Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"დასაჭერთა სიაში ყავხარ ხატიას..." - როგორ ემუქრებოდნენ ცესკოს გარდაცვლილ თანამშომელს დაკავებულები
"დასაჭერთა სიაში ყავხარ ხატიას..." - როგორ ემუქრებოდნენ ცესკოს გარდაცვლილ თანამშომელს დაკავებულები

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ის­ნის N5 სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თე­ო­დო­რე გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის, მუ­ქა­რი­სა და ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილს ასა­ჯა­რო­ებს.

კერ­ძოდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ასა­ჯა­რო­ებს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აკა­კი ხუს­კი­ვა­ძის და აკა­კი კო­ბა­ლა­ძის მი­მო­წე­რას, რომ­ლე­ბიც, უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ადას­ტუ­რებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად თე­ო­დო­რე გო­ბე­ჯიშ­ვილს ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

„ის­ნის N5 სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თ.გ.-ს მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის, მუ­ქა­რი­სა და ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თა.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ის­ნის N5 სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თ.გ.-ს მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის, მუ­ქა­რი­სა და ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე, მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილს ასა­ჯა­რო­ებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ა.ხ.-ს და ა.კ.-ს მი­მართ არ არ­სე­ბობს სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან და საქ­მი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჯა­რო­ოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 6 ნო­ემ­ბერს, ქ.თბი­ლის­ში, ა.ხ. და ა.კ. შეხ­ვდნენ ქ.თბი­ლი­სის ის­ნის N5 სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თ.გ.-ს და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხე­ლით, ქრთა­მის სა­ხით 50 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ, მე­დი­ის თან­დას­წრე­ბით გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, თით­ქოს­და არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, რის შემ­დე­გაც მას დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ის­ნის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს უა­რის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­პა­ტიმ­რე­ბით და მისი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქრნენ. ასე­ვე, ა.კ.-მ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნა და 2020 წლის 7 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინა­ხავ­და საბ­რძო­ლო მა­სა­ლას, რო­მე­ლიც მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ა.კ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 339-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით, 150-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, ხოლო ა.ხ.-ს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 339-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით, 150-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით 2020 წლის 9 ნო­ემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა, ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვთ პა­ტიმ­რო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მო­პო­ვე­ბუ­ლია საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

ასე­ვე, ვა­სა­ჯა­რო­ებთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მო­წე­რას, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად,თ.გ.-ს ემუქ­რე­ბოდ­ნენ მათ შო­რის იმით ,რომ ”ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ თ.გ.-ს და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ. ბრალ­დე­ბუ­ლი ა.კ. ბრალ­დე­ბულ ა.ხ.-ს უგ­ზავ­ნის მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბას: „ხა­ტი­ამ ცეს­კოს და­სა­ჭერ გამ­ყალ­ბე­ბელ­თა სი­ა­ში შე­გიყ­ვა­ნაო, ეს მივ­წე­რე“. ა.კ. გარ­დაც­ვლილს უგ­ზავ­ნის მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს: „რა ქენი თედო ასე­თი, ცეს­კოს და­სა­ჭერ­თა სია ვნა­ხე და იქ წე­რი­ხარ, ხა­ტი­ამ ჩაგ­ვა­წე­რი­ნა“, ასე­ვე - „არ და­გე­კარ­გე­ბა, შენს სა­ხელ­ზე შე­ი­ნა­ხე­ბა“, რა­შიც ბრალ­დე­ბუ­ლი თ.გ.-ს თვის ქრთა­მის სა­ხით შე­თა­ვა­ზე­ბულ 50.000 აშშ დო­ლარს გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
213

ვინც დემონსტრაციულად დატოვა კამერების წინ,იმათი ამბავიც რა საინტერესო იქნება. ხატიას და თინას სიების არ ვიცი, მაგრამ ჩემს სიაში ისინი არიან დასაჭერები.

დ გ
240

ეხლა გამიჭიმება ოპოზიცია და დაიწყებენ კივილს ტურებივით პოლიტპატიმრები გამოუშვითო

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"დასაჭერთა სიაში ყავხარ ხატიას..." - როგორ ემუქრებოდნენ ცესკოს გარდაცვლილ თანამშომელს დაკავებულები

"დასაჭერთა სიაში ყავხარ ხატიას..." - როგორ ემუქრებოდნენ ცესკოს გარდაცვლილ თანამშომელს დაკავებულები

საქართველოს გენერალური პროკურატურა ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

კერძოდ, საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის მიმოწერას, რომლებიც, უწყების განმარტებით, ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თეოდორე გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ.

„ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა.

„საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების ა.ხ.-ს და ა.კ.-ს მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აღნიშნულიდან და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

პროკურატურამ ა.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ა.ხ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მოპოვებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი არაერთი მტკიცებულება.

ასევე, ვასაჯაროებთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად,თ.გ.-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით ,რომ ”ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დააპატიმრებდნენ. ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე“. ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა“, ასევე - „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება“, რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე

კუსტარული სავარძლები, მავთულებით დამონტაჟებული ღვედები - რა დაადგინა პროკურატურამ შატილში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 პირი ემსხვერპლა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ამავე კომპანიის დაქირავებული "მარშრუტკის" მესაკუთრე დააკავეს