საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"
გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"

პო­პუ­ლა­რულ თურ­ქულ სე­რი­ალ "თავ­ქა­რი­ან­ში“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე ბე­ბი­ის გმი­რი, აზი­ზე ას­ლან­ბე­ია. ის არის მკაც­რი იმი­ჯის ქალი, რომ­ლის ვი­ზუ­ა­ლი და ქცე­ვე­ბი, არა მხო­ლოდ სე­რი­ა­ლის გმი­რებს, არა­მედ მა­ყუ­რე­ბელ­საც აში­ნებს.

აზი­ზეს როლს თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი აიდა აქ­სე­ლი ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ან­ტი­პო­დია თა­ვი­სი გმი­რის და მათ შო­რის, ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. აიდა მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით, სე­რი­ალ­ში სრუ­ლი­ად სა­ხეც­ვლი­ლი გვევ­ლი­ნე­ბა.

აიდა აქ­სე­ლი 58 წლი­საა. ის ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, პირ­ველ ქმარს 90-იან წლებ­ში და­შორ­და, მე­ო­რედ ათი­ლა აქინ­ჩი­ოღ­ლუ­ზე და­ქორ­წინ­და. წყვი­ლი15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და ერ­თად. სამ­წუ­ხა­როდ, ათი­ლა 2010 წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა და ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია იყო ოჯა­ხის­თვის, რო­მელ­მაც აი­დას სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა.

ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უარს ამ­ბობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზო პრო­ექ­ტებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და სა­ერ­თოდ, ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­გან თავს იკა­ვებ­და.

აიდა აქ­სელს ორი შვი­ლი ჰყავს. ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი - ლე­ი­ლა და ეფე, რომ­ლე­ბიც დე­დის მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ხში­რად აკი­თხა­ვენ დე­დას გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, მას­თან ერ­თად და­დი­ან ფილ­მის სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ებ­ზე. ლე­ი­ლა თა­ვა­დაც დე­დის კვალს ად­გას, ის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია.

აიდა შვი­ლებ­თან ერ­თად

აიდა აქ­სე­ლი თურ­ქეთ­ში ძვე­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა გარ­და სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი არა­ერთ ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში. სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ აქვს მი­ღე­ბუ­ლი თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დო.

აიდა აქ­სე­ლი "თავ­ქა­რი­ა­ნის“ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი­სა და სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია და ის ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს . ეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს. თა­ვი­სი გმი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მსა­ხი­ობს თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი და მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უხ თქვენი!
55

დედაჩემს 2 კვირაა არ ველაპარაკები ამ იდიოტობის გამო, სულ ამაზე აქვს გადართული. ორჯერ დისტანციონიც დავამტვრიე! 

ესტუმრე
10

ამათ არ უნდათ ჩეჩნეთში კადიროვთან სტუმრად ჩასვლა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"

გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"

პოპულარულ თურქულ სერიალ "თავქარიანში“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე ბებიის გმირი, აზიზე ასლანბეია. ის არის მკაცრი იმიჯის ქალი, რომლის ვიზუალი და ქცევები, არა მხოლოდ სერიალის გმირებს, არამედ მაყურებელსაც აშინებს.

აზიზეს როლს თურქი მსახიობი აიდა აქსელი ასრულებს, რომელიც აბსოლუტური ანტიპოდია თავისი გმირის და მათ შორის, ვიზუალური თვალსაზრისით. აიდა მართლაც შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობის წყალობით, სერიალში სრულიად სახეცვლილი გვევლინება.

აიდა აქსელი 58 წლისაა. ის ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველ ქმარს 90-იან წლებში დაშორდა, მეორედ ათილა აქინჩიოღლუზე დაქორწინდა. წყვილი15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთად. სამწუხაროდ, ათილა 2010 წელს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა და ეს უმძიმესი ტრაგედია იყო ოჯახისთვის, რომელმაც აიდას სამსახიობო კარიერაზეც მოახდინა გავლენა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მსახიობი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარს ამბობდა სატელევიზო პროექტებში დაბრუნებაზე და საერთოდ, ტელეეკრანზე გამოჩენისგან თავს იკავებდა.

აიდა აქსელს ორი შვილი ჰყავს. ქალიშვილი და ვაჟი - ლეილა და ეფე, რომლებიც დედის მთავარი გულშემატკივრები არიან. ხშირად აკითხავენ დედას გადასაღებ მოედანზე, მასთან ერთად დადიან ფილმის სხვადასხვა ფესტივალებსა და დაჯილდოების ცერემონიებზე. ლეილა თავადაც დედის კვალს ადგას, ის თეატრის მსახიობი და ტელეწამყვანია.

აიდა შვილებთან ერთად

აიდა აქსელი თურქეთში ძველი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია, რომელიც უფრო მეტად თეატრის მსახიობად ითვლება, თუმცა გარდა სპექტაკლებისა, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმსა და სერიალში. სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ აქვს მიღებული თურქეთის საუკეთესო მსახიობის ჯილდო.

აიდა აქსელი "თავქარიანის“ გადამღები ჯგუფისა და სამსახიობო შემადგენლობის საყვარელი მსახიობია და ის ყველას ძალიან უყვარს . ეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს. თავისი გმირისგან განსხვავებით, მსახიობს თანამედროვე სტილი და მხიარული ხასიათი აქვს.