მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი
"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

უყ­ვარს გა­მოთ­ქმა - ცხოვ­რე­ბა არის მოგ­ზა­უ­რო­ბა და არა - და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ამ­ბობს, - მეც ისე ვუ­ყუ­რებ ჩემს ცხოვ­რე­ბას, რო­გორც მოგ­ზა­უ­რო­ბას, მთა­ვა­რია, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ვი­დეო. უკან ყუ­რე­ბა არ სჩ­ვე­ვია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, წინ ვერ ივ­ლი­და. ახ­ლა­ხან კო­ვი­დი და­ა­მარ­ცხა, ამ­ბობს, იო­ლად გა­და­ვი­ტა­ნე და მგო­ნი, ამა­ში D ვი­ტა­მი­ნი და­მეხ­მა­რაო. ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­რი­ნო­ბა ჰქონ­და ოც­ნე­ბად, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­შიც სწავ­ლობ­და, მაგ­რამ, სა­ბა­ლე­ტო კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა არ გა­მო­უ­ვი­და. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან შორს გა­იჭ­რა - კონ­ტი­ნენ­ტი­დან კონ­ტი­ნენტზე და ქვეყ­ნი­დან-ქვე­ყა­ნა­ში სი­ა­რუ­ლი დას­ჭირ­და გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად. მათ შო­რის ცხელ წერ­ტი­ლებ­შიც ჩა­დი­ო­და, ტე­რაქტსაც ძლივს გა­და­ურ­ჩა და სას­წრა­ფოდ ევა­კუ­ა­ცი­ა­მაც მო­უ­წია. პო­ლი­ტი­კო­სი, დიპ­ლო­მა­ტი და მკვლე­ვა­რი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი მის მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ ამო­ცა­ნად იმ და­ნიშ­ნუ­ლე­ბამ­დე მის­ვლას მი­იჩ­ნევს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა ჰქვია.

  • "ჩვე­ნი ეზო"

- გა­ვი­ზარ­დე პლე­ხა­ნოვ­ზე, ახლა აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი რომ ჰქვია, თბი­ლი­სურ ეზო­ში. მას მწერ­ლე­ბის ეზოს ეძახ­დნენ. ბევრ ცნო­ბილ მწე­რალს შო­რის, ჩემს მე­ზობ­ლად ჩემი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი ოთარ ჭი­ლა­ძეც ცხოვ­რობ­და.

პა­ტა­რა სა­ლო­მე

ერ­თის მხრივ ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და, იმი­ტომ, რომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავ­და, ჩვენს ეზო­ში ახალ­გაზ­რდე­ბი მო­დი­ოდ­ნენ გა­სარ­თო­ბად, იყო დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში ეს ეზო ისე მიყ­ვარ­და, რომ ჩემ­თვის კოშ­მა­რი იყო, სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან რომ გა­დავ­დი­ო­დით. დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს პლე­ხა­ნო­ვის 179... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ აღარ ვცხოვ­რობ, ის მა­ინც ჩემს სახ­ლად მი­მაჩ­ნია. ბრი­უ­სელ­ში რო­დე­საც ვცხოვ­რობ­დი და ელჩი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან გა­დაღ­ლილ­მა მძღოლს ვუ­თხა­რი, სახ­ლში წა­ვი­დეთ, პლე­ხა­ნოვ­ზე-თქო და გა­ო­ცე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და. ასე რომ, ეს სახ­ლი ჩემს სახ­ლად დარ­ჩა. ერთი ძმა მყავს, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ესეც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, როცა ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან ერთი წევ­რი უცხო­ეთ­შია წა­სუ­ლი.

  • "ასე აღ­მოვ­ჩნდი ამე­რი­კა­ში"

- თბი­ლის­ში ჩა­ვა­ბა­რე იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე და მე­ო­რე კურ­სი­დან ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად, იქ მი­ვი­ღე გა­ნათ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თლის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის დარ­გში. ჩემი ეს არ­ჩე­ვა­ნი მა­შინ ძა­ლი­ან არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი იყო, ვი­ნა­ი­დან, ქა­ლის­თვის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი მა­ინც და მა­ინც არ იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი. პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­სა­ბა­რებ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი. რა­ტომ­ღაც არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო. მერე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ვფიქ­რობ­დი ჩა­ბა­რე­ბას და მა­შინ შევ­ხვდი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს - ანა კორ­ძა­ია-სა­მა­დაშ­ვი­ლის დე­დას, ქალ­ბა­ტონ ნა­ნუ­ლის - იუ­რისტსა და პრო­ფე­სორს და მან და­მარ­წმუ­ნა, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი მი­ვი­ღე, სა­ბო­ლო­ოდ ისე გა­მო­ვი­და, რომ დავ­ტო­ვე იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. ამის შემ­დეგ გა­ვი­მარ­ჯვე კონ­კურ­სში, ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლო­დან 4 ადა­მი­ა­ნი შე­არ­ჩია სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად და სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. ასე აღ­მოვ­ჩნდი ამე­რი­კა­ში...

მა­მა­ჩე­მი პრო­ფე­სო­რია ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მა­მაც და დე­დაც ინ­ჟი­ნერ-ფი­ზი­კო­სე­ბი არი­ან და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის იმ ფე­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­საც 90-იან წლებ­ში ნამ­დვი­ლად არ ჰქონ­დათ ამე­რი­კა­ში ჩემი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, როცა ამე­რი­კის კონ­გრე­სის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში და მერე უკვე შევ­ძე­ლი, რომ სტი­პენ­დი­ე­ბი მი­მე­ღო და ამის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. და­ვამ­თავ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა და ფი­ლო­სო­ფია კო­ლე­ჯში, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დო­ნე­ზე, შემ­დეგ ორი მა­გის­ტრის ხა­რის­ხი და­ვი­ცა­ვი - ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თალ­ში და მე­ო­რე - ვა­შინგტონ­ში, ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემი გა­ნათ­ლე­ბა სრუ­ლად ჩემს მიერ იყო და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლის დროს, პრო­ფე­სო­რის თა­ნა­შემ­წედ ვმუ­შა­ობ­დი სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მა­ში, ვა­შინგტონ­ში. ასე რომ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბა მქონ­და, თან ვსწავ­ლობ­დი, თან - ვმუ­შა­ობ­დი.

  • დაბ­რუ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში

- 2003 წელს დავ­ბრუნ­დი, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” შემ­დეგ. მა­შინ ჩავ­თვა­ლე, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე ახა­ლი რე­ა­ლო­ბა დგე­ბო­და. მა­ნამ­დე ისე უი­მე­დოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი, რომ ალ­ბათ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გან­ვი­ხი­ლავ­დი. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ” ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­ი­ტა­ნა... რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ერთი წლის შემ­დეგ კი ელ­ჩად გა­ვემ­გზავ­რე ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე ვი­ყა­ვი, სა­ელ­ჩო­დან წას­ვლის შემ­დეგ კი - სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2016 წელს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” ბევ­რი ახა­ლი ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდა, არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტია გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით წარ­დგა და მეც ერთ-ერთი მათ­გა­ნი ვი­ყა­ვი. ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რას უნდა მი­აღ­წი­ოს ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლას თა­ვი­სი სა­ზო­მი აქვს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­ვი­დეს სამ­შვი­დო­ბოს, გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა. თუ მკი­თხავთ, რა არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა, გი­პა­სუ­ხებთ, რომ სწო­რედ ეს - ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­ტო­ში და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა. ამას ოც­ნე­ბას არ და­ვარ­ქმევ, ეს არის ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნი. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი ვფიქ­რობ, წინ არის - ვე­ლო­დე­ბი დროს, რო­დე­საც ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა აღი­მარ­თე­ბა.

  • ტე­რაქტს გა­დარ­ჩე­ნი­ლი

- მგო­ნია, ცხოვ­რე­ბა­ში უნდა გა­ა­კე­თო ის, რაც რთუ­ლია და სა­ინ­ტე­რე­სო. მა­შინ ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის პროგ­რა­მა­ზე ვმუ­შა­ობ­დი და ცხელ წერ­ტილ­შიც მი­წევ­და ჩას­ვლა. რთუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო ლი­ბია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. მი­მაჩ­ნია, რომ ცხოვ­რე­ბა, ზო­გა­დად, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა... არც ის იყო მარ­ტი­ვი, რომ 18 წლის ასაკ­ში მარ­ტო წავ­სუ­ლი­ყა­ვი ამე­რი­კა­ში. მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი, სკა­ი­პი არ არ­სე­ბობ­და და სრუ­ლი­ად მო­წყვე­ტი­ლი იყა­ვი შენს ოჯახს, მე­გობ­რებს. მი­ვიჩ­ნევ, რომ რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ქმნის ადა­მი­ანს იმად, რაც არის. ვხუმ­რობ­დი, ან­დერ­ძიც კი დავ­წე­რე-მეთ­ქი...

ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კუთ­რე­ბა ჩემს ძმა­ზე გა­და­ვა­ფორ­მე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­შინ ლი­ბი­ა­ში, ტრი­პოლ­ში ჩას­ვლა მარ­თლა რის­კის შემ­ცვე­ლი იყო იმი­ტომ, რომ ჩა­მოშ­ლი­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო, არც პო­ლი­ცია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, არც - ჯარი, ხში­რი იყო უცხო­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა და ტრი­პოლ­ში ვინ­მე უცხო­ე­ლი თუ ჩა­დი­ო­და, არ იცო­და, რით დას­რულ­დე­ბო­და მისი ვი­ზი­ტი. ერთ-ერთი ჩას­ვლის დროს, სულ რა­ღაც წა­მე­ბით ავ­ცდი ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას და სას­წრა­ფოდ ევა­კუ­ა­ცი­ამ მოგ­ვი­წია. როცა ასეთ გა­რე­მო­ში მუ­შა­ობ სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით, უნდა იფიქ­რო შე­დე­გებ­ზე, თუმ­ცა ასეთ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა, ამა­ვე დროს, სა­ინ­ტე­რე­სოც არის...

  • "დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში უნდა შე­ი­ტა­ნო, ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი­აო..."

- დიდი ხნის წინ, ირ­ლან­დი­ა­ში ჩემი სახ­სრე­ბით შე­ვი­ძი­ნე ბინა. ჩემი ძმა ირ­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქეა, ძმიშ­ვი­ლე­ბი მყავს ნა­ხევ­რად ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი და იქ ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, ჩემი ოჯა­ხის ნა­წი­ლი ირ­ლან­დი­ა­შია. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვერ ჩავ­დი­ვარ...

ნი­დერ­ლან­დე­ბის დე­დოფ­ლის სა­სახ­ლე­ში, რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლის გა­და­ცე­მი­სას

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სამ კონ­ტი­ნენტზე და 6 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნა­ცხოვ­რე­ბი და ნა­მუ­შე­ვა­რი, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ყოფა-ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ფერს სჯო­ბია. ამი­ტო­მაც კარ­გად მეს­მის ემიგ­რა­ტე­ბის, მათი გუ­ლის­ტკი­ვი­ლის. შენს სახ­ლში ყოფ­ნას არა­ფე­რი სჯობს, მოგ­ზა­უ­რო­ბა კი ყველ­გან კარ­გია. აკა­დე­მი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი და დღემ­დე ბრი­უ­სე­ლის ერთ-ერთი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მრჩე­ვე­ლი ვარ, ასე­ვე, ვმუ­შა­ობ სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის თე­მა­ზე, ვკი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ცოტა მაქვს და ვცდი­ლობ, ვი­კი­თხო.

ადრე, ვიდ­რე ჩაგ­ვკე­ტავ­დნენ, და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სპორ­ტით - ცურ­ვით და თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლით. ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, არც ერ­თია და არც - მე­ო­რე, ვცდი­ლობ ეს დრო ჩემს ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო, ამის­თვის ძა­ლი­ან ცოტა დრო მაქვს. კი­დევ, მყავს ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი არ­სე­ბა, ბი­შო­ნი ლუი, რო­მე­ლიც 2 წლის წინ მა­ჩუ­ქეს. სამ­წუ­ხა­როდ, ლუი დიდ დროს ჩემს მშობ­ლებ­თან ატა­რებს, ესეც ჩემი მო­უც­ლე­ლო­ბის გამო. მგო­ნია, რომ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბას ულა­მა­ზე­ბენ და უხა­ლი­სე­ბენ. ბა­ტო­ნი რო­მან გო­ცი­რი­ძე მე­ხუმ­რე­ბო­და, ლუი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში უნდა შე­ი­ტა­ნო, - ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი­აო. ბავ­შვო­ბი­დან სულ მინ­დო­და, ძაღ­ლი მყო­ლო­და და ახ­ლა­ხან ამის­რულ­და ოც­ნე­ბა..

  • "მალე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია"

- სიყ­ვა­რუ­ლის თე­მა­ზე არ მიყ­ვარს სა­უ­ბა­რი. მგო­ნია, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ის არის, წყვი­ლე­ბი ასაკ­ში რომ არი­ან ერ­თად. ჩემი აზ­რით, ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი. ამი­ტომ არ ვიცი... მგო­ნია, მა­ნამ­დე ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ტა­ცე­ბაა. ეს დიდი ხნის წინ იყო, ვი­ყა­ვი ქორ­წი­ნე­ბა­ში.. მალე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ის­ტო­რია, დავ­შორ­დით... პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ მიყ­ვარს და ამი­ტომ ვერ ვი­სა­უბ­რებ.

  • მთა­ვა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი შენი სა­კუ­თა­რი სინ­დი­სია

- ჩემი პრინ­ცი­პი ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - შენ უნდა იყო სწო­რი და მარ­თა­ლი სა­კუ­თარ თავ­თან. რო­დე­საც სინ­დის­თან, მსოფ­ლმხდვე­ლო­ბას­თან ხარ მარ­თა­ლი, შე­გიძ­ლია აი­ტა­ნო ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ტი­კა, უსა­მარ­თლო­ბა და თავ­დას­ხმა, იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი შენი სა­კუ­თა­რი სინ­დი­სია.

ლუქ­სემ­ბურ­გის დიდ ჰერ­ცოგ­თან ერ­თად

ჩემ­თვის ასეა, ამი­ტომ, რაც სწო­რად მი­მაჩ­ნია, იმას ვა­კე­თებ. რა თქმა უნდა, არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს არც კრი­ტი­კა, არც თავ­დას­ხმა, მაგ­რამ მშვი­დად შე­მიძ­ლია ამას შევ­ხე­დო იმი­ტომ, რომ ჩემს თავ­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი. ამა­ში თუ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მა­შინ ვი­ნერ­ვი­უ­ლებ. თუმ­ცა ასე­თი რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მომ­ხდა­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თუ ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ უსი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ო­ბაა ადა­მი­ა­ნის თავ­ზე ნაგ­ვის დაყ­რა, მა­შინ არ მეს­მის, რა არის აქ სა­და­ვო. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ვთქვა, რომ ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” მო­ა­ხერ­ხა აქამ­დე მი­ეყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა - ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ისე­თი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გო­რიც ჩა­ა­ტა­რა და მო­ე­შა­ლა ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პი. ასე რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა.

  • "მო­დე­ლე­ბის შექ­მნა, ჩემი ერთ-ერთი ჰო­ბია"

- ვფიქ­რობ, ჩაც­მის კლა­სი­კუ­რი სტი­ლი მაქვს, მაგ­რამ ხან­და­ხან ცხოვ­რე­ბის გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად სა­ჭი­როა ლურ­ჯი, ან შავი პი­ჯა­კის გახ­და. მომ­წონს ფე­რა­დოვ­ნე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რამე პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბი მაქვს, ჩე­მით ვარ­ჩევ სა­მოსს. ზო­გა­დად, დი­ზა­ი­ნი ჩემი ჰო­ბია. კერ­ვა არ ვიცი, რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, მაგ­რამ მო­დე­ლე­ბის შექ­მნა ჩემი ერთ-ერთი ჰო­ბია, თუმ­ცა ამის­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, დრო არ მაქვს. რომ მკი­თხოთ, პო­ლი­ტი­კო­სი რომ არა, ვინ იქ­ნე­ბო­დიო, გე­ტყვით - დი­ზა­ი­ნე­რი. ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­რი­ნო­ბა იყო ჩემი ოც­ნე­ბა, დავ­დი­ო­დი ბა­ლეტ­ზე და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­შიც ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ვაგ­რძე­ლე სა­ბა­ლე­ტო კა­რი­ე­რა, არ მქონ­და ამის მო­ნა­ცე­მე­ბი. იმა­შიც უნდა გა­მოვ­ტყდე, რომ ხელ­საქ­მე არ არის ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე.

  • "ცხოვ­რე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბაა"

- მიყ­ვარს გა­მოთ­ქმა - ცხოვ­რე­ბა არის მოგ­ზა­უ­რო­ბა და არა - და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. მეც ისე ვუ­ყუ­რებ ჩემს ცხოვ­რე­ბას, რო­გორც მოგ­ზა­უ­რო­ბას. ერთი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უკვე გი­თხა­რით და ნამ­დვი­ლად მინ­და ამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბამ­დე - ნა­ტომ­დე მი­ვი­დეთ. სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ნა­ი­რი პარტნი­ო­რო­ბა არის მიზ­ნის­თვის. თუ შენი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მო­ი­თხოვს პარტნი­ო­რო­ბას და ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მა­შინ ეს არის სწო­რი ას­პა­რე­ზი. პო­ლი­ტი­კა არ არის ერ­თა­დერ­თი სფე­რო, ბევ­რი ინ­ტე­რე­სი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში. დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე მთა­ვარ ამო­ცა­ნად მი­მაჩ­ნია იმ გზით გა­მო­ვი­დეთ კრი­ზი­სი­დან, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნაა შე­სუ­ლი, რომ გაძ­ლი­ერ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და არა - პი­რი­ქით. არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უკან ყუ­რე­ბა სჩ­ვე­ვია. სა­ლო­მე ყო­ველ­თვის მო­მა­ვალ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სწო­რე­ცაა - უკან თუ იხე­დე, წინ ვერ წახ­ვალ.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კმ
20

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მომწონს ეს ადამიანი. იგრძნობა ინტელექტი, შინაგანი სიმყარე. ეჰ, ნეტავ მიხვდეს, ვის მხარეს დგას. 

ლეილა როდინაძე
128

ამდენი გისწავლია და სასტიკ მკვლელ ხელისუფალს ნაციონალების სახით გვახვევ თავძე? შენ თავისუფალი ლამაზი ცხოვრებით იცხოვრე და გინდა ჩვენ მონები ვიყოთ? არ გრცხვენია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

უყვარს გამოთქმა - ცხოვრება არის მოგზაურობა და არა - დანიშნულება. ამბობს, - მეც ისე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, როგორც მოგზაურობას, მთავარია, დანიშნულების ადგილამდე მივიდეო. უკან ყურება არ სჩვევია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ ივლიდა. ახლახან კოვიდი დაამარცხა, ამბობს, იოლად გადავიტანე და მგონი, ამაში D ვიტამინი დამეხმარაო. ბავშვობაში ბალერინობა ჰქონდა ოცნებად, ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდა, მაგრამ, საბალეტო კარიერის გაგრძელება არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ძალიან შორს გაიჭრა - კონტინენტიდან კონტინენტზე და ქვეყნიდან-ქვეყანაში სიარული დასჭირდა გამოცდილებისა და განათლების დასაგროვებლად. მათ შორის ცხელ წერტილებშიც ჩადიოდა, ტერაქტსაც ძლივს გადაურჩა და სასწრაფოდ ევაკუაციამაც მოუწია. პოლიტიკოსი, დიპლომატი და მკვლევარი სალომე სამადაშვილი მის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად იმ დანიშნულებამდე მისვლას მიიჩნევს, რასაც საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრება ჰქვია.

  • "ჩვენი ეზო"

- გავიზარდე პლეხანოვზე, ახლა აღმაშენებელი რომ ჰქვია, თბილისურ ეზოში. მას მწერლების ეზოს ეძახდნენ. ბევრ ცნობილ მწერალს შორის, ჩემს მეზობლად ჩემი საყვარელი მწერალი ოთარ ჭილაძეც ცხოვრობდა.

პატარა სალომე

ერთის მხრივ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი მყავდა, ჩვენს ეზოში ახალგაზრდები მოდიოდნენ გასართობად, იყო დიდი მხიარულება. ბავშვობაში ეს ეზო ისე მიყვარდა, რომ ჩემთვის კოშმარი იყო, საცხოვრებლად სხვაგან რომ გადავდიოდით. დღემდე ძალიან მიყვარს პლეხანოვის 179... მიუხედავად იმისა, რომ იქ აღარ ვცხოვრობ, ის მაინც ჩემს სახლად მიმაჩნია. ბრიუსელში როდესაც ვცხოვრობდი და ელჩი ვიყავი, ძალიან გადაღლილმა მძღოლს ვუთხარი, სახლში წავიდეთ, პლეხანოვზე-თქო და გაოცებულმა შემომხედა. ასე რომ, ეს სახლი ჩემს სახლად დარჩა. ერთი ძმა მყავს, რომელიც დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს. ესეც ჩვენი ქვეყნის ერთი მთავარი პრობლემაა, როცა ოჯახების უმრავლესობიდან ერთი წევრი უცხოეთშია წასული.

  • "ასე აღმოვჩნდი ამერიკაში"

- თბილისში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე და მეორე კურსიდან ამერიკაში წავედი სასწავლებლად, იქ მივიღე განათლება პოლიტიკური მეცნიერების და საკონსტიტუციო სამართლის ადმინისტრირების დარგში. ჩემი ეს არჩევანი მაშინ ძალიან არაორდინალური იყო, ვინაიდან, ქალისთვის იურიდიული ფაკულტეტი მაინც და მაინც არ იყო პოპულარული. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი. რატომღაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. მერე საერთაშორისო ურთიერთობებზე ვფიქრობდი ჩაბარებას და მაშინ შევხვდი ძალიან საინტერესო ადამიანს - ანა კორძაია-სამადაშვილის დედას, ქალბატონ ნანულის - იურისტსა და პროფესორს და მან დამარწმუნა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი ქულები მივიღე, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დავტოვე იურიდიული ფაკულტეტი. ამის შემდეგ გავიმარჯვე კონკურსში, ამერიკის საელჩომ საქართველოდან 4 ადამიანი შეარჩია სწავლის გასაგრძელებლად და სრული დაფინანსებით. ასე აღმოვჩნდი ამერიკაში...

მამაჩემი პროფესორია ტექნიკურ უნივერსიტეტში, მამაც და დედაც ინჟინერ-ფიზიკოსები არიან და ინტელიგენციის იმ ფენას მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც 90-იან წლებში ნამდვილად არ ჰქონდათ ამერიკაში ჩემი განათლების დაფინანსების საშუალება. ძალიან გამიმართლა, როცა ამერიკის კონგრესის სრული დაფინანსებით წავედი ამერიკაში და მერე უკვე შევძელი, რომ სტიპენდიები მიმეღო და ამის დახმარებით შევძელი ამერიკასა და ევროპაში განათლების მიღება. დავამთავრე პოლიტიკური მეცნიერება და ფილოსოფია კოლეჯში, ბაკალავრიატის დონეზე, შემდეგ ორი მაგისტრის ხარისხი დავიცავი - ერთი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო სამართალში და მეორე - ვაშინგტონში, ამერიკის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მართვის მიმართულებით. ჩემი განათლება სრულად ჩემს მიერ იყო დაფინანსებული სტიპენდიების დახმარებით. მაგისტრატურაში სწავლის დროს, პროფესორის თანაშემწედ ვმუშაობდი საკონსულტაციო ფირმაში, ვაშინგტონში. ასე რომ, ძალიან დატვირთული სტუდენტობა მქონდა, თან ვსწავლობდი, თან - ვმუშაობდი.

  • დაბრუნება საქართველოში

- 2003 წელს დავბრუნდი, "ვარდების რევოლუციის” შემდეგ. მაშინ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ახალი რეალობა დგებოდა. მანამდე ისე უიმედოდ გამოიყურებოდა ამ ქვეყნის მომავალი, რომ ალბათ ჩემი პროფესიული კარიერის გაგრძელებას საქართველოში, არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავდი. "ვარდების რევოლუციამ” ახალი შესაძლებლობები მოიტანა... რევოლუციის შემდეგ ვიყავი პარლამენტის წევრი, ერთი წლის შემდეგ კი ელჩად გავემგზავრე ბრიუსელში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ვიყავი, საელჩოდან წასვლის შემდეგ კი - საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მოგეხსენებათ, 2016 წელს "ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი ახალი ადამიანი შეუერთდა, არჩევნებზე პარტია განახლებული შემადგენლობით წარდგა და მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ალბათ ყველა ადამიანს აქვს წარმოდგენილი, რას უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, ყველას თავისი საზომი აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს, გახდეს ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ მკითხავთ, რა არის ჩემთვის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, გიპასუხებთ, რომ სწორედ ეს - ჩვენი ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრება. ამას ოცნებას არ დავარქმევ, ეს არის ჩემი პოლიტიკური საქმიანობის მიზანი. ყველაზე ბედნიერი დღეები ვფიქრობ, წინ არის - ველოდები დროს, როდესაც ნატოში საქართველოს დროშა აღიმართება.

