პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები" - ვის მიმართა ასე თეა წულუკიანმა
"როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები" - ვის მიმართა ასე თეა წულუკიანმა

ჩვენ თავს ვი­კა­ვებთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის­გან, კარი ღიაა, მობ­რძან­დით, დაბ­რძან­დით, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქვთ, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ გაქვთ. როცა ცვე­და­ნი ხარ, ვერ გექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს მმარ­თველ გუნდს სამი არ­ჩე­ვა­ნი აქვს.

"დღეს ჩვენ რე­ა­ლუ­რად გვაქვს სამი არ­ჩე­ვა­ნი: ერთი არ­ჩე­ვა­ნი არის ის, რომ კო­მი­ტე­ტის დას­კვნას მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ და კო­მი­ტე­ტის დას­კვნაა, რომ მო­ცე­მულ დე­პუ­ტა­ტებს შე­უ­წყდეთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ეს გა­ვა­კე­თოთ და ალ­ბათ არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ გული ძგერს, შე­ვუ­წყვი­ტოთ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. მე­ო­რე არ­ჩე­ვა­ნი არის, რომ არ გა­ვი­ზი­ა­როთ კო­მი­ტე­ტის პო­ზი­ცია და ვთქვათ, რომ არ ვწყვეტთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და ყვე­ლაფ­რის ფა­სად გვინ­და, რომ ეს ბავ­შვე­ბის ცი­ხე­ში ჩამ­ყრე­ლე­ბი, გა­მა­უ­პა­ტი­უ­რებ­ლე­ბი და დამ­ჩაგ­ვრე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­კვე­თი­ლი პი­რე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მე­ლებ­მაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია კი­დევ უფრო და­ა­პა­ტა­რა­ვეს და და­ლის ხე­ო­ბა ჩა­ა­ბა­რეს რუს ოკუ­პანტს, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვა, რომ სტრა­ტე­გი­ულ მაღ­ლობ­ზე, თხემ­ზე ატა­რებ­დნენ ქვეყ­ნის სა­ზღვარს და თმობ­დნენ და­ვით გა­რეჯს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლაფ­რის ფა­სად, გავ­ხა­დოთ დე­პუ­ტა­ტე­ბი და ვთქვათ, რომ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი და მისი კო­მი­ტე­ტი არ არი­ან მარ­თლე­ბი და ჩვენ გვინ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში. ჩვენ ასე­ვე გვაქვს მე­სა­მე არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც მინ­და, რომ დღეს გა­ვა­კე­თოთ. მე­სა­მე არ­ჩე­ვა­ნი ეხე­ბა იმას, რომ ჩვენ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს თავს ვი­კა­ვებთ მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის­გან. ეს არ არის მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ეს არის ის, რა­საც ეს ქვე­ყა­ნა იმ­სა­ხუ­რებს. რა ფაქ­ტო­რე­ბია ეს? ეს არის ის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად არას­წო­რი იქ­ნე­ბა, იმ უპერ­სპექ­ტი­ვო რა­უნ­დებს, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, წინ ჩა­ვუხ­ტეთ და რა­უნ­დი და­ხუ­რუ­ლად გა­მო­ვა­ცხა­დოთ იმი­ტომ, რომ თუ ჩვენ გა­ვი­ზი­ა­რებთ კო­მი­ტე­ტის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლი­ან დას­კვნას, გა­მო­დის, რომ რა­უნ­დე­ბი დავ­ხუ­რეთ, რაც არ იქ­ნებ­დო­და პო­ლი­ტი­კუ­რად სწო­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მგო­ნია, ეს რა­უნ­დე­ბი არ­სად არ მიგ­ვიყ­ვანს იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა არ არის მი­ზა­ნი. ამ ადა­მი­ა­ნის მი­ზა­ნი არ არის არ­ჩევ­ნე­ბი და არც არას­დროს ყო­ფი­ლა. ვი­საც ქვეყ­ნის­თვის შეს­ტკი­ვა გული და ოპო­ზი­ცი­ა­შია, აგერ ბრძან­დე­ბი­ან ჩვენ­თან. რომ­ლებ­საც არ უნ­დათ რყე­ვე­ბი და უბე­დუ­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ ასე­ვე ვი­ხი­ლეთ პრე­ზი­დენ­ტის რჩე­ვა და ჩვე­ნი ვა­ლია, რომ ამა­საც ვცეთ პა­ტი­ვი და ასე­ვე, არც ერთი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი არ მა­ლავს და მოგ­ვი­წო­დე­ბენ, რომ არ შევ­წყვი­ტოთ მან­და­ტე­ბი. ყვე­ლა­ფერს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, დღეს „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ და მათი და­ნა­ყო­ფე­ბი ითხო­ვენ, შეგ­ვწყვი­ტეთ მან­და­ტე­ბიო და თუნ­დაც ამი­ტომ არ ღირს მათ­თვის ამ ბო­ნუ­სის მი­ცე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის სწო­რი გზა, მხარს ვუ­ჭერ. ჩვენ დღეს რე­ა­ლუ­რად იმას კი არ ვამ­ბობთ, რომ არ ვუ­წყვეტთ, იმას კი არ ვამ­ბობთ, რომ მობ­რძან­დი­თო. სხვა­თა­შო­რის, ხვეწ­ნას თუ შევ­წყვეტთ, არ იქ­ნე­ბო­და ცუდი ამ­ბა­ვი. ჩვენ თავს ვი­კა­ვებთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის­გან, კარი ღიაა, მობ­რძან­დით დაბ­რძან­დით, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქვთ, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ გაქვთ. როცა ცვე­და­ნი ხარ, ვერ გექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მობ­რძან­დი და დაბ­რძან­დი და თუ არ მობ­რძან­დე­ბი, ჩვენ ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა ეს ღი­ლა­კე­ბი და შევ­ძლებთ მო­მა­ვალ­ში, რომ და­ვა­ჭი­როთ ხელი შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეჰ
57

ეს მალე ცეცხლსაც გაუხსნის ვინც ამის ჭკუაზე არ გაივლის. ეეეჰ! ძალიან ცუდ დროში ვცხოვრობთ. ამას შევარდნაძის 90-იანებიც კი სჯობდა

გამანადგურებელი
62

ეს ის დედაკაცი არ არის მისი მინიტრობის პერიოდში, სასამართლო ბიზნეს რეკეტს რომ აწარმოებდა??? სასამართლო სისტემა თვითონ კანონის უზენაესობის უარმყოფელ მაფიოზურ კლანად რომ მოგვევლინა????? ეს ის დედაკაცი არ არის 9 წლის მანძილზე ერთი მართებული საქმე რომ არ გაუკეთებია ქვეყნისთვის????? ეს ის დედაკაცი არ არის თაღლითების და კრიმინალების გაპატიოსნება რომ მოახდინა???? ეს ის დედაკაცი არ არის მართმსაჯულების სისტემა კრიმინალის შემოქმედად რომ აქცია???? (ფისუნია ბოტებმა - გვარებს არ ვასახელებ კომენტარისგან თავი შეიკავეთ, თუ გაინტერესებთ რეალობა საჯარო განხილვა მოაწყვეთ მტკიცებულებებით და ისე ვიმსჯელოთ, მე საჯარო განხილვის მოწყობა არ შემიძლია რადგან არც სახელისუფლებო და არც საკანონმდებლო ორგანოში მაქვს თანამდებობა. ჭორაობის ეპოქა საქართველოში უნდა დასრულდეს).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები" - ვის მიმართა ასე თეა წულუკიანმა

"როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები" - ვის მიმართა ასე თეა წულუკიანმა

ჩვენ თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, კარი ღიაა, მობრძანდით, დაბრძანდით, თუ ამის შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ შესაძლებლობები არ გაქვთ. როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას განიხილავდნენ.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს მმართველ გუნდს სამი არჩევანი აქვს.

"დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს სამი არჩევანი: ერთი არჩევანი არის ის, რომ კომიტეტის დასკვნას მხარი დავუჭიროთ და კომიტეტის დასკვნაა, რომ მოცემულ დეპუტატებს შეუწყდეთ უფლებამოსილება. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ და ალბათ არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ გული ძგერს, შევუწყვიტოთ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელ ადამიანებს უფლებამოსილება. მეორე არჩევანი არის, რომ არ გავიზიაროთ კომიტეტის პოზიცია და ვთქვათ, რომ არ ვწყვეტთ უფლებამოსილებას და ყველაფრის ფასად გვინდა, რომ ეს ბავშვების ციხეში ჩამყრელები, გამაუპატიურებლები და დამჩაგვრელები თავისუფლება აღკვეთილი პირების, ადამიანები, რომელებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდევ უფრო დააპატარავეს და დალის ხეობა ჩააბარეს რუს ოკუპანტს, ის ადამიანები, რომლებიც უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს, ეს ადამიანები ყველაფრის ფასად, გავხადოთ დეპუტატები და ვთქვათ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი და მისი კომიტეტი არ არიან მართლები და ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ პარლამენტში. ჩვენ ასევე გვაქვს მესამე არჩევანი, რომელიც მინდა, რომ დღეს გავაკეთოთ. მესამე არჩევანი ეხება იმას, რომ ჩვენ რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, დღეს თავს ვიკავებთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის ის, რასაც ეს ქვეყანა იმსახურებს. რა ფაქტორებია ეს? ეს არის ის, რომ პოლიტიკურად არასწორი იქნება, იმ უპერსპექტივო რაუნდებს, რაც მიმდინარეობს, წინ ჩავუხტეთ და რაუნდი დახურულად გამოვაცხადოთ იმიტომ, რომ თუ ჩვენ გავიზიარებთ კომიტეტის აბსოლუტურად სამართლიან დასკვნას, გამოდის, რომ რაუნდები დავხურეთ, რაც არ იქნებდოდა პოლიტიკურად სწორი. მიუხედავად იმისა, რომ მგონია, ეს რაუნდები არსად არ მიგვიყვანს იმიტომ, რომ ამ ადამიანების პარლამენტში შემოსვლა არ არის მიზანი. ამ ადამიანის მიზანი არ არის არჩევნები და არც არასდროს ყოფილა. ვისაც ქვეყნისთვის შესტკივა გული და ოპოზიციაშია, აგერ ბრძანდებიან ჩვენთან. რომლებსაც არ უნდათ რყევები და უბედურება ამ ქვეყანაში.

ჩვენ ასევე ვიხილეთ პრეზიდენტის რჩევა და ჩვენი ვალია, რომ ამასაც ვცეთ პატივი და ასევე, არც ერთი ფასილიტატორი არ მალავს და მოგვიწოდებენ, რომ არ შევწყვიტოთ მანდატები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღეს „ნაციონალები“ და მათი დანაყოფები ითხოვენ, შეგვწყვიტეთ მანდატებიო და თუნდაც ამიტომ არ ღირს მათთვის ამ ბონუსის მიცემა. შესაბამისად, ეს არის სწორი გზა, მხარს ვუჭერ. ჩვენ დღეს რეალურად იმას კი არ ვამბობთ, რომ არ ვუწყვეტთ, იმას კი არ ვამბობთ, რომ მობრძანდითო. სხვათაშორის, ხვეწნას თუ შევწყვეტთ, არ იქნებოდა ცუდი ამბავი. ჩვენ თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, კარი ღიაა, მობრძანდით დაბრძანდით, თუ ამის შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ შესაძლებლობები არ გაქვთ. როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები. მობრძანდი და დაბრძანდი და თუ არ მობრძანდები, ჩვენ ყოველთვის გვექნება ეს ღილაკები და შევძლებთ მომავალში, რომ დავაჭიროთ ხელი შეწყვეტის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა წულუკიანმა.

"ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ" - თეა წულუკიანი

"დაუკრეფავში ნუ გადავა ნიკა მელია და ვისთანაც ასე ლაპარაკს არის მიჩვეული, იმათში ნუ ავერევი" - ალეკო ელისაშვილი

"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე