საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან..." - გიგი უგულავას მიმართვა "პატრიოტთა ალიანსს"
"ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან..." - გიგი უგულავას მიმართვა "პატრიოტთა ალიანსს"

"ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნა მაქვს ირმა ინაშ­ვილ­თან და მთლი­ა­ნად "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსთან", თვი­თონ ნუ შევ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში და და­ნარ­ჩე­ნი რაც გინ­და ის ილა­პა­რა­კონ",- ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ირმა ინაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან ერთ-ერთს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბის ფორ­მუ­ლად აღიქ­ვამს.

გიგი უგუ­ლა­ვას თქმით, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბის თხოვ­ნით, ოპო­ზი­ცია ვერ გა­ა­სა­ჯა­რო­ვებს იმ წი­ნა­და­დე­ბებს, რო­მე­ლიც გუ­შინ ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებ­მა ელ­ჩებ­თან წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით წა­რად­გი­ნეს.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბის თხოვ­ნაა, რომ არ გა­სა­ჯა­როვ­დეს რამ­დე­ნი­მე დღე ის წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გუ­შინ ჩვენ წე­რი­ლო­ბით წარ­ვად­გი­ნეთ, ამი­ტომ ამ თხოვ­ნას ვას­რუ­ლებთ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ეხე­ბა რამ­დე­ნი­მე დღეს, დიდი ხანი ვერ გა­ი­წე­ლე­ბა. ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად წარ­ვად­გი­ნეთ ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, იმი­ტომ რომ ვი­თხოვთ ანა­ლო­გი­ურ წე­რი­ლო­ბით პა­სუხს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ არა ბრი­ფინ­გე­ბით და კო­მენ­ტა­რე­ბით. წი­ნა­და­დე­ბე­ბი არ­სე­ბი­თად ეფუძ­ნე­ბა იმ სუ­ლის­კვე­თე­ბას, რა­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია ვახ­მო­ვა­ნებ­დით ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გუ­შინ წარ­ვად­გი­ნეთ საგ­ზაო რუ­კაა, თუ რო­გორ უნდა გა­ნი­მუხ­ტოს ის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რო­მელ­შიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შეგ­ვიყ­ვა­ნა“,-აცხა­დებს უგუ­ლა­ვა.

კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნად არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და რამ­დე­ნად გა­მო­ხა­ტავს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აზრს, უგუ­ლა­ვა აცხა­დებს რომ სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გა­ზი­ა­რე­ბით და დის­კუ­სი­ით არის შე­ჯე­რე­ბუ­ლი.

"აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რი რამ არის, არა­ნორ­მა­ლუ­რი რა­ტომ არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას აზრი არ აქვს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი უაზ­რო თა­ვით წყვეტს . აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვი უნდა იყოს და არის, ეს პო­ზი­ცია შე­ჯე­რე­ბუ­ლია აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გა­ზი­ა­რე­ბით და დის­კუ­სი­ით. ირმა ინაშ­ვილს შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ჰქონ­დეს. ამა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ, ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნა დამ­რჩე­ბა მათ მი­მართ, იმ ბრალ­დე­ბით, რომ „ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას შე­ეკ­რა“ ამ ბრალ­დე­ბით არ შე­ვიდ­ნენ. პარ­ლა­მენ­ტში თუ არ შევ­ლენ, მა­შინ რაც გინ­დათ ის ილაპ­რა­კეთ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი­სა და ელ­ჩე­ბის გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რას, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ამ სა­კუ­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით წა­რად­გი­ნა, „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“ არ ეს­წრე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, ირმა ინაშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც ის დას­ძენს, რომ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბის ორი პუნ­ქტი მათ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. „იქ 2 პუნ­ქტია, რაც ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ დღეს არა­ფერს ვი­ტყვი ამა­ზე, ვი­ნა­ი­დან თა­ვად წი­ნა­და­დე­ბის პა­კე­ტის ავ­ტო­რე­ბი არ ასა­ჯა­რო­ვე­ბენ მათი პა­კე­ტის ში­ნა­არსს, ვე­ლო­დე­ბით რა მე­სა­მე რა­უნდს. ამ პუნ­ქტთა­გან ერთ - ერთს მე და ჩვე­ნი გუნ­დი პირ­და­პირ აღ­ვიქ­ვამთ, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბის ფორ­მუ­ლას“, - აცხა­დებს ინაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZS
52

