პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების განცხადებები: "ეს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი"
დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების განცხადებები: "ეს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი"

ნიკა მე­ლი­ას გი­რაო სი­ნამ­დვი­ლე­ში არის გავ­რი­ლო­ვის ხარ­კი, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. რო­გორც ის აცხა­დებს, ხარკს არა­ვის გა­და­უხ­დი­ან.

„ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გავ­რი­ლო­ვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არა­ვის გა­და­ვუხ­დით. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ამ კი გა­და­წყვი­ტოს ვის მხა­რე­საა გავ­რი­ლო­ვის თუ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის“, - წერს უგუ­ლა­ვა „ფე­ის­ბუქ­ზე“.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გა­და­წყვე­ტილ­ბე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში - და­ა­კა­ვე­ბენ თუ არა ნიკა მე­ლი­ას, არ აქვთ არ­ჩე­ვა­ნი და თა­ვად და­ზა­რალ­დე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას” ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუ ნიკა მე­ლი­ას არ და­ა­კა­ვე­ბენ, "მათ­სა­ვე აღ­ქმა­ში ჩა­ით­ვლე­ბა, იქ­ნე­ბი­ან სუს­ტე­ბი”.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა დე­მოკ­რა­ტი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­კა­ვე­ბა ამათ­თვი­საც კი ნა­მე­ტა­ნია. თუ არ და­ა­კა­ვე­ბენ, მათ­სა­ვე აღ­ქმა­ში ჩა­ით­ვლე­ბა, რომ იქ­ნე­ბი­ან სუს­ტე­ბი, მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს ასე ჩანს”, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

ნიკა მე­ლია შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად რუ­სე­თის ტყვეა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ „ინ­ტერ­პეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თუ პრო­ცე­სე­ბი მის და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე მივა, ეს წერ­ტილს და­უს­ვამს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს.

გო­ცი­რი­ძე ამ­ბობს, რომ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა-არა­და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სწო­რედ ის მი­ი­ღებს.

„ეს იქ­ნე­ბა უგუ­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ის წერ­ტილს და­უს­ვამს ყვე­ლა პრო­ცესს, რაც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბის საგ­ნად ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩარ­თუ­ლო­ბით. სი­ტყვა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა იმ­დე­ნად შე­ეჩ­ვია ყურს, რომ თით­ქოს გა­უბ­რა­ლოვ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ სი­ტყვის უკან დგას ის, რომ არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პარ­ლა­მენ­ტი. რა თქმა უნდა ნიკა მე­ლია შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დის ამა­ზე და ის არ არის მხო­ლოდ ნიკა მე­ლი­ას საქ­მე ასე ვთქვათ, ეს უკვე არის მთე­ლი ოპო­ზი­ცი­ის და ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მე და ამ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა მხო­ლოდ ის ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ას და­უ­ჭი­რა მხა­რი. თვით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იქ­ნე­ბა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბი­სა გავ­რი­ლო­ვის გამო, რად­გან ის არის გავ­რი­ლო­ვის პა­ტი­მა­რი , ფაქ­ტობ­რი­ვად , რუ­სე­თის მძე­ვა­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რუ­სე­თის ტყვე, ამი­ტომ მო­რა­ლუ­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მისი და ოპო­ზი­ცი­ის მხა­რეს არის, რო­მელ­საც ამ შემ­თხვე­ვა­ში ნიკა მე­ლია გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ერთი რამ არის სა­სა­ცი­ლო - აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ვი­ცით რა არის, ეს არის დამ­ზღვე­ვი მე­ქა­ნიზ­მი „დამ­ნა­შა­ვის“ შემ­დგომ ქმე­დე­ბებს, რომ მა­გა­ლი­თად არ მი­ი­მა­ლე­ბა. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მე­ლი­ას მიერ 30 000 ლარი გა­დახ­დი­ლია, ნიკა მე­ლი­ას მოთვი­ნი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში 30 000 იქ­ნე­ბა გი­რაო თუ 30 000 და­მა­ტე­ბუ­ლი 40000-ში? ამ თან­ხა­შია კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის სხვა­ო­ბა თუ ძაღ­ლის თავი სხვა რა­მე­შია და­მარ­ხუ­ლი - იმა­ში, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დის პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე?! სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა­საც და­ა­ვა­ლე­ბენ და როცა ამ­ბობს, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იღებს, ვინ ეკი­თხე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მის პო­ლიტ­საბ­ჭოს მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტას, ამა­ზე პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა იმის მტკი­ცე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­დღაც წა­ვი­და და გა­ნე­რი­და, შე­სა­ბა­მი­სად და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ თუ არა ნიკა მე­ლი­ას, ეს მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი,“- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას უმწვა­ვე­სი პრო­ტეს­ტი და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

„თუ ამას მო­რა­ლურ -ადა­მი­ა­ნუ­რი კუ­თხით შევ­ხე­დავთ, წინა პარ­ლა­მენ­ტი ხომ შე­არ­ცხვი­ნა და სა­მუ­და­მოდ ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი, ვინც მე­ლი­ას­თვის მან­და­ტის შე­წყვე­ტას და ფაქ­ტობ­რი­ვად და­პა­ტიმ­რე­ბას უყა­რეს კენ­ჭი, დღეს იმ პარ­ლა­მენ­ტის ნარ­ჩე­ნე­ბი მე­ო­რე­ჯერ შე­ირ­ცხვე­ნენ თავს და ამას ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და­ე­მა­ტე­ბა, რომ­ლებ­საც ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბათ ასე­ვე ეს მო­რა­ლუ­რი დამ­ღა, ზოგი ორ­დამ­ღი­ა­ნი გახ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ზოგი ერ­თდამ­ღი­ა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ შე­დე­გებს, იქ­ნე­ბა უმწვა­ვე­სი პრო­ტეს­ტი და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ა­გი­რე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცუდი ის არის, რომ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პე­რი­ოდ­ში როცა სა­ქარ­თვე­ლო უფრო მე­ტად უნდა და­უ­ახ­ლოვ­დეს ნა­ტოს და როცა პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­დევ უფრო მე­ტად სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად ქვე­ყა­ნა და­ზა­რალ­დე­ბა და მე­ტად გა­იზ­რდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი, ამი­ტომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა,“ - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რას გა­და­წყვეტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, ნიკა მე­ლია უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია!, - ამის შე­სა­ხებ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” , რო­მე­ლიც აპი­რებს ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის შე­დე­გად მე­ო­რედ შე­უ­წყვი­ტოს იმუ­ნი­ტე­ტი ნიკა მე­ლი­ას "არის დარ­ცხვე­ნი­ლი და კი­დევ ერთხელ აღ­რმა­ვებს კრი­ზისს”.

"დღეს ცალ­სა­ხად ნიკა მე­ლია და ოპო­ზი­ცია არის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მო­რა­ლუ­რად გა­მარ­თუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რად გამ­ბე­და­ვი და იმე­დი­სათ­ვის მებ­რძო­ლი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, რო­მე­ლიც აპი­რებს, რომ ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის შე­დე­გად მე­ო­რედ შე­უ­წყვი­ტოს იმუ­ნი­ტე­ტი ნიკა მე­ლი­ას, არის კუ­თხე­ში მომ­წყვდე­უ­ლი, დარ­ცხვე­ნი­ლი და კი­დევ ერთხელ აღ­რმა­ვებს კრი­ზისს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რას გა­და­წყვეტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, ნიკა მე­ლია უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია”, - აღ­ნიშ­ნა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ნიკა მე­ლი­ას და­ა­კა­ვებს, ეს იქ­ნე­ბა დიდი შეც­დო­მა, დიდი უსა­მარ­თლო­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თვი­თონ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ზა­რალ­დე­ბა , - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს და ეს იქ­ნე­ბა გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლის­კენ.

„ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გა­დად­გმუ­ლი ჩი­ხის­კენ, მდგო­მა­რე­ო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლის­კენ, რის­კე­ნაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მი­დის. თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ა­კა­ვებს ნიკა მე­ლი­ას, ეს იქ­ნე­ბა დიდი შეც­დო­მა, დიდი უსა­მარ­თლო­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თვი­თონ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ზა­რალ­დე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­მარ­თლებ­რი­ვი სივ­რცი­დან დიდი ხა­ნია გა­სუ­ლია, როცა პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას აწარ­მო­ებს, ახორ­ცი­ე­ლებს ზე­წო­ლას და არ­ჩევ­ნებს აყალ­ბებს. იმას რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მე­ლი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ხდე­ბა, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას­თან, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. მო­ვუ­წო­დებთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შე­წყვი­ტოს ყვე­ლა სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ჯერ კი­დევ 8 მარ­ტის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, მათ შო­რის გი­ორ­გი რუ­რუა და მო­უს­ხდეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას იმ სა­კი­თხებ­ზე რა­ზეც და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და რა­მაც შექ­მნა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, ნიკა მე­ლი­ას­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან გა­ნი­ხი­ლავს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკა მე­ლი­ას­თვის გი­რა­ოს პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლას ითხოვს, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად პარ­ლა­მენტს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უკვე მი­მარ­თა.

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბა ნიკა მე­ლი­ას­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნის სა­კითხს მხარს და­უ­ჭერს.

მე­ლია იქ­ნე­ბა თუ სხვა იქ­ნე­ბა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ყვე­ლა თა­ნას­წო­რი ვართ კა­ნონ­თან, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, ნიკა მე­ლი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რა­საც კა­ნო­ნი და­ა­ვა­ლებს, იმას შე­ას­რუ­ლე­ბენ.

„კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რო­გორც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ისე მო­იქ­ცე­ვა ყვე­ლა უწყე­ბა, ეს იქ­ნე­ბა შს სა­მი­ნის­ტრო თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა, სხვა უწყე­ბე­ბი. მე­ლია იქ­ნე­ბა თუ სხვა იქ­ნე­ბა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ყვე­ლა თა­ნას­წო­რი ვართ კა­ნონ­თან, თვი­თო­ნაც ამას იძა­ხის ბა­ტო­ნი მე­ლია. რა­საც კა­ნო­ნი დაგ­ვა­ვა­ლებს, იმას შე­ვას­რუ­ლებთ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა, არის ტყუ­ი­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, თა­ვად ნი­კა­ნორ მე­ლია ან მისი მე­გობ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მოხ­ვდეს ნი­კა­ნორ მე­ლია, - ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ამ თე­მა­ზე უსა­ფუძ­ვლოა, რად­გან ამ დრომ­დე მხო­ლოდ ნიკა მე­ლი­ა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ მას თუ არა.

„ის მცდე­ლო­ბე­ბი, რო­მელ­საც ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან ვა­წყდე­ბით ვფიქ­რობ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფუ­ჭია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ხვდე­ბა, რომ ის, რა­საც სა­უბ­რო­ბენ ოპო­ნენ­ტე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლო და არას­წო­რი მსჯე­ლო­ბაა. ერ­თა­დერ­თი პირი, ვის ხელ­შიც იყო ამ დრომ­დე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა-არ­გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო თა­ვად ნი­კა­ნორ მე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს და­პა­ტიმ­რე­ბა ნი­კა­ნორ მე­ლი­ა­სი ეს არის ტყუ­ი­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, თა­ვად ნი­კა­ნორ მე­ლია ან მისი მე­გობ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მოხ­ვდეს ნი­კა­ნორ მე­ლია, ასე­თია რე­ა­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნე­ბის­მი­ე­რი სპე­კუ­ლა­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­ტივს სცემს სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს, ამ­დე­ნად, “ამ სა­კი­თხის გვერ­დზე გა­და­დე­ბა ან თუნ­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არმსჯე­ლო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ იქ­ნე­ბო­და პა­ტი­ვის­ცე­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა“. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, რო­გორც სარ­ჯვე­ლა­ძე აცხა­დებს, შე­საძ­ლოა, ოპო­ზი­ცი­ამ ნიკა მე­ლი­ას სა­კი­თხი „გა­ზა­ფხუ­ლის გა­სა­ცხე­ლებ­ლად“ გა­მო­ი­ყე­ნოს.

„ვერ გე­ტყვით, ვინ­მეს თუ ექ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა, რომ ეს კი­დევ გა­აგ­რძე­ლოს ამ ფაქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის გა­სა­ცხე­ლებ­ლად, მაგ­რამ მე არ მგო­ნია, რომ ეს კარგ სა­ბა­ბად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბა­დი იყოს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ისი­ნი ეც­დე­ბი­ან, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით გა­მო­ი­ყე­ნონ ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი, თუმ­ცა, შორს მი­მა­ვალ გეგ­მებს ეს მათ ვერ და­ა­ლა­გე­ბი­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, თუ ვინ­მე ეც­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­შა­ლოს, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა.

„ვფიქ­რობ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნდა გაგ­რძელ­დეს და თუკი ვინ­მე შე­ეც­დე­ბა, რომ ეს გა­რე­მო­ე­ბა, ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხი და­უ­კავ­ში­როს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლას, ან ამ გზით, ამის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­შა­ლოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ეს ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის გი­რა­ოს არ გა­და­იხ­დის, მისი თქმით, „ვერც მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლო­თი და­ი­ჭე­რენ და ვერც პარ­ლა­მენ­ტით.“

"ხვალ გვექ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ფარ­თო შეხ­ვედ­რა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და გეგ­მებს მო­გახ­სე­ნებთ", - აცხა­დებს ნიკა მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giusha3232
11

კარგით რა, რეალურ პრობლემებზე, ხალხის გასაჭირზე იფიქრეთ.ვის რაში აინტერესებს მელა და მისნაირი გაქნილები.წაიღეთ მართლა ტვინი

მთავრობას!
11

მოგმართვავთ, დაიჭირეთ თუ რამეს თავი გაქვთ, ამოვიდა უკვე ყელში, შექმენით პრეცენდენტი რომ კანონის დაემორჩილოს ყველა ამ ქვეყანაში და არ იყოს დაუსჯელობის განცდა, რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ერთი ნიკანორი, ხომ ხედავთ აქეთ გეთამაშებათ ვერ დამიჭერთ ვერაფერს მიზამთო. ბოლოს და ბოლოს ქვეყანაა თუ ნინის ბაღი, გადადგით ქმედითი ნაბიჯები რომ ჩვენც მივხვდეთ ვცხოვრობთ თუ არა სამართლებრივ ქვეყანაში თუ სად ვართ ჯუნგლებში თუ ტუნდრაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების განცხადებები: "ეს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი"

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების განცხადებები: "ეს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი"

ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აცხადებს, ხარკს არავის გადაუხდიან.

„ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს ვის მხარესაა გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის“, - წერს უგულავა „ფეისბუქზე“.

"ქართული ოცნების” გადაწყვეტილბების პროგნოზირება რთულია, მაგრამ მგონია, რომ ორივე შემთხვევაში - დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას, არ აქვთ არჩევანი და თავად დაზარალდებიან, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელიას არ დააკავებენ, "მათსავე აღქმაში ჩაითვლება, იქნებიან სუსტები”.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დემოკრატიასთან მიმართებაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის დაკავება ამათთვისაც კი ნამეტანია. თუ არ დააკავებენ, მათსავე აღქმაში ჩაითვლება, რომ იქნებიან სუსტები, მათი გადმოსახედიდან ეს ასე ჩანს”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნიკა მელია შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად რუსეთის ტყვეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „ინტერპესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პროცესები მის დაპატიმრებამდე მივა, ეს წერტილს დაუსვამს მოლაპარაკებებს.

გოცირიძე ამბობს, რომ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული და მელიას დაპატიმრება-არადაპატიმრებაზე გადაწყვეტილებას სწორედ ის მიიღებს.

„ეს იქნება უგუნური გადაწყვეტილება, რადგან ის წერტილს დაუსვამს ყველა პროცესს, რაც კი შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგნად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო ჩართულობით. სიტყვა პოლიტიკური დევნა იმდენად შეეჩვია ყურს, რომ თითქოს გაუბრალოვდა, სინამდვილეში ამ სიტყვის უკან დგას ის, რომ არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი პარლამენტი. რა თქმა უნდა ნიკა მელია შეგნებულად მიდის ამაზე და ის არ არის მხოლოდ ნიკა მელიას საქმე ასე ვთქვათ, ეს უკვე არის მთელი ოპოზიციის და ქვეყნის მოქალაქეების საქმე და ამ მოქალაქეებში არ იგულისხმება მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელმაც ოპოზიციას დაუჭირა მხარი. თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი წინააღმდეგი იქნება მელიას დაპატიმრებისა გავრილოვის გამო, რადგან ის არის გავრილოვის პატიმარი , ფაქტობრივად , რუსეთის მძევალი, შეიძლება ითქვას, რუსეთის ტყვე, ამიტომ მორალური და ყველანაირი უპირატესობა მისი და ოპოზიციის მხარეს არის, რომელსაც ამ შემთხვევაში ნიკა მელია განასახიერებს. ერთი რამ არის სასაცილო - აღკვეთის ღონისძიება ვიცით რა არის, ეს არის დამზღვევი მექანიზმი „დამნაშავის“ შემდგომ ქმედებებს, რომ მაგალითად არ მიიმალება. აღკვეთის ღონისძიების სახით მელიას მიერ 30 000 ლარი გადახდილია, ნიკა მელიას მოთვინიერება გამოიხატება იმაში 30 000 იქნება გირაო თუ 30 000 დამატებული 40000-ში? ამ თანხაშია კანონის აღსრულების სხვაობა თუ ძაღლის თავი სხვა რამეშია დამარხული - იმაში, რომ ხელისუფლება უკვე შეგნებულად მიდის პროვოკაციაზე?! სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც დაავალებენ და როცა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს, ვინ ეკითხება „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტსაბჭოს მსხვილკალიბრიანი საკითხების გადაწყვეტას, ამაზე პირადად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი სადღაც წავიდა და განერიდა, შესაბამისად დააპატიმრებენ თუ არა ნიკა მელიას, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის გონებაში იქნება გადაწყვეტილი,“- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მელიას დაპატიმრებას უმწვავესი პროტესტი და სერიოზული საერთაშორისო რეაგირება მოჰყვება.

„თუ ამას მორალურ -ადამიანური კუთხით შევხედავთ, წინა პარლამენტი ხომ შეარცხვინა და სამუდამოდ ისტორიაში დარჩა იმ ადამიანების სახელები, ვინც მელიასთვის მანდატის შეწყვეტას და ფაქტობრივად დაპატიმრებას უყარეს კენჭი, დღეს იმ პარლამენტის ნარჩენები მეორეჯერ შეირცხვენენ თავს და ამას ახალი სახეები დაემატება, რომლებსაც ყოველთვის ექნებათ ასევე ეს მორალური დამღა, ზოგი ორდამღიანი გახდება პარლამენტში, ზოგი ერთდამღიანი. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, იქნება უმწვავესი პროტესტი და სერიოზული საერთაშორისო რეაგირება ამასთან დაკავშირებით. ცუდი ის არის, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში როცა საქართველო უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს ნატოს და როცა პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად სჭირდება ქვეყანას ევროკავშირის მხარდაჭერა, ფაქტობრივად ქვეყანა დაზარალდება და მეტად გაიზრდება ქვეყანაში რუსეთის ინტერესები, ამიტომ საბოლოო ჯამში კრიზისიდან გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია!, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება” , რომელიც აპირებს ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას "არის დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს”.

"დღეს ცალსახად ნიკა მელია და ოპოზიცია არის გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იმედისათვის მებრძოლი. ,,ქართული ოცნება”, რომელიც აპირებს, რომ ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის კუთხეში მომწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

თუ „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დააკავებს, ეს იქნება დიდი შეცდომა, დიდი უსამართლობა და საბოლოო ჯამში, თვითონ "ქართული ოცნება" დაზარალდება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაართულებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი მოლაპარაკებების ჩაშლისკენ.

„ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის. თუ „ქართული ოცნება“ დააკავებს ნიკა მელიას, ეს იქნება დიდი შეცდომა, დიდი უსამართლობა და საბოლოო ჯამში, თვითონ "ქართული ოცნება" დაზარალდება. "ქართული ოცნება" სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია, როცა პოლიტიკურ ოპონენტებზე სამართლებრივ დევნას აწარმოებს, ახორციელებს ზეწოლას და არჩევნებს აყალბებს. იმას რაც ხელისუფლების მხრიდან მელიასთან მიმართებაში ხდება, არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, სამართლიანობასთან, ეს არის პოლიტიკური დევნა. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს ყველა სახის პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტპატიმრები, მათ შორის გიორგი რურუა და მოუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას იმ საკითხებზე რაზეც დაიწყო მოლაპარაკებები და რამაც შექმნა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც მან მედიას განუცხადა, ნიკა მელიასთან მიმართებაში, რასაც კანონი დაავალებს, იმას შეასრულებენ.

„კანონიდან გამომდინარე როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შს სამინისტრო თუ პროკურატურა, სხვა უწყებები. მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, თვითონაც ამას იძახის ბატონი მელია. რასაც კანონი დაგვავალებს, იმას შევასრულებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს ნიკანორ მელიას დაპატიმრება, არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციები ამ თემაზე უსაფუძვლოა, რადგან ამ დრომდე მხოლოდ ნიკა მელიაზე იყო დამოკიდებული, დააპატიმრებენ მას თუ არა.

„ის მცდელობები, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვაწყდებით ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ფუჭია, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ის, რასაც საუბრობენ ოპონენტები აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორი მსჯელობაა. ერთადერთი პირი, ვის ხელშიც იყო ამ დრომდე გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენება-არგამოყენებასთან დაკავშირებით იყო თავად ნიკანორ მელია. აქედან გამომდინარე, მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს დაპატიმრება ნიკანორ მელიასი ეს არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, ასეთია რეალობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ამ მიმართულებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს სამართლებრივ პროცედურებს, ამდენად, “ამ საკითხის გვერდზე გადადება ან თუნდაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არმსჯელობა, რასაკვირველია, არ იქნებოდა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისა“. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, როგორც სარჯველაძე აცხადებს, შესაძლოა, ოპოზიციამ ნიკა მელიას საკითხი „გაზაფხულის გასაცხელებლად“ გამოიყენოს.

„ვერ გეტყვით, ვინმეს თუ ექნება მცდელობა, რომ ეს კიდევ გააგრძელოს ამ ფაქტების გამოყენება გაზაფხულის გასაცხელებლად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს კარგ საბაბად შეიძლება გამოყენებადი იყოს. რასაკვირველია ისინი ეცდებიან, რომ ამ თვალსაზრისით გამოიყენონ ეს გარემოებები, თუმცა, შორს მიმავალ გეგმებს ეს მათ ვერ დაალაგებინებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, თუ ვინმე ეცდება სამართლებრივი საკითხის გამოყენებით მოლაპარაკებები ჩაშალოს, ეს ხელისუფლება არ იქნება.

„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს და თუკი ვინმე შეეცდება, რომ ეს გარემოება, ეს სამართლებრივი საკითხი დაუკავშიროს მოლაპარაკებების ჩაშლას, ან ამ გზით, ამის გამოყენებით ჩაშალოს მოლაპარაკებები, ეს ნამდვილად არ იქნება ხელისუფლება,“- განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით.“

"ხვალ გვექნება ოპოზიციური პარტიების ფართო შეხვედრა და გადაწყვეტილებებს და გეგმებს მოგახსენებთ", - აცხადებს ნიკა მელია.

"ქართული ოცნება“ ჰაერშია, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა, ეს გახარია იყო" - გია ხუხაშვილი

LIVE: ეთერშია "360 გრადუსი" - ვახტანგ კალოიანი; მიხეილ სარჯველაძე

რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე