ავტორი:

"მკვლელობის მომენტში პოლიკლინიკასთან ვიყავი და საქმესთან შემხებლობა არ მაქვსო" - რას ამბობს ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული

"მკვლელობის მომენტში პოლიკლინიკასთან ვიყავი და საქმესთან შემხებლობა არ მაქვსო" - რას ამბობს ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული შალვა შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ, 12:00 საათზე იმსჯელებს. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართება.

ადვოკატები ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს შეთავაზებას გეგმავენ, თუმცა თანხის ოდენებას ჯერ არ აკონკრეტებენ.

"ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი. ადვოკატები, რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ, თუმცა თანხის ოდენობა დაკავებულის ოჯახთან უნდა შევათანხმოთ. ამ დროისთვის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ნორმალურად გრძნობს. მასზე ძალადობა არ განხორციელებულა,“- განაცხადა ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ.

ადვოკატებს დღეს საქმის მასალებიც გადაეცათ.

"დღეს ჩაგვბარდა საქმის მასალები მთლიანად რაც აქვს გამოძიებას ამ მომენტისთვის მოპოვებული, ჩვენ მას ზოგადად გავეცანით. პირდაპირი მტკიცებულება არ არის, არის მხოლოდ ზოგადი მითითება. ვერცერთი მოწმე ვერ ასახელბს მას და ვერც აღწერს. იქ არის მითითებული, რომ იყო მამაკაცი პირბადით. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი რომ დააკავეს სხვა ჩაცმულობით იყო, კადრში და მოწმეების მიერ სხვა ჩაცმულობით არის დასახელებული. როდესაც ჩვენება მისცა ბრალდებულმა, დააფიქსირა თავისი პოზიცია თუ სად იყო იმ დროს , როგორც ამბობს, მკვლელობის მომენტში ქალაქის ცენტრში პოლიკლინიკასთან იყო და ამ საქმესთან შემხებლობა არა აქვს “, - აცხადებს ადვოკატი.

4 თებერვალს, ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან, ახალგაზრდა მამაკაცი გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარ ფოტოზე: მოკლული გურამ ახალაია

"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს... ამბობს, რომ გურამ ახალაიასთან პრეტენზია არ ჰქონია" - ადვოკატი

შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს