პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწილი ვერ გადავიხადეთ. შეზღუდვები რომ გამკაცრდა, სოფელში ჩამოვედი" - როგორ ცხოვრობს ბიჭი "გაღმა ნაპირიდან" და ვინ არის მისი რჩეული
"ქორწილი ვერ გადავიხადეთ. შეზღუდვები რომ გამკაცრდა, სოფელში ჩამოვედი" - როგორ ცხოვრობს  ბიჭი "გაღმა ნაპირიდან" და ვინ არის მისი რჩეული

რომ არა უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­ხედ­ვა და გუ­ლუბ­რყვი­ლო ღი­მი­ლი, ალ­ბათ, თედო ბე­ქა­უ­რი უც­ნო­ბი დარ­ჩე­ბო­და და მისი ცხოვ­რე­ბაც არაფ­რით იქ­ნე­ბო­და გა­მორ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­სა, თუ იღ­ბლის წყა­ლო­ბით 2009 წელს ის მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო, რო­გორც გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ფილ­მის, "გაღ­მა ნა­პი­რის", მთა­ვა­რი გმი­რი. დღეს თედო 24 წლი­საა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია.

- თეთ­რი წყა­რო­დან ვარ, ორ­ბე­თი­დან. ახლა ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ვარ. შე­ზღუდ­ვე­ბი რომ გამ­კაცრ­და, აქ ჩა­მო­ვე­დი. რამ­დე­ნი­მე დღეა, თოვ­ლი მო­ვი­და, გა­და­ა­თეთ­რა ყვე­ლა­ფე­რი და გან­წყო­ბაც თით­ქოს გა­ას­პე­ტა­კა. თით­ქოს პან­დე­მი­აც და­მა­ვი­წყა...

- რო­გორ გახ­დი "გაღ­მა ნა­პი­რის" პერ­სო­ნა­ჟი?

- შემ­თხვე­ვით. დე­და­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა თვა­ლის ექიმ­თან და იქ რიგ­ში აღ­მოჩ­ნდა ფილ­მის რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლიც - შვი­ლე­ბი ჰყავ­და მოყ­ვა­ნი­ლი. მათ რა­ღაც სა­თა­მა­შო ვერ გა­იყ­ვეს და ძიძ­გი­ლა­ო­ბა­ში ერ­თმა გვა­რი­ა­ნად ჩა­ა­ფა­რა მე­ო­რეს. ამის და­ნახ­ვა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე, რი­თიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათი რე­ჟი­სო­რი მა­მის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვიქ­ციე. გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, ზო­გა­დი კი­თხვე­ბი და­მის­ვა და მეც მორ­ცხვად ვუ­პა­სუ­ხე. ბა­ტო­ნი გი­ორ­გის მე­უღ­ლეს უთ­ქვამს დე­და­ჩე­მის­თვის, რომ ფილ­მის გმირს ეძებ­დნენ და ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ. მერე თბი­ლის­შიც და­მი­ბა­რეს. დათ­ქმულ დროს სტუ­დი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 ბავ­შვი დამ­ხვდა, ბე­დის საც­დე­ლად მო­სუ­ლი. რო­გორც ვიცი, ბა­ტონ გი­ორ­გის ბრძო­ლა მო­უხ­და, რომ მე და­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნე როლ­ზე. არ გა­გი­მარ­თლებს ეგ ბავ­შვი, ტყუ­ი­ლად არ აიყ­ვა­ნოო, უთ­ქვამთ, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. ალ­ბათ, სხვა­ნა­ირს ეძებ­დნენ, უფრო გახ­სნილს და ლაღს, მე კი მშვი­დი, მორ­ცხვი სოფ­ლე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი...

გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სულ კა­მე­რა­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი, რად­გან არას­დროს მე­ნა­ხა, არა­და, მაფრ­თხი­ლებ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ა­კე­თე, რომ კა­მე­რის­კენ არ გა­მო­ი­ხე­დოო, მე კი მა­ინც თვა­ლი გა­მირ­ბო­და. გა­და­ღე­ბა რომ და­ი­წყეს, 9 წლის ვი­ყა­ვი, ახლა 24-ის ვარ.

- გგავთ ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟი თედო?

- არა. ფილ­მის გმი­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბავ­შვია, რის­კი­ა­ნი, მე არ ვი­ყა­ვი ასე­თი, ნა­ბო­ლა­რა და ნა­ფე­რე­ბი გახ­ლდით, ორი უფ­რო­სი ძმის მზრუნ­ვე­ლო­ბით გაზ­რდი­ლი, თუმ­ცა თავ­ნე­ბას თა­მა­ში არ გა­მი­ჭირ­და, მერე კი ისე მო­ვირ­გე მისი ტყა­ვი, მე­გო­ნა, სა­კუ­თარ თავს ვა­სა­ხი­ე­რებ­დი...

მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მა­ნე­ბივ­რებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - ჯანო იზო­რია. სულ თან დავ­ყვე­ბო­დი, სას­ტუმ­რო­შიც მის ოთახ­ში მე­ძი­ნა. სა­დაც დაჯ­დე­ბო­და, კი­სერ­ზე ვე­კი­დე­ბო­დი. სწო­რედ ამი­ტომ მისი პერ­სო­ნა­ჟის სიკ­ვდი­ლი უდი­დე­სი ელდა და ტკი­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის, თავ­ზა­რი და­მე­ცა... არ გა­ვუფრ­თხი­ლე­ბი­ვარ არა­ვის - გა­ის­მა სრო­ლის ხმა და ჯა­ნოს უცებ სის­ხლით და­ეს­ვა­რა ტა­ნი­სა­მო­სი! მე გა­გი­ჟე­ბუ­ლი გად­მოვ­ხტი ურ­მი­დან... სწო­რედ ამი­ტომ გა­მო­ვი­და ეს სცე­ნა ასე­თი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. იმ დღეს ჯანო მარ­თლა მო­მიკ­ვდა და მარ­თლა სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვი­ყა­ვი. ჩემი სახე რომ გა­და­ი­ღეს და ჯანო წა­მოდ­გა, ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. მთე­ლი დღე ხელს აღარ ვუშ­ვებ­დი.

- მო­პა­რულ მან­ქა­ნა­შიც ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რებ­ლად ჩხუ­ბობთ...

- ასე­თი მო­მენ­ტე­ბის გა­და­ღე­ბი­სას ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ივი­წყებ­და, რომ რე­ჟი­სო­რი იყო და ფსი­ქო­ლო­გი ხდე­ბო­და. მი­თხრა, წარ­მო­იდ­გი­ნე, გო­გოს ავიწ­რო­ე­ბენ, აწუ­ხე­ბენ, ატი­რე­ბენ, შენ კი ვაჟ­კა­ცი ბიჭი ხარ და რას იზა­მო? მეც გა­ვი­თა­ვი­სე ეს სი­ტუ­ა­ცია და, უხ, თქვე­ნი-მეთ­ქი, წა­მო­ვი­ძა­ხე გაბ­რა­ზე­ბულ­მა. ეს მარ­თლაც ჩემი რე­აქ­ცია იყო და არა - სცე­ნა­რის ტექ­სტი. სა­ჭეს­თან რომ ზის, იმ გმირს ერთი ისე­თი შე­მოვ­ცხე, ტუ­ჩე­ბი და­ვუ­ხეთ­ქე.

- მო­მა­ვალ­ში რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლეთ?

- თე­ატ­რა­ლუ­რი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე, ვი­თა­მა­შე გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის კი­დევ ერთ ფილმში - "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფილმში... ამ­ჟა­მად ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ვმუ­შა­ობ...

- კარ­გით არაფ­რით და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ ეს წელი?

- უპირ­ვე­ლე­სად იმით, რომ და­ვო­ჯახ­დი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. ჩემი რჩე­უ­ლი ანი ხუ­ციშ­ვი­ლია, წარ­მო­შო­ბით რაჭ­ვე­ლი, ოღონდ ამ­ჟა­მად მისი ოჯა­ხი თე­ლავ­ში ცხოვ­რობს. ანი პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და წელს. ახლა პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბით. ქორ­წი­ლი ვერ გა­და­ვი­ხა­დეთ, ვერც ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ - ქვეყ­ნის ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს და­ვუ­ჯე­რეთ და თავ­შეყ­რა და ხალ­ხმრა­ვა­ლი სუფ­რა გა­დავ­დეთ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Z.LO
3

ბედნიერებას გისურვებთ!

ნათელა
5

გაიხარე..გამრავლდი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქორწილი ვერ გადავიხადეთ. შეზღუდვები რომ გამკაცრდა, სოფელში ჩამოვედი" - როგორ ცხოვრობს ბიჭი "გაღმა ნაპირიდან" და ვინ არის მისი რჩეული

"ქორწილი ვერ გადავიხადეთ. შეზღუდვები რომ გამკაცრდა, სოფელში ჩამოვედი" - როგორ ცხოვრობს  ბიჭი "გაღმა ნაპირიდან" და ვინ არის მისი რჩეული

რომ არა უჩვეულო გამოხედვა და გულუბრყვილო ღიმილი, ალბათ, თედო ბექაური უცნობი დარჩებოდა და მისი ცხოვრებაც არაფრით იქნებოდა გამორჩეული, მაგრამ ბედნიერი მოულოდნელობისა, თუ იღბლის წყალობით 2009 წელს ის მსოფლიომ გაიცნო, როგორც გიორგი ოვაშვილის ფილმის, "გაღმა ნაპირის", მთავარი გმირი. დღეს თედო 24 წლისაა, დაოჯახებულია.

- თეთრი წყაროდან ვარ, ორბეთიდან. ახლა ჩემს მშობლიურ სოფელში ვარ. შეზღუდვები რომ გამკაცრდა, აქ ჩამოვედი. რამდენიმე დღეა, თოვლი მოვიდა, გადაათეთრა ყველაფერი და განწყობაც თითქოს გაასპეტაკა. თითქოს პანდემიაც დამავიწყა...

- როგორ გახდი "გაღმა ნაპირის" პერსონაჟი?

- შემთხვევით. დედაჩემმა მიმიყვანა თვალის ექიმთან და იქ რიგში აღმოჩნდა ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილიც - შვილები ჰყავდა მოყვანილი. მათ რაღაც სათამაშო ვერ გაიყვეს და ძიძგილაობაში ერთმა გვარიანად ჩააფარა მეორეს. ამის დანახვაზე გულიანად გადავიხარხარე, რითიც, როგორც აღმოჩნდა, მათი რეჟისორი მამის ყურადღება მივიქციე. გამომელაპარაკა, ზოგადი კითხვები დამისვა და მეც მორცხვად ვუპასუხე. ბატონი გიორგის მეუღლეს უთქვამს დედაჩემისთვის, რომ ფილმის გმირს ეძებდნენ და ჩემით დაინტერესდნენ. მერე თბილისშიც დამიბარეს. დათქმულ დროს სტუდიაში დაახლოებით 30 ბავშვი დამხვდა, ბედის საცდელად მოსული. როგორც ვიცი, ბატონ გიორგის ბრძოლა მოუხდა, რომ მე დავემტკიცებინე როლზე. არ გაგიმართლებს ეგ ბავშვი, ტყუილად არ აიყვანოო, უთქვამთ, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ალბათ, სხვანაირს ეძებდნენ, უფრო გახსნილს და ლაღს, მე კი მშვიდი, მორცხვი სოფლელი ბავშვი ვიყავი...

გადაღების პირველი რამდენიმე დღე განსაკუთრებით რთული იყო. ყველაფერი მაინტერესებდა, სულ კამერაში ვიყურებოდი, რადგან არასდროს მენახა, არადა, მაფრთხილებდნენ, ყველაფერი ისე გააკეთე, რომ კამერისკენ არ გამოიხედოო, მე კი მაინც თვალი გამირბოდა. გადაღება რომ დაიწყეს, 9 წლის ვიყავი, ახლა 24-ის ვარ.

- გგავთ ფილმის პერსონაჟი თედო?

- არა. ფილმის გმირი დამოუკიდებელი ბავშვია, რისკიანი, მე არ ვიყავი ასეთი, ნაბოლარა და ნაფერები გახლდით, ორი უფროსი ძმის მზრუნველობით გაზრდილი, თუმცა თავნებას თამაში არ გამიჭირდა, მერე კი ისე მოვირგე მისი ტყავი, მეგონა, საკუთარ თავს ვასახიერებდი...

მთელი გადამღები ჯგუფი მანებივრებდა, განსაკუთრებით - ჯანო იზორია. სულ თან დავყვებოდი, სასტუმროშიც მის ოთახში მეძინა. სადაც დაჯდებოდა, კისერზე ვეკიდებოდი. სწორედ ამიტომ მისი პერსონაჟის სიკვდილი უდიდესი ელდა და ტკივილი აღმოჩნდა ჩემთვის, თავზარი დამეცა... არ გავუფრთხილებივარ არავის - გაისმა სროლის ხმა და ჯანოს უცებ სისხლით დაესვარა ტანისამოსი! მე გაგიჟებული გადმოვხტი ურმიდან... სწორედ ამიტომ გამოვიდა ეს სცენა ასეთი დამაჯერებელი. იმ დღეს ჯანო მართლა მომიკვდა და მართლა სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩემი სახე რომ გადაიღეს და ჯანო წამოდგა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი დღე ხელს აღარ ვუშვებდი.

- მოპარულ მანქანაშიც ძალიან დამაჯერებლად ჩხუბობთ...

- ასეთი მომენტების გადაღებისას ბატონი გიორგი ივიწყებდა, რომ რეჟისორი იყო და ფსიქოლოგი ხდებოდა. მითხრა, წარმოიდგინე, გოგოს ავიწროებენ, აწუხებენ, ატირებენ, შენ კი ვაჟკაცი ბიჭი ხარ და რას იზამო? მეც გავითავისე ეს სიტუაცია და, უხ, თქვენი-მეთქი, წამოვიძახე გაბრაზებულმა. ეს მართლაც ჩემი რეაქცია იყო და არა - სცენარის ტექსტი. საჭესთან რომ ზის, იმ გმირს ერთი ისეთი შემოვცხე, ტუჩები დავუხეთქე.

- მომავალში რა პროფესიას დაეუფლეთ?

- თეატრალური კოლეჯი დავამთავრე, ვითამაშე გიორგი ოვაშვილის კიდევ ერთ ფილმში - "სიმინდის კუნძული" და კიდევ რამდენიმე ფილმში... ამჟამად ეროვნულ მუზეუმში ვმუშაობ...

- კარგით არაფრით დაგამახსოვრდებათ ეს წელი?

- უპირველესად იმით, რომ დავოჯახდი და ბედნიერი ცხოვრება დავიწყე. ჩემი რჩეული ანი ხუციშვილია, წარმოშობით რაჭველი, ოღონდ ამჟამად მისი ოჯახი თელავში ცხოვრობს. ანი პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა წელს. ახლა პატარას ველოდებით. ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ვერც ჯვარი დავიწერეთ - ქვეყნის ეპიდემიოლოგებს დავუჯერეთ და თავშეყრა და ხალხმრავალი სუფრა გადავდეთ...განაგრძეთ კითხვა