საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არა იმათ, ვისაც 4 ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს" - კალაძე
"ბევრი პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არა იმათ, ვისაც 4 ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს" - კალაძე

ბევ­რი პროგ­რა­მა გვაქვს რი­თაც შეგ­ვიძ­ლია და­ვეხ­მა­როთ იმ ოჯა­ხებს, ვი­საც მარ­თლა უჭირს და არა იმათ, ვი­საც 4 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა და 4 ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს,- ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი იმ ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რე­ბა, ვინც ნამ­დვი­ლად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლია და თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა. რო­გორც კახა კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ „მიწა მი­ვი­ტა­ცო და შემ­დეგ პრე­ტენ­ზია გა­მოვ­თქვა, რომ ეს ჩემი სა­კუთ­რე­ბაა“.

"თქვენ იცით, რომ და­კა­ნო­ნე­ბის თემა ჩემი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო. ქა­ლაქ­ში გვყავს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და ოჯა­ხე­ბი, ვინც ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და კონ­კრე­ტულ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებ­ში და ვერ ახორ­ცი­ე­ლებ­და მათ და­კა­ნო­ნე­ბას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო. ჩვენ ამ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყეთ და 1400-ზე მეტ ოჯახს უკვე მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ერთ ლა­რად გა­დაგ­ვე­ცა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი მათ სა­კუთ­რე­ბა­ში.

ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ხვალ მე ავ­დგე, მიწა მი­ვი­ტა­ცო და შემ­დეგ პრე­ტენ­ზია გა­მოვ­თქვა რომ ეს ჩემი სა­კუთ­რე­ბაა და აქ უნდა ავა­შე­ნო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს 4 ბინა, 4 ავ­ტო­მო­ბი­ლი და ასე შემ­დეგ, ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ამას არ და­უშ­ვებს. ბევ­რი სხვა პროგ­რა­მა გვაქვს, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია და­ვეხ­მა­როთ იმ ოჯა­ხებს ვი­საც მარ­თლა უჭირს და არა იმათ, ვი­საც 4 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა და 4 ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს, ღმერ­თმა ყვე­ლას გა­უ­მარ­ჯოს, ყვე­ლას 1000 ბინა და მან­ქა­ნა მის­ცეს, მაგ­რამ ამ პროგ­რა­მე­ბით ისარ­გებ­ლებს ის, ვი­საც მარ­თლა სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა, მარ­თლა შე­ჭირ­ვე­ბუ­ლია და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა.

და­კა­ნო­ნე­ბე­ბის პრო­ექტს, რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებთ, მინ­და ყვე­ლა ოჯახს მივ­მარ­თო, ვი­საც ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა აწუ­ხებს, მი­მარ­თეთ ად­გი­ლობ­რივ, რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბას და გექ­ნე­ბათ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თუ რა სა­ბუ­თე­ბი და დო­კუ­მენ­ტა­ცი­აა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მოხ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი ფარ­თე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა.

დღეს გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა 66 ოჯახს და­ვუ­კა­ნო­ნოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად გა­დავ­ცეთ ის­ნის რა­ი­ონ­ში. მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ამ ოჯა­ხებს",-აცხა­დებს კა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

გთხოვთ გამოაქვეყნოთ მისამართი პიროვნებისა ვისაც შეიძლება გავესაუბრო. საუბარია ს ა ჩ უ ქ რ ე ბ ზ ე რომელიც მინდა გაუგზავნო დავადებლ ბავშვევს და მათ მშობლებს.

mimino
7

"დემოკრატიის მოღალატე ოპოზიციონერები”- ნინო წილოსანი"

 

ამ ქალს, ბუტკაში რომ ზის, მალე გაიგებს და შეიგრძნობს დემოკრატიის ძალას, გადასახადებსაც გადაიხდის და არაკანონიერად დაუფლებულ უძრავ მოძრავ ქონებასაც Დააბრუნებს, მამიკოსთან ერთად.... მერე ეცოდინება რას ნიშნავს დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიას ამოფარებული კორუფცია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბევრი პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არა იმათ, ვისაც 4 ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს" - კალაძე

"ბევრი პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არა იმათ, ვისაც 4 ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს" - კალაძე

ბევრი პროგრამა გვაქვს რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს და არა იმათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი იმ ოჯახებს დაეხმარება, ვინც ნამდვილად შეჭირვებულია და თანადგომა სჭირდება. როგორც კახა კალაძე განმარტავს, საცხოვრებელი ფართების დაკანონება არ ნიშნავს იმას, რომ „მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა, რომ ეს ჩემი საკუთრებაა“.

"თქვენ იცით, რომ დაკანონების თემა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები და ოჯახები, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში და ვერ ახორციელებდა მათ დაკანონებას გარკვეული პრობლემების გამო. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელება დავიწყეთ და 1400-ზე მეტ ოჯახს უკვე მივეცით შესაძლებლობა ერთ ლარად გადაგვეცა საცხოვრებელი ფართები მათ საკუთრებაში.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მე ავდგე, მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა რომ ეს ჩემი საკუთრებაა და აქ უნდა ავაშენო საცხოვრებელი ფართი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს 4 ბინა, 4 ავტომობილი და ასე შემდეგ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მუნიციპალიტეტი ამას არ დაუშვებს. ბევრი სხვა პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს ვისაც მართლა უჭირს და არა იმათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ყველას 1000 ბინა და მანქანა მისცეს, მაგრამ ამ პროგრამებით ისარგებლებს ის, ვისაც მართლა სჭირდება ჩვენი თანადგომა, მართლა შეჭირვებულია და მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა სჭირდება.

დაკანონებების პროექტს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, მინდა ყველა ოჯახს მივმართო, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართეთ ადგილობრივ, რაიონულ გამგეობას და გექნებათ სრული ინფორმაცია თუ რა საბუთები და დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კონკრეტული ფართების დაკანონება.

დღეს გვაქვს შესაძლებლობა 66 ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავცეთ ისნის რაიონში. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს",-აცხადებს კალაძე.