საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობდა, - მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო..." - იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრების გზა და დიდი სიყვარული
"ამბობდა, - მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო..." - იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრების გზა და დიდი სიყვარული

ჩა­სა­ქირ­ქი­ლე­ბე­ლი ხუმ­რო­ბის არ სწამ­და და "ქა­რის სა­ფარ­ფა­ტე­ბელს“ ეძახ­და, სი­ცილ­ზე კი ამ­ბობ­და, სი­ცი­ლი - ეს მა­ლა­მოა. სი­ცი­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ­შვი­დებს ნერ­ვებს, იგი სხე­უ­ლის თი­თო­ე­ულ ნა­წილს მა­გი­უ­რი ძა­ლით იპყრობს და კარ­გი გან­წყო­ბით თა­ვის ნე­ბა­ზე წარ­მარ­თავს; სი­ცი­ლი ადა­მი­ანს შვე­ბას ჰგვრის, უხ­სნის დაღ­ლი­ლო­ბას და, რაც მთა­ვა­რია, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, კარ­გი, ჯან­სა­ღი სი­ცი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ტოლ­ფა­სი­აო... სი­ცი­ლის მე­ფეს - დიდ იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას

სი­ცი­ლი და ხუმ­რო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, აი, სი­ცი­ვი­სა კი ეში­ნო­და, თურ­მე. სიკ­ვდი­ლიც იმი­ტომ აკ­რთობ­და, რომ იქ შემ­ცივ­დე­ბა და მარ­ტოს რა მეშ­ვე­ლე­ბა, ზამ­თარ­ში მა­ინც არ მოვ­კვდეო, ამ­ბობ­და ხოლ­მე ოჯახ­ში და დიდი ნა­თე­ლი, თბი­ლი ღი­მი­ლით ათ­ბობ­და გარ­შე­მო მყო­ფებს, არა­და... სა­ო­ცა­რი ბე­დის­წე­რა ერგო - ზამ­თარ­ში და­ი­ბა­და და ზამ­თარ­ში გა­და­ვი­და მა­რა­დი­სო­ბა­ში.

  • იპო­ლი­ტეს "პრო­ზა“, "პო­ე­ზია“, რი­ცხვი 13 და 13 იპო­ლი­ტე

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უდი­დე­სი არ­ტის­ტი, კო­მი­კო­სი იპო­ლი­ტე ყვინ­ჩია (ხვი­ჩია) 1910 წლის 31 დე­კემ­ბერს სა­ში­ნელ თო­ვა­ში, სუსხსა და ყინ­ვა­ში, ძვე­ლი და ახა­ლი წლის გა­სა­ყარ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლა, ხონ­თან სამ კი­ლო­მეტრში, სო­ფელ კონ­ტუ­ათ­ში, საყ­ვინ­ჩი­ო­ში, პა­ტა­რა იმე­რულ ჯარ­გვალ­ში (სახ­ლი ახა­ლი დამ­წვა­რი ჰქონ­დათ). იგი ალექ­სან­დრე ყვინ­ჩი­ა­სა და პის­ტი თო­ფუ­რი­ას მე­ექ­ვსე შვი­ლი ყო­ფი­ლა.

იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, ნუნუ ხვი­ჩი­ას მო­გო­ნე­ბე­ბით ვი­გებთ, რომ ყვინ­ჩი­ე­ბის ოჯახ­ში დიდი წეს­რი­გი სუ­ფევ­და. ექ­ვსი შვი­ლის მშობ­ლებს - ალექ­სან­დრე­სა და პის­ტის წუ­თით ჩა­მოჯ­დო­მა-ჩა­მოს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქო­ნი­ათ - ექვს შვილს ჩაც­მა უნ­დო­და, და­ხურ­ვა, ჭამა, სმა და, რაც მთა­ვა­რია, აღ­ზრდა. უფ­რო­სი და-ძმა მა­გა­ლი­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო უმ­ცრო­სე­ბის­თვის. გა­უ­ტე­ხე­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე პის­ტი სა­ღა­მო­ო­ბით შუ­ა­ცე­ცხლთან შე­მო­იკ­რებ­და, თურ­მე, ექ­ვსი­ვეს - ალექ­სან­დრეს (სა­შას), ევ­გე­ნი­ას (ჟე­ნი­ას), ლუ­ბას, კა­კოს, სერ­გოს (სი­რი­ოს) და იპო­ლი­ტეს (კუ­ში­ეს) და უკი­თხავ­და წიგ­ნებს, ას­წავ­ლი­და ლექ­სებს, აცეკ­ვებ­და და ამ­ღე­რებ­და. სა­შას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კი­თხვა და წა­კი­თხულს ხმა­მაღ­ლაც იმე­ო­რებ­და, გან­ცდით მისი წა­კი­თხუ­ლი კი ყვე­ლას­თვის გა­დამ­დე­ბი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით - იპო­ლი­ტე-კუ­ში­ეს­თვის. როცა კი დროს მო­ი­ხელ­თებ­და, პა­ტა­რა იპო­ლი­ტე შე­ი­პა­რე­ბო­და, თურ­მე, სა­თო­ნე­ში და ძვე­ლისძვე­ლი კედ­ლის შეყ­ვით­ლე­ბულ სარ­კე­ში იმე­ო­რებ­და სა­შას ქცე­ვებს, მოძ­რა­ო­ბებს, მი­მი­კას, ჟესტს...

იპო­ლი­ტე კონ­ტუ­ათ­თან ახ­ლოს, ნა­ხა­ხუ­ლე­ვის სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. უფ­როს­მა ძმებ­მა - სა­შამ და აკა­კიმ კი სკო­ლა­ში დრა­მა­ტუ­ლი წრე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და დრამ­წრის დრა­მა­ტურ­გიც, რე­ჟი­სო­რიც, კომ­პო­ზი­ტო­რიც და მხატ­ვა­რიც საშა ყვინ­ჩია იყო, წარ­მოდ­გე­ნებ­ში კი მთა­ვარ რო­ლებს აკა­კი, საშა, ლუბა და სი­რიო ას­რუ­ლებ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში იპო­ლი­ტეს სცე­ნა არც აინ­ტე­რე­სებ­და. 14 წლი­სა თბი­ლის­ში წა­ვი­და და სწავ­ლა სამ­რეწ­ვე­ლო ეკო­ნო­მი­კურ ტექ­ნი­კუმ­ში გა­აგ­რძე­ლა, შემ­დეგ კი მუ­შა­ობ­და ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ინ­სტრუქ­ტო­რად; ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძი­რუ­ლას აგუ­რის ქარ­ხა­ნა­ში მგეგ­მავ ეკო­ნო­მის­ტად; ხე-ტყეს ჭრი­და ხა­იშ­ში, ლა­ხა­მუ­ლა­ში, ჭუ­ბერ­ში და აცუ­რებ­და ენ­გურ­ზე; მუ­შა­ობ­და სო­ხუმ­ში მე­თუ­ლუხ­ჩედ და პუ­რის მცხო­ბე­ლად... მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ე­ბი­დან არც ერთი აღ­მოჩ­ნდა მისი მო­წო­დე­ბა.

იპო­ლი­ტე შინ დაბ­რუნ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ხონ­ში მუშა-ახალ­გაზ­რდო­ბის თე­ატ­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და რე­ჟის­ო­რად კი საშა ყვინ­ჩია (ვარ­დე­ლის ფსევ­დო­ნი­მით) მი­იწ­ვი­ეს. იპო­ლი­ტე­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­უხ­დე­ნია აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნის, გრი­გოლ კოს­ტა­ვა­სა და ალექ­სან­დრე გო­მე­ლა­უ­რის თა­მაშს. სწო­რედ მა­შინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა იგი სცე­ნით და რა­ი­ო­ნუ­ლი თე­ატ­რის პირ­ველ თე­ატ­რა­ლურ აფი­შებ­ზეც პირ­ვე­ლად გა­მო­ჩე­ნი­ლა ექ­ვსი­ვე ყვინ­ჩი­ას გვა­რი. თე­ატ­რი ვი­თარ­დე­ბო­და, მსა­ხი­ო­ბე­ბიც ემა­ტე­ბოდ­ნენ და რო­დე­საც საშა ყვინ­ჩი­ას მო­რიგ სპექ­ტაკლზე - "ჟანგზე“ და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა, უმ­ცრო­სი ძმის­თვის თე­ატ­რში დარ­ჩე­ნა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, - შენ­გან ნამ­დვი­ლი, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი დად­გე­ბაო. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ იპო­ლი­ტე და­თან­ხმე­ბუ­ლა და ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის აფი­შის­თვის მი­უ­წე­რი­ათ: "ბო­რი­სი - იპ. ყვინ­ჩია“. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა­ზე - 1932 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე დარ­ბა­ზი გა­და­ჭე­დი­ლი იყო, კუ­ლი­სებ­ში კი ყვე­ლა­ზე მე­ტად, თურ­მე, იპო­ლი­ტე ღე­ლავ­და - ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და, ცქმუ­ტავ­და და თი­თებს იმ­ტვრევ­და. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, უფ­რო­სი ძმა ჩუ­მად ადევ­ნებ­და მას თვალს და მოს­წონ­და კი­დეც მისი გან­ცდე­ბი, რად­გან ამ გან­ცდის ფა­სიც კარ­გად იცო­და.

  • ფარ­და გა­იხ­სნა და 22 წლის კონ­ტუ­ა­თე­ლი იპო­ლი­ტე ყვინ­ჩი­აც გა­ვი­და სცე­ნა­ზე...

ჰყვე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა ეპი­ზო­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­მარ­თლით ითა­მა­შაო. შემ­დეგ სპექ­ტაკლს სპექ­ტაკ­ლი მოჰ­ყვა, როლს - როლი, ხონს - ტყი­ბუ­ლი და სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტიც, შემ­დეგ კი - რე­ჟი­სორ დოდო ან­თა­ძის­გან მიწ­ვე­ვა ქუ­თა­ი­სის ლ. მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რში. სწო­რედ დოდო ან­თა­ძის ხელ­ში იქცა იპო­ლი­ტე ყვინ­ჩია იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ად. რო­დე­საც პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას მა­ესტრო ჩა­ე­კი­თხა, - ა, ყვინ­ჩია, არა? შევ­ცვა­ლოთ "ყ“ "ხ-თი“, რა მოხ­დე­ბა, ამით, ვი­თომ, და­შავ­დე­ბა რა­მეო? - არც არა­ფე­რი, ერთი ოხე­რია ორი­ვეო, - მი­უ­გია მსა­ხი­ობს და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, - ჩემ­მა ძმამ, საშა ყვინ­ჩი­ამ მის­ცა ჩემს ნიჭს გა­ქა­ნე­ბა და მი­ზა­ნი ჩემს პი­როვ­ნე­ბას, ხოლო თუ რამ კარ­გი გა­ვა­კე­თე, სა­ინ­ტე­რე­სო შევ­ქმე­ნი და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სცე­ნა­ზე - დოდო ან­თა­ძეს უნდა ვუ­მად­ლო­დეო...

იპო­ლი­ტე ხვი­ჩია დე­დას­თან ერ­თად

იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას კო­მე­დი­ურ ჟანრ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბაც, თურ­მე, სწო­რედ ქუ­თა­ი­სის თე­ატრს და სპექ­ტაკლ "გუ­შინ­დელნში“ ჯვე­ბეს როლს უკავ­შირ­დე­ბა. არა­და, ამ­ბობ­და, თურ­მე, - მე, ტრა­გე­დი­ის­თვის და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი, კო­მე­დი­ა­ში ვი­ღუ­პე­ბიო... ეგ კი არა, ერთხელ, ადრე, დე­დაც კი მი­უგ­ზავ­ნია რე­ჟი­სო­რი ძმის­თვის - სა­შას­თვის, და­მეხ­სნას კო­მე­დი­უ­რი რო­ლე­ბი­თო. ქუ­თა­ისს თბი­ლი­სი და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი მოჰ­ყვა. უკა­ნას­კნე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლიც 1966 წლის 13 აპ­რილს სწო­რედ "რუს­თა­ველ­ში“ შე­ას­რუ­ლა - რე­ჟი­სორ გიზო ჟორ­და­ნი­ას "უკა­ნას­კნელ მას­კა­რად­ში“ სპი­რი­დო­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. სამ­წუ­ხა­როდ, არც მე და არც კი­დევ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, ვი­საც გა­მორ­ჩე­უ­ლად გვიყ­ვარს იპო­ლი­ტე ხვი­ჩია, მისი 95 თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლი­დან ერ­თიც არ გვი­ნა­ხავს, სა­მა­გი­ე­როდ, ზე­პი­რად ვი­ცით მისი ფილ­მე­ბი, რო­ლე­ბი და რეპ­ლი­კა-ფრა­ზე­ბი ფილ­მე­ბი­დან.

დე­დას­თან და უფ­როს ძმას­თან - სა­შას­თან ერ­თად

თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ე­ჯაჭ­ვა კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ას, არა­და, თით­ქოს, მუ­დამ აპი­რებ­და უკან, თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბას. და მა­ინც, სწო­რედ კი­ნომ წა­რუდ­გი­ნა დიდი არ­ტის­ტი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია მსოფ­ლი­ოს. კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე "ბურ­თი და მო­ედ­ნის“ ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ უდი­დეს ფრანგ მსა­ხი­ობს ჟან გა­ბენს გვერ­დით მჯდო­მი რეზო ჩხე­ი­ძის­თვის გა­და­უ­ლა­პა­რა­კე­ბია, - ეს რა გე­ნი­ო­სი გყო­ლი­ა­თო! და ეს გე­ნი­ო­სი ისე­თი ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო თა­ვის ამ­პლუ­ა­ში, ისე­თი უშუ­ა­ლო და სა­ხალ­ხო იყო, რომ მისი ხსე­ნე­ბი­სას გვარს არ აყო­ლებ - ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის, უბ­რა­ლოდ, იპო­ლი­ტეა, სი­ცი­ლის მეფე და დი­დოს­ტა­ტი, კაცი, რო­მელ­საც სი­ცი­ლით, ვინ იცის, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ნუ­კურ­ნავს.

იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას დიდი ოჯა­ხი

რი­ცხვი 13 გა­მორ­ჩე­უ­ლად ჰყვა­რე­ბია იპო­ლი­ტეს. ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­სას ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის უკი­თხავს, რამ­დე­ნი შე­კი­თხვა და­მის­ვიო? ამ უკა­ნას­კნელს უპა­სუ­ხია, - თერ­თმე­ტიო. - ორიც და­მი­მა­ტე და 13 გა­მო­ვა, 13 ჩემი რი­ცხვია, კარ­გად მაქვს დაც­დი­ლიო და ჩა­მო­უთ­ვლია: ოჯახ­ში 13 სული ვი­ყა­ვით - დედა, მამა და 11 შვი­ლი; ქუ­თა­ის­ში, ლერ­მონ­ტო­ვის 13-ში ვცხოვ­რობ­დი; ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში, წი­თე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის ქუ­ჩის (დღეს იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ქუჩა - ი.ხ.) #13-ში გად­მო­ვე­დი; რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა 1953 წლის 13 ივ­ნისს მი­ვი­ღე; სას­ტუმ­რო­ში ყო­ველ­თვის #13 ოთა­ხი მხვდე­ბა; სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა 1960 წლის 13 ივ­ლისს მი­ვი­ღე; ახა­ლი ბინა თბი­ლის­ში, სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩა­ზე - 13 ივ­ნის­სო... ჟურ­ნა­ლისტსაც არ უწყე­ნი­ნე­ბია და 2 შე­კი­თხვა და­უ­მა­ტე­ბია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 45 კი­ნო­როლს შო­რის 13-ში სწო­რედ იპო­ლი­ტე ჰქვია.

  • რა ხდე­ბო­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

იპო­ლი­ტეს გა­და­ღე­ბი­სას რე­ჟი­სო­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ი­თხოვ­დნენ, თურ­მე, მო­ედ­ნის­თვის დიდი ბაწ­რით გა­ლავ­ნის შე­მორ­ტყმას, იპო­ლი­ტეს სა­ნა­ხა­ვად მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის ტალ­ღას რომ გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ. ბა­ქო­ში ყო­ფი­ლა ფილმ "რო­მეო, ჩემი მე­ზო­ბე­ლის“ გა­და­ღე­ბა­ზე და ვიდ­რე სას­ტუმ­რო­დან გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნამ­დე მი­ვი­დო­და, გა­უ­ტა­ცი­ათ - ქა­ლა­ქი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს, იცი­ნეს, ილ­ხი­ნეს და გა­და­ღე­ბა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­უყ­ვა­ნი­ათ. მძღო­ლებს რე­ჟი­სო­რის­თვის ჩუ­მად რა­ღაც უთ­ქვამთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად- თურ­მე, გა­აფრ­თხი­ლეს, სა­ბარ­გულ­ში რა­ღა­ცე­ბია, გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა, იპო­ლი­ტეს­თან ერ­თად, მერე რომ მო­ილ­ხი­ნო­თო. იპო­ლი­ტეს მათი ჩურ­ჩუ­ლი არ გა­მოჰ­პარ­ვია და რე­ჟი­სო­რის­თვის უკი­თხავს, - რაო, რამ­დე­ნად შე­მა­ფა­სე­სო? რე­ჟი­სორ მაჰ­მუდ­ბე­კოვს უპა­სუ­ხია, - ჯერ მაგ­დე­ნი ფული არ მოჭ­რი­ლაო!

  • უკა­ნას­კნე­ლი ანეკ­დო­ტი და კვა­ლი, რო­მელ­საც ლო­კო­კი­ნაც კი ტო­ვებს

მის გულ­ში ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს თა­ვი­სი ად­გი­ლი ჰქონ­და, მხო­ლოდ მე­უღ­ლე - ლუბა ქარ­ქა­შა­ძე იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი. მის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლო. ყვე­ლას­თან და ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლუბა ქარ­ქა­შა­ძეს­თან ფარ­ხმალ­დაყ­რი­ლი იყო - თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და და ეუბ­ნე­ბო­და, - ერთი დღეც ნუ მა­ცო­ცხლოს ღმერ­თმა უშე­ნო­დო. ზო­გა­დად ეჭ­ვი­ა­ნი არ იყო, მაგ­რამ ლუ­ბას სი­ცო­ცხლე ჰქონ­და, თურ­მე, მისი ეჭ­ვი­ა­ნო­ბით გამ­წა­რე­ბუ­ლი. სულ მას ეძებ­და, სა­დაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ და­რე­კავ­და, ლუბა თუ კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ე.ი. შინ ყვე­ლა კარ­გად იყო.

მე­უღ­ლეს­თან - ლუბა ქარ­ქა­შა­ძეს­თან ერ­თად

შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ნა­ნა ხვი­ჩი­ას­თვის უთ­ქვამს, - მე თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი, შვი­ლო! თუ თქვენ კარ­გად მყავ­დით, რა­საც ვა­კე­თებ­დი, კარ­გად გა­მომ­დი­ო­და... სა­ო­ცა­რი რამ არის ოჯა­ხუ­რი იდი­ლია, მა­ნა­ნა! თუ თქვენ რამე გა­წუ­ხებ­დათ, მე სახ­ლი­და­ნაც არ გავ­დი­ო­დი, ჯერ ერთი, რომ თქვენ­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მე­ო­რეც, ჩემი უგუ­ნე­ბო­ბით სხვე­ბის­თვის გუ­ნე­ბა არ გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნაო... თქვენ, ხუ­თი­ვემ, ბევ­რი რამ მო­მე­ცით, იმ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი მა­ჩუ­ქეთ, რომ ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ თქვენც იგი­ვე გარ­გუ­ნათ ცხოვ­რე­ბა­მო...

ისიც უთხო­ვია, - აღ­დგო­მას მო­დით ხოლ­მე, შვი­ლო, მივ­ხვდე­ბი. კვერ­ცხი, სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი გა­და­მი­გო­რეთ გულ­ზე, გა­ვი­გებ, სი­ხა­რუ­ლით ამევ­სე­ბა გუ­ლიო.

  • 1985 წლის 31 იან­ვრის სუს­ხი­ან სა­ღა­მოს აღეს­რუ­ლა...

"სა­ში­ნე­ლი ქარი მძვინ­ვა­რებ­და. ხე­ებს მი­წა­ზე აწ­ვენ­და. სუს­ხი სუნ­თქვას აძ­ნე­ლებ­და. არ თოვ­და, მაგ­რამ ზამ­თა­რი მთე­ლი სიმ­კაც­რით იჩენ­და თავს. სა­ღა­მოს 6 სა­ათს 15 წუთი აკ­ლდა, "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის“ მე­ო­რე ბრი­გა­დაც რომ მო­ვი­და კი­დევ. 2 პრო­ფე­სო­რი, 4 ექი­მი, ექთ­ნე­ბი და სა­ნიტ­რე­ბი - ოთახ­ში ტევა აღარ იყო, მაგ­რამ ბუ­ზის გაფ­რე­ნას გა­ი­გო­ნებ­დით. სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით ერ­თმა­ნეთს გა­და­უ­ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ და უხ­მოდ თავს დას­ტრი­ა­ლებ­დნენ... თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი, ძა­ლას არ იშუ­რებ­დნენ, რი­თი­მე ეშ­ვე­ლათ, რაღა მათ ხელ­ში უნდა მომ­კვდა­რი­ყო ეს ოქ­როს კაცი?! ... მა­მამ თვა­ლი მო­ავ­ლო იქ მყოფთ და თა­ვის­თვის სიმ­წრით ჩა­ი­ღი­მა, - გი­ჭირთ ხომ? მეც ძა­ლი­ან მი­ჭირს... - ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა სა­ო­ცა­რი რი­დით. - შა­ლი­კი­ა­საც ძა­ლი­ან უჭირ­და... - სვე­ნებ-სვე­ნე­ბით და­ი­წყო მო­მაკ­ვდავ­მა. - ადი­დე­ბულ რი­ონს შა­ლი­კია მო­აქვს... ხიდ­ზე გა­ლა­კუ­ნა იდგა და ივა­ნი­კას ჩას­ძა­ხა, - რას მიშ­ტე­რე­ბი­ხარ, ბი­ჭოო! მოს­დე ის კეტი და ამოს­წი­ე­თო... ივა­ნი­კამ მოს­დო ჯოხი და ამო­ათ­რია... ამო­ათ­რია და დას­ცხო ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა... ხა­პავს შა­ლი­კია წყალს... გა­ლა­კტი­ონ­მა ხი­დი­დან და­უ­ძა­ხა... ააა, ბიჭო, ამო­ა­ყო­ფიე მაგი ტრ..კი წყლი­დან, თვა­რა და­ცა­ლა რი­ო­ნიო...

პირ­ველ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან - ავ­თო­სა და მა­ნა­ნას­თან ერ­თად

ექი­მებს შო­რის ერთი ახალ­გაზ­რდა ექი­მი იყო, პა­ა­ტა, მან თავი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და, - ღმერ­თო! რა და­გი­შა­ვე, ამ დღეს რომ შე­მას­წა­რიო! - ამო­იზ­ლუ­ქუ­ნა, გა­რეთ გა­ვარ­და, ნერ­ვებ­მა უღა­ლა­ტა... მამა ჩა­ყუჩ­და... მერე ყვე­ლას თვა­ლი მოგ­ვავ­ლო და, - ეეე, წა­სუ­ლია ჩემი საქ­მე, ხომ... მე მის წინ ჩა­ვი­ჩო­ქე, ხე­ლე­ბი და­ვუ­ჭი­რე, ვუთ­ბობ­დი... ჩამ­ხე­და და თი­თე­ბი მო­მი­ჭი­რა, - ახლა არ იკივ­ლოთ, არ შეძ­რათ ქვე­ყა­ნაო... - 15 წუთ­ში გა­თავ­და კაცი! და ეს მოხ­და ისე, ჩვე­ნი, მთე­ლი ოჯა­ხის თვალ­წინ, ოღონდ დე­და­ჩე­მი გვყავ­და მი­სა­ღებ­ში გაყ­ვა­ნი­ლი, არ გვინ­დო­და ენა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი... და ეს რა­ღაც თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვად და, ალ­ბათ, თით­ქოს, არც ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და, რო­გორ ჩი­ტი­ვით ამოს­ძვრა კაცს სული! ვერ ვიყ­ვი­რეთ, დე­და­ჩემ­საც მო­ვე­ფე­რეთ, რომ არ ეკივ­ლა... ან სად შე­ეძ­ლო?! ასე, უკივ­ლე­ლად, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­ი­გო მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“... (ქა­ლიშ­ვი­ლის - ნუნუ ხვი­ჩი­ას მო­გო­ნე­ბი­დან)

კვალს ლო­კო­კი­ნაც კი ტო­ვებ­სო, ამ­ბობ­და ხოლ­მე ოჯახ­ში. კაც­მა კა­ცუ­რი კვა­ლი უნდა და­ტო­ვო­სო. კი­დევ ბევ­რი რა­მის თქმა უყ­ვარ­და და ახლა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბებს რომ ვკი­თხუ­ლობ, მარ­თლაც შე­გო­ნე­ბე­ბად მეს­მის მისი ნათ­ქვა­მი და ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი კე­თი­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი და უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი კი­დევ უფრო ზე­კა­ცად წარ­მო­მიდ­გე­ბა: მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გახ­სოვ­დეს - არა­ვის დას­ცი­ნოო... სი­ხა­რუ­ლის ჩუ­ქე­ბა უნდა შე­გეძ­ლო­სო... სიყ­ვა­რუ­ლის არ შეგრცხვეს, ხან­და­ხან ხმა­მაღ­ლაც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვი­რო, ხომ ვი­ცით ჩვენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის და­მალ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო... ფუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი სი­მა­ხინ­ჯეა, ის უნდა მო­იხ­მა­რო, სხვაგ­ვა­რად მან და­მო­ნე­ბა იცი­სო... უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბის ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ანა­ლო­გი არა აქვს, გე­ნაც­ვა­ლე, აი, მანდ თუ შე­ე­შა­ლა კაცს, მერე ცუ­და­დაა საქ­მეო... როცა რამე საქ­მეს აკე­თებ, თუ ის მეტ-ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვინ­მეს­თვის ან თუ ის საქ­მე შენს სამ­შობ­ლოს წა­ად­გე­ბა, უნდა გა­ი­სარ­ჯოო... იარე, შვი­ლო, შე­მო­ი­ა­რე დუ­ნია, ნახე, რაც სა­ნა­ხა­ვია. გა­ი­ხა­რე, შე­ა­ფა­სე, მო­სა­წო­ნი მო­ი­წო­ნე. თვა­ლი არა­ფერ­ზე დაგ­რჩეს. სამ­შობ­ლო­ზე უკე­თესს ვერ­სად ვე­რა­ფერს ნა­ხავ და არც არი­სო... ცრემ­ლის არ შეგრცხვეს, მო­ნატ­რე­ბის ცრემ­ლის. სირ­ცხვი­ლი ქურ­დო­ბაა! სი­ძულ­ვი­ლია სირ­ცხვი­ლი, ვინ­მეს აბუ­ჩად აგ­დე­ბაა სირ­ცხვი­ლი! სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბა და ამის გამო ატი­რე­ბა სი­ხა­რუ­ლია! სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი კა­ტას­ტრო­ფაა, ტრა­გე­დი­ა­აო...

რო­დე­საც მის შვი­ლიშ­ვილს - ავთო ხვი­ჩი­ას პირ­ვე­ლი ვაჟი შეს­ძე­ნია, იპო­ლი­ტე ხვი­ჩია უკვე და­დამ­ბლა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნუნუ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ მის­თვის ეს მდგო­მა­რო­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა და სამ­ყა­როს არ მოს­წყვე­ტო­და. ამი­ტომ მისი მძღო­ლო­ბა ქა­ლიშ­ვილს დიდ პა­ტი­ვად მი­აჩ­ნდა. იპო­ლი­ტეს მე­ტის­მე­ტად გა­ხა­რე­ბია ოჯახ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი ვა­ჟის და­ბა­დე­ბა. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­სუ­ლან და რძლის­თვის მი­უ­ლო­ცი­ათ, რძალს - თა­მარ მა­ი­სუ­რა­ძეს (ჩემს დიდი ხნის ნაც­ნობ და პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ანს - ი.ხ.) ოჯა­ხის­თვის მო­უ­წე­რია: დედა, ბა­ტო­ნო ბაბუ (იპო­ლი­ტეს, თურ­მე, ოჯახ­ში ყვე­ლა ბა­ბუს ეძახ­და - ი.ხ.), გაჩ­ნდა ხვი­ჩი­ე­ბის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი და ქვე­ყა­ნას პა­ტა­რა იპო­ლი­ტე მო­ევ­ლი­ნაო! დიდ იპო­ლი­ტეს ცრემ­ლი მო­რე­ვია და, - არაო, - უთ­ქვამს. - ვინ არ­ქმევს ახლა ბავ­შვს იპო­ლი­ტე­სო? ამ სა­ხე­ლით ბიჭს გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ბიჭს მა­ინც იპო­ლი­ტე და­არ­ქვეს, თუმ­ცა ბაბუ მას ბა­კუ­ნას ეძახ­და. იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას შვილ­თაშ­ვი­ლებს შო­რის უფ­რო­სი, ბაკო ხვი­ჩია წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი რა­დი­ოს პირ­ველ არხზე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის სტუ­დი­ა­ში, ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ვი­ცო­დი, იპო­ლი­ტეს შვი­ლიშ­ვი­ლი რომ იყო, ოღონდ - წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, რომ იგი უმ­ცრო­სი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია იყო. სწო­რედ ბაკო-იპო­ლი­ტეს დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღე მათ ოჯახ­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ღირ­სე­ულ კაც­სა და დიდ მსა­ხი­ობ­ზე სტა­ტი­აც სწო­რედ მისი ღირ­სე­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი შვილ­თაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით დავ­წე­რე.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zuzu
3

udidesi msaxiobi iyo, saocari iumorit, სამ­შობ­ლო­ზე უკე­თესს ვერ­სად ვე­რა­ფერს ნა­ხავ და არც არი­სო... eex martlac rom asea, gmertma acxonos misi suli

ლინა
0

წამალი ჰქვია ამ სტატიას.როგორი სითბო და დიდი სიყვარული გაქვთ გადმოცემული .დიდი მადლობა.ასეთი ტბილი სიტყვებისთვის.ეს წერილი ყველამ უნდა წაიკითხოს.აჩვენეთ ეს სტატია ყველა ქართველს, რომ გაიგონ ჩვენი ქართველი მოღვაწის ,სიყვარულის ექიმის ამბავი,თუ როგორ თესავდა სიყვარულს ეს დიდი ქართველი.აი ამიტომ ასეთი ადამიანები არასოდეს კვდებიან.გმადლობ ამ სიტყვებით რომ გადმოეცით ჩვენი ბედნიერი თანამემამულეს ცხოვრება.მკითხველს ვთხოვ,წააკითხოს ეს წერილი თავისი ოჯახის ახალ თაობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ამბობდა, - მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო..." - იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრების გზა და დიდი სიყვარული

"ამბობდა, - მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო..." - იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრების გზა და დიდი სიყვარული

ჩასაქირქილებელი ხუმრობის არ სწამდა და "ქარის საფარფატებელს“ ეძახდა, სიცილზე კი ამბობდა, სიცილი - ეს მალამოა. სიცილი, უპირველეს ყოვლისა, ამშვიდებს ნერვებს, იგი სხეულის თითოეულ ნაწილს მაგიური ძალით იპყრობს და კარგი განწყობით თავის ნებაზე წარმართავს; სიცილი ადამიანს შვებას ჰგვრის, უხსნის დაღლილობას და, რაც მთავარია, დიდ სიამოვნებას ანიჭებს, კარგი, ჯანსაღი სიცილი მკურნალობის ტოლფასიაო... სიცილის მეფეს - დიდ იპოლიტე ხვიჩიას

სიცილი და ხუმრობა მართლაც ძალიან უყვარდა, აი, სიცივისა კი ეშინოდა, თურმე. სიკვდილიც იმიტომ აკრთობდა, რომ იქ შემცივდება და მარტოს რა მეშველება, ზამთარში მაინც არ მოვკვდეო, ამბობდა ხოლმე ოჯახში და დიდი ნათელი, თბილი ღიმილით ათბობდა გარშემო მყოფებს, არადა... საოცარი ბედისწერა ერგო - ზამთარში დაიბადა და ზამთარში გადავიდა მარადისობაში.

  • იპოლიტეს "პროზა“, "პოეზია“, რიცხვი 13 და 13 იპოლიტე

ქართული თეატრისა და კინოს უდიდესი არტისტი, კომიკოსი იპოლიტე ყვინჩია (ხვიჩია) 1910 წლის 31 დეკემბერს საშინელ თოვაში, სუსხსა და ყინვაში, ძველი და ახალი წლის გასაყარზე დაბადებულა, ხონთან სამ კილომეტრში, სოფელ კონტუათში, საყვინჩიოში, პატარა იმერულ ჯარგვალში (სახლი ახალი დამწვარი ჰქონდათ). იგი ალექსანდრე ყვინჩიასა და პისტი თოფურიას მეექვსე შვილი ყოფილა.

იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის, ნუნუ ხვიჩიას მოგონებებით ვიგებთ, რომ ყვინჩიების ოჯახში დიდი წესრიგი სუფევდა. ექვსი შვილის მშობლებს - ალექსანდრესა და პისტის წუთით ჩამოჯდომა-ჩამოსვენების უფლება არ ჰქონიათ - ექვს შვილს ჩაცმა უნდოდა, დახურვა, ჭამა, სმა და, რაც მთავარია, აღზრდა. უფროსი და-ძმა მაგალითი უნდა ყოფილიყო უმცროსებისთვის. გაუტეხელი და შრომისმოყვარე პისტი საღამოობით შუაცეცხლთან შემოიკრებდა, თურმე, ექვსივეს - ალექსანდრეს (საშას), ევგენიას (ჟენიას), ლუბას, კაკოს, სერგოს (სირიოს) და იპოლიტეს (კუშიეს) და უკითხავდა წიგნებს, ასწავლიდა ლექსებს, აცეკვებდა და ამღერებდა. საშას ძალიან უყვარდა კითხვა და წაკითხულს ხმამაღლაც იმეორებდა, განცდით მისი წაკითხული კი ყველასთვის გადამდები იყო, განსაკუთრებით - იპოლიტე-კუშიესთვის. როცა კი დროს მოიხელთებდა, პატარა იპოლიტე შეიპარებოდა, თურმე, სათონეში და ძველისძველი კედლის შეყვითლებულ სარკეში იმეორებდა საშას ქცევებს, მოძრაობებს, მიმიკას, ჟესტს...

იპოლიტე კონტუათთან ახლოს, ნახახულევის სკოლაში შეიყვანეს. უფროსმა ძმებმა - საშამ და აკაკიმ კი სკოლაში დრამატული წრე ჩამოაყალიბეს და დრამწრის დრამატურგიც, რეჟისორიც, კომპოზიტორიც და მხატვარიც საშა ყვინჩია იყო, წარმოდგენებში კი მთავარ როლებს აკაკი, საშა, ლუბა და სირიო ასრულებდნენ. იმ პერიოდში იპოლიტეს სცენა არც აინტერესებდა. 14 წლისა თბილისში წავიდა და სწავლა სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა, შემდეგ კი მუშაობდა ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად; ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულას აგურის ქარხანაში მგეგმავ ეკონომისტად; ხე-ტყეს ჭრიდა ხაიშში, ლახამულაში, ჭუბერში და აცურებდა ენგურზე; მუშაობდა სოხუმში მეთულუხჩედ და პურის მცხობელად... მაგრამ ამ პროფესიებიდან არც ერთი აღმოჩნდა მისი მოწოდება.

იპოლიტე შინ დაბრუნდა. იმ პერიოდში ხონში მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ჩამოყალიბდა და მის სამხატვრო ხელმძღვანელად და რეჟისორად კი საშა ყვინჩია (ვარდელის ფსევდონიმით) მიიწვიეს. იპოლიტეზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია აკაკი კვანტალიანის, გრიგოლ კოსტავასა და ალექსანდრე გომელაურის თამაშს. სწორედ მაშინ დაინტერესებულა იგი სცენით და რაიონული თეატრის პირველ თეატრალურ აფიშებზეც პირველად გამოჩენილა ექვსივე ყვინჩიას გვარი. თეატრი ვითარდებოდა, მსახიობებიც ემატებოდნენ და როდესაც საშა ყვინჩიას მორიგ სპექტაკლზე - "ჟანგზე“ დაუწყია მუშაობა, უმცროსი ძმისთვის თეატრში დარჩენა შეუთავაზებია, - შენგან ნამდვილი, კარგი მსახიობი დადგებაო. რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ იპოლიტე დათანხმებულა და ახალი სპექტაკლის აფიშისთვის მიუწერიათ: "ბორისი - იპ. ყვინჩია“. სპექტაკლის პრემიერაზე - 1932 წლის 10 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე დარბაზი გადაჭედილი იყო, კულისებში კი ყველაზე მეტად, თურმე, იპოლიტე ღელავდა - ადგილს ვერ პოულობდა, ცქმუტავდა და თითებს იმტვრევდა. სპექტაკლის რეჟისორი, უფროსი ძმა ჩუმად ადევნებდა მას თვალს და მოსწონდა კიდეც მისი განცდები, რადგან ამ განცდის ფასიც კარგად იცოდა.

  • ფარდა გაიხსნა და 22 წლის კონტუათელი იპოლიტე ყვინჩიაც გავიდა სცენაზე...

ჰყვებოდნენ, ყველა ეპიზოდი არაჩვეულებრივი სიმართლით ითამაშაო. შემდეგ სპექტაკლს სპექტაკლი მოჰყვა, როლს - როლი, ხონს - ტყიბული და სარეჟისორო დებიუტიც, შემდეგ კი - რეჟისორ დოდო ანთაძისგან მიწვევა ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრში. სწორედ დოდო ანთაძის ხელში იქცა იპოლიტე ყვინჩია იპოლიტე ხვიჩიად. როდესაც პირველივე შეხვედრისას მაესტრო ჩაეკითხა, - ა, ყვინჩია, არა? შევცვალოთ "ყ“ "ხ-თი“, რა მოხდება, ამით, ვითომ, დაშავდება რამეო? - არც არაფერი, ერთი ოხერია ორივეო, - მიუგია მსახიობს და... მოგვიანებით აღნიშნავდა, - ჩემმა ძმამ, საშა ყვინჩიამ მისცა ჩემს ნიჭს გაქანება და მიზანი ჩემს პიროვნებას, ხოლო თუ რამ კარგი გავაკეთე, საინტერესო შევქმენი და განვახორციელე სცენაზე - დოდო ანთაძეს უნდა ვუმადლოდეო...

იპოლიტე ხვიჩია დედასთან ერთად

იპოლიტე ხვიჩიას კომედიურ ჟანრში მოღვაწეობაც, თურმე, სწორედ ქუთაისის თეატრს და სპექტაკლ "გუშინდელნში“ ჯვებეს როლს უკავშირდება. არადა, ამბობდა, თურმე, - მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო... ეგ კი არა, ერთხელ, ადრე, დედაც კი მიუგზავნია რეჟისორი ძმისთვის - საშასთვის, დამეხსნას კომედიური როლებითო. ქუთაისს თბილისი და რუსთაველის თეატრი მოჰყვა. უკანასკნელი თეატრალური როლიც 1966 წლის 13 აპრილს სწორედ "რუსთაველში“ შეასრულა - რეჟისორ გიზო ჟორდანიას "უკანასკნელ მასკარადში“ სპირიდონი განასახიერა. სამწუხაროდ, არც მე და არც კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც გამორჩეულად გვიყვარს იპოლიტე ხვიჩია, მისი 95 თეატრალური როლიდან ერთიც არ გვინახავს, სამაგიეროდ, ზეპირად ვიცით მისი ფილმები, როლები და რეპლიკა-ფრაზები ფილმებიდან.

დედასთან და უფროს ძმასთან - საშასთან ერთად

თეატრიდან წამოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება საბოლოოდ გადაეჯაჭვა კინოსა და ტელევიზიას, არადა, თითქოს, მუდამ აპირებდა უკან, თეატრში დაბრუნებას. და მაინც, სწორედ კინომ წარუდგინა დიდი არტისტი იპოლიტე ხვიჩია მსოფლიოს. კანის ფესტივალზე "ბურთი და მოედნის“ ჩვენების შემდეგ უდიდეს ფრანგ მსახიობს ჟან გაბენს გვერდით მჯდომი რეზო ჩხეიძისთვის გადაულაპარაკებია, - ეს რა გენიოსი გყოლიათო! და ეს გენიოსი ისეთი ერთადერთი და განუმეორებელი იყო თავის ამპლუაში, ისეთი უშუალო და სახალხო იყო, რომ მისი ხსენებისას გვარს არ აყოლებ - ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, უბრალოდ, იპოლიტეა, სიცილის მეფე და დიდოსტატი, კაცი, რომელსაც სიცილით, ვინ იცის, რამდენი ადამიანი განუკურნავს.

იპოლიტე ხვიჩიას დიდი ოჯახი

რიცხვი 13 გამორჩეულად ჰყვარებია იპოლიტეს. ერთ-ერთი ინტერვიუსას ჟურნალისტისთვის უკითხავს, რამდენი შეკითხვა დამისვიო? ამ უკანასკნელს უპასუხია, - თერთმეტიო. - ორიც დამიმატე და 13 გამოვა, 13 ჩემი რიცხვია, კარგად მაქვს დაცდილიო და ჩამოუთვლია: ოჯახში 13 სული ვიყავით - დედა, მამა და 11 შვილი; ქუთაისში, ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი; ქუთაისიდან თბილისში, წითელი პარტიზანების ქუჩის (დღეს იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა - ი.ხ.) #13-ში გადმოვედი; რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სასტუმროში ყოველთვის #13 ოთახი მხვდება; სახალხო არტისტის წოდება 1960 წლის 13 ივლისს მივიღე; ახალი ბინა თბილისში, სევასტოპოლის ქუჩაზე - 13 ივნისსო... ჟურნალისტსაც არ უწყენინებია და 2 შეკითხვა დაუმატებია.

საინტერესოა, რომ 45 კინოროლს შორის 13-ში სწორედ იპოლიტე ჰქვია.

  • რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე?

იპოლიტეს გადაღებისას რეჟისორები, ფაქტობრივად, მოითხოვდნენ, თურმე, მოედნისთვის დიდი ბაწრით გალავნის შემორტყმას, იპოლიტეს სანახავად მოზღვავებული ხალხის ტალღას რომ გამკლავებოდნენ. ბაქოში ყოფილა ფილმ "რომეო, ჩემი მეზობელის“ გადაღებაზე და ვიდრე სასტუმროდან გადასაღებ მოედნამდე მივიდოდა, გაუტაციათ - ქალაქი დათვალიერებინეს, იცინეს, ილხინეს და გადაღებაზე დაგვიანებით მიუყვანიათ. მძღოლებს რეჟისორისთვის ჩუმად რაღაც უთქვამთ აზერბაიჯანულად- თურმე, გააფრთხილეს, საბარგულში რაღაცებია, გადამღებმა ჯგუფმა, იპოლიტესთან ერთად, მერე რომ მოილხინოთო. იპოლიტეს მათი ჩურჩული არ გამოჰპარვია და რეჟისორისთვის უკითხავს, - რაო, რამდენად შემაფასესო? რეჟისორ მაჰმუდბეკოვს უპასუხია, - ჯერ მაგდენი ფული არ მოჭრილაო!

  • უკანასკნელი ანეკდოტი და კვალი, რომელსაც ლოკოკინაც კი ტოვებს

მის გულში ოჯახის ყველა წევრს თავისი ადგილი ჰქონდა, მხოლოდ მეუღლე - ლუბა ქარქაშაძე იყო მის ცხოვრებაში გამორჩეული. მის გარეშე არ შეეძლო. ყველასთან და ყველაფერში თავისუფალი, ლუბა ქარქაშაძესთან ფარხმალდაყრილი იყო - თავდავიწყებით უყვარდა და ეუბნებოდა, - ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა უშენოდო. ზოგადად ეჭვიანი არ იყო, მაგრამ ლუბას სიცოცხლე ჰქონდა, თურმე, მისი ეჭვიანობით გამწარებული. სულ მას ეძებდა, სადაც უნდა ყოფილიყო, რომ დარეკავდა, ლუბა თუ კარგ ხასიათზე იყო, ე.ი. შინ ყველა კარგად იყო.

მეუღლესთან - ლუბა ქარქაშაძესთან ერთად

შვილიშვილი მანანა ხვიჩიასთვის უთქვამს, - მე თქვენი სიყვარულით ვიყავი ძლიერი, შვილო! თუ თქვენ კარგად მყავდით, რასაც ვაკეთებდი, კარგად გამომდიოდა... საოცარი რამ არის ოჯახური იდილია, მანანა! თუ თქვენ რამე გაწუხებდათ, მე სახლიდანაც არ გავდიოდი, ჯერ ერთი, რომ თქვენთან ვყოფილიყავი და მეორეც, ჩემი უგუნებობით სხვებისთვის გუნება არ გამეფუჭებინაო... თქვენ, ხუთივემ, ბევრი რამ მომეცით, იმდენი სიხარული მაჩუქეთ, რომ ბედნიერი ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ თქვენც იგივე გარგუნათ ცხოვრებამო...

ისიც უთხოვია, - აღდგომას მოდით ხოლმე, შვილო, მივხვდები. კვერცხი, სააღდგომო კვერცხი გადამიგორეთ გულზე, გავიგებ, სიხარულით ამევსება გულიო.

  • 1985 წლის 31 იანვრის სუსხიან საღამოს აღესრულა...

"საშინელი ქარი მძვინვარებდა. ხეებს მიწაზე აწვენდა. სუსხი სუნთქვას აძნელებდა. არ თოვდა, მაგრამ ზამთარი მთელი სიმკაცრით იჩენდა თავს. საღამოს 6 საათს 15 წუთი აკლდა, "სასწრაფო დახმარების“ მეორე ბრიგადაც რომ მოვიდა კიდევ. 2 პროფესორი, 4 ექიმი, ექთნები და სანიტრები - ოთახში ტევა აღარ იყო, მაგრამ ბუზის გაფრენას გაიგონებდით. სამედიცინო ტერმინოლოგიით ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ და უხმოდ თავს დასტრიალებდნენ... თავზარდაცემულები, ძალას არ იშურებდნენ, რითიმე ეშველათ, რაღა მათ ხელში უნდა მომკვდარიყო ეს ოქროს კაცი?! ... მამამ თვალი მოავლო იქ მყოფთ და თავისთვის სიმწრით ჩაიღიმა, - გიჭირთ ხომ? მეც ძალიან მიჭირს... - ჩაიჩურჩულა საოცარი რიდით. - შალიკიასაც ძალიან უჭირდა... - სვენებ-სვენებით დაიწყო მომაკვდავმა. - ადიდებულ რიონს შალიკია მოაქვს... ხიდზე გალაკუნა იდგა და ივანიკას ჩასძახა, - რას მიშტერებიხარ, ბიჭოო! მოსდე ის კეტი და ამოსწიეთო... ივანიკამ მოსდო ჯოხი და ამოათრია... ამოათრია და დასცხო ხელოვნური სუნთქვა... ხაპავს შალიკია წყალს... გალაკტიონმა ხიდიდან დაუძახა... ააა, ბიჭო, ამოაყოფიე მაგი ტრ..კი წყლიდან, თვარა დაცალა რიონიო...

პირველ შვილიშვილებთან - ავთოსა და მანანასთან ერთად

ექიმებს შორის ერთი ახალგაზრდა ექიმი იყო, პაატა, მან თავი ვეღარ შეიკავა და, - ღმერთო! რა დაგიშავე, ამ დღეს რომ შემასწარიო! - ამოიზლუქუნა, გარეთ გავარდა, ნერვებმა უღალატა... მამა ჩაყუჩდა... მერე ყველას თვალი მოგვავლო და, - ეეე, წასულია ჩემი საქმე, ხომ... მე მის წინ ჩავიჩოქე, ხელები დავუჭირე, ვუთბობდი... ჩამხედა და თითები მომიჭირა, - ახლა არ იკივლოთ, არ შეძრათ ქვეყანაო... - 15 წუთში გათავდა კაცი! და ეს მოხდა ისე, ჩვენი, მთელი ოჯახის თვალწინ, ოღონდ დედაჩემი გვყავდა მისაღებში გაყვანილი, არ გვინდოდა ენახა ეს ყველაფერი... და ეს რაღაც თითქოს ბუნებრივად და, ალბათ, თითქოს, არც ბუნებრივად მოხდა, როგორ ჩიტივით ამოსძვრა კაცს სული! ვერ ვიყვირეთ, დედაჩემსაც მოვეფერეთ, რომ არ ეკივლა... ან სად შეეძლო?! ასე, უკივლელად, ნახევარ საათში გაიგო მთელმა საქართველომ“... (ქალიშვილის - ნუნუ ხვიჩიას მოგონებიდან)

კვალს ლოკოკინაც კი ტოვებსო, ამბობდა ხოლმე ოჯახში. კაცმა კაცური კვალი უნდა დატოვოსო. კიდევ ბევრი რამის თქმა უყვარდა და ახლა მისი ქალიშვილისა და შვილიშვილის მოგონებებს რომ ვკითხულობ, მართლაც შეგონებებად მესმის მისი ნათქვამი და ჩემს წარმოსახვაში არსებული კეთილი, ღიმილიანი და უნიჭიერესი კაცი კიდევ უფრო ზეკაცად წარმომიდგება: მთელი ცხოვრება გახსოვდეს - არავის დასცინოო... სიხარულის ჩუქება უნდა შეგეძლოსო... სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელიაო... ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცისო... უფროს-უმცროსობის ქართულ ურთიერთობებს ანალოგი არა აქვს, გენაცვალე, აი, მანდ თუ შეეშალა კაცს, მერე ცუდადაა საქმეო... როცა რამე საქმეს აკეთებ, თუ ის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინმესთვის ან თუ ის საქმე შენს სამშობლოს წაადგება, უნდა გაისარჯოო... იარე, შვილო, შემოიარე დუნია, ნახე, რაც სანახავია. გაიხარე, შეაფასე, მოსაწონი მოიწონე. თვალი არაფერზე დაგრჩეს. სამშობლოზე უკეთესს ვერსად ვერაფერს ნახავ და არც არისო... ცრემლის არ შეგრცხვეს, მონატრების ცრემლის. სირცხვილი ქურდობაა! სიძულვილია სირცხვილი, ვინმეს აბუჩად აგდებაა სირცხვილი! სამშობლოს მონატრება და ამის გამო ატირება სიხარულია! სამშობლოს ღალატი კატასტროფაა, ტრაგედიააო...

როდესაც მის შვილიშვილს - ავთო ხვიჩიას პირველი ვაჟი შესძენია, იპოლიტე ხვიჩია უკვე დადამბლავებული ყოფილა, თუმცა მისი ქალიშვილი - ნუნუ ყველაფერს აკეთებდა, რომ მისთვის ეს მდგომარობა შეემსუბუქებინა და სამყაროს არ მოსწყვეტოდა. ამიტომ მისი მძღოლობა ქალიშვილს დიდ პატივად მიაჩნდა. იპოლიტეს მეტისმეტად გახარებია ოჯახში პირველი შვილიშვილის შვილი ვაჟის დაბადება. სამშობიაროში რომ მისულან და რძლისთვის მიულოციათ, რძალს - თამარ მაისურაძეს (ჩემს დიდი ხნის ნაცნობ და პატივსაცემ ადამიანს - ი.ხ.) ოჯახისთვის მოუწერია: დედა, ბატონო ბაბუ (იპოლიტეს, თურმე, ოჯახში ყველა ბაბუს ეძახდა - ი.ხ.), გაჩნდა ხვიჩიების პირველი შვილიშვილი და ქვეყანას პატარა იპოლიტე მოევლინაო! დიდ იპოლიტეს ცრემლი მორევია და, - არაო, - უთქვამს. - ვინ არქმევს ახლა ბავშვს იპოლიტესო? ამ სახელით ბიჭს გაუჭირდებაო. ბიჭს მაინც იპოლიტე დაარქვეს, თუმცა ბაბუ მას ბაკუნას ეძახდა. იპოლიტე ხვიჩიას შვილთაშვილებს შორის უფროსი, ბაკო ხვიჩია წლების წინ გავიცანი რადიოს პირველ არხზე, ეროსი მანჯგალაძის სტუდიაში, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვიცოდი, იპოლიტეს შვილიშვილი რომ იყო, ოღონდ - წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იგი უმცროსი იპოლიტე ხვიჩია იყო. სწორედ ბაკო-იპოლიტეს დახმარებით მივიღე მათ ოჯახზე ბევრი ინფორმაცია და ღირსეულ კაცსა და დიდ მსახიობზე სტატიაც სწორედ მისი ღირსეული და ნიჭიერი შვილთაშვილის დახმარებით დავწერე.

ავტორი: ირმა ხარშილაძე