პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი წელი იქნება, რაც ცოლად შეირთო... როგორც ჩანს, მთვრალმა მოკლა საწყალი გოგო" - სამტრედიაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
"ორი წელი იქნება, რაც ცოლად შეირთო... როგორც ჩანს, მთვრალმა მოკლა საწყალი გოგო" - სამტრედიაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

სამ­ტრე­დი­ა­ში, იმე­რე­თის ქუ­ჩა­ზე, ქმარ­მა ცოლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით მოკ­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, ქალი კი სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა და ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო ბრი­გა­დას უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. ძა­ლოვ­ნებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 32 წლის მალ­ხაზ მხე­ი­ძე მა­ლე­ვე სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლთან ახ­ლოს, ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ მალ­ხაზ მხე­ი­ძეს ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, რაც 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, რის შემ­დეგ მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. თუმ­ცა უც­ნო­ბია დე­ტა­ლუ­რად რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მან გა­მო­ძი­ე­ბას.

მხე­ი­ძე­ე­ბის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი მათ­თვის უც­ნო­ბია. მათი თქმით, მოკ­ლუ­ლი ქალი ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­სა­მე ცო­ლია.

"ორი წელი იქ­ნე­ბა რაც ცო­ლად შე­ირ­თო ეს გოგო, მათ სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავთ. რა­ტომ იჩხუ­ბეს ცოლ-ქმარ­მა, არ ვი­ცით, ეტყო­ბა სახ­ლში მარ­ტო იყ­ვნენ, ისე მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და­კა­ვე­ბუ­ლის მამა და ძმა. რო­გორც გა­ვი­გეთ, დი­ლით უჩხუ­ბი­ათ სა­უზ­მის დროს ძეხ­ვის დაჭ­რის გამო. არა შენ და­ჭე­რი, არა შენო. გაბ­რა­ზე­ბულ მა­მა­კაცს კი ცო­ლის­თვის უს­ვრია სამ­ზა­რე­უ­ლოს დანა და პირ­და­პირ არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა. ქალი გა­სუ­ლა მე­ო­რე ოთახ­ში და ია­ტაკ­ზე და­ვარ­დნი­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლის ძმას გა­მო­უ­ძა­ხია სას­წრა­ფო, მაგ­რამ რომ მო­ვიდ­ნენ, ქალი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ეტყო­ბა არ­ტე­რი­ა­ში რომ ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა, სის­ხლის­გან უცებ და­ი­ცა­ლა. მერე გა­ვი­გეთ რომ მალ­ხა­ზი და­ა­კა­ვეს, სხვა არა­ფე­რი ვი­ცით", - აღ­ნიშ­ნა მხე­ი­ძე­ე­ბის მე­ზო­ბელ­მა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეგრელი
8

ტიპი 88 იანია და მესამე ცოლი ყავდა, ეს უკვე დიაგნოზია

ზურა
4

13 -17 კი არა 50 უნდა იყოს ადამიანის გაწირვაზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ორი წელი იქნება, რაც ცოლად შეირთო... როგორც ჩანს, მთვრალმა მოკლა საწყალი გოგო" - სამტრედიაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ორი წელი იქნება, რაც ცოლად შეირთო... როგორც ჩანს, მთვრალმა მოკლა საწყალი გოგო" - სამტრედიაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე, ქმარმა ცოლი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამზარეულოს დანით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ქალი კი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე მისულ სასწრაფო ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა. ძალოვნებმა აღნიშნული დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის მალხაზ მხეიძე მალევე სამტრედიაში, საკუთარ სახლთან ახლოს, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ მალხაზ მხეიძეს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგ მოკლულის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. თუმცა უცნობია დეტალურად რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას.

მხეიძეების მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის დეტალები მათთვის უცნობია. მათი თქმით, მოკლული ქალი ბრალდებული მამაკაცის მესამე ცოლია.

"ორი წელი იქნება რაც ცოლად შეირთო ეს გოგო, მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. რატომ იჩხუბეს ცოლ-ქმარმა, არ ვიცით, ეტყობა სახლში მარტო იყვნენ, ისე მათთან ერთად ცხოვრობდა დაკავებულის მამა და ძმა. როგორც გავიგეთ, დილით უჩხუბიათ საუზმის დროს ძეხვის დაჭრის გამო. არა შენ დაჭერი, არა შენო. გაბრაზებულ მამაკაცს კი ცოლისთვის უსვრია სამზარეულოს დანა და პირდაპირ არტერიაში მოხვდა. ქალი გასულა მეორე ოთახში და იატაკზე დავარდნილა. ბრალდებულის ძმას გამოუძახია სასწრაფო, მაგრამ რომ მოვიდნენ, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ეტყობა არტერიაში რომ ჰქონდა ჭრილობა, სისხლისგან უცებ დაიცალა. მერე გავიგეთ რომ მალხაზი დააკავეს, სხვა არაფერი ვიცით", - აღნიშნა მხეიძეების მეზობელმა...წაიკითხეთ სრულად

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამართალდამცავს ბრალი წარუდგინეს

ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

"ამბობდა, დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო, მანქანაში მოხდა ეს ამბავი" - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც თელავის მკვლელობას შეესწრო