საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი.... ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა გვჭირს?" - ირაკლი ღარიბაშვილი
"თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი.... ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა გვჭირს?" - ირაკლი ღარიბაშვილი

ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უფრთხილ­დე­ბა თითო გოჯ მი­წას, თითო სან­ტი­მეტრ მი­წას, ჩვენ რა გვჭირს? რა უბე­დუ­რე­ბა გვჭირს, რომ ვა­რი­გებთ და ვა­ნი­ა­ვებთ ჩვენს მი­წებს და პა­სუხს არ ვთხოვთ დამ­ნა­შა­ვე­ებს?- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხდო­მა­ზე და­ვით გა­რე­ჯის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს საქ­მე არის სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ღა­ლა­ტი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არის სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის რან­გში მისი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სწო­რედ ბა­ქო­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ორი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა ამ სა­კი­თხი­დან გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნას შეძ­ლებს.

"პირ­ველ რიგ­ში მე მინ­და ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არის ჩვე­ნი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც მარ­თავს ბრძე­ნი მმარ­თვე­ლი ილ­ჰამ ალი­ე­ვი, რო­მელ­თა­ნაც მე მაქვს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი, ალ­ბათ, აზერ­ბა­ი­ჯან­ში შედ­გე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რო­გორც კო­ვიდ­ვი­თა­რე­ბა მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას. ჩვენ გვექ­ნე­ბა დი­ა­ლო­გი აზერ­ბა­ი­ჯან­თან, ჩვენს მოძ­მე სა­ხელ­მწი­ფოს­თან. მე მჯე­რა, რომ ილ­ჰამ ალი­ე­ვი და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე მი­ი­ღებს გო­ნივ­რულ გა­დაწ­ვე­რი­ლე­ბას, ჩვენც მი­ვი­ღებთ გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შევ­ძლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბას და სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას. ჩვენ ეს არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. სიც­რუ­ის პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბით აწარ­მო­ეს, რა თქმა უნდა, არის თვალ­სა­ჩი­ნო, კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი, რომ თურ­მე და­ვით­გა­რე­ჯის საქ­მე არის მო­გო­ნი­ლი საქ­მე. ამ დროს თა­ვად შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა აღი­ა­რეს, რომ თურ­მე ეს არ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი, რაც არის პირ­და­პი­რი ღა­ლა­ტი, აბა რა არის თუ არ ჰქვია ღა­ლა­ტი?! რო­მე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლი თავ­მოყ­ვა­რე ერი შე­ი­წყნა­რებს ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას? ასე არ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძე­ლე­ბა, მე­გობ­რე­ბო, ეს უნდა დას­რულ­დეს! ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­ერ­ქვას! ეს პრო­ცე­სი იყო უდი­დე­სი ნაღ­მი ჩა­დე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ გა­უ­გებ­რო­ბა ჩა­მო­ვარ­დნი­ლი­ყო აზერ­ბა­ი­ჯან­თან,“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
114

ბრავო!!!!

ქართველი1
118

ეეეჰ ირაკლი! გიჟმა მიშამ დიდიხანია მიყიდა აზერებს, ჩვენი გარეჯი. და ამის მერე კიდევ დიდ გულზე არიან. ნაცებო! ყველა ნაწამები ქართველის და თითო გოჯი ქართული მიწის ცოდვა, თქვენს კისერზეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი.... ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა გვჭირს?" - ირაკლი ღარიბაშვილი

"თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი.... ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა გვჭირს?" - ირაკლი ღარიბაშვილი

ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს?- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნების“ სხდომაზე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საქმე არის სააკაშვილის მიერ ღალატისა და სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების თვალსაჩინო მაგალითი. ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი არის საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი და პრემიერ-მინისტრობის რანგში მისი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ ბაქოში განხორციელდება. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორი მეგობარი ქვეყანა ამ საკითხიდან გამოსავლის მოძებნას შეძლებს.

"პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ილჰამ ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, ალბათ, აზერბაიჯანში შედგება იმის მიხედვით, როგორც კოვიდვითარება მოგვცემს საშუალებას. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მე მჯერა, რომ ილჰამ ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწვერილებას, ჩვენც მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას. ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება. სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით აწარმოეს, რა თქმა უნდა, არის თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითი, რომ თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე. ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი, აბა რა არის თუ არ ჰქვია ღალატი?! რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ასე არ შეიძლება გაგრძელება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ეს პროცესი იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

რა წერილი გამოუგზავნა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს?