მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ხმები" - "ჩვენი ხმების საგანძურში"
"ქართული ხმები" - "ჩვენი ხმების საგანძურში"

"პა­ლიტ­რა მე­დი­ა­სა" და ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის - "ჩვე­ნი ხმე­ბის სა­გან­ძუ­რის" მო­რი­გი CD ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რე­ბის ნაკ­რებს წარ­მოგ­ვიდ­გენს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ პრო­ექ­ტით, მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ­თან ერ­თად, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის თითო მუ­სი­კა­ლურ დისკს მი­ი­ღებს. პირ­ვე­ლი დის­კი ჯგუფ "შინს" ეკუთ­ვნო­და. "ქარ­თულ­მა ხმებ­მა" მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი, მათ რე­პერ­ტუ­არ­ში შე­სუ­ლი ხალ­ხუ­რი, სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რე­ბი თუ სა­გა­ლობ­ლე­ბი მსმე­ნელს ემო­ცი­ით ავ­სებს. პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ან­სამ­ბლის წევ­რს - ბა­ტონ თე­მურ ჭკუ­ა­სელს ვე­სა­უბ­რეთ.

- "პა­ლიტ­რა მე­დია" მო­უს­ვე­ნარ ადა­მი­ანს მა­გო­ნებს - სულ ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბი იბა­დე­ბა თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის წი­აღ­ში. მე რა­საც გა­ვე­ცა­ნი, ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სოა და მო­მე­წო­ნა. ძა­ლი­ან მომ­წონს პრო­ექ­ტი "ქარ­თუ­ლი პრო­ზის სა­გან­ძუ­რი", რო­მელ­საც ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი გა­უჩ­ნდა: ზოგი პო­ე­ზი­ას უშ­ვებს, ზო­გიც - უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რაც ნიშ­ნავს, რომ კარ­გია.

- "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის სა­გან­ძურ­ზე" რას გვე­ტყვით? რო­გორ მოგ­წონთ ეს პრო­ექ­ტი?

- ბო­ლომ­დე ჩა­ხე­დუ­ლი არა ვარ, მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად, იდეა ძა­ლი­ან კარ­გია. პრო­ზის შემ­თხვე­ვა­ში არ არის ძნე­ლი იმ ავ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა, რომ­ლე­ბიც უნდა მოხ­ვდნენ ამ სა­გან­ძუ­რის სე­რი­ა­ში, სიმ­ღე­რა კი - სხვა სა­კი­თხია: არ ვიცი, რის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ - ხალ­ხუ­რი, სა­ესტრა­დო თუ სხვა მუ­სი­კა იქ­ნე­ბა. ამ პრო­ექ­ტის კა­რის შემ­ღე­ბი, ან­სამ­ბლი "შინი" გახ­ლავთ; წმინ­და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ არის, მაგ­რამ კარ­გი ან­სამ­ბლია და სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი - თა­ნა­მედ­რო­ვე ჯა­ზი­სა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ელე­მენ­ტე­ბია შერ­წყმუ­ლი. რად­გან პრო­ექ­ტი "ში­ნით" და­ი­წყო, ვფიქ­რობ, მრა­ვალპ­ლა­ნი­ა­ნი იქ­ნე­ბა და ჩემი აზ­რით, გა­ა­მარ­თლებს. "კვი­რის პა­ლიტ­რის" გა­მოს­ვლის დღი­დან თქვე­ნი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და მინ­და, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო "პა­ლიტ­რა მე­დი­ას".

- თქვენს CD-ში რამ­დე­ნი სიმ­ღე­რა შე­ვი­და?

- პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ექ­ტის მეს­ვე­უ­რებს, რომ არ და­ვა­ვი­წყდით და ამ პრო­ექ­ტში ჩაგ­ვრთეს. რო­დე­საც ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ, 10 სიმ­ღე­რა შე­ვარ­ჩიე - წმინ­და ხალ­ხუ­რი და პლუს - კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის. სა­ეკ­ლე­სიო "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი", რო­მე­ლიც ან­სამ­ბლის შექ­მნის გა­რიჟ­რაჟ­ზე გვაქვს ჩა­წე­რი­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 1985 წელს) და სულ ახალ­გაზ­რდუ­ლი ხმე­ბი ის­მის (იღი­მის), დღემ­დე უნი­კა­ლურ ჩა­ნა­წე­რად ით­ვლე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი უნდა გა­ვიხ­სე­ნო: კორ­სი­კა­ზე პა­ტა­რა ქა­ლა­ქია - კალ­ვი, სა­დაც რამ­დენ­ჯერ­მე გახ­ლდით ჩა­სუ­ლი. იქ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბა­რია, რო­მე­ლიც სა­ღა­მო­ო­ბით იწყებს მუ­შა­ო­ბას; ჰოდა, თურ­მე ყო­ვე­ლი დღე იქ ამ სიმ­ღე­რით იწყე­ბა. ეს რომ შე­ვი­ტყვეთ, რა თქმა უნდა, გვე­სი­ა­მოვ­ნა...

გარ­და ამი­სა, დის­კში შევა: "შავ­ლე­გო", რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-90-იან წლებ­ში, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის აღ­მავ­ლო­ბის დროს, ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო - სა­დაც უნდა მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით, ყველ­გან გვთხოვ­დნენ, გვემ­ღე­რა; გუ­რუ­ლი "ხა­სან­ბე­გუ­რა" ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი სიმ­ღე­რა; ჰი­ტე­ბი - "გა­ზა­ფხუ­ლი შე­მო­სუ­ლა, ლენ", "ჩიტი-გვრი­ტი მოფ­რი­ნავ­და", "მუ­ხამ­ბა­ზი თბი­ლისს" და ა.შ., - რაც ჩვენს რე­პერ­ტუ­არ­შია და რაც მსმე­ნელს მოს­წონს. ამ პრო­ექ­ტის კონ­სულ­ტა­ნი ვინ არის, არ ვიცი, მაგ­რამ მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვებ­მე­ბო­დი, რად­გან ქარ­თულ მუ­სი­კა­ში ბევ­რი რა­მაა მი­საგ­ნე­ბი: თით­ქოს ზე­და­პირ­ზეა, მაგ­რამ მა­ინც ბევ­რი რა­მის აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა.

- ამ­ჟა­მად რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ არის "ქარ­თულ ხმებ­ში"?

- ჩვე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტა­რა მოძ­რა­ო­ბაც კი უკვე სი­ახ­ლეა, რად­გან აქ­ტი­უ­რად აღარ ვმოღ­ვა­წე­ობთ. წელს ფეს­ტი­ვალ­ზე - "ქარ­თუ­ლი სული" ოქ­როს მე­და­ლი გად­მოგ­ვე­ცა, მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის. 2 თვის წინ ქუ­თა­ის­ში მო­ა­წყვეს გა­მო­კი­თხვა - ვის­თან ისურ­ვებ­დით შეხ­ვედ­რას? - და ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა ჩვენ აგ­ვირ­ჩი­ეს. კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. ისე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ხალ­ხის­გან მო­დი­ო­და, იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს... შე­მოდ­გო­მა­ზე ბე­ლო­რუ­სი­ა­ში უნ­დათ, რომ ჩა­ტარ­დეს ნანი ბრეგ­ვა­ძის კონ­ცერ­ტი ჩვენ­თან ერ­თად. მსგავ­სი კონ­ცერ­ტი ადრე პე­ტერ­ბურ­გში გვქონ­და, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი რომ არ­სე­ბობ­და. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­ცერ­ტი იყო, 4000 კაცი ეს­წრე­ბო­და და, რო­გორც ჩანს, ის პრო­დი­უ­სე­რი (რო­მელ­მაც ახლა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა) ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ამის შე­სა­ხებ და გა­და­წყვი­ტა, ეს იდეა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

- ის ალ­ბო­მე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ­ლე­ბიც თქვენს ან­სამ­ბლს ეკუთ­ვნის...

- ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი საფ­რან­გეთ­ში გა­მო­ვი­და, მე­ო­რე - პრა­ღა­ში; პირ­ველს ერ­ქვა "ხსოვ­ნა", მე­ო­რეს - "წლე­ბი". პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვინც ჩD-ს სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით, რად­გან მა­შინ, რო­გორც წესი, დისკს ან ფირ­ფი­ტას აწერ­დნენ ხოლ­მე: "მღე­რის ესა და ეს ან­სამ­ბლიო"... შემ­დეგ გა­მო­ვუშ­ვით ალ­ბო­მი "მუ­ხამ­ბა­ზი თბი­ლისს", სა­დაც მხო­ლოდ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რე­ბი შე­ვი­და და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ამას სხვა ალ­ბო­მე­ბიც მოჰ­ყვა... "პა­ლიტ­რის" პრო­ექ­ტის­თვის ძი­რი­თა­დად, ამ სამი დის­კი­და­ნაა არ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი. ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად და­ვამ­თავ­რეთ მოღ­ვა­წე­ო­ბა და ხან­და­ხან, "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" რომ დგე­ბა, "გა­ვის­ვრით ხოლ­მე თოფს" (იცი­ნის).

- სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ტროლ­ზე რო­დის იყა­ვით ბო­ლოს?

- დიდი ხა­ნია, აღარ ვყო­ფილ­ვართ. ბო­ლოს საფ­რან­გეთ­ში ვი­ყა­ვით, აგ­ვის­ტოს ომის დროს, 2008 წელს. სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით, პა­რიზ­ში, მად­ლე­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და და რად­გან იქ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც მი­ვი­ღეთ... ჩვე­ნი პა­სი­უ­რო­ბა წლე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი: ან­სამ­ბლის ერთ-ერთი წევ­რი საკ­მა­ოდ ცუ­და­დაა, ერ­თიც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გარ­და­იც­ვა­ლა; ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს და ისე­თი შე­მარ­თე­ბით ვე­ღარ ვართ, თუმ­ცა რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბას მა­ინც ვა­პი­რებთ, ვნა­ხოთ - ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩეს. ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას­თან, სამ­წუ­ხა­როდ, კონ­ტაქ­ტე­ბი თით­ქმის აღარ გვაქვს. და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის წინ გვი­თხრეს, - ჩვენ ჩვენ­თვის ვიქ­ნე­ბი­თო...

- პი­რა­დად თქვენ ამ­ჟა­მად რაზე მუ­შა­ობთ?

- რად­გან სიმ­ღე­რის ას­პა­რეზ­ზე იმ­დე­ნი აქ­ტი­ვო­ბით აღარ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, იმ და­ნაკ­ლისს, წე­რის ას­პა­რეზ­ზე ვი­ნა­ზღა­უ­რებ. ამ ცოტა ხნის წინ "ლი­ტე­რა­ტუ­რულ პა­ლიტ­რა­ში" და­ი­ბეჭ­და ჩემი ეპო­პე­უ­რი ხა­სი­ა­თის კი­ნოს­ცე­ნა­რი "სიმ­ღე­რით გამთბა­რი მიწა". და­ახ­ლო­ე­ბით 3,5 თვე მო­ვუნ­დი წე­რას, რთუ­ლად და­სა­წე­რი დი­ა­ლო­გე­ბი იყო. ახლა 2 კვი­რით თბი­ლისს დავ­ტო­ვებ და მერე უკვე ფილ­მის პო­ტენ­ცი­ურ დამ­ფი­ნან­სებ­ლებ­თან და­ვი­წყებ ურ­თი­ერ­თო­ბას. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მი უნდა გა­მო­ვი­დეს. თუ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, "გზის" უახ­ლო­ეს ნო­მერ­ში ამ პრო­ექ­ტზე ცალ­კე ვი­სა­უბ­როთ.

- აუ­ცი­ლებ­ლად. და­ბო­ლოს, ისიც გვი­თხა­რით - სხვა ახალ ნა­წარ­მო­ებ­საც ხომ არ წერთ?

- დიახ. ბა­თუმ­ში, "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­სა­ვით" მო­უს­ვე­ნა­რი ქალ­ბა­ტო­ნი - იზო ფო­ფხა­ძე ცხოვ­რობს; წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა უყ­ვარს და გუ­რი­ა­ზე უნ­დო­და წიგ­ნის შექ­მნა, ამი­ტომ მო­მა­კი­თხა. დი­ა­ლო­გის ფორ­მა ავირ­ჩიე, რად­გან ეს ჯერ კი­დევ ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში იყო მი­ღე­ბუ­ლი. იმ ჭა­ლა­ში, რო­მელ­საც "აკა­დე­მია" ერ­ქვა, ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი დი­ა­ლო­გის ფორ­მით სა­უბ­რობ­დნენ. ჰოდა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ - მი­ვემ­გზავ­რე­ბი გუ­რი­ა­ში და ვი­თომ ვი­ღაც და­მემ­გზავ­რა, ვი­საც ვუყ­ვე­ბი ყვე­ლა­ფერს - გუ­რულ იუ­მორ­ზე, სპორტზე, ცხე­ნოს­ნო­ბა­ზე, ხალ­ხზე, ხა­სი­ათ­ზე, სა­ხე­ლის წარ­მო­შო­ბა­ზე, სიმ­ღე­რებ­ზე... რომ გა­დავ­ხე­დე, კარ­გი წა­სა­კი­თხია. იდეა გა­მიჩ­ნდა: შე­მიძ­ლია შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რომ მსგავ­სი დი­ა­ლო­გე­ბის ფორ­მით და­ი­წე­როს პა­ტარ-პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტე­ბი; მშვე­ნი­ე­რი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა უცხო­ე­ლე­ბის­თვი­საც და ქარ­თვე­ლე­ბის­თვი­საც.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ქართული ხმები" - "ჩვენი ხმების საგანძურში"

"ქართული ხმები" - "ჩვენი ხმების საგანძურში"

"პალიტრა მედიასა" და ჟურნალ "ბომონდის" ერთობლივი პროექტის - "ჩვენი ხმების საგანძურის" მორიგი CD ანსამბლ "ქართული ხმების" საუკეთესო სიმღერების ნაკრებს წარმოგვიდგენს. მოგეხსენებათ, ამ პროექტით, მკითხველი ჟურნალთან ერთად, წლის განმავლობაში ქართველი შემსრულებლების თითო მუსიკალურ დისკს მიიღებს. პირველი დისკი ჯგუფ "შინს" ეკუთვნოდა. "ქართულმა ხმებმა" მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი, მათ რეპერტუარში შესული ხალხური, საესტრადო სიმღერები თუ საგალობლები მსმენელს ემოციით ავსებს. პროექტის შესახებ ანსამბლის წევრს - ბატონ თემურ ჭკუასელს ვესაუბრეთ.

- "პალიტრა მედია" მოუსვენარ ადამიანს მაგონებს - სულ ახალ-ახალი იდეები იბადება თქვენი კომპანიის წიაღში. მე რასაც გავეცანი, ყველა საინტერესოა და მომეწონა. ძალიან მომწონს პროექტი "ქართული პროზის საგანძური", რომელსაც ბევრი მიმდევარი გაუჩნდა: ზოგი პოეზიას უშვებს, ზოგიც - უცხოურ ლიტერატურას, რაც ნიშნავს, რომ კარგია.

- "ქართული ხმების საგანძურზე" რას გვეტყვით? როგორ მოგწონთ ეს პროექტი?

- ბოლომდე ჩახედული არა ვარ, მაგრამ თავისთავად, იდეა ძალიან კარგია. პროზის შემთხვევაში არ არის ძნელი იმ ავტორების შერჩევა, რომლებიც უნდა მოხვდნენ ამ საგანძურის სერიაში, სიმღერა კი - სხვა საკითხია: არ ვიცი, რის მიხედვით არჩევენ - ხალხური, საესტრადო თუ სხვა მუსიკა იქნება. ამ პროექტის კარის შემღები, ანსამბლი "შინი" გახლავთ; წმინდა ქართული სიმღერა არ არის, მაგრამ კარგი ანსამბლია და საინტერესო მიგნება აქვს გაკეთებული - თანამედროვე ჯაზისა და ქართული სიმღერის ელემენტებია შერწყმული. რადგან პროექტი "შინით" დაიწყო, ვფიქრობ, მრავალპლანიანი იქნება და ჩემი აზრით, გაამართლებს. "კვირის პალიტრის" გამოსვლის დღიდან თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ და მინდა, წარმატებები ვუსურვო "პალიტრა მედიას".

- თქვენს CD-ში რამდენი სიმღერა შევიდა?

- პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის მესვეურებს, რომ არ დავავიწყდით და ამ პროექტში ჩაგვრთეს. როდესაც ჩემთან მოვიდნენ, 10 სიმღერა შევარჩიე - წმინდა ხალხური და პლუს - კომპოზიტორების. საეკლესიო "მრავალჟამიერი", რომელიც ანსამბლის შექმნის გარიჟრაჟზე გვაქვს ჩაწერილი (დაახლოებით 1985 წელს) და სულ ახალგაზრდული ხმები ისმის (იღიმის), დღემდე უნიკალურ ჩანაწერად ითვლება. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი უნდა გავიხსენო: კორსიკაზე პატარა ქალაქია - კალვი, სადაც რამდენჯერმე გახლდით ჩასული. იქ ერთი პოპულარული ბარია, რომელიც საღამოობით იწყებს მუშაობას; ჰოდა, თურმე ყოველი დღე იქ ამ სიმღერით იწყება. ეს რომ შევიტყვეთ, რა თქმა უნდა, გვესიამოვნა...

გარდა ამისა, დისკში შევა: "შავლეგო", რომელიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს, ძალზე პოპულარული იყო - სადაც უნდა მოვხვედრილიყავით, ყველგან გვთხოვდნენ, გვემღერა; გურული "ხასანბეგურა" ერთ-ერთი ურთულესი სიმღერა; ჰიტები - "გაზაფხული შემოსულა, ლენ", "ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა", "მუხამბაზი თბილისს" და ა.შ., - რაც ჩვენს რეპერტუარშია და რაც მსმენელს მოსწონს. ამ პროექტის კონსულტანი ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ მეც სიამოვნებით ჩავებმებოდი, რადგან ქართულ მუსიკაში ბევრი რამაა მისაგნები: თითქოს ზედაპირზეა, მაგრამ მაინც ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება.

- ამჟამად რაიმე სიახლე ხომ არ არის "ქართულ ხმებში"?

- ჩვენი ნებისმიერი პატარა მოძრაობაც კი უკვე სიახლეა, რადგან აქტიურად აღარ ვმოღვაწეობთ. წელს ფესტივალზე - "ქართული სული" ოქროს მედალი გადმოგვეცა, მთელი ამ წლების განმავლობაში დამსახურებისათვის. 2 თვის წინ ქუთაისში მოაწყვეს გამოკითხვა - ვისთან ისურვებდით შეხვედრას? - და ქუთაისელებმა ჩვენ აგვირჩიეს. კონცერტი ჩავატარეთ. ისეთი დიდი სიყვარული, რომელიც ხალხისგან მოდიოდა, იშვიათად მინახავს... შემოდგომაზე ბელორუსიაში უნდათ, რომ ჩატარდეს ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩვენთან ერთად. მსგავსი კონცერტი ადრე პეტერბურგში გვქონდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი რომ არსებობდა. ძალიან ძლიერი კონცერტი იყო, 4000 კაცი ესწრებოდა და, როგორც ჩანს, ის პროდიუსერი (რომელმაც ახლა შემოგვთავაზა კონცერტის ჩატარება) ინფორმირებული იყო ამის შესახებ და გადაწყვიტა, ეს იდეა განახორციელოს.

- ის ალბომები გავიხსენოთ, რომლებიც თქვენს ანსამბლს ეკუთვნის...

- ჩვენი პირველი ალბომი საფრანგეთში გამოვიდა, მეორე - პრაღაში; პირველს ერქვა "ხსოვნა", მეორეს - "წლები". პირველები ვიყავით, ვინც ჩD-ს სახელი დავარქვით, რადგან მაშინ, როგორც წესი, დისკს ან ფირფიტას აწერდნენ ხოლმე: "მღერის ესა და ეს ანსამბლიო"... შემდეგ გამოვუშვით ალბომი "მუხამბაზი თბილისს", სადაც მხოლოდ კომპოზიტორების სიმღერები შევიდა და ძალიან პოპულარული იყო. ამას სხვა ალბომებიც მოჰყვა... "პალიტრის" პროექტისთვის ძირითადად, ამ სამი დისკიდანაა არჩეული სიმღერები. ჩვენ ფაქტობრივად დავამთავრეთ მოღვაწეობა და ხანდახან, "ნადირობის სეზონი" რომ დგება, "გავისვრით ხოლმე თოფს" (იცინის).

- საზღვარგარეთ გასტროლზე როდის იყავით ბოლოს?

- დიდი ხანია, აღარ ვყოფილვართ. ბოლოს საფრანგეთში ვიყავით, აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს. საქართველოს სოლიდარობის მიზნით, პარიზში, მადლენის ეკლესიაში კონცერტი ჩატარდა და რადგან იქ ვიმყოფებოდით, მონაწილეობაც მივიღეთ... ჩვენი პასიურობა წლებითაა გამოწვეული: ანსამბლის ერთ-ერთი წევრი საკმაოდ ცუდადაა, ერთიც, მოგეხსენებათ, გარდაიცვალა; ეს ყველაფერი მოქმედებს და ისეთი შემართებით ვეღარ ვართ, თუმცა რაღაცების გაკეთებას მაინც ვაპირებთ, ვნახოთ - ჯერჯერობით საიდუმლოდ დარჩეს. ახალგაზრდა თაობასთან, სამწუხაროდ, კონტაქტები თითქმის აღარ გვაქვს. დაახლოებით 4 წლის წინ გვითხრეს, - ჩვენ ჩვენთვის ვიქნებითო...

- პირადად თქვენ ამჟამად რაზე მუშაობთ?

- რადგან სიმღერის ასპარეზზე იმდენი აქტივობით აღარ გამოვირჩევი, იმ დანაკლისს, წერის ასპარეზზე ვინაზღაურებ. ამ ცოტა ხნის წინ "ლიტერატურულ პალიტრაში" დაიბეჭდა ჩემი ეპოპეური ხასიათის კინოსცენარი "სიმღერით გამთბარი მიწა". დაახლოებით 3,5 თვე მოვუნდი წერას, რთულად დასაწერი დიალოგები იყო. ახლა 2 კვირით თბილისს დავტოვებ და მერე უკვე ფილმის პოტენციურ დამფინანსებლებთან დავიწყებ ურთიერთობას. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ფილმი უნდა გამოვიდეს. თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, "გზის" უახლოეს ნომერში ამ პროექტზე ცალკე ვისაუბროთ.

- აუცილებლად. დაბოლოს, ისიც გვითხარით - სხვა ახალ ნაწარმოებსაც ხომ არ წერთ?

- დიახ. ბათუმში, "პალიტრა მედიასავით" მოუსვენარი ქალბატონი - იზო ფოფხაძე ცხოვრობს; წიგნების გამოცემა უყვარს და გურიაზე უნდოდა წიგნის შექმნა, ამიტომ მომაკითხა. დიალოგის ფორმა ავირჩიე, რადგან ეს ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იყო მიღებული. იმ ჭალაში, რომელსაც "აკადემია" ერქვა, ბერძენი ფილოსოფოსები დიალოგის ფორმით საუბრობდნენ. ჰოდა, წარმოიდგინეთ - მივემგზავრები გურიაში და ვითომ ვიღაც დამემგზავრა, ვისაც ვუყვები ყველაფერს - გურულ იუმორზე, სპორტზე, ცხენოსნობაზე, ხალხზე, ხასიათზე, სახელის წარმოშობაზე, სიმღერებზე... რომ გადავხედე, კარგი წასაკითხია. იდეა გამიჩნდა: შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ მსგავსი დიალოგების ფორმით დაიწეროს პატარ-პატარა ჩანახატები; მშვენიერი საჩუქარი იქნება უცხოელებისთვისაც და ქართველებისთვისაც.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება