ავტორი:

სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად?

სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად?

სათამაშოების ხარისხი – ეს ერთ–ერთია იმ აქტუალურ თემებს შორის, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. დღეს საქართველოში ხარისხიან სათამაშოზე ხელმისაწვდომობა არც ისე დიდია, რადგან მხოლოდ ბრენდული მაღაზიები სთავაზობენ სერტიფიცირებულ სათამაშოებს მომხმარებელს და მათი ფასი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია.

ბევრმა, ალბათ, ჯერ არ იცის, რომ ფარნავაზ მეფის #1–ში, არსებობს 3500 კვ. მ. სივრცეში განლაგებული „ვიშლისთის“ შოურუმი, რომელშიც თავმოყრილია მსოფლიო ბრენდების EN71 სერტიფიკატის მქონე უმაღლესი ხარისხის სათამაშოების ფართო არჩევანი. ეს „ვიშლისთის“ ბავშვთა სამყაროა - კომპანია, რომელიც უკვე ოთხი წელია, ქართულ ბაზარზეა და მომხმარებელს ტრადიცულად მაღალ ხარისხსა და მუდმივად მზარდ ასორტიმენტს სთავაზობს. ახლახანს კომპანიამ სახელზე „ბავშვთა სამყარო“ ლიცენზიაც მოიპოვა და ის დამსახურებულად გახდა საქართველოში ყველაზე დიდი სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს ბავშვისთვის, რაც მთავარია, სერტიფიცირებულს და მისაღებ ფასად.

wishlist.ge–ის შეთავაზებები განსაკუთრებით საინტერესო გახდა ახალი წლის წინა პერიოდში. ამ დროს ყველას სურს, პატარებს გამორჩეული საჩქურები მიუძღვნას. რაც კომპანიამ გაითვალისწინა კიდეც და შოურუმში ისეთი მრავალფეროვნებაა, როგორც არასდროს.

wishlist.ge–ის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე გვესაუბრება, თუ რას სთავაზობს ის წელს ქართველ მომხმარებელს და როგორ დავრწმუნდეთ, რომ სათამაშო ხარისხიანი და უსაფრთხოა თუ არა ბავშვებისთვის.

მოგვიყევით wishlist.ge–ის კონცეფციისა და შეთავაზებების შესახებ

wishlist.ge ოთხი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და სამი წელია, რაც მომხმარებელს საბავშვო პროდუქციის საკუთარ იმპორტს ვთავაზობთ. ამ სფეროში ჩვენ ვართ ცალსახა ლიდერები იმპორტის თვალსაზრისით და მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაფერს, რაც სჭირდება ბავშვისთვის დაბადებიდან მოზარდობამდე. მათ შორისაა: სხვადასხვა ასაკობრივი სათამაშოები, ეტლები, ავტოსავარძლები, საკვები სკამ–მაგიდები, ელექტრო მანქანები, საწოლები და სხვა...

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ორი წელია, ევროპულ სათამაშოებს ვთავაზობთ მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. გასულ წელს ვიყავით ნიურნბერგის გამოფენაზე, გერმანიაში, რომელიც სათამაშოების ყველაზე დიდი გამოფენაა მსოფლიო მასშტაბით და სწორედ იქ შევარჩიეთ კონკრეტული კომპანიები, რომელთა 2500–მდე დასახელების პროდუქტსაც წელს ვთავაზობთ მომხმარებელს. ეს ჩვენი კომპანიის ისტორიაში ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და მომხმარებლებიც ძალიან კმაყოფილები არიან. მათგან მუდმივად ვიღებთ გამოხმაურებას, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი გაზრდილი ასორტიმენტი, მაღალი ხარისხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი ფასი.

ჩვენ გვაქვს პროდუქცია, რომელიც ევროპელი პედიატრების რეკომენდაციით არის შექმნილი და თითოეული სათამაშო კონკრეტულ ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. ის არა მხოლოდ ბავშვის გართობას, არამე მის განვითარებას ისახავს მიზნად. ჩვენთან წარმოდგენილი სათამაშოები შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვს დაეხმაროს, განივითაროს კრეატივი, წარმოსახვის უნარი, ფანტაზია, მოტორიკა, თვალისა და ხელის კოორდინაცია და საბოლოოდ, თამაში მაქსიმალურად ეფექტური და ნაყოფიერი გახადოს.

ჩვენთან წარმოდგენილია სათამაშოების ბრენდები, როგორიცაა: Polesie, Mochtoys, Barbie, Hasbro, Glam Goo, Pilsan, Baby Alive, Abby Eva, Lena Toys, Crate Creatures და სხვა.

მშობლებისთვის ძალიან მნიშნელოვანია სათამაშოს ხარისხის საკითხი. რა კრიტერიუმები განსაზღვრავს სათამაშოს ხარისხს და როგორ უნდა გავარჩიოთ ხარისხიანი სათამაშო უხარისხოსგან?

ხარისხიან სათამაშოს უნდა ჰქონდეს სერტფიკატი EN71, რაც ნიშნავს, რომ საღებავი არის ანტიალერგიული, პლასტმასი არ შეიცავს ტყვიას, თუთიას და სხვა მავნე მინარევებს. ყველა ბრენდს აქვს თავისი ორიგინალი სერტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ეს ინფორმაცია დეტალურდაა ჩაშლილი. თითოეული სერტფიფიკატი არის 50–60 ფურცლიანი, სადაც სათამაშოს კოდის მიხედვით არის სერტიფიკაციის შედეგები მოცემული და მაღაზიებში ამ სერტიფიკატების ასლებიც გვიდევს.

სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია თითოეულ სათამაშოზეც მოკლედ უნდა იყოს დატანილი. ეს საკითხი იმპორტიორმა კომპანიამ უნდა მოაგვაროს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ხშირია მომხმარებლის მოტყუების შემთხვევები და წარწერებს აქ ადგილობრვად აკეთებენ ხოლმე, მაშინაც კი, როცა შესაბამისი ვრცელი სერთიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოყვება. ევროპაში ყველა სათამაშო, რომელიც კონკრეტულად ჩვილებისთვის არაა გათვლილი, აქვს კატეგორია 3+, საქართველოში კი ხშირად შეხვდებით 3+ სათამაშოებზე ქართულად დატანილ სტიკერს, რომ არის 1 წლიდან, ან უარეს შემთხვევაში 0 წლიდანაც. ასაკობრივი ჯგუფი პირდაპირ შეფუთვაზე უნდა იყოს დატანილი.

ხარისხის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა პროდუქცია შეიძინოს ცნობად მაღაზიაში. ასეთი მაღაზია პასუხიმგებელია შეთავაზებულ პროდუქტზე და ის გრძელვადიან პერსპექტივაში ზრუნავს საკუთარ მომსახურებაზე, სურს მაქსიმალურად გაზარდოს ლოიალური მომხმარებლების რაოდენობა და ამიტომ ვერც მოიტყუება. ის აუცილებლად სერტიფიცირებულ, ხარისიხან პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს. სათამაშოს შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ასაკობრივი კატეგორიაც. ჩვენ გვაქვს სათამაშოები 0–6 თვის ბავშვებისთვისაც, რაც დღეს ქართულ ბაზარზე განსაკუთრებით დეფიციტშია.

როგორი ახერხებს wishlist.ge რომ ხარისხიანი სერტიფიცირებული პროდუქცია ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს მომხმარებელს?

ეს ჩვენი ბიზნესმოდელის დამსახურებაა. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ რაოდენობაზე და გვაქვს მოგების ნაკლები მარჟა. ბიზნესმოდელის ამ პრინციპს დისკაუნტერის მოდელი ჰქვია. ვყიდით ბევრს და ნაკლები მოგებით. დიდ მოცულობაზე ვაკეთებთ მთავარ აქცენტს და ეს ჩვენს შოურუმშიც იგრძნობა. საწყობის სტილი გვაქვს, პალეტებზე დაწყობილი პროდუქციით. სწორედ ამის შედეგად ვახერხებთ, რომ მომხმარებელს სხვა ბრენდულ მაღაზიებთან შედარებით 20–30%–ით ნაკლებ ფასად შევთავაზოთ პროდუქცია.

პანდემიისა და შეზღუდვების პირობებში როგორ ახერხებთ საქმიანობას? მომხმარებელი რამდენად სწრაფად იღებს შეკვეთებს?

შეზღუდვებამდე ცოტა ხნით ადრე გავაფართოვეთ ჩვენი მთავარი სივრცე და პარალელურად, დავიმატეთ სივრცეები „ისთ ფოინთსა“ და გამრეკელის ქუჩაზე მდებარე „აქსისის სავაჭრო ცენტრში“. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ შეკვეთებს ვიღებთ და გვაქვს როგორც საკურიერო, ისე ე.წ. „თან წაიღე“ სერვისი.

მარტივი ნამდვილად არ ყოფილა ახალ ფორმატზე გადაწყობა, მაგრამ საწყის ეტაპზე ჩვენ ონლაინ გაყიდვებით დავიწყეთ საქმიანობა და ეს გამოცდილება ნამდვილად დაგვეხმარა. ამ ეტაპზე დღეში 3 000–მდე უნიკალური შეტყობინება შემოდის. ეს ნიშნავს, რომ ერთ წუთში მინიმუ 5 შეტყობინებას ვიღებთ და ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ ოპერატიულად ვუპასუხოთ ყველას. ოდნავი დაგვიანება შეიძლება გვქონდეს მიმოწერაში, მაგრამ აუცილებლად ყველას ვპასუხობთ. თბილისში მიტანა ხდება უფასოდ, მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში, რეგიონებში (ფასიანია) კი 4–5 სამუშაო დღეში. თბილისში ასევე მოქმედებს ექსპრეს შეკვეთის სერვისი, მომხმარებელს საკურიერო სერვისის თანხის დამატებით შეუძლია ნივთი მიიღოს იმავე დღეს.