საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო" - სააკაშვილი მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
"ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო" - სააკაშვილი მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნიკა მე­ლი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვა მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის მის­თვის შე­უ­პოვ­რო­ბის, გამ­ბე­და­ო­ბის, თავ­გან­წირ­ვის სიმ­ბო­ლოა.

მან პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე მხარ­დამ­ჭე­რებს სი­ტყვით მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ახლა მთა­ვა­რია ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ბო­ლომ­დე შე­ტე­ვა“.

"მინ­და მო­გი­ლო­ცოთ პირ­ვე­ლი ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ნიკა მე­ლი­ას მინ­და მი­ვუ­ლო­ცო გა­მარ­ჯვე­ბა. ნიკა არის ჩემ­თვის შე­უ­პოვ­რო­ბის, გამ­ბე­და­ო­ბის, თავ­გან­წირ­ვის სიმ­ბო­ლო, რის გა­რე­შეც არა­ფე­რი გა­მო­ვა იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძო­ლის გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზე. მინ­და, ჩვენს ათა­სო­ბით აქ­ტი­ვისტს დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა იმის­თვის, რომ ამ­დე­ნი წელი უძ­ლებს რეპ­რე­სი­ებს, შე­ვიწ­რო­ე­ბას, არ ღა­ლა­ტობს იდე­ას და მთა­ვარ საქ­მეს.

მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლას, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ელექტრო­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ მო­მა­ვალ­ში, რო­გორც კი ამ უზურ­პა­ტო­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ვა­შო­რებთ, ყვე­ლა ძი­რი­თა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ სწო­რედ ასე იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლად, არ­ჩევ­ნებ­ში ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რით,

მთელ მსოფ­ლი­ო­ში ქარ­თვე­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ თა­ვის სამ­შობ­ლოს ბედს. ასე­ვე მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უარი თქვა, აჭა­რა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მოძ­რა­ო­ბა გა­შა­ლა, დაბ­რუნ­და და ბო­ლომ­დე იბ­რძვის. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ ოპო­ზი­ცი­ასთნ ერ­თად ამ არ­ჩევ­ნებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვეთ. ის ივა­ნიშ­ვილ­მა ქარ­თველ ხალ­ხს მო­პა­რა. ქარ­თველ ხალ­ხს ეი­მე­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი და ვე­ი­მე­დე­ბით ჩვენ, რომ მას ამ გა­მარ­ჯვე­ბას და­ვუბ­რუ­ნებთ. ამის­თვის ახლა უნდა აგორ­დეს სა­ბო­ლოო, გა­დამ­წყვე­ტი ტალ­ღა, რო­მე­ლიც უზურ­პა­ტორს, ოლი­გარ­ქს და მის მიერ შექ­მნილ მა­რი­ო­ნე­ტულ რე­ჟიმს წა­ლე­კავს და სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუ­ნებს მშვი­დო­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას. თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი იმე­დის თვა­ლით შე­მოგ­ვყუ­რებს.

ახლა მთა­ვა­რია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ერ­თი­ა­ნო­ბა და ბო­ლომ­დე შე­ვუ­ტი­ოთ. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. ამის ღრმად მრწამს და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვალთ სამ­შვი­დო­ბოს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყრი­ლო­ბა­ზე ნიკა მე­ლია პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
145

ნიკა წარმატებები!

***
117
ან ვერა და ვერ გადალახა ინფანტილიზმი. თანაც, აშკარაა, რომ არ ასვენებს ეშმაკი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო" - სააკაშვილი მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

"ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო" - სააკაშვილი მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ის მისთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლოა.

მან პარტიის ყრილობაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახლა მთავარია ერთიანობის შენარჩუნება და "ხელისუფლებისთვის ბოლომდე შეტევა“.

"მინდა მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მინდა მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა, ჩვენს ათასობით აქტივისტს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული ელექტრონულად, არჩევნებში ღილაკზე თითის დაჭერით,

მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავის სამშობლოს ბედს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ლევან ვარშალომიძეს, რომელმაც უკრაინის მთავრობაში ძალიან დიდი თანამდებობაზე უარი თქვა, აჭარასა და საქართველოში დიდი მოძრაობა გაშალა, დაბრუნდა და ბოლომდე იბრძვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ოპოზიციასთნ ერთად ამ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ის ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა. ქართველ ხალხს ეიმედება თითოეული ჩვენგანი და ვეიმედებით ჩვენ, რომ მას ამ გამარჯვებას დავუბრუნებთ. ამისთვის ახლა უნდა აგორდეს საბოლოო, გადამწყვეტი ტალღა, რომელიც უზურპატორს, ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს წალეკავს და საქართველოს დაუბრუნებს მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას. თითოეული ქართველი იმედის თვალით შემოგვყურებს.

ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ერთიანობა და ბოლომდე შევუტიოთ. ჩვენი საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ამის ღრმად მრწამს და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა, ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია - უნდა მივმართო პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს" - იაგო ხვიჩია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"