Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რებრენდინგს ცდილობს... მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ჩაკეტილი სისტემაა" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი "ნაცმოძრაობის" ახალ სახეებს?
"რებრენდინგს ცდილობს... მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ჩაკეტილი სისტემაა" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი "ნაცმოძრაობის" ახალ სახეებს?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ცდი­ლობს გარ­კვე­უ­ლი რებ­რენ­დინ­გი ჩა­ა­ტა­როს თა­ვის პარ­ტი­ა­ში. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და­უ­კარ­გონ იმ კომ­პრო­მატს, რაც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათი არ­ცთუ ისე და­დე­ბი­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ გაჩ­ნდა, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ გუნდს.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, ახალ­გაზ­რდებს ყო­ველ­თვის აქვთ ის ენ­თუ­ზი­აზ­მი, რაც პო­ლი­ტი­კას სჭირ­დე­ბა.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ჯერ მათი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ვერ მო­ას­წრებ­და ისე და­ზი­ა­ნე­ბას, რაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლია და ეს თა­ვის­თა­ვად პო­ზი­ტი­ვია. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ცდი­ლობს გარ­კვე­უ­ლი რებ­რენ­დინ­გი ჩა­ა­ტა­როს თა­ვის პარ­ტი­ა­ში. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და­უ­კარ­გონ იმ კომ­პრო­მატს, რაც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათი არ­ცთუ ისე და­დე­ბი­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ გაჩ­ნდა. ეს მათ გარ­კვე­ულ­წი­ლად და­უბ­რუ­ნებს თა­ვის ელექ­ტო­რატს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ელექ­ტო­რატს შე­იძ­ლე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბა ჰქონ­დეს რა­ღაც ეტაპ­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ უკან ბრუნ­დე­ბი­ან და ეს ჩვენ არა­ერთ სა­არ­ჩევ­ნო ციკლში გვი­ნა­ხავს. ჩვენ ვნა­ხეთ, რო­გორ და­ი­წია მათ­მა ელექ­ტო­რა­ლურ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა 2013 წელს და შემ­დეგ რო­გორ ავი­და ისევ 600-700 ათას ადა­მი­ან­ზე. ვფიქ­რობ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მა­ინც ჩა­კე­ტი­ლი სის­ტე­მაა და მის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ანუ იმ კრი­ტი­კუ­ლი მა­სის აკ­რე­ფა, რაც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას სჭირ­დე­ბა, ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ მათ არ აქვთ კრი­ტი­კუ­ლი ელექ­ტო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის რე­ზერ­ვი, გა­მომ­დი­ნა­რე იმ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან, რაც მათი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა. თუმ­ცა, გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, 2028 წლი­დან, თუ ისი­ნი შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. 2024 წლის ციკ­ლის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტია, ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია. ის ტრავ­მა და ია­რე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ რე­ა­ლუ­რი და ნა­წი­ლობ­რივ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი, რაც ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მათი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია. ელექ­ტო­რა­ტის უდი­დე­სი ნა­წი­ლი არ არის მზად, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და­უბ­რუ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. არ არის ნდო­ბა და გარ­და ამი­სა, სტრე­სი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ თა­ვი­ანთ წარ­მოდ­გე­ნას შე­იც­ვლი­ან, თუმ­ცა გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ გუნ­დის ახა­ლი წევ­რე­ბი წა­რად­გი­ნა.

პარ­ტი­ას 12 ახა­ლი წევ­რი შე­უ­ერ­თდა, ესე­ნი არი­ან: გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე, ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ნიკა ობო­ლა­ძე, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე, რეზო ჩო­მა­ხი­ძე, სოფო ჯა­ფა­რი­ძე, მა­ნუ­ჩარ ახა­ლა­ია, ბარ­ბა­რა ჯი­მე­ლი, ანა გო­გო­ლა­ძე, ზვი­ად ქვლი­ვი­ძე, ბაჩო დო­ლი­ძე, გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
96

ჰო, რა, ქუფთას შემოახვევ კომბოსტოს ფურცელს-ტოლმაა, შემოხსნი და ისევ ქუფთააა, რა !

ნანა
81

ჩალაძეს ძალიან მაგრა მოუჭირეთ:არ დაგეკარგოთ!

ავტორი:

"რებრენდინგს ცდილობს... მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ჩაკეტილი სისტემაა" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი "ნაცმოძრაობის" ახალ სახეებს?

"რებრენდინგს ცდილობს... მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ჩაკეტილი სისტემაა" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი "ნაცმოძრაობის" ახალ სახეებს?

"ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გარკვეული რებრენდინგი ჩაატაროს თავის პარტიაში. ისინი ცდილობენ აქტუალიზაცია დაუკარგონ იმ კომპრომატს, რაც ქართულ საზოგადოებაში მათი არცთუ ისე დადებითი მოღვაწეობის შესახებ გაჩნდა, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ ახალ გუნდს.

როგორც ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ახალგაზრდებს ყოველთვის აქვთ ის ენთუზიაზმი, რაც პოლიტიკას სჭირდება.

"ბუნებრივია, ჯერ მათი მსოფლმხედველობა ვერ მოასწრებდა ისე დაზიანებას, რაც გამოუსწორებელია და ეს თავისთავად პოზიტივია. "ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გარკვეული რებრენდინგი ჩაატაროს თავის პარტიაში. ისინი ცდილობენ აქტუალიზაცია დაუკარგონ იმ კომპრომატს, რაც ქართულ საზოგადოებაში მათი არცთუ ისე დადებითი მოღვაწეობის შესახებ გაჩნდა. ეს მათ გარკვეულწილად დაუბრუნებს თავის ელექტორატს. "ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატს შეიძლება იმედგაცრუება ჰქონდეს რაღაც ეტაპზე, მაგრამ შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან და ეს ჩვენ არაერთ საარჩევნო ციკლში გვინახავს. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაიწია მათმა ელექტორალურმა შესაძლებლობებმა 2013 წელს და შემდეგ როგორ ავიდა ისევ 600-700 ათას ადამიანზე. ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ჩაკეტილი სისტემაა და მისთვის ხელისუფლებაში დაბრუნება ანუ იმ კრიტიკული მასის აკრეფა, რაც სახელისუფლებო პარტიას სჭირდება, ძალიან გაჭირდება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ კრიტიკული ელექტორალური განვითარების რეზერვი, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც მათი მმართველობის შემდეგ შეიქმნა. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, 2028 წლიდან, თუ ისინი შეინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას, ვერაფერს გამოვრიცხავ. 2024 წლის ციკლისთვის "ნაციონალური მოძრაობა“, როგორც სახელისუფლებო პარტია, ძნელად წარმოსადგენია. ის ტრავმა და იარები, ნაწილობრივ რეალური და ნაწილობრივ ვირტუალური, რაც ქართულმა საზოგადოებამ მათი მმართველობის პერიოდში მიიღო, ჯერ კიდევ ცოცხალია. ელექტორატის უდიდესი ნაწილი არ არის მზად, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნოს ხელისუფლება. არ არის ნდობა და გარდა ამისა, სტრესი ჯერ კიდევ ცოცხალია. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს ადამიანები "ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავიანთ წარმოდგენას შეიცვლიან, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუნდის ახალი წევრები წარადგინა.

პარტიას 12 ახალი წევრი შეუერთდა, ესენი არიან: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი.

"ელისაშვილი ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს ოპოზიციონერის როლს და ამაშიც ფულს აიღებს" - რას ამბობს ბურჯანაძე ელისაშვილსა და იოსელიანზე

"გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიანს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად" - ნინო ბურჯანაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"