პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე და ამ უნიკალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა ფარსია" - ნიკა მელია
"თუ თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე და ამ უნიკალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა ფარსია" - ნიკა მელია

"ვერ­ცერ­თი ოლი­გარ­ქი, ვერ­ცერ­თი ოლი­გარ­ქის მი­ლი­არ­დი, წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­ას ნამ­დვი­ლად ვერ და­ა­მარ­ცხებს და ვერ აჯო­ბებს", - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, პარ­ტი­ის ლი­დერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ასე­ვე თა­ნა­გუნ­დელ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს.

ნიკა მე­ლი­ას თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა გახ­დეს და ბევ­რი ახა­ლი ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდეს.

"ახლა მთა­ვა­რი არის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ყვე­ლას გა­უ­ღოს კარი. ვინც ახლა მის­მენს, ვინც არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ვისი მხა­რე უნდა და­ი­კა­ვოს მო­მა­ვალ­ში, თუნ­დაც ხვალ, მაგ­რამ აქვს იდე­ე­ბი, ამ­ბი­ცი­ე­ბი. ჩვენ უნდა გავ­ხდეთ მათ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლე­ბი. არ და­გი­მა­ლავთ, ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და ამ­ბი­ცია არის ბევ­რი ახა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებთნ ერ­თად, რომ­ლებ­მაც მი­მი­ღეს ამ პარ­ტი­ა­ში 2013-2014 წლებ­ში.

ერ­თად ჩვენ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გზას გა­ვივ­ლით. ჩვენ არ ვიბ­რძვით სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, ჩვენ ვიბ­რძვით ამ ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. ჩემი პი­რო­ბა ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლია. თუ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, თვე­ებ­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც არ წყა­ლობ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას, არ იყ­ვნენ ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, მაგ­რამ აღარც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხა­რა­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან უკვე დიდი ხა­ნია, თუ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვერ და­ვა­ინ­ტე­რე­სე თქვენ­თან ერ­თად და ისი­ნი არ გახ­დნენ ამ უნი­კა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი, მე მო­გა­ტყუ­ებთ თქვენ, მო­ვა­ტყუ­ებ სა­კუ­თარ თავს და ჩავ­თვლი, რომ ჩემი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა უბ­რა­ლოდ ფარ­სია“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
126

წადი შვილო გაიარე,არ ხართ ისინი ვინც უნდა ააშენოს ქვეყანა, არც თქვენ და არც ქოცები.მომინდომა რა.

ზურაბ
159

ძალიან დიდი მოძრაობაა ხალხისთვის იბრძვიან, მერე უცებ აღმოჩნდება ზოგი მილიარდერი, ზოგი მილიონერი, ქართული ტერიტორიების 20 პროცენტი რუსების ხელში, დავით გარეჯი,აზერბაიჯანის და აჭარაში ათასობით თურქი საქართველოს მოქალაქე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თუ თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე და ამ უნიკალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა ფარსია" - ნიკა მელია

"თუ თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე და ამ უნიკალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა ფარსია" - ნიკა მელია

"ვერცერთი ოლიგარქი, ვერცერთი ოლიგარქის მილიარდი, წრფელი ადამიანების ემოციას ნამდვილად ვერ დაამარცხებს და ვერ აჯობებს", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პარტიის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ასევე თანაგუნდელ ლევან ვარშალომიძეს.

ნიკა მელიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ მიმზიდველი უნდა გახდეს და ბევრი ახალი ადამიანი შეუერთდეს.

"ახლა მთავარი არის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველას გაუღოს კარი. ვინც ახლა მისმენს, ვინც არ არის ჩამოყალიბებული, ვისი მხარე უნდა დაიკავოს მომავალში, თუნდაც ხვალ, მაგრამ აქვს იდეები, ამბიციები. ჩვენ უნდა გავხდეთ მათთვის მიმზიდველები. არ დაგიმალავთ, ჩემი მთავარი ამოცანა და ამბიცია არის ბევრი ახალი ადამიანი გამოცდილ ადამიანებთნ ერთად, რომლებმაც მიმიღეს ამ პარტიაში 2013-2014 წლებში.

ერთად ჩვენ ძალიან საინტერესო გზას გავივლით. ჩვენ არ ვიბრძვით საკუთარი თავის გამარჯვებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. ჩემი პირობა ძალიან პრინციპულია. თუ უახლოეს პერიოდში, თვეებში ვერ მოვახერხე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ წყალობდა "ნაციონალურ მოძრაობას, არ იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ აღარც "ქართული ოცნების“ მხარადამჭერები არიან უკვე დიდი ხანია, თუ ჩვენი თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე თქვენთან ერთად და ისინი არ გახდნენ ამ უნიკალური მოძრაობის წევრები, მე მოგატყუებთ თქვენ, მოვატყუებ საკუთარ თავს და ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა უბრალოდ ფარსია“, - განაცხადა მელიამ.

"მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ასე არ ხდება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

"დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი მთავარი დევიზი ილიას სიტყვებია: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ - ნიკა მელია

ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრები - ნიკა მელიამ განახლებული გუნდი წარადგინა