვე­ლის ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი თვლის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოკ­ლე დრო­ში უნდა გა­მო­ნა­ხოს იუ­რი­დი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ნიკა მე­ლია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის და­კა­ვე­ბა­სა და ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბას კვი­რი­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს.

"იმ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში გა­მო­ნა­ხოს იუ­რი­დი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ნიკა მე­ლია, შემ­დეგ გა­დად­გას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი და მო­ძებ­ნოს ის გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას თა­ვი­დან აა­ცი­ლებს ურ­თუ­ლეს კონფრონ­ტა­ცი­ულ სპი­რალ­ში შეს­ვლას.

ზე­მოთ­ქმუ­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა უდა­ოდ იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უკუს­ვლა და გა­დახ­ვე­ვა იმ ტრა­ექ­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის არ­ჩე­ვანს - სა­ქარ­თვე­ლომ და­იმ­კვიდ­როს ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ულ და­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­თა ოჯახ­ში.

პ.ს. სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის გან­ვმარ­ტავ:

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"თა­ვი­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით და ლი­დე­რე­ბის მოქ­მე­დე­ბის მა­ნე­რით ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია;

- 2019 წლის 20 ივ­ნისს არ ვა­მარ­თლებ დე­მონ­სტრან­ტე­ბის ერთი ჯგუ­ფის მიერ პო­ლი­ცი­ის კორ­დონ­ზე მი­ტა­ნილ თავ­დას­ხმას, თუმ­ცა სრუ­ლი­ად სო­ლი­და­რუ­ლი ვი­ყა­ვი და ვარ იმ პრო­ტეს­ტის, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში გავ­რი­ლო­ვის მიერ სხდო­მის წაყ­ვა­ნას მოჰ­ყვა და, რა თქმა უნდა, რო­გორც მა­შინ, დღე­საც ისე­ვე ვგმობ პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­და­ჭარ­ბე­ბულ ძა­ლის­მი­ერ ქმე­დე­ბებს, რო­მელ­თა შე­დე­გა­დაც ახალ­გაზ­რდებ­მა მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გეს და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს" - წერს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
41

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერი ნაციონალი ყოფილა.

არჩი
25

ბატონი გიორგი ოდნავ უზუსტობას ავლენს - პარლამენტთან პოლიციურ კორდონზე კი არ იყო თავდასხმა, პოლიციამ არ დაანება მასას ძალადობრივად შეჭრა.

ვერ ვიხსენებ - პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა ვის აგინა პირდაპირ ეთერში? რატომ არ გამოიჩინა თავშეკავება და დათმობა, ისიც ხომ სახელმწიფოს განასახიერებდა იმ მომენტში?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას მელიას გათავისუფლებას ურჩევს - რა განცხადებას ავრცელებს ექსპრემიერი?

გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას მელიას გათავისუფლებას ურჩევს - რა განცხადებას ავრცელებს ექსპრემიერი?

საქართველის ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებასა და ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას კვირიკაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.

ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს - საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში.

პ.ს. სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ:

- "ნაციონალური მოძრაობა"თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია;

- 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს" - წერს კვირიკაშვილი.

რას აცხადებს ფინანსთა ექსმინისტრი ივანე მაჭავარიანი მისი კლინიკაში მოხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა მანდატის შეწყვეტა - შეწყვეტის დღე რომ ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო" - სოზარ სუბარი

"კვირიკაშვილს შემთხვევით შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ყავაზე დავპატიჟეთ და დავიშალეთ" - შესაძლოა მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსი შედგეს?