საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე უარს ამბობს
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე უარს ამბობს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტას მხარს არ და­უ­ჭერს. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­კი­თხი კენ­ჭისყ­რი­სას ჩა­ვარ­დე­ბა და ოპო­ზი­ცი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის თემა კვლავ ღიად დარ­ჩე­ბა.

"დღეს, პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ხან­გრძლი­ვი დის­კუ­სი­ის შემ­დეგ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამ ეტაპ­ზე, ოპო­ზი­ცი­ის წარ­დგე­ნით არ­ჩე­უ­ლი 51 დე­პუ­ტა­ტის­თვის სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ეს პრაგ­მა­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ე­ფუძნა რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად მო­საზ­რე­ბას: - რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია პრო­ცე­დუ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ის, რა­საც ჩვენ ვუ­წო­დებ­დით პარ­ლა­მენ­ტის სა­ბო­ტაჟს და რაც გა­სულ ორ­შა­ბათს ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ კი­დევ უფრო მწვა­ვედ შე­ა­ფა­სა, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის მცდე­ლო­ბა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს გა­მარ­თუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ პრო­ცე­დუ­რულ ინ­სტრუ­მენ­ტებს კი­დევ უფრო ქმე­დით პრო­ცე­დუ­რულ ინ­სტრუ­მენ­ტებს უპი­რის­პი­რებს. სწო­რედ ამ­გვა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტია პარ­ლა­მენ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­უ­პი­რის­პირ­დეს პარ­ლა­მენ­ტის სა­ბო­ტაჟს და სა­ბო­ტა­ჟის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ დე­პუ­ტა­ტებს არ შე­უ­წყვი­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ ამ ინ­სტრუ­მენტს აა­მოქ­მე­დებს;

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მიერ დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის ყო­ველ­გვა­რი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის არის გან­წი­რუ­ლი. თუმ­ცა, ჩვენ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ იმ დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლებ­მაც წა­რად­გი­ნეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი ამომ­რჩევ­ლის 39-მა პრო­ცენ­ტმა და­უ­ჭი­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ამ დე­პუ­ტა­ტებს მი­ვე­ცით კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პა­ტი­ვი სცენ მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ნე­ბას, რო­მელ­თა ორი მე­სა­მე­დი, რო­გორც ეს უკა­ნას­კნელ­მა სო­ცი­ო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, მათი ფა­ვო­რი­ტი პარ­ტი­ე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის მომ­ხრეა;

გარ­და ამი­სა, ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კი­თხი­სად­მი, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის­თვის კონ­სტრუქ­ცი­ულ რელ­სებ­ზე გა­დას­ვლის კი­დევ ერთი შან­სის მი­ცე­მის­კენ იხ­რე­ბა.

ბო­ლოს, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­მა­ტე­ბით 20-მდე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს სურს პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა, თუმ­ცა, შან­ტა­ჟი­სა და ბუ­ლინ­გის გამო ვერ ახერ­ხე­ბენ დღემ­დე ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, ამ დე­პუ­ტა­ტებს მივ­ცეთ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ხაზ­გას­მით გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს ჩვე­ნი და ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ. ჩვე­ნი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ას­რუ­ლებს თვი­სებ­რი­ვად უარ­ყო­ფით და კონ­ტრპრო­დუქ­ტი­ულ როლს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ მო­საზ­რე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვენ დღეს მათ­თვის სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის­გან შე­ვი­კა­ვებთ თავს. კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს მა­ნევ­რი­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სი, მა­შინ, რო­დე­საც რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას აქვს მხო­ლოდ ორი არ­ჩე­ვა­ნი: პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა ან არ­შეს­ვლა. გვეს­მის, რომ ორი­ვე არ­ჩე­ვა­ნი მათ­თვის რთუ­ლი და პრობ­ლე­მუ­რია, თუმ­ცა, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მათ თა­ვი­სი­ვე არას­წო­რი ქმე­დე­ბე­ბით ჩა­ი­ყე­ნეს თავი", - გა­ნა­ცხა­და უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მა­ნამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. მან მო­უ­წო­და პარ­ლა­მენტს, არ მი­ე­ცეს ერ­თპარ­ტი­უ­ლი მარ­თვის ცდუ­ნე­ბას და არ მი­ი­ღოს მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"მინ­და, დღეს ორი­ვე მხა­რეს მო­ვუ­წო­დო გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­კენ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა და არა ვიწ­რო ინ­ტე­რე­სებ­ზე გათ­ვლი­ლი. ოპო­ზი­ცი­ას, რათა და­ფიქ­რდეს და მათი მან­და­ტით მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს. უმ­რავ­ლე­სო­ბას, რათა არ მი­ე­ცეს ერ­თპარ­ტი­უ­ლი მარ­თვის ცდუ­ნე­ბას, არ მი­ი­ღოს მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის ნა­ად­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მის­ცეს დრო ოპო­ზი­ცი­ას სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ესაა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა და მო­ლო­დი­ნი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

რა საყვარელია......

გია
2

უნდა ვაღიაროთ ყველამ და გავითავისოთ, რომ ქართველობა აღარ და ვეღარ მართავს საქართველოს, არამედ იმართება უცხო ქვეყნის დირექტივებით....ქვეყნის 20% იმართება რუსეთის მიერ, 80% კი აშშ-ს მიერ, ესა ჩვენი დღევანდელობა და რეალობა.

ავტორი:

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე უარს ამბობს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე უარს ამბობს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

"დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: - რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს;

დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა;

გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება.

ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი", - განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მანამდე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავდნენ.

თემასთან დაკავშირებით გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან მოუწოდა პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

"მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ესაა ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი", - განაცხადა პრეზიდენტმა საზოგადოებისადმი მიმართვაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას..." - ექსპერტი

"მთელი ოპოზიცია ორ კაცს გვწყევლის - ჩვენზე მაგრები ხომ არიან?! მივიდნენ და გამოიხსნან ციხიდან რურუა, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები, რას გადაგვეკიდნენ?!" - ელისაშვილი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"