  • ტერაქტს გადარჩენილი

- მგონია, ცხოვრებაში უნდა გააკეთო ის, რაც რთულია და საინტერესო. მაშინ ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამაზე ვმუშაობდი და ცხელ წერტილშიც მიწევდა ჩასვლა. რთული ქვეყანა იყო ლიბია, მაგრამ საინტერესო გამოცდილება მივიღე. მიმაჩნია, რომ ცხოვრება, ზოგადად, საინტერესო გამოცდილებებისგან შედგება... არც ის იყო მარტივი, რომ 18 წლის ასაკში მარტო წავსულიყავი ამერიკაში. მაშინ ინტერნეტი, სკაიპი არ არსებობდა და სრულიად მოწყვეტილი იყავი შენს ოჯახს, მეგობრებს. მივიჩნევ, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღება ქმნის ადამიანს იმად, რაც არის. ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი...

ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე. სიმართლე გითხრათ, მაშინ ლიბიაში, ტრიპოლში ჩასვლა მართლა რისკის შემცველი იყო იმიტომ, რომ ჩამოშლილი იყო სახელმწიფო, არც პოლიცია ფუნქციონირებდა, არც - ჯარი, ხშირი იყო უცხოელებზე თავდასხმა და ტრიპოლში ვინმე უცხოელი თუ ჩადიოდა, არ იცოდა, რით დასრულდებოდა მისი ვიზიტი. ერთ-ერთი ჩასვლის დროს, სულ რაღაც წამებით ავცდი ტერორისტულ თავდასხმას და სასწრაფოდ ევაკუაციამ მოგვიწია. როცა ასეთ გარემოში მუშაობ საერთაშორისო მიმართულებით, უნდა იფიქრო შედეგებზე, თუმცა ასეთ პოლიტიკურ გარემოში მუშაობა, ამავე დროს, საინტერესოც არის...

  • "დეკლარაციაში უნდა შეიტანო, ძვირფასი საჩუქარიაო..."

- დიდი ხნის წინ, ირლანდიაში ჩემი სახსრებით შევიძინე ბინა. ჩემი ძმა ირლანდიის მოქალაქეა, ძმიშვილები მყავს ნახევრად ირლანდიელები და იქ ისინი ცხოვრობენ, ჩემი ოჯახის ნაწილი ირლანდიაშია. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩავდივარ...

ნიდერლანდების დედოფლის სასახლეში, რწმუნებათა სიგელის გადაცემისას

მთელი ცხოვრება სამ კონტინენტზე და 6 სხვადასხვა ქვეყანაში ვარ ნაცხოვრები და ნამუშევარი, მაგრამ, ჩემი აზრით, საკუთარ ქვეყანაში ყოფა-ცხოვრება ყველაფერს სჯობია. ამიტომაც კარგად მესმის ემიგრატების, მათი გულისტკივილის. შენს სახლში ყოფნას არაფერი სჯობს, მოგზაურობა კი ყველგან კარგია. აკადემიურ საქმიანობას ვეწევი და დღემდე ბრიუსელის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მრჩეველი ვარ, ასევე, ვმუშაობ სადოქტორო დისერტაციაზე ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის თემაზე, ვკითხულობ ლექციებს. თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და ვცდილობ, ვიკითხო.

ადრე, ვიდრე ჩაგვკეტავდნენ, დაკავებული ვიყავი სპორტით - ცურვით და თხილამურებით სრიალით. ახლა, სამწუხაროდ, არც ერთია და არც - მეორე, ვცდილობ ეს დრო ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო, ამისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს. კიდევ, მყავს ძალიან საყვარელი არსება, ბიშონი ლუი, რომელიც 2 წლის წინ მაჩუქეს. სამწუხაროდ, ლუი დიდ დროს ჩემს მშობლებთან ატარებს, ესეც ჩემი მოუცლელობის გამო. მგონია, რომ შინაური ცხოველები ადამიანებს ცხოვრებას ულამაზებენ და უხალისებენ. ბატონი რომან გოცირიძე მეხუმრებოდა, ლუი დეკლარაციაში უნდა შეიტანო, - ძვირფასი საჩუქარიაო. ბავშვობიდან სულ მინდოდა, ძაღლი მყოლოდა და ახლახან ამისრულდა ოცნება..

  • "მალე დამთავრდა ჩვენი სიყვარულის ისტორია"

- სიყვარულის თემაზე არ მიყვარს საუბარი. მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ცხოვრებაში ის არის, წყვილები ასაკში რომ არიან ერთად. ჩემი აზრით, ეს არის სიყვარული. ამიტომ არ ვიცი... მგონია, მანამდე ყველა ურთიერთობა გატაცებაა. ეს დიდი ხნის წინ იყო, ვიყავი ქორწინებაში.. მალე დამთავრდა ჩვენი ისტორია, დავშორდით... პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს და ამიტომ ვერ ვისაუბრებ.

  • მთავარი შემფასებელი შენი საკუთარი სინდისია

- ჩემი პრინციპი ცხოვრებაში ძალიან მარტივია - შენ უნდა იყო სწორი და მართალი საკუთარ თავთან. როდესაც სინდისთან, მსოფლმხდველობასთან ხარ მართალი, შეგიძლია აიტანო ნებისმიერი კრიტიკა, უსამართლობა და თავდასხმა, იმიტომ, რომ მთავარი შემფასებელი შენი საკუთარი სინდისია.

ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგთან ერთად

ჩემთვის ასეა, ამიტომ, რაც სწორად მიმაჩნია, იმას ვაკეთებ. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს არც კრიტიკა, არც თავდასხმა, მაგრამ მშვიდად შემიძლია ამას შევხედო იმიტომ, რომ ჩემს თავში ვარ დარწმუნებული, სწორი ნაბიჯი გადავდგი. ამაში თუ არ ვარ დარწმუნებული, მაშინ ვინერვიულებ. თუმცა ასეთი რამ ძალიან იშვიათად მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ უსიამოვნო სანახაობაა ადამიანის თავზე ნაგვის დაყრა, მაშინ არ მესმის, რა არის აქ სადავო. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ "ქართულმა ოცნებამ” მოახერხა აქამდე მიეყვანა ქვეყანა - ჩაეტარებინა ისეთი არჩევნები, როგორიც ჩაატარა და მოეშალა ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ამ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

  • "მოდელების შექმნა, ჩემი ერთ-ერთი ჰობია"

- ვფიქრობ, ჩაცმის კლასიკური სტილი მაქვს, მაგრამ ხანდახან ცხოვრების გასახალისებლად საჭიროა ლურჯი, ან შავი პიჯაკის გახდა. მომწონს ფერადოვნება. ვერ ვიტყვი, რამე პრეფერენციები მაქვს, ჩემით ვარჩევ სამოსს. ზოგადად, დიზაინი ჩემი ჰობია. კერვა არ ვიცი, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ მოდელების შექმნა ჩემი ერთ-ერთი ჰობია, თუმცა ამისთვის, სამწუხაროდ, დრო არ მაქვს. რომ მკითხოთ, პოლიტიკოსი რომ არა, ვინ იქნებოდიო, გეტყვით - დიზაინერი. ბავშვობაში ბალერინობა იყო ჩემი ოცნება, დავდიოდი ბალეტზე და ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც ვსწავლობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავაგრძელე საბალეტო კარიერა, არ მქონდა ამის მონაცემები. იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ ხელსაქმე არ არის ჩემი ძლიერი მხარე.

  • "ცხოვრება მოგზაურობაა"

- მიყვარს გამოთქმა - ცხოვრება არის მოგზაურობა და არა - დანიშნულება. მეც ისე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, როგორც მოგზაურობას. ერთი დანიშნულება უკვე გითხარით და ნამდვილად მინდა ამ დანიშნულებამდე - ნატომდე მივიდეთ. საერთოდ ყველანაირი პარტნიორობა არის მიზნისთვის. თუ შენი მთავარი მიზანი მოითხოვს პარტნიორობას და ეს ემსახურება მიზნის განხორციელებას, მაშინ ეს არის სწორი ასპარეზი. პოლიტიკა არ არის ერთადერთი სფერო, ბევრი ინტერესი მაქვს ცხოვრებაში. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარ ამოცანად მიმაჩნია იმ გზით გამოვიდეთ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანაა შესული, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და არა - პირიქით. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც უკან ყურება სჩვევია. სალომე ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული და სწორეცაა - უკან თუ იხედე, წინ ვერ წახვალ.