“ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ვოლვო XC90, XC40 და S90 მოდელები საუკეთესო ფასად და საჩუქრად 1 ტონა საწვავი მიიღოს.
„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს, ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს სამოდელო რიგის სრული ასორტიმენტი.
„ვოლვოს“ ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტდრაივზე გამოცდა. ამასთანავე, „ვოლვო საქართველო“ მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს და ორიგინალ ავტონაწილებს სთავაზობს.
„ჩვენი მიზანია, ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობები“ - განაცხადა „Volvo Car Caucasus“-ის გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.
„ვოლვო საქართველოს“ შოურუმს შეგიძლიათ, ესტუმროთ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ტესტდრაივზე ჩასაწერად იხილეთ ბმული volvocars.com, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.
NS
რას ლაპარაკობთ ჩუქნიან?? ხვალვე მთელი საქართველო მოვა საყიდლად, მაინც ფული აღარ იციან სად წაიღონ
1 ტონა საწვავი..., ვინც მაგას ყიდულობს 1 ტონა საწვავი რა ღირს? 2500 ლარი დაახლოებით. ისეთ ფასს გადაგახდევინებენ მაგის ყიდვაში ეგ უკვე გადახდილი გექნებათ თუ იყიდით, 1 ტონა საწვავი... ყურებში კარგად ჟღერს.....