პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ" - იაგო ხვიჩია
"ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ" - იაგო ხვიჩია

ოპო­ზი­ცი­ას­თან ასე­თი წი­ნა­და­დე­ბა გვაქვს, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს იგებს ოპო­ზი­ცია, მა­შინ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2022 წელს ჩა­ვა­ტა­როთ. თუ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს იგებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მა­შინ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი მა­ინც გა­და­ი­წევს მე­ო­რე პლან­ზე, იმი­ტომ, რომ მას თა­ვის­თა­ვად მო­აკ­ლდე­ბა ლე­გი­ტი­მა­ცია, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ წევ­რმა იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს „გირჩსა“ და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „მო­ქა­ლა­ქე­ებს“ შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

იაგო ხვი­ჩი­ას გან­მარ­ტე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე არ­სე­ბუ­ლი ოთხი სა­კი­თხი­დან სამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით ოპო­ზი­ცი­ა­ში კონ­სენ­სუ­სი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არა­ვინ არის, მე­ო­თხე სა­კი­თხი ვა­დამ­დე­ლი, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია. მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში ამის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც არა­ვინ არის, თუმ­ცა ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­თე­ლი ხაზი.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვლის, რომ ამას თუ და­თან­ხმდე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თვალ­ში ის და­მარ­ცხე­ბუ­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა, რაც მას არ უნდა, მაგ­რამ ჩვენ ჯერ ოპო­ზი­ცი­ას­თან ასე­თი წი­ნა­და­დე­ბა გვაქვს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც მა­ინც უნდა ჩა­ტარ­დეს, ვაქ­ცი­ოთ ერ­თგვარ პლე­ბის­ცი­ტად, რომ­ლის შე­დე­გე­ბა­საც უნდა და­ვუ­კავ­ში­როთ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა - არ­ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი. თუ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს იგებს ოპო­ზი­ცია, მა­შინ ჩა­ვა­ტა­როთ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2022 წელს. თუ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს იგებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მა­შინ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი მა­ინც გა­და­ი­წევს მე­ო­რე პლან­ზე, იმი­ტომ, რომ მას თა­ვის­თა­ვად მო­აკ­ლდე­ბა ლე­გი­ტი­მა­ცია. ჩვენ გვინ­და, რომ ასე­თი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბით მი­ვი­დეთ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან, და­ვე­ლა­პა­რა­კოთ და მო­ვის­მი­ნოთ მათი არ­გუ­მენ­ტე­ბი ან და­ვარ­წმუ­ნოთ ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი აზ­რის კო­რექ­ტუ­ლო­ბა­სა და სის­წო­რე­ში ან იმათ­მა დაგ­ვარ­წმუ­ნონ, რომ ჩვენ ვცდე­ბით და ჩვენ გა­და­ვალთ მათ აზ­რზე“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­ი­ღე­ბენ თუ არა ამ წი­ნა­და­დე­ბას მა­გა­ლი­თად „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი, ყვე­ლა­ფერს პრო­ცე­სი აჩ­ვე­ნებს.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მე არ მგო­ნია გი­ჟე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა. მგო­ნია, რომ იქ არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხალ­ხი, რო­მე­ლიც ზო­გა­დად, რა­საც მე ვლა­პა­რა­კობ იმას ის­მენს. მე უნდა ამიხ­სნან მათ, რომ თუ ოპო­ზი­ცია აგებს ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს, რა ლე­გი­ტი­მა­ცი­ით ვი­თხოვთ ახალ არ­ჩევ­ნებს, ხოლო თუ იგებს ოპო­ზი­ცია ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს და ამის მერე ტარ­დე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რა არის ამა­ში პრობ­ლე­მუ­რი, უსა­მარ­თლო და რა­ტომ გა­მოჩ­ნდე­ბა ოპო­ზი­ცია და­მარ­ცხე­ბუ­ლი და დამ­ცი­რე­ბუ­ლი ამის შე­დე­გად? ცხა­დია, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ ჩე­მის კო­ლე­გე­ბის­გან ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს. თუ თქვეს ფე­ხებ­ზე გვკი­დია თქვენ რა­საც ფიქ­რობთ, ჩვენ ვართ ჩვე­ნი ნა­ბა­დიო, ჩვენც ვუ­პა­სუ­ხებთ. სა­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ეს პრო­ცე­სი, ყვე­ლა ერ­თად ვნა­ხავთ“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მისი თქმით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც ჰქონ­დათ, მათ შო­რის, შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ ნიკა მე­ლი­ას­თან.

„ჩემ­თვის აქამ­დე არა­ვის უთ­ქვამს, რომ მე სი­სუ­ლე­ლეს ვლა­პა­რა­კობ­დი. ამ სა­უ­ბარს გა­ვაგ­რძე­ლებ. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყვე­ლა წევ­რს არ შევ­ხვედ­რი­ვარ. თუ სა­ჭი­როა შევ­ხვდე­ბით ყვე­ლა იმ წევ­რს, ვინც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი არი­ან და მა­ინ­ტე­რე­სებს მათი აზრი“, -გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ თუ რა მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა ნიკა მე­ლი­ამ მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ შეხ­ვედ­რა­ზე, ამის შე­სა­ხებ თა­ვად მე­ლი­ას უნდა ჰკი­თხონ, რად­გან მე­ლი­ას ნაც­ვლად ვერ ილა­პა­რა­კებს.

ამას­თან, რო­გორც იაგო ხვი­ჩა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, სურთ, რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას სა­თი­თა­ოდ შეხ­ვდენ სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხზე, ამის შემ­დეგ კი სურთ, რომ შეხ­ვედ­რა გა­მარ­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, გა­აც­ნონ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბე­ბი და შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ მე-5 რა­უნ­დზე შუ­ა­მა­ვალ ელ­ჩებ­თან.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ciuri
64

zgaprebis mokolas tavi daanebet.gindat shedit parlamentshi.gindat ara.parlamenti aris normaluri xalxit dakompleqtebuli.tqveni iq kopna ar aris aucilebeli.pativi dagvdet da gahumdit.

w
11

თუ შესვლა გინდათ გეყოთ კაცობა და შედით რაღაც საბაბების ძებნას თავი დაანებეთ.მაგ ლოგიკით შემდგომში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას ყოველთვის ექნება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის უფლება.ისე თუ შეხვალთ შარვალ ჩახდილები არ შეხვიდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ" - იაგო ხვიჩია

"ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ" - იაგო ხვიჩია

ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს „გირჩსა“ და პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეებს“ შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, მოლაპარაკების მაგიდაზე არსებული ოთხი საკითხიდან სამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციაში კონსენსუსი არსებობს, რომელთა მოწინააღმდეგე არავინ არის, მეოთხე საკითხი ვადამდელი, ახალი არჩევნებია. მისი თქმით, ოპოზიციაში ამის მოწინააღმდეგეც არავინ არის, თუმცა ეს არის ხელისუფლების წითელი ხაზი.

„ხელისუფლება თვლის, რომ ამას თუ დათანხმდება, ქართველი ხალხის თვალში ის დამარცხებული გამოჩნდება, რაც მას არ უნდა, მაგრამ ჩვენ ჯერ ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაინც უნდა ჩატარდეს, ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად, რომლის შედეგებასაც უნდა დავუკავშიროთ ახალი არჩევნების ჩატარება - არჩატარების საკითხი. თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ჩავატაროთ ახალი არჩევნები 2022 წელს. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი კონსტრუქციული წინადადებით მივიდეთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, დაველაპარაკოთ და მოვისმინოთ მათი არგუმენტები ან დავარწმუნოთ ჩვენი საკუთარი აზრის კორექტულობასა და სისწორეში ან იმათმა დაგვარწმუნონ, რომ ჩვენ ვცდებით და ჩვენ გადავალთ მათ აზრზე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე განმარტებით, მიიღებენ თუ არა ამ წინადადებას მაგალითად „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყველაფერს პროცესი აჩვენებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მე არ მგონია გიჟების ერთობლიობა. მგონია, რომ იქ არის რაციონალური ხალხი, რომელიც ზოგადად, რასაც მე ვლაპარაკობ იმას ისმენს. მე უნდა ამიხსნან მათ, რომ თუ ოპოზიცია აგებს ადგილობრივ არჩევნებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ხოლო თუ იგებს ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებს და ამის მერე ტარდება ახალი არჩევნები, რა არის ამაში პრობლემური, უსამართლო და რატომ გამოჩნდება ოპოზიცია დამარცხებული და დამცირებული ამის შედეგად? ცხადია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩემის კოლეგებისგან ველოდები პასუხს. თუ თქვეს ფეხებზე გვკიდია თქვენ რასაც ფიქრობთ, ჩვენ ვართ ჩვენი ნაბადიო, ჩვენც ვუპასუხებთ. სანამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, ყველა ერთად ვნახავთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციებიც ჰქონდათ, მათ შორის, შეხვედრა ჰქონდათ ნიკა მელიასთან.

„ჩემთვის აქამდე არავის უთქვამს, რომ მე სისულელეს ვლაპარაკობდი. ამ საუბარს გავაგრძელებ. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრს არ შევხვედრივარ. თუ საჭიროა შევხვდებით ყველა იმ წევრს, ვინც პარლამენტის წევრები არიან და მაინტერესებს მათი აზრი“, -განაცხადა იაგო ხვიჩიამ და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ თუ რა მოსაზრება დააფიქსირა ნიკა მელიამ მის მიერ დასახელებულ შეხვედრაზე, ამის შესახებ თავად მელიას უნდა ჰკითხონ, რადგან მელიას ნაცვლად ვერ ილაპარაკებს.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩაიამ აღნიშნა, სურთ, რომ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას სათითაოდ შეხვდენ საარჩევნო საკითხზე, ამის შემდეგ კი სურთ, რომ შეხვედრა გამართონ ხელისუფლებასთან, გააცნონ ოპოზიციის წინადადებები და შემდეგ წავიდნენ მე-5 რაუნდზე შუამავალ ელჩებთან.

"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"