პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"
ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, კას­პის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­დი­ას თა­ნამ­შომ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გი­ორ­გო­ბი­ა­ნი პოსტს "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს:

"მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მე­დი­ას დღე­ვან­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის. მად­ლო­ბა, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ჩვე­ნი თხოვ­ნა და არ გა­ა­შუ­ქეთ მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნის თემა მა­ნამ, სა­ნამ საფრ­თხემ არ ჩა­ი­ა­რა. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე უმ­თავ­რე­სია!" - წერს ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი კას­პში, ერთ-ერთი სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და სა­ნა­დი­რო თო­ფის მუ­ქა­რით ორი მო­ქა­ლა­ქე მძევ­ლად აიყ­ვა­ნა.

თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, პო­ლი­ცი­ამ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­მო­სა­ზღვრა ტე­რი­ტო­რია და და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თავ­დამ­სხმე­ლის მიერ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უვ­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ამ უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მძი­მე ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა მძევ­ლე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ბრა­ლად ედე­ბა მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, ის იმ­ყო­ფე­ბო­და საკ­მა­ოდ მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იყო საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, გა­ტარ­და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო მაქ­სი­მა­ლუ­რად, რომ ყვე­ლას უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო არც ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. მისი მო­თხოვ­ნა იყო, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­ეყ­ვა­ნათ მან­ქა­ნა და აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სწო­რედ ეს იყო, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღის უკან, მან მოგ­ვმარ­თა გან­ცხა­დე­ბით, გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­და გარ­კვე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს და ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ეს ფაქ­ტიც რა თქმა უნდა, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ბორ­ცვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"

ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, კასპის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მედიას თანამშომლობისთვის მადლობას უხდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგობიანი პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს:

"მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას დღევანდელი თანამშრომლობისათვის. მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა მანამ, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა. ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია!" - წერს ნინო გიორგობიანი.

ცნობისთვის, გიორგი მენაბდიშვილი კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მამაკაცი მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება, ის იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული, გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად, რომ ყველას უფლება დაცული ყოფილიყო და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, ასევე რამდენიმე დღის უკან, მან მოგვმართა განცხადებით, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ეს ფაქტიც რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა ბორცვაძემ.

"რა უქენი ბაღანას?.. ახლა უფრო ნათელია მსგავსება" - ნიკა მელიას ვაჟი მამის ასლია

"ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე..." - დღის ფოტო ბუკნარიდან, სადაც მოდავე მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

"ქეთიმ 375 სოფელი მოიარა, არა ბიძოს სიყვარულის გამო, უბრალოდ საოცრად უყვარს თავისი ქვეყანა" - როგორ პასუხობს ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას