პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც AMBEBI.GE-ზე ასი ათასობით მკითხველმა წაიკითხა
2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც AMBEBI.GE-ზე ასი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2020 წელი რო­გორც მსოფ­ლი­ოს­თვის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ყვე­ლას დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლა. ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გარ­და, ქვე­ყა­ნა­ში არც პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ყო­ფი­ლა მშვი­დი. წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი აირ­ჩია. არ­ჩევ­ნე­ბის წინა და პოსტპე­რი­ო­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით, აქ­ცი­ე­ბით...

AMBEBI.GE მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბას­თან ერ­თად, მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და მკი­თხვე­ლის­თვის ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ეც­ნო, გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ნოს­ტალ­გი­უ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, მი­ე­ცა რჩე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით.

წლის ბო­ლოს ვა­ჯა­მებთ წლის ყვე­ლა­ზე კი­თხვად და პო­პუ­ლა­რულ სტა­ტი­ებს, რომ­ლებ­მაც AMBEBI.GE-ის მკი­თხვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა და ასი ათას­ზე მეტი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა.

გთა­ვა­ზობთ, 2020 წლის 10 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სტა­ტი­ას AMBEBI.GE-სგან:

გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ყვე­ლა­ზე ბევ­რი ნახ­ვა წელს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებს ჰქონ­და. ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც 170 ათას­მა ადა­მი­ან­მა წა­ი­კი­თხა, ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ უამ­რავ კი­თხვას ეხე­ბო­და.

უნდა ვე­ლო­დოთ თუ არა დათ­ბო­ბას­თან ერ­თად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბას, და­ცუ­ლე­ბი არი­ან თუ არა მა­ღა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი COVID-19-ის­გან, ვინ მი­ე­კუთ­ვნე­ბა რისკ-ჯგუ­ფებს, რო­გო­რია ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პი­რებ­ში - მა­შინ რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუს­ზე ძა­ლი­ან მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა AMBEBI.GE-ს კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე, რომ­ლის­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად და­მა­ი­მე­დე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ელო­დე­ბო­და. რა თქმა უნდა, წლის ყვე­ლა­ზე ნახ­ვად მა­სა­ლებ­ში მოხ­ვდა სტა­ტია, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის პი­რად ცხოვ­რე­ბას, ოჯახს შე­ე­ხე­ბა.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის, ბად­რი კა­კა­ბა­ძი­სა და და­რე­ჯან ჯო­ჯუ­ას რძა­ლი გახ­ლავთ, პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია. მან 2007-2008 წლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ყბა-სა­ხის იმპლან­ტა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სი გა­ი­ა­რა და რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე სწო­რედ იქ ცხოვ­რობ­და. გერ­მა­ნი­ა­ში ცნო­ბი­ლი ბად­რი კა­კა­ბა­ძის უფ­როს ვაჟ­ზე ტატო (ბი­ძი­ნა) კა­კა­ბა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. პირ­ვე­ლი შვი­ლი დათა წყვილს 2002 წელს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ რე­გესნ­ბურ­გში შე­ე­ძი­ნათ.

მი­ნისტრს ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან. მე­ო­რე შვი­ლი, რო­მე­ლიც ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ე­ძი­ნა, ბერა ივა­ნიშ­ვილს მო­ა­ნათ­ლი­ნა.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე ერ­თა­დერ­თი არ ყო­ფი­ლა, რომ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. AMBEBI.GE-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ ექ­სკლუ­ზი­ურ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის დას და მშობ­ლებს ეხე­ბო­და, 150 ათა­სი წა­კი­თხვა ჰქონ­და.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ერთი და ჰყავს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მუ­ნა მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კია და ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს. ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გახ­ლდათ თბი­ლი­სელ ან­დრეი ტოლსტო­ი­ზე, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

წყვილს ერთი ვაჟი ალექ­სან­დრე ტოლსტოი დარ­ჩა, რო­მე­ლიც დე­დას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა. თა­მუ­ნა შვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავს ძმა. გა­ხა­რი­ას დედა - მზია ლეჟა­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში მუ­შა­ობ­და. პრე­მი­ე­რის მშობ­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სი და მი­ტინ­გებ­ზეც ხში­რად და­დი­ოდ­ნენ. გა­ხა­რი­ას ოჯახს კი "ზვი­ა­დის­ტე­ბა­დაც“ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

ანას­ტა­სია ოს­ტრო­კო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში გა­იც­ნო და 2018 წელს იქორ­წი­ნეს. სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და (2014-2015 წლებ­ში). უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ასე­ვე ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკაც. შემ­დეგ კი ორ­გა­ნი­ზა­ცია CMI-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ და კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და საქ­მი­ა­ნობ­და. ანას­ტა­სია ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის­თვის მე­ო­რე მე­უღ­ლე გახ­ლდათ.

ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მის მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­სა და მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებს ეხე­ბო­და, ასე­ვე უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა წა­ი­კი­თხა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ჩა­ი­ძე ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ქარ­თვე­ლი ექი­მი მა­შინ­ვე უწო­დებ­და მითს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კო­რო­ნავ­რუსს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი­ვით გა­და­ი­ტანს.

მა­ჩა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით COVID 19 აჭარ­ბებს გრი­პის ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, გა­და­დის ბევ­რად მარ­ტი­ვად, ვიდ­რე სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი, პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო მეტ ადა­მი­ანს აა­ვა­დებს.

წელს კო­რო­ნა­ვირუს­მა გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­და მე­დი­ცი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი. პა­ა­ტა იმ­ნა­ძი­სა და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ბრი­ფინ­გებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით ელო­და.

წლის ყვე­ლა­ზე ნახ­ვად მა­სა­ლებს შო­რის მოხ­ვდა იმ­ნა­ძის შვი­ლის, ლიზი იმ­ნა­ძის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ეპი­დე­მი­ო­ლო­გის ცხოვ­რე­ბის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს ეხე­ბო­და.

67 წლის მეც­ნი­ე­რი ორი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მაა. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე - მაკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი 2011 წელს, სიმ­სივ­ნით და­ე­ღუ­პა. წყვილს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც დე­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მა­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­ახ­ლოვ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ტატა მა­მის გზას გაყ­ვა. 2017 წელს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ბი­ო­ლოგ ხა­თუ­ნა გო­გე­ლი­ა­ზე იქორ­წი­ნა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ზო­გა­დე­ო­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ წლის ნახ­ვად სტა­ტი­ებს შო­რის თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლაც მოხ­ვდა.

ჰი­ლალ ალ­თინ­ბი­ლე­ქი ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბია თურ­ქე­თი­დან, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იც­ნობს სე­რი­ა­ლი­დან „ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში.“ მომ­ხიბ­ვლელ მსა­ხი­ობს თურქ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­საც კი უწო­დე­ბენ და თვლი­ან, რომ ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ჰგავს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს.

ჰი­ლა­ლი 29 წლი­საა. ის 1991 წლის 21 იან­ვარს თურ­ქე­თის ქა­ლაქ იზ­მირ­ში და­ი­ბა­და. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თურ­ქულ მე­დი­ა­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია. მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბი ცდი­ლობს თა­ვი­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო არ გახ­დეს, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მე­დი­ის­თვის გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ხოლ­მე ცნო­ბი­ლი. ამ­ჟა­მად კი თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ჰი­ლალს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სე­რი­ა­ლის „ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში" ერთ-ერთ მსა­ხი­ობ 58 წლის ქე­რემ ალი­შიქთან.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ო­ჯახ­და. მისი მე­უღ­ლე იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­აა. წყვილს ქორ­წი­ნე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წელ­ში ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც მე­რი­კო და­არ­ქვეს.

წყვი­ლი ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა და მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის მა­ღა­ლია. წელს ექსმი­ნის­ტრის მე­უღ­ლე 36 წლის გახ­და და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იუ­ბი­ლე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში აღ­ნიშ­ნა.

ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა 123 ათას­მა ადა­მი­ან­მა წა­ი­კი­თხა.

2 ივ­ლისს, ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის, გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი მძი­მედ დაჭ­რეს. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია იყო, რაც შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით და­დას­ტურ­და. ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ თვი­თო­ნაც მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი ბუსა ჟვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. რა მოხ­და გამ­თე­ნი­ის 5 სა­ათ­ზე გოგი თო­ფა­ძის სახ­ლში და რა­ტომ დაჭ­რეს ლე­ვა­ნი­კო თო­ფა­ძე, ამის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და.

იმ­ჟა­მად AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­თა­ნაც რამ­დე­ნი­მე თვის და­შო­რე­ბუ­ლი იყო. ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლებს შო­რის მოხმდა­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ ამ მა­სა­ლას 109 000 წა­კი­თხვა ჰქონ­და.

მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა ზა­ფხულ­ში, ხევ­სუ­რეთ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ. შა­ტი­ლის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. 20 მგზავ­რი­დან მხო­ლოდ სამი გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს.

მა­შინ AMBEBI.GE-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა ფო­ტო­მა­სა­ლა და ჩა­წე­რა თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჩა­ვი­და და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა 107 ათას­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

გმად­ლობთ, რომ მთე­ლი წელი გვი­ერ­თგუ­ლეთ! გპირ­დე­ბით, 2021 წელ­შიც AMBEBI.GE მრა­ვალ­ფე­რო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ!

ავტორი:

2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც AMBEBI.GE-ზე ასი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც AMBEBI.GE-ზე ასი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2020 წელი როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის საკმაოდ რთული იყო. კორონავირუსის პანდემიამ ყველას დღის წესრიგი შეცვალა. ეპიდვითარების გარდა, ქვეყანაში არც პოლიტიკური ვითარება ყოფილა მშვიდი. წელს საქართველოს მოსახლეობამ ახალი პარლამენტი აირჩია. არჩევნების წინა და პოსტპერიოდები განსაკუთრებით გამოირჩეოდა დაპირისპირებებით, აქციებით...

AMBEBI.GE მიმდინარე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემების გაშუქებასთან ერთად, მუდმივად ცდილობდა მკითხველისთვის ახალი და საინტერესო ადამიანები გაეცნო, გაეხსენებინა ნოსტალგიური ისტორიები, მიეცა რჩევები სხვადასხვა საქმის პროფესიონალების დახმარებით.

წლის ბოლოს ვაჯამებთ წლის ყველაზე კითხვად და პოპულარულ სტატიებს, რომლებმაც AMBEBI.GE-ის მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა და ასი ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

გთავაზობთ, 2020 წლის 10 ყველაზე პოპულარულ სტატიას AMBEBI.GE-სგან:

გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ბევრი ნახვა წელს კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს ჰქონდა. ბიძინა კულუმბეგოვის ინტერვიუ, რომელიც 170 ათასმა ადამიანმა წაიკითხა, ვირუსთან დაკავშირებულ უამრავ კითხვას ეხებოდა.

უნდა ველოდოთ თუ არა დათბობასთან ერთად ახალი კორონავირუსის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებას, დაცულები არიან თუ არა მაღალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები COVID-19-ისგან, ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს, როგორია ლეტალობის მაჩვენებელი ქრონიკული დაავადების მქონე დაინფიცირებულ პირებში - მაშინ როდესაც კორონავირუსზე ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობდა საზოგადოებაში, კულუმბეგოვმა AMBEBI.GE-ს კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომლისგანაც საზოგადოება ყოველდღიურად დამაიმედებელ ინფორმაციას ელოდებოდა. რა თქმა უნდა, წლის ყველაზე ნახვად მასალებში მოხვდა სტატია, რომელიც მინისტრის პირად ცხოვრებას, ოჯახს შეეხება.

ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ცნობილი მსახიობების, ბადრი კაკაბაძისა და დარეჯან ჯოჯუას რძალი გახლავთ, პროფესიით სტომატოლოგია. მან 2007-2008 წლებში გერმანიაში ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი გაიარა და რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებამდე სწორედ იქ ცხოვრობდა. გერმანიაში ცნობილი ბადრი კაკაბაძის უფროს ვაჟზე ტატო (ბიძინა) კაკაბაძეზე იქორწინა. პირველი შვილი დათა წყვილს 2002 წელს გერმანიის ქალაქ რეგესნბურგში შეეძინათ.

მინისტრს ნათელმირონობა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან. მეორე შვილი, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს 2011 წელს საქართველოში შეეძინა, ბერა ივანიშვილს მოანათლინა.

ეკატერინე ტიკარაძე ერთადერთი არ ყოფილა, რომლის პირადი ცხოვრება და ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. AMBEBI.GE-ს მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ მასალას, რომელიც პრემიერის დას და მშობლებს ეხებოდა, 150 ათასი წაკითხვა ჰქონდა.

გიორგი გახარიას ერთი და ჰყავს. ჩვენი ინფორმაციით, თამუნა მედიცინის მუშაკია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. ის დაოჯახებული გახლდათ თბილისელ ანდრეი ტოლსტოიზე, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

წყვილს ერთი ვაჟი ალექსანდრე ტოლსტოი დარჩა, რომელიც დედასთან ერთად იზრდება. თამუნა შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს ძმა. გახარიას დედა - მზია ლეჟავა წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ არქივში მუშაობდა. პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ ზვიად გამსახურდიასი და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ. გახარიას ოჯახს კი "ზვიადისტებადაც“ მოიხსენიებდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ალექსანდრე კვიტაშვილის ახალგაზრდა მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა.

ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რაც, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა. წყვილმა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნო და 2018 წელს იქორწინეს. სანდრო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა (2014-2015 წლებში). უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ასევე ანასტასია ოსტროვსკაც. შემდეგ კი ორგანიზაცია CMI-ს თანამშრომელი გახლდათ და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე მუშაობდა. წყვილი უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ანასტასია ალექსანდრე კვიტაშვილისთვის მეორე მეუღლე გახლდათ.

ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი ექიმის მამუკა მაჩაიძის ინტერვიუ, რომელიც კორონავირუსის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებსა და მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებს ეხებოდა, ასევე უამრავმა ადამიანმა წაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ მაჩაიძე ჰოპკინსის უნივერსიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევაში იღებდა მონაწილეობას. ქართველი ექიმი მაშინვე უწოდებდა მითს ინფორმაციას, რომ კორონავრუსს საზოგადოება ჩვეულებრივი გრიპივით გადაიტანს.

მაჩაიძე აღნიშნავდა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლით COVID 19 აჭარბებს გრიპის ვირუსით სიკვდილიანობას, გადადის ბევრად მარტივად, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსები, პოტენციურად უფრო მეტ ადამიანს აავადებს.

წელს კორონავირუსმა განსაკუთრებით პოპულარული გახადა მედიცინის წარმომადგენლები, ასევე ეპიდემიოლოგები. პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის ბრიფინგებს საზოგადოება ყოველდღიურად განსაკუთრებული ყურადღებით ელოდა.

წლის ყველაზე ნახვად მასალებს შორის მოხვდა იმნაძის შვილის, ლიზი იმნაძის ინტერვიუ, რომელიც ეპიდემიოლოგის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს ეხებოდა.

67 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ, მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ტატა მამის გზას გაყვა. 2017 წელს, პაატა იმნაძემ ბიოლოგ ხათუნა გოგელიაზე იქორწინა.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები, გასაკვირი არ არის, რომ წლის ნახვად სტატიებს შორის თურქი მსახიობის შესახებ მომზადებული მასალაც მოხვდა.

ჰილალ ალთინბილექი ერთ-ერთი პოპულარული მსახიობია თურქეთიდან, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან „ერთხელ ჩუქუროვაში.“ მომხიბვლელ მსახიობს თურქ ანჯელინა ჯოლისაც კი უწოდებენ და თვლიან, რომ ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავს.

ჰილალი 29 წლისაა. ის 1991 წლის 21 იანვარს თურქეთის ქალაქ იზმირში დაიბადა. მისი პირადი ცხოვრების შესახებ თურქულ მედიაში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მართალია, მსახიობი ცდილობს თავისი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გახდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მედიისთვის გარკვეული დეტალები ხდება ხოლმე ცნობილი. ამჟამად კი თურქული მედიის ცნობით, ჰილალს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სერიალის „ერთხელ ჩუქუროვაში" ერთ-ერთ მსახიობ 58 წლის ქერემ ალიშიქთან.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მისი მეუღლე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. წყვილს ქორწინებიდან დაახლოებით ერთ წელში ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მერიკო დაარქვეს.

წყვილი ერთად საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია. წელს ექსმინისტრის მეუღლე 36 წლის გახდა და როგორც აღმოჩნდა, იუბილე მოკრძალებულად, ოჯახურ გარემოში აღნიშნა.

ამ თემაზე AMBEBI.GE-ზე მომზადებული მასალა 123 ათასმა ადამიანმა წაიკითხა.

2 ივლისს, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილი მძიმედ დაჭრეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრაში ბრალდებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია იყო, რაც შსს-ს ოფიციალური განცხადებით დადასტურდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ თვითონაც მსუბუქად დაჭრილი ბუსა ჟვანია დაკავებული იყო. რა მოხდა გამთენიის 5 საათზე გოგი თოფაძის სახლში და რატომ დაჭრეს ლევანიკო თოფაძე, ამის შესახებ მედიაში არაერთი ვერსია გავრცელდა.

იმჟამად AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, რომ ბუსა თოფაძეების სახლში ყოფილი შეყვარებულის გამო მივიდა, რომელთანაც რამდენიმე თვის დაშორებული იყო. ცნობილი ოჯახის შვილებს შორის მოხმდარი კონფლიქტის შესახებ მომზადებულ ამ მასალას 109 000 წაკითხვა ჰქონდა.

მთელი ქვეყანა შეძრა ზაფხულში, ხევსურეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ. შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 20 მგზავრიდან მხოლოდ სამი გადაურჩა სიკვდილს.

მაშინ AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტომასალა და ჩაწერა თვითმხილველი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნული მასალა 107 ათასმა ადამიანმა ნახა.

გმადლობთ, რომ მთელი წელი გვიერთგულეთ! გპირდებით, 2021 წელშიც AMBEBI.GE მრავალფეროვან და საინტერესო მასალებს შემოგთავაზებთ!

სროლა დიღომში - არსებული ინფორმაციით, არის დაჭრილი

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა