საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას "ფეისბუქით" პასუხობს
"ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას "ფეისბუქით" პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჭორ­ვი­ლა­ში ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბას აკ­რი­ტი­კებს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს:

"ჭორ­ვი­ლა თუ არა ჭორ­ვი­ლა! პო­ლი­ტი­კუ­რი სფე­როს სხვა­დას­ხვა "ლი­დე­რე­ბის" გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა არ მჩვე­ვია, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, არა თუ და­საშ­ვე­ბად, არა­მედ აუ­ცი­ლებ­ლა­დაც კი მი­მაჩ­ნია პა­სუ­ხის გა­ცე­მა ისეთ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­გო­რიც ცოტა ხნის წინ გა­კეთ­და.თურ­მე "ფსი­ქი­კუ­რად" შეშ­ლი­ლი უნდა იყო, რომ ჭორ­ვი­ლა­ში 15 წელი იცხოვ­რო. ეს შე­უ­რა­ცხყო­ფაა, არა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა, რო­გორც ამ პი­როვ­ნე­ბას ჰგო­ნია, არა­მედ ზო­გა­დად, ჩვე­ნი სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა.

შე­უ­რა­ცხყო­ფაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­ზეც დიდ­წი­ლად დგას ჩვე­ნი აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი.სწო­რედ სოფ­ლად მცხოვ­რებ­ლებ­მა მოგ­ვი­ტა­ნეს ბოლო პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი: მეღ­ვი­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა, ტუ­რიზ­მი.სა­მა­გი­ე­როდ, ვი­ცით თუ რა მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ახლო წარ­სულ­ში სოფ­ლი­სა და მთის დაც­ლამ. ვი­ცით ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, რო­გორ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ სო­ფელს და ად­გი­ლობ­რივ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბი­სა და თვითმყო­ფა­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ვინც ამას ვერ აფა­სებს, ის სა­ქარ­თვე­ლოს ნი­ჭ­სა და ძა­ლა­საც ვერ­ა­რას გა­უ­გებს.მე პი­რა­დად, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკი­ვი­ლი და და­ნაკ­ლი­სია, როცა კო­მუ­ნიზ­მმა და ემიგ­რა­ცი­ამ ჩა­მო­გა­შო­რა სო­ფელს და მა­მულს. ნე­ტავ მქონ­დეს მეც ჩემი ჭორ­ვი­ლა!" - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ­ჩე­ვა­ნი რომ ჰქო­ნო­და, ჭორ­ვი­ლა­ში 15 წელი არ იცხოვ­რებ­და.

"ჭორ­ვი­ლი­დან ხალ­ხი მორ­ბის. მის ქო­ნე­ბას ემუქ­რე­ბო­და საფრ­თხე, მისი ქო­ნე­ბა ნა­შოვ­ნია თაღ­ლი­თუ­რი მე­თო­დე­ბით, მათ შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­დაგ­დე­ბით, ზოგი მათ­გა­ნი რა­ღაც პე­რი­ო­დი ცი­ხე­ში იყო, ზოგი იმ ქვე­ყა­ნას არის, მაგ­რამ ის თავს მშვი­დად ვერ გრძნობ­და, მისი ერ­თა­დერ­თი დაც­ვა იყო ჭორ­ვი­ლა­ში ყოფ­ნა. თქვენ ახლა ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კის გგო­ნი­ათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორ­ვი­ლა­ში აცხოვ­რებს? ხუთი მი­ლი­არ­დი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არ­ჩე­ვა­ნი რომ ჰქო­ნო­და, ჭორ­ვი­ლა­ში არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ წა­მო­ვი­და ჭორ­ვი­ლი­დან და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ი­ხა­და დაც­ვად. მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა იყო და არის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტია ქო­ნე­ბის დაც­ვის, მაგ­რამ რო­გორც თა­და­რი­გი­ან­მა კაც­მა, რო­გორც ალ­ღო­ი­ან­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, მან და­უშ­ვა ის მო­მენ­ტი, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, თუ ოპო­ზი­ცია მო­ი­პო­ვებს და ჩვენ მო­ვი­პო­ვებთ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს, მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა, მის მი­ლი­არ­დებ­საც საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mama-burji
153

საცოდავო საქართველო, ბურჯანაძე რომ ჭკუის დამრიგებლად გეყოლება.

ისე ბიძომ ყველას ჩაუტარა მასტერკლასი. შეხედეთ ოპოზიციის ლიდერებს და მათ შეშლილ სახეებს, რომლებიც პოლიტიკაში ფულს ვერ შოულობენ და დარწმუნდებით რაც გაუკეთა. ესენი კეტებით მოვიდნენ ხელისუფლებში და მილიარდერები გაიქცნენ ქვეყნიდან, ხოლო ბიძო მილიარდელი მოვიდა და მილიონერი წავიდა.

ეკა
79

კონტექსტიდან ამოგდება - ფსიქიკის არ ვიცი, მაგრამ არც არავინ იცხოვრებდაააააააა ამდენი ფულის პატრონი. წაიკითხეთ რა უწერიაააააა

თქვენ ახლა ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კის გგო­ნი­ათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორ­ვი­ლა­ში აცხოვ­რებს? ხუთი მი­ლი­არ­დი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არ­ჩე­ვა­ნი რომ ჰქო­ნო­და, ჭორ­ვი­ლა­ში არ იქ­ნე­ბო­და,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას "ფეისბუქით" პასუხობს

"ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას "ფეისბუქით" პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ჭორვილაში ცხოვრებასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის განცხადებას აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას "ფეისბუქზე" ავრცელებს:

"ჭორვილა თუ არა ჭორვილა! პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა "ლიდერების" განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.თურმე "ფსიქიკურად" შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა.

შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს. ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში 15 წელი არ იცხოვრებდა.

"ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა. თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად. მისი ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ერთადერთი გარანტია ქონების დაცვის, მაგრამ როგორც თადარიგიანმა კაცმა, როგორც ალღოიანმა ბიზნესმენმა, მან დაუშვა ის მომენტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, თუ ოპოზიცია მოიპოვებს და ჩვენ მოვიპოვებთ ვადამდელ არჩევნებს, მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება, მის მილიარდებსაც საფრთხე დაემუქრება“, – განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

"ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციების გადადებაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს