საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა
"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა

კომ­პა­ნია „თამ-მე­ნე­ჯმენ­ტმა“ და­ა­მუ­შა­ვა და შექ­მნა პრო­ექ­ტი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი­სა, სა­ხელ­წო­დე­ბით „T-31“, რო­მე­ლიც სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო მი­სი­ებ­ში.

„ორი წლის წინ, რო­დე­საც და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა დრო­ნის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, ჩვენ­თვის ნა­თე­ლი იყო, რომ უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს სე­რი­ო­ზუ­ლი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბო­და, - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა ვაჟა თორ­დი­ამ, - პრო­ექ­ტზე აი­სა­ხა პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­კვე­თის, სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, რის შე­დე­გა­დაც ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სის, მო­წი­ნა­ვე პროგ­რე­სუ­ლი მა­სა­ლი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი მზა­დაა, და­ი­კა­ვოს ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში.

იგი თა­ვი­დან­ვე შე­იქ­მნა სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და არ­მი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, ეს კი­დევ ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნია, რო­გორც ყო­ველ­თვის, არც ახლა ჩა­მორ­ჩა მო­წი­ნა­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. დრო­ნე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზეა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომში წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის გამო. ყვე­ლას­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რომ­ლებ­შიც კარ­გად ჩან­და, რო­გო­რი ეფექ­ტუ­რო­ბით მიჰ­ქონ­დათ მათ იე­რი­ში მი­წის­ზე­და სა­მიზ­ნე­ებ­ზე. ამი­ტომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში იფეთ­ქა ინ­ტე­რეს­მა სამ­ხედ­რო დრო­ნე­ბის მი­მართ, ბევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ მათ­ში მო­მავ­ლის ომე­ბის სიმ­ბო­ლო და­ი­ნა­ხა, რის გა­მოც და­ი­წყეს თა­ვი­ან­თი მიდ­გო­მე­ბის გა­და­სინ­ჯვა ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში.

პირ­ვე­ლად დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ამე­რი­კე­ლებ­მა და­ი­წყეს, თუმ­ცა ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტმა მე­ტად ნა­თე­ლი გა­ხა­და ამ ია­რა­ღის ეფექ­ტუ­რო­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ თურ­ქუ­ლი და ებ­რა­უ­ლი წარ­მო­ე­ბის უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. რამ­დე­ნი­მე პა­რა­მეტ­რით ქარ­თუ­ლი „T-31“ არა­თუ ჩა­მორ­ჩე­ბა, არა­მედ უს­წრებს ამ ანა­ლო­გებს. პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მისი აღ­ჭურ­ვა ოპ­ტი­კურ-ელექტრო­ნუ­ლი და რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი გა­დამ­ცე­მე­ბის სის­ტე­მე­ბით, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მიზ­ნის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და გან­სა­ზღვრა; ასე­ვე მაზე ყენ­დე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა; აპა­რატს 350 კგ-იანი შე­ი­ა­რა­ღე­ბით შე­უძ­ლია, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ფრე­ნა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­დაზ­ვერ­ვო ერ­თე­ულ­ზე და­მა­ტე­ბი­თი საწ­ვა­ვი ავ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ფრე­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა 72 სა­ა­თით გა­იზ­რდე­ბა, რაც სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ყვე­ლა ანა­ლოგ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

„თამ-მე­ნე­ჯმენ­ტი“ მზა­დაა, და­ფი­ნან­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­ვი­დეს შემ­დეგ ეტაპ­ზე, მი­ი­ღოს შეკ­ვე­თე­ბი და დამ­კვეთს მი­ა­წო­დოს სრუ­ლი საბ­რძო­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მქო­ნე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი!“ - აღ­ნიშ­ნა კომ­პა­ნია „თამ-მე­ნე­ჯმენ­ტის“ დი­რექ­ტორ­მა ვაჟა თორ­დი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irakli
7

როგორც იქნა რაღაც სასიკეთო გავიგე ამ ქვეყანაზე ბოლო 3-4 წლის მერე, კარგი იქნება თუ ქართული შეიარაღებული ძალები აღიჭურვება ამ საფრენი აარატებით.

g.
27

აბა თქვენ იცით გაყიდეთ ეხლა სუყველა და ერთი ცალიც კი არ დაიტოვოთ შავი დღისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა

კომპანია „თამ-მენეჯმენტმა“ დაამუშავა და შექმნა პროექტი უპილოტო თვითმფრინავისა, სახელწოდებით „T-31“, რომელიც სრულად ადაპტირებულია, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სამხედრო მისიებში.

„ორი წლის წინ, როდესაც დავიწყეთ მუშაობა დრონის კონცეფციაზე, ჩვენთვის ნათელი იყო, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს სერიოზული მომავალი ექნებოდა, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვაჟა თორდიამ, - პროექტზე აისახა პოტენციური დამკვეთის, სამხედრო საჰაერო ძალების მოთხოვნები, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი ფასის, მოწინავე პროგრესული მასალისა და ტექნოლოგიის წყალობით, პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი მზადაა, დაიკავოს ღირსეული ადგილი ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებაში.

იგი თავიდანვე შეიქმნა სამხედრო დანიშნულებით და არმიის საჭიროების მრავალმხრივი გამოყენებისათვის, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენი კომპანია, როგორც ყოველთვის, არც ახლა ჩამორჩა მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას. დრონები პოპულარობის პიკზეა მთიანი ყარაბაღის ომში წარმატებულად გამოყენების გამო. ყველასთვის ყურადღების ცენტრში იყო ვიდეოკადრები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორი ეფექტურობით მიჰქონდათ მათ იერიში მიწისზედა სამიზნეებზე. ამიტომ მთელ მსოფლიოში იფეთქა ინტერესმა სამხედრო დრონების მიმართ, ბევრმა სახელმწიფომ მათში მომავლის ომების სიმბოლო დაინახა, რის გამოც დაიწყეს თავიანთი მიდგომების გადასინჯვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში.

პირველად დრონების გამოყენება სამხედრო დანიშნულებით ამერიკელებმა დაიწყეს, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტმა მეტად ნათელი გახადა ამ იარაღის ეფექტურობა. აზერბაიჯანულმა მხარემ თურქული და ებრაული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენა. რამდენიმე პარამეტრით ქართული „T-31“ არათუ ჩამორჩება, არამედ უსწრებს ამ ანალოგებს. პროექტით გათვალისწინებულია მისი აღჭურვა ოპტიკურ-ელექტრონული და რადიოლოკაციური გადამცემების სისტემებით, რომელთა მეშვეობით განხორციელდება სამიზნის კოორდინატების აღმოჩენა და განსაზღვრა; ასევე მაზე ყენდება განადგურების შეიარაღება; აპარატს 350 კგ-იანი შეიარაღებით შეუძლია, განახორციელოს ფრენა 24 საათის განმავლობაში, სადაზვერვო ერთეულზე დამატებითი საწვავი ავზების გამოყენების შემთხვევაში კი ფრენის ხანგრძლივობა 72 საათით გაიზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ანალოგთან მიმართებაში.

„თამ-მენეჯმენტი“ მზადაა, დაფინანსების შემთხვევაში, გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, მიიღოს შეკვეთები და დამკვეთს მიაწოდოს სრული საბრძოლო აღჭურვილობის მქონე სერტიფიცირებული უპილოტო საფრენი აპარატი!“ - აღნიშნა კომპანია „თამ-მენეჯმენტის“ დირექტორმა ვაჟა თორდიამ.