ავტორი:

"უსახსრობის გამო ვერავის შევატყობინე, შეშინებული ვიყავი" - რას ამბობს მამაკაცი, რომელსაც გარდაცვლილი დედის ცხედარი ერთი თვე სახლში ჰყავდა

"უსახსრობის გამო ვერავის შევატყობინე, შეშინებული ვიყავი" - რას ამბობს მამაკაცი, რომელსაც გარდაცვლილი დედის ცხედარი ერთი თვე სახლში ჰყავდა

66 წლის ქალის ცხედარი, რომელიც 15 ნოემბრის შემდეგ ოჯახის წევრებს ბინაში ჰყავდათ, ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისი შვილი, ზურა ბარბაქაძე "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს, რომ უსახსრობის გამო დედის გარდაცვალების შესახებ ვერავის შეატყობინა.

"ძლივს დადიოდა ბოლოს, 66 წლის იყო. გულის შეტევა ჰქოდა მიღებული. პარალიზებული იყო. თვითონაც არ ელოდებოდა სიკვდილს. უსახსრობის გამო ვერავის შევატყობინე, შეშინებული ვიყავი" - ამბობს ზურა ბარბაქაძე.

როგორც მეზობლები ჰყვებიან ალა ჩიბისოვა გაბრიელ სალოსის გამზირზე ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით, მათ ჩაკეტილი ოჯახი ჰქონდათ და არავისთან კონტაქტობდნენ.

"შემთხვევით გავიგეთ ეს ამბავი. ბიჭი შემხვდა კიბეებზე და მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა. მივუსამძიმრე და შემდეგ უკვე თქვა, რომ დედა 15 ნოემბერს გარდაიცვალა და არ გაგვისვენებიაო" - ჰყვებიან გარდაცვლილის მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"დედას სისტემატურად სცემდა... ეტყობა, მორიგი კონფლიქტის დროს გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა" - ბორჯომში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ტრაგედია ბორჯომში - ახალი წლის ღამეს მამაკაცი, სავარაუდოდ, დედამ მოკლა