საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო
"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი მე­დი­კო­სე­ბის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეს წესი უნდა და­ვიც­ვათ, მივ­ყვეთ ექი­მე­ბის რჩე­ვებს, რომ ჯან­მრთე­ლე­ბი ვი­ყოთ, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ეს რთუ­ლად გა­მოს­დის, მით უფრო, დღეს, რო­დე­საც პან­დე­მი­ამ ყვე­ლა სახ­ლში გა­მო­კე­ტა.

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე ერთ-ერ­თია, რო­მელ­მაც სწო­რედ პან­დე­მი­ის დროს რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის წესი - 35-წლი­ა­ნი "სტა­ჟის" მქო­ნე მწე­ველ­მა, სი­გა­რეტს თავი და­ა­ნე­ბა და ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით იცხოვ­როს, რაც 48 წლის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ეს სა­ი­დუმ­ლო მან AMBEBI.GE-ს მკი­თხველს გა­უ­ზი­ა­რა:

- მსოფ­ლიო კი ლა­პა­რა­კობს ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­ზე და სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან სულ გვეს­მის, რომ კარ­გია ბევ­რი წყლის მი­ღე­ბა, მოძ­რა­ო­ბა, მაგ­რამ სა­ნამ ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცებს სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მოც­დის, ყუ­რა­დღე­ბას ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ აქ­ცევს, რად­გა­ნაც ასეა მისი ბუ­ნე­ბა მო­წყო­ბი­ლი.

ჩემს თავ­ზე ვი­ტყვი: რო­გორც კი შე­მექ­მნა პრობ­ლე­მა, იმ წუ­თას მივ­მარ­თე ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს. თავი და­ვა­ნე­ბე ყვე­ლა­ზე ცუდ რა­ღა­ცას - სი­გა­რეტს, მაგ­რამ იქი­დან და­ი­წყო ჩემი კი­ლოგ­რა­მე­ბის მა­ტე­ბაც. 6 თვე­ში ზედ­მე­ტი 10 კილო და­ვაგ­რო­ვე...

გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლის მიერ გა­და­ღე­ბულ ამ ფო­ტო­ზე, ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე 23-24 წლი­საა

რო­დე­საც სი­გა­რეტს ეწე­ვი, ვერ ხვდე­ბი რა შავ ლა­ქას­თან, ღრუ­ბელ­თან გაქვს საქ­მე. არ­სე­ბობს კარ­ცე­რო­გე­ნე­ბის რის­კე­ბი და ბევ­რი ცუდი რამ - ნე­გა­ტი­ვის მთე­ლი კას­კა­დია... მაგ­რამ სი­გა­რე­ტის გა­დაგ­დე­ბი­დან, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, მივ­ხვდი, რომ ჩემ­მა ყვე­ლა ორ­გა­ნომ, სის­ხლმა, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლამ, ნერ­ვულ­მა სის­ტე­მამ ახ­ლე­ბუ­რად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა. ახა­ლი სუნ­თქვა გა­მეხ­სნა, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. მა­ნამ­დე ორ­გა­ნიზმს ნი­კო­ტინ­თან ერ­თად უჭირ­და ჰარ­მო­ნი­ა­ში ყოფ­ნა, ეს მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ახლა თა­მა­მად შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ მე გა­დავ­ლა­ხე ის ძა­ლი­ან დიდი ბა­რი­ე­რი და იმ გრძე­ლი, "შავი გვი­რა­ბი­დან" გა­მო­ვე­დი. ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე და ვარ ბედ­ნი­ე­რი, ჯან­სა­ღი. ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბიც და­ვიგ­დე. მალე ერთი წელი გა­დის, სამი კი­ლოგ­რა­მიც და და­ვუბ­რუნ­დე­ბი იმ წო­ნას, რა წო­ნა­ზეც სი­გა­რე­ტის თა­ვის და­ნე­ბე­ბამ­დე ვი­ყა­ვი.

- სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა ბევ­რს უნდა, მაგ­რამ არ გა­მოს­დის. შენ მარ­ტი­ვად შე­ძე­ლი? რამ გა­და­გად­გმე­ვი­ნა ეს ნა­ბი­ჯი?

- მუდ­მი­ვად ვგრძნობ­დი, რომ სი­გა­რე­ტი მა­წუ­ხებ­და, ბო­ლოს პა­ტარ-პა­ტა­რა დის­კომ­ფორ­ტებ­საც მიქ­მნი­და. მა­გა­ლი­თად, ხმა "ჩა­მე­ხე­ხა", რაც ჭარ­ბი მო­წე­ვით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. მერე თა­ვის და­ნე­ბე­ბას სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით ვე­ცა­დე - პროგ­რა­მა­ში ჩა­ვერ­თე, აბებს ვი­ღებ­დი, არა­ფერ­მა მიშ­ვე­ლა მა­ნამ, სა­ნამ სე­რი­ო­ზუ­ლი "ტვი­ნის გა­რე­ცხვა" არ ჩა­ვი­ტა­რე. კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის კურ­სზე ვი­ა­რე, სა­დაც თამ­ბა­ქო­ზე ლექ­ცი­ე­ბის ვრცე­ლი კურ­სი მო­ვის­მი­ნე... მი­ზანს ასე მი­ვაღ­წიე. უფრო მარ­ტი­ვად არ გა­მო­მი­ვი­და. მოკ­ლედ, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ში მსურ­ვე­ლებს ეხ­მა­რე­ბი­ან...

- ერთი პრობ­ლე­მა დაძ­ლიე, მაგ­რამ ამან ახა­ლი პრობ­ლე­მა წარ­მოშ­ვა - წო­ნა­ში მო­ი­მა­ტე...

- ამან ცხა­დია, ასე­ვე შე­მა­წუ­ხა. მა­ნამ­დე შე­ხე­ბა რომ არ მქო­ნია ენ­დიკ­რი­ნო­ლოგ­თან, დი­ე­ტო­ლოგ­თან და დი­ე­ტებ­თან, უკვე ამ სა­კი­თხე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. ამ თე­მა­საც ჩა­ვუღ­რმავ­დი და ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი დი­ე­ტა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ანუ ხან­გრძლი­ვი შუ­ა­ლე­დე­ბი ჭა­მა­სა და ჭა­მას შო­რის. არის დი­ე­ტე­ბი 16, 19, 24, 30, 48-სა­ა­თი­ა­ნი შუ­ა­ლე­დით. და­ვინ­ტე­რეს­დი ასე­ვე სა­კი­თხით, თუ რა ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მა­შინ, რო­დე­საც შიმ­ში­ლობს.

არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვას გა­ვე­ცა­ნი. სა­ბო­ლო­ოდ იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დი, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ორ­გა­ნიზმს მხო­ლოდ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. კვე­ბის ამ რე­ჟიმს და­ვუ­მა­ტე ფე­ხით სი­ა­რუ­ლი. ყო­ველ­დღე ან დღე­გა­მოშ­ვე­ბით ფე­ხით 10 კი­ლო­მეტრს გავ­დი­ვარ. შე­დე­გი მაქვს... კი­დევ 3 კი­ლოგ­რა­მი და ძველ ფორ­მას და­ვუბ­რუნ­დე­ბი.

- არ გღ­ლის ეს რუ­ტი­ნა?

- ფე­ხით სი­ა­რუ­ლი და ეს დი­ე­ტა უკვე ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სია. თუ რო­მე­ლი­მე დღეს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი საქ­მის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ ფე­ხით 10 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლას, ორ­გა­ნიზ­მი თით­ქოს მახ­სე­ნებს - აბა, რას შვრე­ბი, მიდი, დრო გა­მო­ძებ­ნე...

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია 10 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა?

- ვა­კე­ში ვცხოვ­რობ და ჩემი სახ­ლი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნამ­დე 5 კი­ლო­მეტ­რია, მერე უკან და­საბ­რუ­ნებ­ლად ცხა­დია, ისევ ამ­დე­ნი მჭირ­დე­ბა. თა­ვი­დან რომ და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, პირ­ვე­ლი ორი კვი­რის მან­ძილ­ზე, ხან მენ­ჯი ამ­ტკივ­და, ხან ხელი გა­მი­კავ­და, კუნ­თე­ბი მეტ­კი­ნა. ახლა უკვე არა­ფე­რი მტკი­ვა, ენერ­გი­ა­ზე ვარ. ნე­ტავ, დრო უფრო მეტი მქონ­დეს, 2-ჯერ 10 კი­ლო­მეტრს გა­ვივ­ლი­დი. უბ­რა­ლოდ, სამ­სა­ხუ­რი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ მაძ­ლევს მე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბას... ამი­ტომ, ამ მარ­შრუტ­ზე წას­ვლა ხან დი­ლას მი­წევს, ხან - შუ­ა­დღეს და ხან - სა­ღა­მოს...

- იმ დი­ე­ტას რა­საც იცავ, კვე­ბით რა­ცი­ონ­ში რა პრო­დუქ­ტე­ბი შე­დის?

- სა­ერ­თოდ ცუდი მჭა­მე­ლი ვარ და ბევ­რი პრო­დუქ­ტი არ მიყ­ვარს. წლე­ბია, ქათ­მის ხორ­ცის გარ­და ხორცს არ ვე­კა­რე­ბი. არ მიყ­ვარს ბოსტნე­უ­ლი, სა­ლა­თე­ბი. მიყ­ვარს ცო­მე­უ­ლი და რთუ­ლი ნახ­შირ­წყლე­ბი (ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნი, კარ­ტო­ფი­ლი, პური). ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორც ვთქვი, დიდი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით ვჭამ. ამ წეს­საც მყა­რად მივ­ყვე­ბი, არ ვარ­ღვევ...

- გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს - მა­სა­ჟი, აკვა აე­რო­ბი­კა არ მი­მარ­თავ?

- ვარ­ჯი­ში არ შე­მიძ­ლია, ბო­ლოს რო­დის ვი­ვარ­ჯი­შე, არ მახ­სოვს. ცურ­ვა ვიცი, მაგ­რამ არ მიყ­ვარს, ზღვა­ზეც რომ დავ­დი­ვარ, წყალ­ში არ შევ­დი­ვარ. მსი­ა­მოვ­ნებს ზღვი­დან მო­შო­რე­ბით ჯდო­მა, მა­გა­ლი­თად, აი­ვან­ზე და იქი­დან ყუ­რე­ბა. ეს არის ჩემი სი­ა­მოვ­ნე­ბის პიკი.

- ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძი­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- მიყ­ვარს ძილი, თუ და­მაკ­ლდა, მე­ო­რე დღეს საქ­მეს კი ვა­კე­თებ, რაც მე­ვა­ლე­ბა და გა­სა­კე­თე­ბე­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, გა­ფან­ტუ­ლი, თავს უც­ნა­უ­რად ვგრძნობ... კარ­გად რომ ვიყო, 8-10 სა­ა­თი უნდა მე­ძი­ნოს. და­ძი­ნე­ბა 9 სა­ათ­ზეც შე­მიძ­ლია, თან, ისე, დავ­წვე და მა­შინ­ვე და­ვი­ძი­ნო. ჩა­ძი­ნე­ბის პრობ­ლე­მა არ მაქვს. რაც არ უნდა სტრე­სუ­ლი დღე­ე­ბი, ან კვი­რე­ბი მქონ­დეს, ვწვე­ბი და მარ­ტი­ვად ვი­ძი­ნებ. ეს იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი გან­ტვირ­თვაა. სტრე­სის დროს, რო­გორც ჩანს, ძილ­ში ტვი­ნი ასე მას­ვე­ნებს.

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის­თვის ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცია, დღე­ში 2 ლიტ­რამ­დე წყლის მი­ღე­ბა­ცაა. ამას ას­რუ­ლებ?

- ცოტა ურჩი ვარ. არ მწამს და არ მჯე­რა მო­ცე­მუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბის, რომ მა­გა­ლი­თად, ყვე­ლამ დღე­ში 2 ლიტ­რი წყა­ლი უნდა მი­ვი­ღოთ და ეს გაგ­ვა­ჯან­სა­ღებს. ეს არ შე­მიძ­ლია და არ მგო­ნია, ყვე­ლას ორ­გა­ნიზმს ერ­თნა­ი­რად სჭირ­დე­ბო­დეს ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბის წყლის მი­ღე­ბა. ჯერ ერთი, ამ­დე­ნი წყა­ლი ორ­გა­ნიზმს რე­ცხავს იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, კა­ლი­უ­მის­გან, კალ­ცი­უ­მის­გან...

წყალს მა­შინ ვსვამ, რო­დე­საც მწყუ­რია და მწყუ­რია მა­შინ, რო­დე­საც ოდ­ნავ მა­რი­ლი­ან საკ­ვებს ვი­ღებ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, წყლის და­ლე­ვა არ მახ­სენ­დე­ბა.

- ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შენი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან AMBEBI.GE-ს მკი­თხველს რას ეტყო­დი და ურ­ჩევ­დი?

- ვი­საც არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ვარ­ჯიშ­ში ფული და­ხარ­ჯოს, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ია­როს, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა... მი­ხა­რია, ფე­ხით რომ დავ­დი­ვარ, ვუ­ყუ­რებ და ვაკ­ვირ­დე­ბი ადა­მი­ა­ნებს, ახალ­გაზ­რდებს, ჩემი ასა­კი­სებს, უფ­რო­სებს, ვამ­ჩნევ ასა­კო­ვან წყვი­ლებს, რომ­ლე­ბიც ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი და­დი­ან, ვხე­დავ, ძა­ლი­ან ბევრ ძაღლს, რო­მელ­საც საჭ­მე­ლი უყ­რია... ეს ფაქ­ტე­ბი მომ­წონს, მგო­ნი, გა­კე­თილ­შო­ბილ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ჯი­ბით, ჩან­თით და­აქვთ ძაღ­ლე­ბის­თვის და კა­ტე­ბის­თვის საკ­ვე­ბი.

მე­უღ­ლეს­თან, ლე­ვან მა­თი­თაშ­ვილ­თან ერ­თად

ჩემი ქუ­ჩა­ში გას­ვლა ყო­ველ­დღე რა­ღაც კარგთან ასო­ცირ­დე­ბა. ასე­ვე გა­ვი­ცა­ნი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მა­გა­ლი­თად, ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ნინა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლი მო­წყა­ლე­ბას ითხოვს, მოს­წონს ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი, გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში ზის და ფე­ხე­ბი ყუთ­ში უწყვია და მო­წყა­ლე­ბას ასე ითხოვს... ძა­ლი­ან თბი­ლე­ბი და საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან, მათ­თან შეხ­ვედ­რა, კონ­ტაქ­ტი მი­ხა­რია.

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე შვილ­თან, ლი­ლუს­თან ერ­თად

კი­დევ ერთი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნიც იქ­ცევს ჩემს ყუ­რა­დღე­ბას, რო­მე­ლიც მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე ლი­მონს ყი­დის, ვი­ღა­ცას კარ­გი მა­კი­ა­ჟით გა­სა­ყი­დად ყვა­ვი­ლე­ბი და­აქვს. ამ ადა­მი­ა­ნებს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, უფრო ლა­ღე­ბიც კი არი­ან თით­ქოს, ვიდ­რე მე და ჩემ­ნა­ი­რე­ბი, ვი­საც თით­ქოს ცხოვ­რე­ბა აწყო­ბი­ლი აქვთ...

ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნებს ვურ­ჩევ გა­რეთ გას­ვლას, ფე­ხით სი­ა­რულს, მით უფრო კარ­გი ზამ­თა­რია, მზეც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გვე­ფე­რე­ბა... გა­ვიდ­ნენ და დატ­კბ­ნენ ყო­ვე­დღი­უ­რო­ბით, რო­მე­ლიც ჩვენს ქა­ლაქ­ში არც ისე უშ­ნოა...

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
abc
42

ფეხით სიარული,რომ მართლა ჯამთელობა იყოს მაშინ ფოსტალიონები(ადრინდელი წლების) 300 წელი იცოცხლებდნენ.

თალაგვა
79

ვის რაში აინტერესებს ამ უაზრო ქალის ცხოვრების რეჟიმი??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

ჯანსაღი ცხოვრების წესი მედიკოსების მთავარი რეკომენდაციაა. ყველამ ვიცით, რომ ეს წესი უნდა დავიცვათ, მივყვეთ ექიმების რჩევებს, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, მაგრამ თანამედროვე ადამიანს ეს რთულად გამოსდის, მით უფრო, დღეს, როდესაც პანდემიამ ყველა სახლში გამოკეტა.

ნანიკო ხაზარაძე ერთ-ერთია, რომელმაც სწორედ პანდემიის დროს რადიკალურად შეცვალა ცხოვრების წესი - 35-წლიანი "სტაჟის" მქონე მწეველმა, სიგარეტს თავი დაანება და ცდილობს ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს, რაც 48 წლის ტელეწამყვანის გარეგნობაზეც აისახება.

როგორ ინარჩუნებს ფორმას ნანიკო ხაზარაძე, ეს საიდუმლო მან AMBEBI.GE-ს მკითხველს გაუზიარა:

- მსოფლიო კი ლაპარაკობს ცხოვრების ჯანსაღ წესზე და სხვადასხვა წყაროდან სულ გვესმის, რომ კარგია ბევრი წყლის მიღება, მოძრაობა, მაგრამ სანამ ადამიანი რაღაცებს საკუთარ თავზე არ გამოცდის, ყურადღებას ამ რეკომენდაციებს არ აქცევს, რადგანაც ასეა მისი ბუნება მოწყობილი.

ჩემს თავზე ვიტყვი: როგორც კი შემექმნა პრობლემა, იმ წუთას მივმართე ცხოვრების ჯანსაღ წესს. თავი დავანებე ყველაზე ცუდ რაღაცას - სიგარეტს, მაგრამ იქიდან დაიწყო ჩემი კილოგრამების მატებაც. 6 თვეში ზედმეტი 10 კილო დავაგროვე...

გურამ წიბახაშვილის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე, ნანიკო ხაზარაძე 23-24 წლისაა

როდესაც სიგარეტს ეწევი, ვერ ხვდები რა შავ ლაქასთან, ღრუბელთან გაქვს საქმე. არსებობს კარცეროგენების რისკები და ბევრი ცუდი რამ - ნეგატივის მთელი კასკადია... მაგრამ სიგარეტის გადაგდებიდან, რამდენიმე თვეში, მივხვდი, რომ ჩემმა ყველა ორგანომ, სისხლმა, ნივთიერებათა ცვლამ, ნერვულმა სისტემამ ახლებურად დაიწყო ცხოვრება. ახალი სუნთქვა გამეხსნა, ახალი ცხოვრება დავიწყე. მანამდე ორგანიზმს ნიკოტინთან ერთად უჭირდა ჰარმონიაში ყოფნა, ეს მისთვის შეუძლებელი იყო.

ახლა თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მე გადავლახე ის ძალიან დიდი ბარიერი და იმ გრძელი, "შავი გვირაბიდან" გამოვედი. ახალი ცხოვრება დავიწყე და ვარ ბედნიერი, ჯანსაღი. ზედმეტი კილოგრამებიც დავიგდე. მალე ერთი წელი გადის, სამი კილოგრამიც და დავუბრუნდები იმ წონას, რა წონაზეც სიგარეტის თავის დანებებამდე ვიყავი.

- სიგარეტისთვის თავის დანებება ბევრს უნდა, მაგრამ არ გამოსდის. შენ მარტივად შეძელი? რამ გადაგადგმევინა ეს ნაბიჯი?

- მუდმივად ვგრძნობდი, რომ სიგარეტი მაწუხებდა, ბოლოს პატარ-პატარა დისკომფორტებსაც მიქმნიდა. მაგალითად, ხმა "ჩამეხეხა", რაც ჭარბი მოწევით იყო გამოწვეული. მერე თავის დანებებას სხვადასხვა საშუალებით ვეცადე - პროგრამაში ჩავერთე, აბებს ვიღებდი, არაფერმა მიშველა მანამ, სანამ სერიოზული "ტვინის გარეცხვა" არ ჩავიტარე. კოგნიტური ფსიქოლოგიის კურსზე ვიარე, სადაც თამბაქოზე ლექციების ვრცელი კურსი მოვისმინე... მიზანს ასე მივაღწიე. უფრო მარტივად არ გამომივიდა. მოკლედ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მსურველებს ეხმარებიან...

- ერთი პრობლემა დაძლიე, მაგრამ ამან ახალი პრობლემა წარმოშვა - წონაში მოიმატე...

- ამან ცხადია, ასევე შემაწუხა. მანამდე შეხება რომ არ მქონია ენდიკრინოლოგთან, დიეტოლოგთან და დიეტებთან, უკვე ამ საკითხებით დავინტერესდი. ამ თემასაც ჩავუღრმავდი და ჩემთვის კომფორტული დიეტა აღმოვაჩინე, ანუ ხანგრძლივი შუალედები ჭამასა და ჭამას შორის. არის დიეტები 16, 19, 24, 30, 48-საათიანი შუალედით. დავინტერესდი ასევე საკითხით, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში მაშინ, როდესაც შიმშილობს.

არაერთ საინტერესო სამეცნიერო კვლევას გავეცანი. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამ გადაწყვეტილებით ორგანიზმს მხოლოდ დავეხმარებოდი. კვების ამ რეჟიმს დავუმატე ფეხით სიარული. ყოველდღე ან დღეგამოშვებით ფეხით 10 კილომეტრს გავდივარ. შედეგი მაქვს... კიდევ 3 კილოგრამი და ძველ ფორმას დავუბრუნდები.

- არ გღლის ეს რუტინა?

- ფეხით სიარული და ეს დიეტა უკვე ჩემი ცხოვრების წესია. თუ რომელიმე დღეს მოჭარბებული საქმის გამო ვერ ვახერხებ ფეხით 10 კილომეტრის გავლას, ორგანიზმი თითქოს მახსენებს - აბა, რას შვრები, მიდი, დრო გამოძებნე...

- აუცილებელია 10 კილომეტრის გავლა?

- ვაკეში ვცხოვრობ და ჩემი სახლიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კილომეტრია, მერე უკან დასაბრუნებლად ცხადია, ისევ ამდენი მჭირდება. თავიდან რომ დავიწყე სიარული, პირველი ორი კვირის მანძილზე, ხან მენჯი ამტკივდა, ხან ხელი გამიკავდა, კუნთები მეტკინა. ახლა უკვე არაფერი მტკივა, ენერგიაზე ვარ. ნეტავ, დრო უფრო მეტი მქონდეს, 2-ჯერ 10 კილომეტრს გავივლიდი. უბრალოდ, სამსახური და ვალდებულებები არ მაძლევს მეტის საშუალებას... ამიტომ, ამ მარშრუტზე წასვლა ხან დილას მიწევს, ხან - შუადღეს და ხან - საღამოს...

- იმ დიეტას რასაც იცავ, კვებით რაციონში რა პროდუქტები შედის?

- საერთოდ ცუდი მჭამელი ვარ და ბევრი პროდუქტი არ მიყვარს. წლებია, ქათმის ხორცის გარდა ხორცს არ ვეკარები. არ მიყვარს ბოსტნეული, სალათები. მიყვარს ცომეული და რთული ნახშირწყლები (ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, პური). ამ ყველაფერს როგორც ვთქვი, დიდი ინტერვალებით ვჭამ. ამ წესსაც მყარად მივყვები, არ ვარღვევ...

- გამაჯანსაღებელ პროცედურებს - მასაჟი, აკვა აერობიკა არ მიმართავ?

- ვარჯიში არ შემიძლია, ბოლოს როდის ვივარჯიშე, არ მახსოვს. ცურვა ვიცი, მაგრამ არ მიყვარს, ზღვაზეც რომ დავდივარ, წყალში არ შევდივარ. მსიამოვნებს ზღვიდან მოშორებით ჯდომა, მაგალითად, აივანზე და იქიდან ყურება. ეს არის ჩემი სიამოვნების პიკი.

- ჯანმრთელობისთვის სრულფასოვანი ძილიც მნიშვნელოვანია...

- მიყვარს ძილი, თუ დამაკლდა, მეორე დღეს საქმეს კი ვაკეთებ, რაც მევალება და გასაკეთებელია, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ, გაფანტული, თავს უცნაურად ვგრძნობ... კარგად რომ ვიყო, 8-10 საათი უნდა მეძინოს. დაძინება 9 საათზეც შემიძლია, თან, ისე, დავწვე და მაშინვე დავიძინო. ჩაძინების პრობლემა არ მაქვს. რაც არ უნდა სტრესული დღეები, ან კვირები მქონდეს, ვწვები და მარტივად ვიძინებ. ეს იმ პერიოდში კარგი განტვირთვაა. სტრესის დროს, როგორც ჩანს, ძილში ტვინი ასე მასვენებს.

- ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ექიმების რეკომენდაცია, დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღებაცაა. ამას ასრულებ?

- ცოტა ურჩი ვარ. არ მწამს და არ მჯერა მოცემული ფორმულების, რომ მაგალითად, ყველამ დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ და ეს გაგვაჯანსაღებს. ეს არ შემიძლია და არ მგონია, ყველას ორგანიზმს ერთნაირად სჭირდებოდეს ასეთი რაოდენობის წყლის მიღება. ჯერ ერთი, ამდენი წყალი ორგანიზმს რეცხავს იმ აუცილებელი ნივთიერებებისგან, რომელიც ორგანიზმს სჭირდება, მაგალითად, კალიუმისგან, კალციუმისგან...

წყალს მაშინ ვსვამ, როდესაც მწყურია და მწყურია მაშინ, როდესაც ოდნავ მარილიან საკვებს ვიღებ. სხვა შემთხვევაში, წყლის დალევა არ მახსენდება.

- ცხოვრების ჯანსაღი წესიდან გამომდინარე, შენი გამოცდილებიდან AMBEBI.GE-ს მკითხველს რას ეტყოდი და ურჩევდი?

- ვისაც არ აქვს საშუალება, ვარჯიშში ფული დახარჯოს, სპორტულ დარბაზში იაროს, ფეხით სიარული ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა... მიხარია, ფეხით რომ დავდივარ, ვუყურებ და ვაკვირდები ადამიანებს, ახალგაზრდებს, ჩემი ასაკისებს, უფროსებს, ვამჩნევ ასაკოვან წყვილებს, რომლებიც ხელჩაკიდებულები დადიან, ვხედავ, ძალიან ბევრ ძაღლს, რომელსაც საჭმელი უყრია... ეს ფაქტები მომწონს, მგონი, გაკეთილშობილდნენ ადამიანები, ჯიბით, ჩანთით დააქვთ ძაღლებისთვის და კატებისთვის საკვები.

მეუღლესთან, ლევან მათითაშვილთან ერთად

ჩემი ქუჩაში გასვლა ყოველდღე რაღაც კარგთან ასოცირდება. ასევე გავიცანი რამდენიმე ადამიანი, მაგალითად, ასაკოვანი ქალბატონი ნინა, რომელიც ძალიან ლამაზად ჩაცმული მოწყალებას ითხოვს, მოსწონს ადამიანებთან კონტაქტი, გავიცანი ქალბატონი, რომელიც ქუჩაში ზის და ფეხები ყუთში უწყვია და მოწყალებას ასე ითხოვს... ძალიან თბილები და საყვარლები არიან, მათთან შეხვედრა, კონტაქტი მიხარია.

ნანიკო ხაზარაძე შვილთან, ლილუსთან ერთად

კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონიც იქცევს ჩემს ყურადღებას, რომელიც მელიქიშვილზე ლიმონს ყიდის, ვიღაცას კარგი მაკიაჟით გასაყიდად ყვავილები დააქვს. ამ ადამიანებს დიდი გამოცდილება აქვთ, უფრო ლაღებიც კი არიან თითქოს, ვიდრე მე და ჩემნაირები, ვისაც თითქოს ცხოვრება აწყობილი აქვთ...

ამიტომ, ადამიანებს ვურჩევ გარეთ გასვლას, ფეხით სიარულს, მით უფრო კარგი ზამთარია, მზეც სასიამოვნოდ გვეფერება... გავიდნენ და დატკბნენ ყოვედღიურობით, რომელიც ჩვენს ქალაქში არც ისე უშნოა...