საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება
"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება

პო­ლი­ტი­კა­ში ახა­ლი სა­ხეა. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, არის "ჰამ­ქა­რის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. უყ­ვარს სპორ­ტი, გა­და­ცე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზით, აღ­მერ­თებს ვაზს და ღვი­ნოს, მაგ­რამ არ უყ­ვარს თა­მა­დო­ბა. მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ნამ­დვი­ლი სვა­ნია - უან­გა­რო, გუ­ლუბ­რყვი­ლო, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი და შე­უ­ვა­ლი. "კე­თი­ლია, და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს და მერე, თა­ვად­ვე უხა­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ჯერ თბი­ლის­ში, შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში, ძა­ლი­ან გუ­ლუბ­რყვი­ლოა. ერთი კვი­რა ინერ­ვი­უ­ლა იმის გამო, რომ პირ­ვე­ლი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ტრო­ლებ­მა "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე გა­ლან­ძღეს. მე­გობ­რებს გვე­კი­თხე­ბო­და, რა უნ­დათ, რას მერ­ჩი­ა­ნო?!" - გვი­ამ­ბობს მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გა.

ერ­თგუ­ლია, პირ­ვე­ლად ვინც შე­უყ­ვარ­და, ცო­ლა­დაც ის მო­იყ­ვა­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი და სიმ­პა­თი­უ­რია, ცოლი არას­დროს ეჭ­ვი­ა­ნობს. ენ­დო­ბა და იმი­ტომ. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ მო­გო­ნე­ბად სა­კუ­თა­რი ქორ­წი­ლის დღეს მი­იჩ­ნევს, მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად კი - 10 წლის ასაკ­ში მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბას.

ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი:

- ჩემი ბავ­შვო­ბა ორ ნა­წი­ლად იყო­ფა: 10 წლამ­დე და 10 წლის შემ­დეგ. უზ­რუნ­ვე­ლი, ლაღი ბავ­შვო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ომმა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი სახ­ლი, სი­ცი­ვე, მე­ზობ­ლებ­თან ერ­თან შე­შის "ფეჩ­ზე" მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დი­ლი, გა­ყი­ნუ­ლი და გაკ­ვამ­ლუ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხი... ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს პი­როვ­ნუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია. 10 წლის ასაკ­ში მივ­ხვდი, რომ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს შენი ცხოვ­რე­ბა, ამი­ტომ არა­ფე­რია ღირ­სე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

რთუ­ლი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სულ ვცდი­ლობ­დი, მი­მე­ღო კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და მყო­ლო­და კარ­გი მე­გობ­რე­ბი. ასეც მოხ­და. მი­ვი­ღე იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და შე­ვი­ძი­ნე კარ­გი მე­გობ­რე­ბი. იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რე იმი­ტომ, რომ მა­მამ მირ­ჩია. ამას­თან, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მაც ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს. მად­ლო­ბა მათ, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ფე­სია ამარ­ჩე­ვი­ნეს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ად­ვო­კა­ტი. ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მაქვს მო­გე­ბუ­ლი. საქ­მის მო­გე­ბა კარ­გია, მაგ­რამ ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბით, მისი სი­ხა­რუ­ლის თა­ნა­მო­ზი­ა­რე ხდე­ბი. ამი­ტომ მიყ­ვარს ეს საქ­მე.

პო­ლი­ტი­კა­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოვხდი. არას­დროს მქო­ნია ამ სფე­როს მი­მართ ინ­ტე­რე­სი. თუმ­ცა, აქ­ტი­უ­რი ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი, ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი ყვე­ლა­ფერს, რაც არ მომ­წონ­და. 2003 წლი­დან ერთი აქ­ცი­აც არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მე­ღო.

- 2003 წლამ­დე თქვენს პრო­ტესტს არა­ფე­რი იწ­ვევ­და?

- უბ­რა­ლოდ ვერ ვიხ­სე­ნებ, თუმ­ცა იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, - რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მოც გა­მო­ვე­დი ქუ­ჩა­ში...

- თუ პო­ლი­ტი­კა არ გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ, რამ გა­ი­ძუ­ლათ, პო­ლი­ტი­კო­სის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყა­ვით?

- ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "ჩა­მით­რია" ამ ამ­ბავ­ში. რო­დე­საც საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე გა­და­წყვი­ტა კენ­ჭისყრა, აზრი მკი­თხა. მო­ვუ­წო­ნე იდეა და აღ­ვუთ­ქვი, რომ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. გავ­ხდი კი­დეც მისი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2014 წლი­დან ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ვი­დე­ქი, რო­გორც იუ­რის­ტი, მაგ­რამ არას­დროს მი­ფიქ­რია, მეც ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, რო­დე­საც ალე­კომ "სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის" და­ფუძ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, მთხო­ვა, მთაწ­მინ­დის ოლ­ქში მე­ყა­რა კენ­ჭი. ვი­ნა­ი­დან კარ­გად ვიც­ნობ­დი ალე­კო­საც და მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­საც, ეს გა­მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე.

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა თქვენს ამ ნა­ბიჯს?

- ვერ გე­ტყვით, რომ აღ­ფრთო­ვან­დნენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. მე­უღ­ლის­თვის ეს უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­და. ახ­ლაც მსაყ­ვე­დუ­რობს, - რა გინ­დო­და, მშვე­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და, რა­ტომ გა­არ­თუ­ლე ყვე­ლა­ფე­რიო?!

- თქვენც ხომ არ ნა­ნობთ?

- არა. მგო­ნია, რო­დე­საც შე­გიძ­ლია, შენი აქ­ტი­უ­რო­ბით ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე სა­სი­კე­თოდ შეც­ვა­ლო, ასეც უნდა მო­იქ­ცე, თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხარ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი არ გა­დარ­დებს.

- მე­უღ­ლე რა პრო­ფე­სი­ი­საა?

- ისიც იუ­რის­ტია. სკო­ლა­შიც ერ­თად ვსწავ­ლობ­დით და უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც. ბავ­შო­ბი­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ვო­ჯახ­დით. ხში­რად ვხუმ­რობთ, - ერ­თად ბევ­რად მეტი დრო გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე-თქო. სამი შვი­ლი გვყავს. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა, უკვე 20 წლის არის. თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. კოტე 16 წლი­საა, ნა­ბო­ლა­რა ნი­კუ­შა კი - 10-ის. მგო­ნი, შვი­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ანას­თვის, მე­გო­ბა­რი უფრო ვარ, ვიდ­რე მამა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას რომ შე­ხე­დოთ, და-ძმა უფრო გე­გო­ნე­ბით, ვიდ­რე მამა-შვი­ლი. სხვა­თა შო­რის, ანა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შიც ჩემ გვერ­დით იყო. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩემ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- შუ­ა­თა­ნა ვაჟი არ გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- არა. წი­ნას­წარ გა­მაფრ­თხი­ლა, არც კი მთხო­ვო, არ­სად წა­მო­ვა­ლო. კოტე ძი­რი­თა­დად ვარ­ჯი­შით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ადრე ფეხ­ბურ­თი იყო მისი ინ­ტე­რე­სის მთა­ვა­რი სა­გა­ნი, ახლა კულ­ტუ­რიზ­მით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ტანს იყე­ნებს. იმ ასა­კა­შია, გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რომ ზრუ­ნა­ვენ. ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. მეც პა­ტივს ვცემ მათ ინ­ტე­რე­სებს, ჩემს სურ­ვი­ლებს თავს არც ერთს არ ვახ­ვევ. რაც მთა­ვა­რია, კარ­გად სწავ­ლო­ბენ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლამზირა მგელაძე
2

