საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი..." - ხაზარაძე-ოქრუაშვილ-ვაშაძის პაექრობა "ვეფხსიტაყაოსნის" მოტივებზე
"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი..." - ხაზარაძე-ოქრუაშვილ-ვაშაძის პაექრობა "ვეფხსიტაყაოსნის" მოტივებზე

"ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­წე­ლა, 2021 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის 2022 წელს ჩა­ტა­რე­ბის სცე­ნარს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა აქვს და ამა­ზე მსჯე­ლო­ბა სა­ჭი­როა. "პარტნი­ო­რო­ბას სე­რი­ო­ზულ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ პო­ზი­ცია არ გა­მოვ­თქვა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას არ მო­ე­წო­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და მან. მის ამ მო­საზ­რე­ბას "ფე­ის­ბუქ­ზე“ "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სტრო­ფით უპა­სუ­ხა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა:

"მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს:

"თქვენ, ვა­ჭარ­ნი, ჯა­ბან­ნი ხართ, ომი­სა­ცა უმე­ცარ­ნი,

შორს ის­რი­თა არ დაგ­ხოც­ნენ, ჩა­იხ­შე­ნით თანა კარ­ნი;

მარ­ტო მნა­ხეთ, ვით შე­ვე­ბა, ვით ვიხ­მარ­ნე ლომ­ნი მხარ­ნი!

მე­კობ­რი­სა ნა­ვი­სა­ნი სის­ხლნი ჰნახ­ნეთ მო­ნაღ­ვარ­ნი”.

2022 არა, 22%-იანი გა­ნაკ­ვე­თი ბე­ბი­ა­შე­ნი­სამ...“

ამის სა­პა­სუ­ხოდ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა: "ლექ­სე­ბი და ეუ­რა­ცხყო­ფის ენა ყვე­ლამ თა­ვის­თვის შე­ი­ნა­ხოს და თა­ვის ახ­ლობ­ლებს მი­მარ­თოს ასე".

"სტარ­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ კი გა­ნა­ცხა­და:

"სი­ბინ­ძუ­რის ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში არ არის და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­მა უნდა ისა­უბ­როს კო­რექ­ტუ­ლად, რაც არ უნდა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ჰქონ­დეს სხვას­თან მი­მარ­თე­ბით. მყი­სი­ე­რად გა­მო­ვარ­დნა და მით უმე­ტეს, პერ­სო­ნა­ლუ­რი თავ­დას­ხმე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს ვაფრ­თხი­ლებ, რომ ლექ­სი­კა გა­ის­წო­რეთ, ცოტა გონ­ზე მო­დით და ისა­უბ­რეთ ისე, რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბა პო­ლი­ტი­კო­სებს“.

ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მა­საც "ფე­ის­ბუ­ქით“ გა­მო­ე­პა­სუ­ხა და და­წე­რა: "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვა­შა­ძეს უთ­ქვამს ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ლექ­სი­კა აკონ­ტრო­ლო­სო. მგლო­ვი­ა­რეა და 40-ის მერე ვუ­პა­სუ­ხებ ჩემი ლექ­სი­კით“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოსტა
0

ეს ის ლომგული და მეომარი არ არის მიშამ რო ჩააჯ--- ნა და მთელმა საქართველომ რომ ვნახეთ?

sniper
2

ეს რა გიყვეს კაცოოოო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი..." - ხაზარაძე-ოქრუაშვილ-ვაშაძის პაექრობა "ვეფხსიტაყაოსნის" მოტივებზე

"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი..." - ხაზარაძე-ოქრუაშვილ-ვაშაძის პაექრობა "ვეფხსიტაყაოსნის" მოტივებზე

"ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელა, 2021 წლის გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, მისი თქმით, არჩევნების 2022 წელს ჩატარების სცენარს არსებობის უფლება აქვს და ამაზე მსჯელობა საჭიროა. "პარტნიორობას სერიოზულ პატივს ვცემ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოზიცია არ გამოვთქვა, რომელიც შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს“, - განაცხადა მან. მის ამ მოსაზრებას "ფეისბუქზე“ "ვეფხისტყაოსნის“ სტროფით უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა:

"მამუკა ხაზარაძეს:

"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,

შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;

მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!

მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ...“

ამის საპასუხოდ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა: "ლექსები და ეურაცხყოფის ენა ყველამ თავისთვის შეინახოს და თავის ახლობლებს მიმართოს ასე".

"სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა:

"სიბინძურის ადგილი პოლიტიკაში არ არის და ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისაუბროს კორექტულად, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს სხვასთან მიმართებით. მყისიერად გამოვარდნა და მით უმეტეს, პერსონალური თავდასხმები ადამიანებზე არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, რომ ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით და ისაუბრეთ ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსებს“.

ოქრუაშვილი მასაც "ფეისბუქით“ გამოეპასუხა და დაწერა: "პრემიერ-მინისტრ ვაშაძეს უთქვამს ოქრუაშვილმა ოპოზიციასთან მიმართებაში ლექსიკა აკონტროლოსო. მგლოვიარეა და 40-ის მერე ვუპასუხებ ჩემი ლექსიკით“.

"ჩვენი ლიდერები აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი" - ნატალი საბანაძე

6 მთავარი გზავნილი ამერიკელი სენატორებისგან საქართველოს - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზე იმსჯელეს აშშ-ის სენატში

"ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს" - თავდაცვის მინისტრი ოპონენტების ბრალდებებზე