სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე
უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

18 თე­ბერ­ვალს ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ის „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ ახა­ლი წიგ­ნი „ში­შის სა­ა­თი“ გა­მო­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ვი­და ომის თე­მა­ზე და­წე­რი­ლი, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ისე­თი შე­დევ­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: „შინდლე­რის სია“, „წიგ­ნის ქურ­დი“, „ომის შე­დე­გე­ბი“, „ბულ­ბუ­ლი“. ამ­ჯე­რად კი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე მო­თხრო­ბე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი კრე­ბუ­ლი წარ­სდგა, რო­მელ­შიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მო­თხრო­ბე­ბია თავ­მოყ­რი­ლი. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.00 ლარი.

რო­გო­რია ჩვე­ნი ქვეყ­ნის 30-წლი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი მა­ტი­ა­ნე; რო­გორ და რას წე­რენ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი ომის შე­სა­ხებ - 14 ავ­ტო­რის 14 მო­თხრო­ბა ერთი სა­ხე­ლის ქვეშ ერ­თი­ან­დე­ბა - „ში­შის სა­ა­თი“.

რო­გორც მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლის რე­დაქ­ტორ-შემ­დგე­ნე­ლი შოთა ია­თაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, წიგნ­ში სტი­ლუ­რი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით გან­სხვა­ვე­ბულ მო­თხრო­ბებს მო­უ­ყა­რეს თავი:

„ბოლო 30 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ქარ­ტე­ხი­ლი გა­მო­ი­ა­რა. ცხა­დია, ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი რე­ა­გი­რებ­დნენ. რო­დე­საც კრე­ბულ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, გვინ­დო­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­თხრო­ბე­ბის­თვის მოგ­ვე­ყა­რა თავი; ვე­ძებ­დით ტექ­სტებს, რომ­ლებ­შიც ომე­ბი სხვა­დას­ხვა რა­კურ­სით არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ამი­ტომ ამ კრე­ბულ­ში შეხ­ვდე­ბით რო­გორც მო­თხრო­ბას, რო­მელ­შიც მოქ­მე­დე­ბა ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ვი­თარ­დე­ბა, ასე­ვე მო­თხრო­ბას, რო­მელ­საც ომი მხო­ლოდ ფო­ნად გას­დევს. ზო­გი­ერ­თი მწე­რა­ლი სათ­ქმე­ლის გად­მო­სა­ცე­მად იგა­ვურ ფორ­მას ირ­ჩევს, ზო­გიც - იუ­მორ­სა თუ ირო­ნი­ას,“ - აღ­ნიშ­ნავს შოთა ია­თაშ­ვი­ლი.

„ში­შის სა­ა­თი“ კრე­ბულს გელა ჩქვა­ნა­ვას ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით ჰქვია, რო­მელ­საც და­ნარ­ჩე­ნი 13 ავ­ტო­რის მო­თხრო­ბის მსგავ­სად ამ წიგნ­ში წა­ი­კი­თხავთ. კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია შემ­დე­გი მწერ­ლე­ბის მო­თხრო­ბე­ბი: გუ­რამ ოდი­შა­რია, ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე, შალ­ვა ბა­კუ­რა­ძე, თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, ბესო სო­ლო­მო­ნაშ­ვი­ლი, ბესო ხვე­დე­ლი­ძე, ლუკა ბა­ქა­ნი­ძე, ბექა ქურ­ხუ­ლი, გელა ჩქვა­ნა­ვა, თამ­რი ფხა­კა­ძე, თეა თო­ფუ­რია, ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი, ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე და ნინო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი.

რო­გორც მწერ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ომი ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მაა; მას­ზე სა­უ­ბა­რი და მკი­თხვე­ლამ­დე მის­ვლა კი კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, წიგ­ნე­ბის სე­რია „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ომის შე­სა­ხებ და­წე­რილ წიგ­ნებს აერ­თი­ა­ნებს. სე­რი­ის ახა­ლი წიგ­ნი „ში­შის სა­ა­თი“ 18 თე­ბერ­ვალს ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვი­და. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.00 ლარი.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

18 თებერვალს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი „შიშის საათი“ გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სერიის ფარგლებში უკვე გამოვიდა ომის თემაზე დაწერილი, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: „შინდლერის სია“, „წიგნის ქურდი“, „ომის შედეგები“, „ბულბული“. ამჯერად კი ქართველი მკითხველის წინაშე მოთხრობების სრულიად ახალი კრებული წარსდგა, რომელშიც თანამედროვე ქართველი ავტორების მოთხრობებია თავმოყრილი. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

როგორია ჩვენი ქვეყნის 30-წლიანი მხატვრული მატიანე; როგორ და რას წერენ თანამედროვე ქართველი მწერლები ომის შესახებ - 14 ავტორის 14 მოთხრობა ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება - „შიშის საათი“.

როგორც მოთხრობების კრებულის რედაქტორ-შემდგენელი შოთა იათაშვილი აღნიშნავს, წიგნში სტილური და შინაარსობრივი თვალსაზრისით განსხვავებულ მოთხრობებს მოუყარეს თავი:

„ბოლო 30 წელიწადში საქართველომ ბევრი პოლიტიკური ქარტეხილი გამოიარა. ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ ქართველი მწერლები რეაგირებდნენ. როდესაც კრებულზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, განსხვავებული მოთხრობებისთვის მოგვეყარა თავი; ვეძებდით ტექსტებს, რომლებშიც ომები სხვადასხვა რაკურსით არის წარმოჩენილი. ამიტომ ამ კრებულში შეხვდებით როგორც მოთხრობას, რომელშიც მოქმედება ფრონტის წინა ხაზზე ვითარდება, ასევე მოთხრობას, რომელსაც ომი მხოლოდ ფონად გასდევს. ზოგიერთი მწერალი სათქმელის გადმოსაცემად იგავურ ფორმას ირჩევს, ზოგიც - იუმორსა თუ ირონიას,“ - აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

„შიშის საათი“ კრებულს გელა ჩქვანავას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ჰქვია, რომელსაც დანარჩენი 13 ავტორის მოთხრობის მსგავსად ამ წიგნში წაიკითხავთ. კრებულში შესულია შემდეგი მწერლების მოთხრობები: გურამ ოდიშარია, ნუგზარ შატაიძე, შალვა ბაკურაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომონაშვილი, ბესო ხვედელიძე, ლუკა ბაქანიძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ალეკო ცქიტიშვილი, ერეკლე დეისაძე და ნინო სადღობელაშვილი.

როგორც მწერლები აღნიშნავენ, ომი ამოუწურავი თემაა; მასზე საუბარი და მკითხველამდე მისვლა კი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.

შეგახსენებთ, წიგნების სერია „ომებსა და ადამიანებზე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც ომის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს. სერიის ახალი წიგნი „შიშის საათი“ 18 თებერვალს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად