Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"პირზე ხელი ამაფარა, მირტყამდა...სულ ნაცემი ვარ" - ყვარელში 73 წლის ქალი შეიარაღებულმა ახალგაზრდამ დააყაჩაღა
"პირზე ხელი ამაფარა, მირტყამდა...სულ ნაცემი ვარ" - ყვარელში 73 წლის ქალი შეიარაღებულმა ახალგაზრდამ დააყაჩაღა

ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 73 წლის ქალი და­ა­ყა­ჩა­ღეს. შემ­თხვე­ვა სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში გუ­შინ მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიღ­ბი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ცივი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო, აკო­ფაშ­ვი­ლის სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ა­ში უკა­ნა კა­რი­დან შე­იჭ­რა, ხან­დაზ­მულს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, ცივი ია­რა­ღით და­ე­მუქ­რა, რის შემ­დე­გაც 1500 ლარი და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა წა­ი­ღო.

ქალი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

"დილა იყო რვის ნა­ხე­ვა­რი,უკა­ნა კა­რი­დან შე­მო­ვე­დი, ბუ­ხა­რი უნდა ამენ­თო. ახალ­გაზ­რდა შე­მომ­ყვა, ნი­ღა­ბი ეკე­თა. პირ­ზე ხელი ამა­ფა­რა, მცემ­და მირ­ტყამ­და, ბებო ფული მო­მე­ციო. თან ყელ­ზე და­ნას მა­დებ­და, მოგ­კლა­ვო.

ვეხ­ვე­წე­ბო­დი არ მომ­კლა და წა­ი­ღე, რაც გინ­და - მეთ­ქი. ხელ­ზე ბე­ჭე­დი მე­კე­თა, მო­მაძ­რო და კი­დევ ფული იყო 1500 ლარი, ისიც წა­ი­ღო. ხე­ლე­ბი შე­მოჰ­კრა. მერე რო წა­ვი­და, მე­ზობ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ საშ­ვე­ლად.სა­ხე­ზე სულ ნა­ცე­მი ვარ, მირ­ტყამ­და. მერე პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხეთ ", - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 179-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ავტორი:

"პირზე ხელი ამაფარა, მირტყამდა...სულ ნაცემი ვარ" - ყვარელში 73 წლის ქალი შეიარაღებულმა ახალგაზრდამ დააყაჩაღა

"პირზე ხელი ამაფარა, მირტყამდა...სულ ნაცემი ვარ" - ყვარელში 73 წლის ქალი შეიარაღებულმა ახალგაზრდამ დააყაჩაღა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 73 წლის ქალი დააყაჩაღეს. შემთხვევა სოფელ ახალსოფელში გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი ახალგაზრდა, რომელიც ცივი იარაღით შეიარაღებული იყო, აკოფაშვილის სასურსათო მაღაზიაში უკანა კარიდან შეიჭრა, ხანდაზმულს ფიზიკურად გაუსწორდა, ცივი იარაღით დაემუქრა, რის შემდეგაც 1500 ლარი და ძვირფასეულობა წაიღო.

ქალი მიყენებული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

"დილა იყო რვის ნახევარი,უკანა კარიდან შემოვედი, ბუხარი უნდა ამენთო. ახალგაზრდა შემომყვა, ნიღაბი ეკეთა. პირზე ხელი ამაფარა, მცემდა მირტყამდა, ბებო ფული მომეციო. თან ყელზე დანას მადებდა, მოგკლავო.

ვეხვეწებოდი არ მომკლა და წაიღე, რაც გინდა - მეთქი. ხელზე ბეჭედი მეკეთა, მომაძრო და კიდევ ფული იყო 1500 ლარი, ისიც წაიღო. ხელები შემოჰკრა. მერე რო წავიდა, მეზობლები მოვიდნენ საშველად.სახეზე სულ ნაცემი ვარ, მირტყამდა. მერე პოლიცია გამოვიძახეთ ", - ამბობს დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

"სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის" - გომელაური მელიაზე

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას სულ 8 პირია დაკავებული

კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და 10 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს