პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალი კლდესავით მედგა გვერდში" - რას წერს ბიძინა ივანიშვილი ოჯახზე და ვის უხდის მადლობას?
"სალი კლდესავით მედგა გვერდში" - რას წერს ბიძინა ივანიშვილი ოჯახზე და ვის უხდის მადლობას?

რო­გორც ambebi.ge-მ სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე მარ­თლაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც არა­ერთ სა­კითხს შე­ე­ხო. მას­ში სა­უ­ბა­რია, რო­გორც მისი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის, ისე წას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე. "ჩემი მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო პო­ლი­ტი­კა და სრუ­ლად ჩა­მოვ­ცილ­დე მარ­თვის სა­და­ვე­ებს", - აცხა­დებს ის.

ის ასე­ვე სა­უბ­რობს იმ თა­ნად­გო­მა­ზე, რაც მან ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის­გან მი­ი­ღო. "მე და ჩემი ოჯა­ხი ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ვი­ყა­ვით მათი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პრო­პა­გან­დი­სა და სიც­რუ­ის ძი­რი­თა­დი ად­რე­სა­ტი და სა­მიზ­ნე", - წერს ის.

წე­რი­ლის და­სას­რულ კი აცხა­დებს:

"გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ესაა ჩემი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მო­მავ­ლო ოც­ნე­ბა. მჯე­რა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ი­კა­ვებს ღირ­სე­ულ ად­გილს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ავან­გარ­დში და ეს პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. დღეს, რო­დე­საც მე სა­ბო­ლო­ოდ მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კი­დან და ვტო­ვებ სა­ჯა­რო სივ­რცეს, მინ­და ქედი მო­ვი­ხა­რო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე. მე ისი­ნი არა­სო­დეს და­მიყ­ვია ჩემს მომ­ხრე­ე­ბად და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბად, რად­გან მჯე­რა, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო გა­ცი­ლე­ბით დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, ვიდ­რე თუნ­დაც დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდს, ყვე­ლა ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­სა და თა­ნა­მებ­რძოლს, ვინც მენ­დო, ბრძო­ლა­ში გა­მომ­ყვა და დღემ­დე ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო თი­თო­ე­ულ მათ­განს. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჩვენს მე­გო­ბარ­სა და პარტნი­ორს, ვინც ურ­ყე­ვად მხარ­ში უდ­გას ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თველ ხალ­ხს. და­ბო­ლოს, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და სა­ჯა­როდ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს ოჯახს, რო­მელ­მაც მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­გო­ნა­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ცი­ლის­წა­მე­ბა აი­ტა­ნა, სალი კლდე­სა­ვით მედ­გა გვერ­დში და ერთი წუ­თი­თაც არ და­უ­ყე­ნე­ბია ეჭვქვეშ ჩემი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე.კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას.ღმერ­თმა გა­აძ­ლი­ე­როს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო - სა­ქარ­თვე­ლო!" წა­ი­კი­თხეთ წე­რი­ლი სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი სვანიშვილი
183

წარმატებას ვუსურვებ მას და მის ოჯახს ყველაფარში

მონსტრების კორპორაცია
10

პირ ვოვ ვრემია ჩუმი...

ამათი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"სალი კლდესავით მედგა გვერდში" - რას წერს ბიძინა ივანიშვილი ოჯახზე და ვის უხდის მადლობას?

"სალი კლდესავით მედგა გვერდში" - რას წერს ბიძინა ივანიშვილი ოჯახზე და ვის უხდის მადლობას?

როგორც ambebi.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე მართლაც გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც არაერთ საკითხს შეეხო. მასში საუბარია, როგორც მისი პოლიტიკაში მოსვლის, ისე წასვლის მიზეზებზე. "ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს", - აცხადებს ის.

ის ასევე საუბრობს იმ თანადგომაზე, რაც მან ამ წლების განმავლობაში ოჯახისგან მიიღო. "მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე", - წერს ის.

წერილის დასასრულ კი აცხადებს:

"გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ "ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო!" წაიკითხეთ წერილი სრულად

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

სამოქალაქო აქტივისტები "ავლაბრის" მეტროდან მანქანებით მსვლელობას აწყობენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე