საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცამდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ" - კობახიძე
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცამდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ" - კობახიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტას მხარს არ და­უ­ჭერს.

"დღეს, ხან­გრძლი­ვი დის­კუ­სი­ის შემ­დეგ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ცლე­სო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამ ეტაპ­ზე ოპო­ზი­ცი­ის წარ­დგე­ნით არ­ჩე­უ­ლი 51 დე­პუ­ტა­ტის­თვის სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ეს პრაგ­მა­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ე­ფუძნა რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად მო­საზ­რე­ბას, მათ შო­რის რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია პრო­ცე­დუ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ოს ის, რა­საც ჩვენ ვუ­წო­დებ­დით პარ­ლა­მენ­ტის სა­ბო­ტაჟს" - გა­ნა­ცხა­და უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამით შანსს უტო­ვე­ბენ იმ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებ­საც, რო­მელ­თაც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა სურთ და ჯერ ვერ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის გამო:

"დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მიერ დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის ყო­ველ­გვა­რი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის არის გან­წი­რუ­ლი. თუმ­ცა, ჩვენ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ იმ დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლებ­მაც წა­რად­გი­ნეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი ამომ­რჩევ­ლის 39-მა პრო­ცენ­ტმა და­უ­ჭი­რა.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ამ დე­პუ­ტა­ტებს მი­ვე­ცით კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პა­ტი­ვი სცენ მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ნე­ბას, რო­მელ­თა ორი მე­სა­მე­დი, რო­გორც ეს უკა­ნას­კნელ­მა სო­ცი­ო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, მათი ფა­ვო­რი­ტი პარ­ტი­ე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის მომ­ხრეა;

გარ­და ამი­სა, ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნემთ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კი­თხი­სად­მი, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის­თვის კონ­სტრუქ­ცი­ულ რელ­სებ­ზე გა­დას­ვლის კი­დევ ერთი შან­სის მი­ცე­მის­კენ იხ­რე­ბა...

გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­მა­ტე­ბით ოცამ­დე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს სურს პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა, თუმ­ცა შან­ტა­ჟის და ბუ­ლინ­გის გამო ვერ ახერ­ხე­ბენ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, ამ დე­პუ­ტა­ტებს მივ­ცეთ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა" - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
10

ამას უკვე მე-20-დ გვეუბნებით,,,გავიგეთ,,რამე ახალი გვითხარით

საქართველოს გულშემატკივარი
86

ნაცებს, არც Მთავრობაში ყოფნის დროს არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, საშინელწბების და მიწების დაკარგვის გარდა ( კოდორი, სამაჩაბლო, მცდელობა გარეჯზე) არც ოპოზიციის მანდატით პარლამენტში ჯდომის დროს, ასე რომ მთავარია სხვა პარტიები შემოვიდნენ და მაგთ თუ არ და ვერ ვიხილავთ პარლამენტში,მისასალმებელია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცამდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ" - კობახიძე

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცამდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ" - კობახიძე

"ქართული ოცნების" უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

"დღეს, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავცლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. "ქართული ოცნების" ეს პრაგმატული გადაწყვეტილება, დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციეოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს" - განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამით შანსს უტოვებენ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც, რომელთაც პარლამენტში შესვლა სურთ და ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ სხვადასხვა ფაქტორის გამო:

"დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა.

შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა;

გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინემთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება...

გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით ოცამდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა" - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

"სენატში ნაჯახივით კითხვები იყო - ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო, რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?" - ელისაშვილი

"ამერიკის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"