მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" - 47.6%, "ნაცმოძრაობა" - 27.4% - როგორ აფასებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებს
"ოცნება" - 47.6%, "ნაცმოძრაობა" - 27.4% - როგორ აფასებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებს

პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ISFED-ის ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცი­ებს ასუს­ტებს.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ეს ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცი­ა­ზე დარ­ტყმაა.

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, დას­კვნა სამ­ჯერ გა­და­ვი­კი­თხე. თა­ვი­დან არ ვუ­ჯე­რებ­დი, მე­გო­ნა, რომ „ფე­ი­კი“ იყო, რად­გან ISFED-ი ის­ტო­რი­უ­ლად, რაც ჩვენ­თან არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა, ყვე­ლა­ზე სან­დო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა - „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“, რო­მელ­საც ყვე­ლა ვენ­დო­ბით. რო­დე­საც ISFED-ი ამ­ბობს, რომ მას ჰქონ­და ხარ­ვე­ზი და არას­წო­რად და­ით­ვა­ლა, ეს ძა­ლი­ან ასუს­ტებს ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცი­ას. გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი, ეს არის დარ­ტყმა ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცი­ა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი2"-ის ეთერ­ში.

პარ­ტია „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­ნას­წარ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია მო­პო­ვე­ბუ­ლი ISFED-ის ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ სპი­კერ­მა, თორ­ნი­კე დი­ა­სა­მი­ძემ გა­ნა­ცხა­და, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში „უც­ნა­უ­რად გა­აქ­ტი­ურ­დნენ“.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ არა­სო­დეს დავ­ყრდნო­ბილ­ვართ „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ პა­რა­ლე­ლუ­რი გა­დათ­ვლის შე­დე­გებს, რო­დე­საც გა­ყალ­ბე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დით და ვსა­უბ­რობთ. PVT ვერ აკონ­ტრო­ლებს ისე­თი ტი­პის გა­ყალ­ბე­ბას, რო­გო­რიც არის ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რა, რომ­ლის ვი­დე­ო­ზეც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­სა­მარ­თლო­ში თქვეს, რომ იქ­ნებ სხვა რამ ჩა­ყა­რე­სო. PVT ვერ აკონ­ტორ­ლებს „კა­რუ­სელს“ და ძა­ლა­დო­ბას.

სა­ვა­რა­უ­დოდ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს წი­ნას­წარ უკა­ნო­ნოდ ჰქონ­დათ „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ შე­დე­გებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მო­პო­ვე­ბუ­ლი, რად­გან ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად გა­აქ­ტი­ურ­დნენ ბოლო დღე­ებ­ში, რომ გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ შე­დე­გე­ბი, რი­თიც, მათი აზ­რით, მახე და­უ­გეს ოპო­ზი­ცი­ას“, - აცხა­დე­ბენ „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, სერ­გო ჩიხ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლის შე­დე­გე­ბი სე­რი­ო­ზულ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­პუ­ტა­ცი­ას აზი­ა­ნებს.

რო­გორც ჩიხ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ISFED - არ არის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი, ის არ წყვეტს ამ არ­ჩევ­ნე­ბის ბედს, შე­სა­ბა­მი­სად, ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი მა­ინც უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

„სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ში არ შე­ვალ, უბ­რა­ლოდ ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი გაჩ­ნდა სან­დო­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამას­თან, ოპო­ზი­ცი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, ის, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ყალ­ბე­ბა იყო, არ ემ­ყა­რე­ბო­და მხო­ლოდ ISFED-ის მო­ნა­ცე­მებს. ISFED-ის მო­ნა­ცე­მე­ბამ­დეც წარ­ვად­გი­ნეთ ოქ­მე­ბი უბ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში თით­ქმის 2/3-ს ეხე­ბო­და, სა­დაც სე­რი­ო­ზუ­ლი აც­დე­ნე­ბი იყო ოქ­მებ­ში, ხოლო პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის ნა­წილ­ში 30%-ზე მეტ შემ­თხვე­ვებ­ში იყო ამ ოქ­მე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი აც­დე­ნე­ბი და დის­ბა­ლან­სი, მხო­ლოდ ISFED-ზე არ არის დამ­ყა­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა მათ ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე. პა­რა­ლე­ლურ გა­დათ­ვლა­ზე მათ ერთი მო­ნა­ცე­მი წა­რად­გი­ნეს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, გუ­შინ სხვა მო­ნა­ცე­მი, რა­ტომ უნდა ვენ­დოთ, ეს ცოტა გა­ურ­კვე­ვე­ლია. კი­თხვე­ბი გვიჩ­ნდე­ბა. ISFED - არ არის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი, ის არ წყვეტს ამ არ­ჩევ­ნე­ბის ბედს. სან­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნი­შავს, რომ მას რამე შე­იძ­ლე­ბა არ შე­ე­შა­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბი­სას სან­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას, აქ წარ­დგე­ნი­ლი იყო ნი­მუ­ში, წესი და არა ისე, რომ მხო­ლოდ სამი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან უნდა და­კომ­პლექტდეს.

დრო­ში სა­ეჭ­ვოდ ემ­თხვე­ვა ISFED-ის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. იმა­საც რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, რომ შე­ე­შა­ლათ, რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად მა­ინც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბია. ასეთ სა­კი­თხებ­ზე ჯერ უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე, ზუს­ტად დათ­ვა­ლო და მერე გა­მო­აქ­ვეყ­ნო. ეს არ არის მო­რი­გი პა­ტა­რა ან­გა­რი­ში, რო­მელ­საც ჩა­ას­წო­რებ და დო­ნორს წა­რუდ­გენ. ამა­ზე ბევ­რი რამ იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­პუ­ტა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ და დას­ძი­ნა: „სა­მარ­თლი­ა­ნი ან­გა­რი­შის“ პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ეს არა­ფერს ცვლის და ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი იგი­ვე რჩე­ბა“.

„არ­სად ეს პრობ­ლე­მე­ბი არ გამ­ქრა­ლა. ISFED არ არის სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამ მო­თხოვ­ნებს ვა­ყე­ნებთ. რაც შე­ე­ხე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, მათ შო­რის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ყვე­ლა სი­ტყვას ვზო­მავთ და ორ­შა­ბათს მზად ვართ გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე-5 რა­უნ­დი სწო­რედ ორ­შა­ბათს გა­ი­მარ­თე­ბა.

„თუ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ დას­რულ­და, მა­შინ ოპო­ზი­ცია სხვა ტაქ­ტი­კას აირ­ჩევს“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ISFED-ის ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში არის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი ყვე­ლა ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის­თვის, გა­მო­ვიდ­ნენ ჩი­ხი­დან და შე­უდ­გნენ ამომ­რჩევ­ლის­გან და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

რო­გორც კა­ლა­ძე აცხა­დებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც უნდა გაგ­რძელ­დეს, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ზე ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბაც და ყვე­ლა­ფე­რი ის, რისი მო­ლო­დი­ნიც ამომ­რჩე­ველს აქვს.

„დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იყო. დღე, რო­დე­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გაჩ­ნდა შან­სი, სა­ქარ­თვე­ლო შედ­გეს ღია, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნად.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არ­ჩევ­ნებ­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია - პარ­ლა­მენ­ტი იყოს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი. ეს ოპო­ზი­ცი­ის შან­სია, რომ აქ­ტი­უ­რი როლი შე­ას­რუ­ლოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

დღეს სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზა­ცია ISFED-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი შეს­წო­რე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში, რი­თაც დად­გინ­და, რომ ცეს­კოს შე­დე­გე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში თან­ხვედ­რა­შია ISFED-ის პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლის მო­ნა­ცე­მებ­თან. ეს არის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი ყვე­ლა ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის­თვის, გა­მო­ვიდ­ნენ ნაჩ­ქა­რე­ვად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი ჩი­ხი­დან და შე­უდ­გნენ ამომ­რჩევ­ლის­გან და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ჩვენ გვინ­და პო­ლი­ტი­კა ვა­კე­თოთ ისეთ პარ­ტი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც არ არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი მძევ­ლე­ბი და გა­აჩ­ნი­ათ თა­ვი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია.

მო­გი­წო­დებთ, ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ვა­ფა­სოთ მო­ცე­მუ­ლი რე­ა­ლო­ბა - ჩვენ ყვე­ლამ, მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ვი­მარ­ჯვეთ, გვაქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პარ­ლა­მენ­ტი!

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც უნდა გაგ­რძელ­დეს, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ზე ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბაც და ყვე­ლა­ფე­რი ის, რისი მო­ლო­დი­ნიც ჩვენ­გან ამომ­რჩე­ველს აქვს“, - წერს კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"დღეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რე­ა­ლო­ბა მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა, ვი­ნა­ი­დან, უკვე არ არ­სე­ბობს ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბა, ის გაქ­რა, გა­ცამ­ტვერ­და და პირ­და­პირ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალსწინ აღ­მოჩ­ნდა, რომ ის იყო სიც­რუე", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თიც „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს და­დას­ტურ­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბი არ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლის­თვის ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დონ.

ამას­თა­ნა­ვე, თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­უ­ბარს მხო­ლოდ იმ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­თან გა­აგ­რძე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც ჯან­სა­ღად და პრაგ­მა­ტუ­ლად უყუ­რე­ბენ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს.

„ის პო­ზი­ცი­ე­ბი, რა­საც აცხა­დებ­დნენ და რა­საც ახ­მო­ვა­ნებ­დნენ რა­დი­კა­ლუ­რი თუ პრაგ­მა­ტუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, ეფუძ­ნე­ბო­და სწო­რედ ამას, რომ თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბი იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი ამ­ბობ­და და დღე­საც მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი არის მი­უ­ღე­ბე­ლი, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­და­რე­ბით პრაგ­მა­ტუ­ლად და უფრო ჯან­სა­ღად აფა­სებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. ეს არის რე­ა­ლო­ბა და რაზე უნდა მო­ვე­ლა­პა­რა­კოთ სა­ნამ ბო­დიშს არ მო­იხ­დი­ან ამ ტყუ­ი­ლის გამო? რაზე უნდა მო­ვე­ლა­პა­რა­კოთ? ჩვენ არ გან­ვი­ხი­ლავთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს, ვამ­ბობ­დით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და დღეს და­დას­ტურ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ნამ­დვი­ლად არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა. აი ახლა, ოპო­ზი­ცი­ამ უკვე, რა თქმა უნდა, ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოს. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­ბარს მხო­ლოდ იმ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­თან, მხო­ლოდ იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან, ვინც ჯან­სა­ღად, პრაგ­მა­ტუ­ლად უყუ­რებს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლინ­და ხარ­ვე­ზი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის გა­მო­სათ­ვლელ ფორ­მუ­ლა­ში. გას­წო­რე­ბის შე­დე­გად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შე­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სხვა­ო­ბა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს არ­ცერ­თი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დღის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" ხმე­ბის 47.6% აქვს.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლო
70

სასწაულია, შეიძლება არაფერი მოსწონდეს ოპოზიციას? გაგიტყდათ რომ კიდევ ერთხელ დაზუსტდა არჩევნების შედეგები და წინასწარ, არჩევნებამდე დაგეგმილი რომ ჩაგეშალათ?

სიმართლე თვალის სინათლე!
136

ამ ბარიერ გადალახულ ე.წ. ოპოზიციას აქვს ერთადერთი პოზიცია: თუ მე არ მოვიგე არჩევნები გაყალბდა! მაიტა რა ნასოსი! :)

ავტორი:

"ოცნება" - 47.6%, "ნაცმოძრაობა" - 27.4% - როგორ აფასებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებს

"ოცნება" - 47.6%, "ნაცმოძრაობა" - 27.4% - როგორ აფასებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს.

როგორც მან განაცხადა, ეს ოპოზიციის პოზიციაზე დარტყმაა.

„სიმართლე გითხრათ, დასკვნა სამჯერ გადავიკითხე. თავიდან არ ვუჯერებდი, მეგონა, რომ „ფეიკი“ იყო, რადგან ISFED-ი ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდება, ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა - „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED-ი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას. გულწრფელად ვიტყვი, ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე“, - აღნიშნა ელისაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.

პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს, სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მოპოვებული ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ სპიკერმა, თორნიკე დიასამიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ წევრები ბოლო პერიოდში „უცნაურად გააქტიურდნენ“.

„ევროპული საქართველო“ არასოდეს დავყრდნობილვართ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური გადათვლის შედეგებს, როდესაც გაყალბებაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ. PVT ვერ აკონტროლებს ისეთი ტიპის გაყალბებას, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა, რომლის ვიდეოზეც „ქართული ოცნების“ სასამართლოში თქვეს, რომ იქნებ სხვა რამ ჩაყარესო. PVT ვერ აკონტორლებს „კარუსელს“ და ძალადობას.

სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული, რადგან ძალიან უცნაურად გააქტიურდნენ ბოლო დღეებში, რომ გადაემოწმებინათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგები, რითიც, მათი აზრით, მახე დაუგეს ოპოზიციას“, - აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური ხმის დათვლის შედეგები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს და ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ISFED - არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი, ის არ წყვეტს ამ არჩევნების ბედს, შესაბამისად, ოპოზიციის მოთხოვნები მაინც უცვლელი რჩება.

„სპეკულაციებში არ შევალ, უბრალოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა სანდოობის თვალსაზრისით. ამასთან, ოპოზიციის და საზოგადოების განცხადებები, ის, რომ სერიოზული გაყალბება იყო, არ ემყარებოდა მხოლოდ ISFED-ის მონაცემებს. ISFED-ის მონაცემებამდეც წარვადგინეთ ოქმები უბნებიდან, რომლებიც მაჟორიტარულ ოლქებში თითქმის 2/3-ს ეხებოდა, სადაც სერიოზული აცდენები იყო ოქმებში, ხოლო პროპორციულობის ნაწილში 30%-ზე მეტ შემთხვევებში იყო ამ ოქმების სერიოზული აცდენები და დისბალანსი, მხოლოდ ISFED-ზე არ არის დამყარებული ჩვენი განცხადებები, მტკიცებულებები გაყალბებასთან დაკავშირებით, თუმცა, სერიოზული კითხვები ჩნდება მათ ამ განცხადებაზე. პარალელურ გადათვლაზე მათ ერთი მონაცემი წარადგინეს რამდენიმე კვირის წინ, გუშინ სხვა მონაცემი, რატომ უნდა ვენდოთ, ეს ცოტა გაურკვეველია. კითხვები გვიჩნდება. ISFED - არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი, ის არ წყვეტს ამ არჩევნების ბედს. სანდო ორგანიზაციად ითვლება, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ მას რამე შეიძლება არ შეეშალოს. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას სანდო ორგანიზაციების დასახელებას, აქ წარდგენილი იყო ნიმუში, წესი და არა ისე, რომ მხოლოდ სამი ორგანიზაციისგან უნდა დაკომპლექტდეს.

დროში საეჭვოდ ემთხვევა ISFED-ის მონაცემების გამოქვეყნება. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ შეეშალათ, რეპუტაციულად მაინც ძალიან სერიოზული კითხვებია. ასეთ საკითხებზე ჯერ უნდა ჩამოყალიბდე, ზუსტად დათვალო და მერე გამოაქვეყნო. ეს არ არის მორიგი პატარა ანგარიში, რომელსაც ჩაასწორებ და დონორს წარუდგენ. ამაზე ბევრი რამ იყო დამყარებული პოლიტიკურად, შესაბამისად, ძალიან აზიანებს ამ ორგანიზაციის რეპუტაციას“, - განაცხადა ჩიხლაძემ და დასძინა: „სამართლიანი ანგარიშის“ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გამოქვეყნების მიუხედავად ეს არაფერს ცვლის და ოპოზიციის მოთხოვნები იგივე რჩება“.

„არსად ეს პრობლემები არ გამქრალა. ISFED არ არის საბოლოო ინსტანცია, რომლის მიხედვითაც ამ მოთხოვნებს ვაყენებთ. რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, მათ შორის არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძის განცხადებები არ ემსახურებოდა მოლაპარაკებების წარმატებით მიმდინარეობას. ყველა სიტყვას ვზომავთ და ორშაბათს მზად ვართ გავაგრძელოთ ეს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი სწორედ ორშაბათს გაიმართება.

„თუ რამდენიმე კვირაში მოლაპარაკებები არ დასრულდა, მაშინ ოპოზიცია სხვა ტაქტიკას აირჩევს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

როგორც კალაძე აცხადებს, მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ამომრჩეველს აქვს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შანსი, საქართველო შედგეს ღია, მრავალფეროვანი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნად.

საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია - პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ეს ოპოზიციის შანსია, რომ აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში.

დღეს საღამოს ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა თავისი შესწორებული ანგარიში, რითაც დადგინდა, რომ ცესკოს შედეგები სინამდვილეში თანხვედრაშია ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ჩვენ გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ ისეთ პარტიებთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკური მძევლები და გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია.

მოგიწოდებთ, ადეკვატურად შევაფასოთ მოცემული რეალობა - ჩვენ ყველამ, მიღებული მანდატების რაოდენობის მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს მრავალფეროვანი პარლამენტი!

მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ჩვენგან ამომრჩეველს აქვს“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

"დღეს მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაქრა, გაცამტვერდა და პირდაპირ მთელი საზოგადოების თვალსწინ აღმოჩნდა, რომ ის იყო სიცრუე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რითიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები სიმართლეს შეესაბამება და არჩევნები არ არის გაყალბებული, აქედან გამომდინარე, თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გავრცელებული ტყუილისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ.

ამასთანავე, თალაკვაძემ განაცხადა, რომ საუბარს მხოლოდ იმ ოპოზიციონერებთან გააგრძელებენ, რომლებიც ჯანსაღად და პრაგმატულად უყურებენ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიის პრინციპებს.

„ის პოზიციები, რასაც აცხადებდნენ და რასაც ახმოვანებდნენ რადიკალური თუ პრაგმატული ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, ეფუძნებოდა სწორედ ამას, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული. ყველა მათგანი ამბობდა და დღესაც მოვისმინეთ განცხადებები, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარეშე მათთვის ყველაფერი არის მიუღებელი, ოპოზიციური პოლიტიკოსების მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შედარებით პრაგმატულად და უფრო ჯანსაღად აფასებდა სიტუაციას. ეს არის რეალობა და რაზე უნდა მოველაპარაკოთ სანამ ბოდიშს არ მოიხდიან ამ ტყუილის გამო? რაზე უნდა მოველაპარაკოთ? ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს, ვამბობდით, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული და დღეს დადასტურდა, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. აი ახლა, ოპოზიციამ უკვე, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოიხადოს. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს მხოლოდ იმ ოპოზიციონერებთან, მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც ჯანსაღად, პრაგმატულად უყურებს ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიის პრინციპებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

"ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი" - გახარია აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანამდებობის პირები, რომელთა საეჭვო გამდიდრებაც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავს - TI

როგორ აფასებენ აშშ-ში მომხდარ მოვლენებს ქართველი ექსპერტები