საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!
საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!

15 თე­ბერ­ვლი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-19 ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

***

მე-19 ტომი გა­მო­ვი­და 15 თე­ბერ­ვალს, მას­ში ლუ­კას სა­ხა­რე­ბის 1-ლი - მე-18 თა­ვე­ბის გან­მარ­ტე­ბაა.

არის ამ სა­ხა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა სა­ხა­რე­ბებ­ში არ გვხვდე­ბა. სწო­რედ ლუ­კას სა­ხა­რე­ბას უნდა ვუ­მად­ლო­დეთ სვი­მე­ონ ღვთის­მიმრქმე­ლის უმ­შვე­ნი­ე­რეს სა­გა­ლო­ბელს:

"აწ გა­ნუ­ტე­ვე მო­ნაი შენი, მე­უ­ფეო, სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა მშვი­დო­ბით, რა­მე­თუ იხი­ლეს თვალ­თა ჩემ­თა მა­ცხო­ვა­რე­ბა შენი".

და რო­გორ არ აღ­ვნიშ­ნო ის ფაქ­ტი, რომ ეს წიგ­ნი სწო­რედ მირ­ქმის დღე­სას­წა­ულ­ზე გვეს­ტუმ­რა ოჯა­ხებ­ში, რათა ჩვენც მი­ვე­გე­ბოთ ჩვენ­თან მობ­რძა­ნე­ბულ უფალს.

აქვე და­ვა­ა­ნონ­სებ, რომ მომ­დევ­ნო, მე-20 ტო­მის გა­მოს­ვლა დიდ­მარ­ხვის და­წყე­ბას ემ­თხვე­ვა - 15 მარტს - დიდ­მარ­ხვის პირ­ვე­ლი კვი­რის ორ­შა­ბათს იქ­ნე­ბა ქსელ­ში.რო­გორ მინ­და, რომ ამ წიგ­ნებ­ში და­ვა­ნე­ბულ­მა დიდ­მა სი­ხა­რულ­მა თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი აავ­სოს.

***

გვყავ­და ერთ დროს სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ერთი ქრის­ტი­ა­ნი ძლი­ე­რი მე­ზო­ბე­ლი, ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რია ერ­ქვა სა­ხე­ლად, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი იყო მისი დე­და­ქა­ლა­ქი, დღეს სტამ­ბუ­ლად წო­დე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლი­სა არ იყოს, არც მას­თან გვქონ­და მთლად კე­თი­ლი მე­ზობ­ლო­ბა, უხ­ში­რეს შემ­თხვე­ვა­ში მტრო­ბა იყო ჩვენ შო­რის, თუმ­ცა ყო­ფი­ლა დრო, სა­ერ­თო მტრის წი­ნა­აღ­მდე­გაც გა­ვერ­თი­ა­ნე­ბულ­ვართ. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის ვა­სა­ლე­ბად იწო­დე­ბოდ­ნენ. დიდი იყო ბი­ზან­ტი­უ­რი კულ­ტუ­რის, რე­ლი­გი­ის პო­ლი­ტი­კის გავ­ლე­ნა იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თველ­ზე. ტრა­გი­კუ­ლად წა­რი­მარ­თა ამ უძ­ლი­ე­რე­სი იმ­პე­რი­ის ბედი: ჯერ ჯვა­როს­ნებ­მა გა­ტე­ხეს წელ­ში, მერე ოს­მა­ლებ­მა და­ამ­ხეს სა­ბო­ლო­ოდ და კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის აღე­ბით წერ­ტი­ლი და­უს­ვეს მის არ­სე­ბო­ბას. დღე­ვან­დე­ლი სტამ­ბუ­ლის ქუ­ჩებ­ში, მის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე ვი­თარ­დე­ბო­და ეს მოვ­ლე­ნე­ბი, აქ დღე­საც გრძნობ კვალს უდი­დე­სი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა, ახლა რომ მი­ნა­რე­თე­ბით ჩა­უ­ნაც­ვლე­ბია მომ­ხდურს. კი­დევ გრძნობ იმას, რომ შენ გვერ­დით სა­უ­კუ­ნე­ებს ვერ გა­უძ­ლო ამ­ხე­ლა იმ­პე­რი­ამ და შენ დგა­ხარ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მო­დი­ხარ და მო­გაქვს დღემ­დე შენი კულ­ტუ­რაც, ზნე­ო­ბაც, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბაც. კი­დევ ერთხელ ხვდე­ბი, რომ ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა არ არის და რომ უფ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წყა­ლო­ბა და მფარ­ვე­ლო­ბაა შენს ქვე­ყა­ნა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა იმა­საც თუ მივ­ხვდე­ბით, რომ ამ წყა­ლო­ბას და­ნახ­ვა და და­ფა­სე­ბა უნდა.და­ლოც­ვი­ლი იყა­ვი, ჩემო ქვე­ყა­ნავ!

***

ერთი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც ალ­ბათ ყვე­ლას გა­დაგ­ვხდე­ნია:როცა გეტ­კი­ნე­ბა, როცა და­ე­ცე­მი და ძა­ლი­ან გჭირ­დე­ბა ის - მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­მო­გეშ­ვე­ლე­ბა, შენს ჯვარს იტ­ვირ­თავს შენ­თან ერ­თად, წყალ­საც მო­გაწ­ვდის, სი­ა­რულ­ში მო­გეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ის - მე­ო­რე - გაც­ლას ამ­ჯო­ბი­ნებს, შენი ჯვრის სიმ­ძი­მეს გა­ექ­ცე­ვა, მსუ­ბუ­ქად სი­ა­რულს აირ­ჩევს... მერე რო­გორ­ღაც, უფ­ლის შე­წევ­ნით წა­მოდ­გე­ბი, წელ­ში გა­ი­მარ­თე­ბი და ისევ გა­ნაგ­რძობ გზას... მი­დი­ხარ... მი­დი­ხარ... და უცებ... გზა­ზე შე­მოგ­ხვდე­ბა ის, მე­ო­რე - თა­ვა­დაც და­ცე­მუ­ლა, სიმ­წრის ოფლი სდის... არაფ­რის ძალა აღარ შეს­წევს...აი, აქ უნდა შეძ­ლო და გვერ­დით არ ჩა­უ­ა­რო, უნდა შე­ჩერ­დე, წა­მო­ა­ყე­ნო, მხა­რი შე­აშ­ვე­ლო და და­ა­ნახ­ვო, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო... ის კი არ აგ­რძნო­ბი­ნო - აბა თუ კარ­გი იყო რო­გორც მო­ი­ქე­ცი, თა­ვა­დაც გა­მოს­ცა­დეო...სუ­ლაც არ არის ძნე­ლი ადა­მი­ა­ნო­ბა, თუ გულ­ში უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლია...

***

მთე­ლი მსოფ­ლიო სან­თლით ეძებს სიყ­ვა­რულს: ეძე­ბენ ქმრე­ბი, ცო­ლე­ბი, შვი­ლე­ბი, დე­დე­ბი, მა­მე­ბი, ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი... ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულს ეძე­ბენ და ვერ გა­უ­გი­ათ, სად გაქ­რა, რა­ტომ ვე­ღარ პო­უ­ლო­ბენ! ჰგო­ნი­ათ, რომ არ გა­უ­მარ­თლათ, თო­რემ სა­დღაც სხვა­გან აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მო­ა­ჩე­ნენ იმას, რა­საც ეძე­ბენ... ზოგი დეპ­რე­სი­ა­შია, ზოგი - უა­რეს­ში... ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს... აღარ სჯე­რათ სი­კე­თის, გულ­წრფე­ლო­ბის... ერ­თმა­ნე­თის აღა­რა­ფე­რი სჯე­რათ... ცა­რი­ელ­დე­ბა სამ­ყა­რო... სული ეც­ლე­ბა... საით მი­დი­ან უსიყ­ვა­რუ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი - უღ­მერ­თოდ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი?!!!

***

სულ სა­დღაც გვინ­და წას­ვლა, სულ სა­დღაც მი­ი­წევს სული, იქ - სა­დღაც უკე­თე­სია: ვინც ღა­რი­ბია, ჰგო­ნია, რომ სი­ღა­რი­ბეს გა­ურ­ბის, ვინც მდი­და­რია, მა­ნაც ვერ შე­იქ­მნა სრუ­ლი ჰარ­მო­ნია ამ წუ­თი­სო­ფელ­ში, რა­ღაც ვერ არის ისე, რა­ღაც აკ­ლია სრულ­ყო­ფი­ლე­ბას, ვი­საც შვი­ლი არ ჰყავს, ჰგო­ნია, რომ უშ­ვი­ლო­ბაა მისი დარ­დის მი­ზე­ზი, ვი­საც შვი­ლე­ბი ჰყავს, მათ­ზე დარ­დმა და სა­ფიქ­რალ­მა და­უ­კარ­გა მოს­ვე­ნე­ბა, ვი­საც სამ­სა­ხუ­რი არ აქვს, უმუ­შევ­რო­ბას აბ­რა­ლებს თა­ვის მო­უს­ვენ­რო­ბას, ვინც მუ­შა­ობს, ის საქ­მემ და­ღა­ლა; პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევთ და მა­ლე­ვე ვხვდე­ბით, რომ რა­ღაც სხვა გვინ­დო­და თით­ქოს; ცივა და სი­ცი­ვემ შეგ­ვა­წუ­ხა, ცხე­ლა და სი­ცხეს ვე­ღარ ვუძ­ლებთ... სულ გავ­რბი­ვართ, სა­დღაც უკე­თე­სია... იქ, სა­დაც არ ვართ, სა­დღაც არის სიმ­შვი­დე და სი­ხა­რუ­ლი... და იქ­ნებ იქ, სიმ­შვი­დე­ში ყოფ­ნას არ­სად გაქ­ცე­ვა არც უნდა? იქ­ნებ უბ­რა­ლოდ გულ­ში უნდა ჩა­ვი­ხე­დოთ, სა­კუ­თარ გულ­ში... იქ­ნებ ჩვენს გულ­ში არ არის ად­გი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის? იქ­ნებ ვერ გა­ვუ­ღეთ გუ­ლის კარი მადლსა და წყა­ლო­ბას?ყვე­ლას გი­სურ­ვებთ სიმ­შვი­დეს და დიდ სიყ­ვა­რულს, ჩემო კარ­გო მე­გობ­რე­ბო! მად­ლი უფ­ლი­სა იყოს ჩვენ ზედა!

15 თე­ბერ­ვლი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-19 ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!

საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!

15 თებერვლიდან „ბიბლიის განმარტებების“ მე-19 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

***

მე-19 ტომი გამოვიდა 15 თებერვალს, მასში ლუკას სახარების 1-ლი - მე-18 თავების განმარტებაა.

არის ამ სახარებაში განსაკუთრებული ადგილები, რომლებიც სხვა სახარებებში არ გვხვდება. სწორედ ლუკას სახარებას უნდა ვუმადლოდეთ სვიმეონ ღვთისმიმრქმელის უმშვენიერეს საგალობელს:

"აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი".

და როგორ არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს წიგნი სწორედ მირქმის დღესასწაულზე გვესტუმრა ოჯახებში, რათა ჩვენც მივეგებოთ ჩვენთან მობრძანებულ უფალს.

აქვე დავაანონსებ, რომ მომდევნო, მე-20 ტომის გამოსვლა დიდმარხვის დაწყებას ემთხვევა - 15 მარტს - დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათს იქნება ქსელში.როგორ მინდა, რომ ამ წიგნებში დავანებულმა დიდმა სიხარულმა თითოეული ოჯახი აავსოს.

***

გვყავდა ერთ დროს სამხრეთ-დასავლეთით ერთი ქრისტიანი ძლიერი მეზობელი, ბიზანტიის იმპერია ერქვა სახელად, კონსტანტინოპოლი იყო მისი დედაქალაქი, დღეს სტამბულად წოდებული. დღევანდელი ჩრდილოელი მეზობლისა არ იყოს, არც მასთან გვქონდა მთლად კეთილი მეზობლობა, უხშირეს შემთხვევაში მტრობა იყო ჩვენ შორის, თუმცა ყოფილა დრო, საერთო მტრის წინააღმდეგაც გავერთიანებულვართ. დავით აღმაშენებლის წინამორბედი ქართველი მეფეები ბიზანტიის იმპერიის ვასალებად იწოდებოდნენ. დიდი იყო ბიზანტიური კულტურის, რელიგიის პოლიტიკის გავლენა იმდროინდელ საქართველზე. ტრაგიკულად წარიმართა ამ უძლიერესი იმპერიის ბედი: ჯერ ჯვაროსნებმა გატეხეს წელში, მერე ოსმალებმა დაამხეს საბოლოოდ და კონსტანტინოპოლის აღებით წერტილი დაუსვეს მის არსებობას. დღევანდელი სტამბულის ქუჩებში, მის სანაპიროებზე ვითარდებოდა ეს მოვლენები, აქ დღესაც გრძნობ კვალს უდიდესი კულტურისა და ტრადიციებისა, ახლა რომ მინარეთებით ჩაუნაცვლებია მომხდურს. კიდევ გრძნობ იმას, რომ შენ გვერდით საუკუნეებს ვერ გაუძლო ამხელა იმპერიამ და შენ დგახარ ყველაფრის მიუხედავად, მოდიხარ და მოგაქვს დღემდე შენი კულტურაც, ზნეობაც, სახელმწიფოებრიობაც. კიდევ ერთხელ ხვდები, რომ ეს შემთხვევითობა არ არის და რომ უფლის განსაკუთრებული წყალობა და მფარველობაა შენს ქვეყანაზე. კარგი იქნება იმასაც თუ მივხვდებით, რომ ამ წყალობას დანახვა და დაფასება უნდა.დალოცვილი იყავი, ჩემო ქვეყანავ!

***

ერთი ცხოვრებისეული ეპიზოდი, რომელიც ალბათ ყველას გადაგვხდენია:როცა გეტკინება, როცა დაეცემი და ძალიან გჭირდება ის - მეორე ადამიანი, რომელიც შემოგეშველება, შენს ჯვარს იტვირთავს შენთან ერთად, წყალსაც მოგაწვდის, სიარულში მოგეხმარება, მაგრამ ის - მეორე - გაცლას ამჯობინებს, შენი ჯვრის სიმძიმეს გაექცევა, მსუბუქად სიარულს აირჩევს... მერე როგორღაც, უფლის შეწევნით წამოდგები, წელში გაიმართები და ისევ განაგრძობ გზას... მიდიხარ... მიდიხარ... და უცებ... გზაზე შემოგხვდება ის, მეორე - თავადაც დაცემულა, სიმწრის ოფლი სდის... არაფრის ძალა აღარ შესწევს...აი, აქ უნდა შეძლო და გვერდით არ ჩაუარო, უნდა შეჩერდე, წამოაყენო, მხარი შეაშველო და დაანახვო, როგორ უნდა მოქცეულიყო... ის კი არ აგრძნობინო - აბა თუ კარგი იყო როგორც მოიქეცი, თავადაც გამოსცადეო...სულაც არ არის ძნელი ადამიანობა, თუ გულში უფლის სიყვარულია...

***

მთელი მსოფლიო სანთლით ეძებს სიყვარულს: ეძებენ ქმრები, ცოლები, შვილები, დედები, მამები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მეგობრები... ერთმანეთის სიყვარულს ეძებენ და ვერ გაუგიათ, სად გაქრა, რატომ ვეღარ პოულობენ! ჰგონიათ, რომ არ გაუმართლათ, თორემ სადღაც სხვაგან აუცილებლად აღმოაჩენენ იმას, რასაც ეძებენ... ზოგი დეპრესიაშია, ზოგი - უარესში... ეჭვის თვალით უყურებენ ერთმანეთს... აღარ სჯერათ სიკეთის, გულწრფელობის... ერთმანეთის აღარაფერი სჯერათ... ცარიელდება სამყარო... სული ეცლება... საით მიდიან უსიყვარულოდ დარჩენილი - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!!!

***

სულ სადღაც გვინდა წასვლა, სულ სადღაც მიიწევს სული, იქ - სადღაც უკეთესია: ვინც ღარიბია, ჰგონია, რომ სიღარიბეს გაურბის, ვინც მდიდარია, მანაც ვერ შეიქმნა სრული ჰარმონია ამ წუთისოფელში, რაღაც ვერ არის ისე, რაღაც აკლია სრულყოფილებას, ვისაც შვილი არ ჰყავს, ჰგონია, რომ უშვილობაა მისი დარდის მიზეზი, ვისაც შვილები ჰყავს, მათზე დარდმა და საფიქრალმა დაუკარგა მოსვენება, ვისაც სამსახური არ აქვს, უმუშევრობას აბრალებს თავის მოუსვენრობას, ვინც მუშაობს, ის საქმემ დაღალა; პროფესიას ავირჩევთ და მალევე ვხვდებით, რომ რაღაც სხვა გვინდოდა თითქოს; ცივა და სიცივემ შეგვაწუხა, ცხელა და სიცხეს ვეღარ ვუძლებთ... სულ გავრბივართ, სადღაც უკეთესია... იქ, სადაც არ ვართ, სადღაც არის სიმშვიდე და სიხარული... და იქნებ იქ, სიმშვიდეში ყოფნას არსად გაქცევა არც უნდა? იქნებ უბრალოდ გულში უნდა ჩავიხედოთ, საკუთარ გულში... იქნებ ჩვენს გულში არ არის ადგილი სიყვარულისთვის? იქნებ ვერ გავუღეთ გულის კარი მადლსა და წყალობას?ყველას გისურვებთ სიმშვიდეს და დიდ სიყვარულს, ჩემო კარგო მეგობრებო! მადლი უფლისა იყოს ჩვენ ზედა!

15 თებერვლიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-19 ტომი! არ გამოგრჩეთ!

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე