პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„KIU სტუდენტებისთვის არის უნიკალური შესაძლებლობა და მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა“ - KIU-ს მათემატიკის პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
„KIU სტუდენტებისთვის არის უნიკალური შესაძლებლობა და მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა“ - KIU-ს მათემატიკის პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე

ნი­კო­ლოზ გო­გო­ლა­ძე ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის პროგ­რა­მის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია. მას ჯერ კი­დევ სკო­ლის ასა­კი­დან აინ­ტე­რე­სებ­და მა­ტე­მა­ტი­კა და STEM მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ნიკა მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და მის მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რეს­ზე გავ­ლე­ნა ამა­ნაც იქო­ნია. სკო­ლის აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ოლიმ­პი­ა­დებ­ში, მათ შო­რის, კინგსი­სა და ვიტ­სის ოლიმ­პი­ა­დებ­ზე. გა­სულ წელს იგი მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის კონ­კურს - „M ვექ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

ამ­ჟა­მად, ნი­კო­ლო­ზი თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს KIU Visual Math Fest-ში, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი უძღვე­ბი­ან. ახლა უკვე სპი­კე­რის სტა­ტუ­სით ჩარ­თუ­ლია 2021 წლის „M ვექ­ტო­რის“ კონ­კურ­სში, სა­დაც ევა­ლე­ბა ახალ­ბე­და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვა. მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სან­ტე­რე­სოა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა თა­ნა­ტო­ლებ­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გა­უ­ზი­ა­როს. სჯე­რა, რომ სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ყვე­ლა ეს პრო­ექ­ტი და აქ­ტი­ვო­ბა მას წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს და ახალ უნარ-ჩვე­ვებს გა­ნუ­ვი­თა­რებს.

ამ­ბობს, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა მოს­წონს ის ტემ­პი, რომ­ლი­თაც პროგ­რა­მას გა­დის. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მო­მა­ვა­ლი მა­თე­მა­ტი­კის­თვის უნდა და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა ად­ვი­ლად მი­ი­ღო, მაგ­რამ მის­თვის ად­ვი­ლი არ იყო უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი გერ­მა­ნია გახ­ლდათ, თუმ­ცა, ენის ბა­რი­ე­რი­სა და პან­დე­მი­ის გამო გერ­მა­ნია მი­უღ­წე­ველ მიზ­ნად დარ­ჩე­ბო­და, რომ არა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც KIU - ს არ­სე­ბო­ბამ მის­ცა.

„ - სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლობს გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და სწავ­ლე­ბის ანა­ლო­გი­ურ მო­დელს გვთა­ვა­ზობს, ჩემი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის და­სა­წყი­სად იქცა.

შემ­დეგ იყო „M ვექ­ტო­რის“ კონ­კუ­რი. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა KIU-ს უფრო ახ­ლო­დან გავ­ცნო­ბო­დი და კი­დევ უფრო მე­ტად დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში.

მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სო­რე­ბი, ვრო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შენს ქვე­ყა­ნა­ში მი­ი­ღო უმაღ­ლე­სი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა, სწო­რედ, ამ ფაქ­ტო­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბეს KIU-ს არ­ჩე­ვა.

სწავ­ლე­ბის სწრა­ფი ტემ­პი­დან და მა­სა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ სწავ­ლა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს პრო­ცე­სი არ არის დამ­ღლე­ლი და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი, პი­რი­ქით მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ მწვერ­ვალს ვი­პყრობ, ვვი­თარ­დე­ბი, წინ მივ­დი­ვარ. ეს მო­ტი­ვა­ცი­ას კი­დევ უფრო მიზ­რდის და კი­დევ უფრო მე­ტის მიღ­წე­ვის სურ­ვილს მი­ჩენს. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო KIU-ს პრო­ფე­სო­რე­ბის წვლი­ლი. სტუ­დენ­ტებს გვაქვს სრუ­ლი ხელ­შე­წყო­ბა, რომ ჩვე­ნი, სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო, სი­ახ­ლე­ე­ბით სავ­სე.

ერთი სი­ტყვით, KIU არის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მე ვარ ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა.” - მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლის სტუ­დენ­ტი ნი­კო­ლოზ გო­გო­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

„KIU სტუდენტებისთვის არის უნიკალური შესაძლებლობა და მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა“ - KIU-ს მათემატიკის პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე

„KIU სტუდენტებისთვის არის უნიკალური შესაძლებლობა და მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა“ - KIU-ს მათემატიკის პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე

ნიკოლოზ გოგოლაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. მას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან აინტერესებდა მატემატიკა და STEM მიმართულებები. ნიკა მათემატიკოსების ოჯახში გაიზარდა და მის მათემატიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე გავლენა ამანაც იქონია. სკოლის აქტიური მოსწავლე ხშირად მონაწილეობდა ოლიმპიადებში, მათ შორის, კინგსისა და ვიტსის ოლიმპიადებზე. გასულ წელს იგი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურს - „M ვექტორის“ გამარჯვებულიც გახდა.

ამჟამად, ნიკოლოზი თანატოლებთან ერთად ჩართულია უნივერსიტეტის სხვადასხვა პროექტში. მონაწილეობას იღებს KIU Visual Math Fest-ში, რომელსაც გერმანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან. ახლა უკვე სპიკერის სტატუსით ჩართულია 2021 წლის „M ვექტორის“ კონკურსში, სადაც ევალება ახალბედა მონაწილეებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და კონსულტაციის გაწევა. მისთვის განსაკუთრებით სანტერესოა საკუთარი გამოცდილება თანატოლებსა და აბიტურიენტებს გაუზიაროს. სჯერა, რომ სწავლის პარალელურად ყველა ეს პროექტი და აქტივობა მას წარმატებას მოუტანს და ახალ უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია, თუმცა მოსწონს ის ტემპი, რომლითაც პროგრამას გადის. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მომავალი მათემატიკისთვის უნდა დაეკავშირებინა ადვილად მიიღო, მაგრამ მისთვის ადვილი არ იყო უმაღლესი დაწესებულების არჩევა. საუკეთესო ვარიანტი გერმანია გახლდათ, თუმცა, ენის ბარიერისა და პანდემიის გამო გერმანია მიუღწეველ მიზნად დარჩებოდა, რომ არა უნიკალური შესაძლებლობა, შესაძლებლობა, რომელიც KIU - ს არსებობამ მისცა.

„ - საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გამოჩენა, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და სწავლების ანალოგიურ მოდელს გვთავაზობს, ჩემი ოცნებების ასრულების დასაწყისად იქცა.

შემდეგ იყო „M ვექტორის“ კონკური. მასში მონაწილეობის მიღებამ საშუალება მომცა KIU-ს უფრო ახლოდან გავცნობოდი და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნებულიყავი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.

მაღალკვალიფიციური პროფესორები, ვროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა და სწავლების მოდელი, შესაძლებლობა, შენს ქვეყანაში მიიღო უმაღლესი დონის განათლება, სწორედ, ამ ფაქტორებმა განაპირობეს KIU-ს არჩევა.

სწავლების სწრაფი ტემპიდან და მასალიდან გამომდინარე აქ სწავლა საკმაოდ რთულია, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი არ არის დამღლელი და მოსაბეზრებელი, პირიქით მაქვს შეგრძნება, რომ ყოველდღიურად ახალ მწვერვალს ვიპყრობ, ვვითარდები, წინ მივდივარ. ეს მოტივაციას კიდევ უფრო მიზრდის და კიდევ უფრო მეტის მიღწევის სურვილს მიჩენს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო KIU-ს პროფესორების წვლილი. სტუდენტებს გვაქვს სრული ხელშეწყობა, რომ ჩვენი, სტუდენტური ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო, სიახლეებით სავსე.

ერთი სიტყვით, KIU არის უნიკალური შესაძლებლობა და მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.” - მათემატიკის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე.

საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ჩატარდება

რამდენ ადამიანს დასჭირდა "სასწრაფოს" დახმარება "ნაცმოძრაობის" ოფისთან - დაშავებულთაგან 2 კლინიკაშია გადაიყვანილი

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილებზე შიდა 0%-იან განვადებას აანონსებს