თავშეკავებული და მოზომილი საუბარი აქვს. არ არის აგრესიული. განათლება და გულწრფელობა იგრძნობა მის საუბარში ,რაც მისაბაძია სხვა პოლიტიკოსებისთვის..ვისურვებდი პარლამენტში მეტი იყოს ასეთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი

:))))))
1

ერთ ფაკულტეტზე, ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან გულღია და უპრობლემოა. გულწრფელი და მეგობრული კაცია, ძალიან უკონფლიქტოა და სულ ცდილობს განმუხტოს დაძაბულობა. პოლიტიკისთვის ნამდვილად არ მემეტება, მაგრამ მანდაც ისეთივე იქნება. გულით ვუსურვებ წარმატებებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება

"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება

პოლიტიკაში ახალი სახეა. პროფესიით იურისტია, არის "ჰამქარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. უყვარს სპორტი, გადაცებულია დოკუმენტური პროზით, აღმერთებს ვაზს და ღვინოს, მაგრამ არ უყვარს თამადობა. მეგობრები ამბობენ, რომ ნამდვილი სვანია - უანგარო, გულუბრყვილო, მაგრამ პრინციპული და შეუვალი. "კეთილია, დაეხმარება ადამიანს და მერე, თავადვე უხარია. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო განათლება აქვს მიღებული ჯერ თბილისში, შემდეგ, ამერიკაში, ძალიან გულუბრყვილოა. ერთი კვირა ინერვიულა იმის გამო, რომ პირველი კრიტიკული განცხადების შემდეგ, ტროლებმა "ფეისბუკის" გვერდზე გალანძღეს. მეგობრებს გვეკითხებოდა, რა უნდათ, რას მერჩიანო?!" - გვიამბობს მისი ერთ-ერთი მეგობარი და კოლეგა.

ერთგულია, პირველად ვინც შეუყვარდა, ცოლადაც ის მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული და სიმპათიურია, ცოლი არასდროს ეჭვიანობს. ენდობა და იმიტომ. თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებად საკუთარი ქორწილის დღეს მიიჩნევს, მნიშვნელოვან მოვლენად კი - 10 წლის ასაკში მის ცხოვრებაში მომხდარ რადიკალურ ცვლილებას.

ლევან იოსელიანი:

- ჩემი ბავშვობა ორ ნაწილად იყოფა: 10 წლამდე და 10 წლის შემდეგ. უზრუნველი, ლაღი ბავშვობა სამოქალაქო ომმა რადიკალურად შეცვალა. ჩაბნელებული სახლი, სიცივე, მეზობლებთან ერთან შეშის "ფეჩზე" მომზადებული სადილი, გაყინული და გაკვამლული საკლასო ოთახი... ამ ყველაფერმა ჩემს პიროვნულად ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. 10 წლის ასაკში მივხვდი, რომ წუთში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს შენი ცხოვრება, ამიტომ არაფერია ღირსებაზე მნიშვნელოვანი.

რთული პირობების მიუხედავად, სულ ვცდილობდი, მიმეღო კარგი განათლება და მყოლოდა კარგი მეგობრები. ასეც მოხდა. მივიღე იურიდიული განათლება და შევიძინე კარგი მეგობრები. იურიდიულზე ჩავაბარე იმიტომ, რომ მამამ მირჩია. ამასთან, ჩემმა მეგობრებმაც ასეთი არჩევანი გააკეთეს. მადლობა მათ, ძალიან კარგი პროფესია ამარჩევინეს. წლების განმავლობაში ვიყავი ადვოკატი. ძალიან ბევრი საქმე მაქვს მოგებული. საქმის მოგება კარგია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებით, მისი სიხარულის თანამოზიარე ხდები. ამიტომ მიყვარს ეს საქმე.

პოლიტიკაში სრულიად შემთხვევით მოვხდი. არასდროს მქონია ამ სფეროს მიმართ ინტერესი. თუმცა, აქტიური ყოველთვის ვიყავი, ვაპროტესტებდი ყველაფერს, რაც არ მომწონდა. 2003 წლიდან ერთი აქციაც არ გამომიტოვებია, რომ მონაწილეობა არ მიმეღო.

- 2003 წლამდე თქვენს პროტესტს არაფერი იწვევდა?

- უბრალოდ ვერ ვიხსენებ, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, - რუსეთის საელჩოსთან გამართულ აქციაში მივიღე მონაწილეობა, გიორგი სანაიას გარდაცვალების გამოც გამოვედი ქუჩაში...

- თუ პოლიტიკა არ გაინტერესებდათ, რამ გაიძულათ, პოლიტიკოსის სტატუსის მატარებელი გამხდარიყავით?

- ალეკო ელისაშვილმა "ჩამითრია" ამ ამბავში. როდესაც საკრებულოს დეპუტატობაზე გადაწყვიტა კენჭისყრა, აზრი მკითხა. მოვუწონე იდეა და აღვუთქვი, რომ დავეხმარებოდი. გავხდი კიდეც მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან ყოველთვის მის გვერდით ვიდექი, როგორც იურისტი, მაგრამ არასდროს მიფიქრია, მეც ჩავრთულიყავი პოლიტიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ალეკომ "სამოქალაქო მოძრაობის" დაფუძნება გადაწყვიტა, მთხოვა, მთაწმინდის ოლქში მეყარა კენჭი. ვინაიდან კარგად ვიცნობდი ალეკოსაც და მის ღირებულებებსაც, ეს გამოწვევა მივიღე.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ ნაბიჯს?

- ვერ გეტყვით, რომ აღფრთოვანდნენ ამ გადაწყვეტილებით. მეუღლისთვის ეს უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩდა. ახლაც მსაყვედურობს, - რა გინდოდა, მშვენიერი ცხოვრება გვქონდა, რატომ გაართულე ყველაფერიო?!

- თქვენც ხომ არ ნანობთ?

- არა. მგონია, როდესაც შეგიძლია, შენი აქტიურობით ქვეყანაში რაიმე სასიკეთოდ შეცვალო, ასეც უნდა მოიქცე, თუ პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ და მხოლოდ საკუთარი თავი არ გადარდებს.

- მეუღლე რა პროფესიისაა?

- ისიც იურისტია. სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით და უნივერსიტეტშიც. ბავშობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. სტუდენტობისას დავოჯახდით. ხშირად ვხუმრობთ, - ერთად ბევრად მეტი დრო გვაქვს გატარებული, ვიდრე ერთმანეთის გარეშე-თქო. სამი შვილი გვყავს. უფროსი ქალიშვილი, ანა, უკვე 20 წლის არის. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია. კოტე 16 წლისაა, ნაბოლარა ნიკუშა კი - 10-ის. მგონი, შვილებისთვის, განსაკუთრებით ანასთვის, მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა. ჩვენს ურთიერთობას რომ შეხედოთ, და-ძმა უფრო გეგონებით, ვიდრე მამა-შვილი. სხვათა შორის, ანა პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად მეხმარება. წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩემ გვერდით იყო. ყველა ღონისძიებაში ჩემთან ერთად მონაწილეობდა.

- შუათანა ვაჟი არ გეხმარებოდათ?

- არა. წინასწარ გამაფრთხილა, არც კი მთხოვო, არსად წამოვალო. კოტე ძირითადად ვარჯიშით არის დაკავებული. ადრე ფეხბურთი იყო მისი ინტერესის მთავარი საგანი, ახლა კულტურიზმით არის გატაცებული, ტანს იყენებს. იმ ასაკაშია, გარეგნობაზე განსაკუთრებულად რომ ზრუნავენ. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან, სხვადასხვა ინტერესები და შეხედულებები აქვთ. მეც პატივს ვცემ მათ ინტერესებს, ჩემს სურვილებს თავს არც ერთს არ ვახვევ. რაც მთავარია, კარგად სწავლობენ. წაიკითხეთ სრულად