Saakashvili da bizia temo kagebeshniki sruliad akontroleben mtel opoziciur vinegrets! :))

რატომ?
16

რატომ უნდა იაროს პატრიოტთა ალიანსმა ნაციონალების ჭკუაზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან..." - გიგი უგულავას მიმართვა "პატრიოტთა ალიანსს"

"ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან..." - გიგი უგულავას მიმართვა "პატრიოტთა ალიანსს"

"ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან და მთლიანად "პატრიოტთა ალიანსთან", თვითონ ნუ შევლენ პარლამენტში და დანარჩენი რაც გინდა ის ილაპარაკონ",- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინადადებებიდან ერთ-ერთს ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულად აღიქვამს.

გიგი უგულავას თქმით, ფასილიტატორი ელჩების თხოვნით, ოპოზიცია ვერ გაასაჯაროვებს იმ წინადადებებს, რომელიც გუშინ ოპოზიციის წევრებმა ელჩებთან წერილობითი ფორმით წარადგინეს.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ფასილიტატორი ელჩების თხოვნაა, რომ არ გასაჯაროვდეს რამდენიმე დღე ის წინადადებები, რომლებიც გუშინ ჩვენ წერილობით წარვადგინეთ, ამიტომ ამ თხოვნას ვასრულებთ. ბუნებრივია, ეს ეხება რამდენიმე დღეს, დიდი ხანი ვერ გაიწელება. ჩვენ სპეციალურად წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები, იმიტომ რომ ვითხოვთ ანალოგიურ წერილობით პასუხს „ქართული ოცნებისგან“ არა ბრიფინგებით და კომენტარებით. წინადადებები არსებითად ეფუძნება იმ სულისკვეთებას, რასაც პოლიტიკური ოპოზიცია ვახმოვანებდით ამ ხნის განმავლობაში. დოკუმენტი, რომელიც გუშინ წარვადგინეთ საგზაო რუკაა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა შეგვიყვანა“,-აცხადებს უგულავა.

კითხვაზე, თუ რამდენად არის შეთანხმებული წინადადებები და რამდენად გამოხატავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრს, უგულავა აცხადებს რომ საბოლოო პოზიცია აზრთა სხვადასხვაობის გაზიარებით და დისკუსიით არის შეჯერებული.

"აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური რამ არის, არანორმალური რატომ არის „ქართული ოცნება“, აზრთა სხვადასხვაობას აზრი არ აქვს, ბიძინა ივანიშვილი თავისი უაზრო თავით წყვეტს . აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი უნდა იყოს და არის, ეს პოზიცია შეჯერებულია აზრთა სხვადასხვაობის გაზიარებით და დისკუსიით. ირმა ინაშვილს შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ერთადერთი თხოვნა დამრჩება მათ მიმართ, იმ ბრალდებით, რომ „ვიღაცა ვიღაცას შეეკრა“ ამ ბრალდებით არ შევიდნენ. პარლამენტში თუ არ შევლენ, მაშინ რაც გინდათ ის ილაპრაკეთ, არ აქვს მნიშვნელობა“,- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ლიდერებისა და ელჩების გუშინდელ შეხვედრას, სადაც ოპოზიციამ საკუთარი წინადადება წერილობითი ფორმით წარადგინა, „პატრიოტთა ალიანსი“ არ ესწრებოდა. მოგვიანებით პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განმარტება გააკეთა, სადაც ის დასძენს, რომ ოპოზიციის წინადადების ორი პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. „იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროვებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით რა მესამე რაუნდს. ამ პუნქტთაგან ერთ - ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას“, - აცხადებს ინაშვილი.

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე