პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებს ინტერნეტის ფული არ აქვთ, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ.. ქოთნებში ია გავახარეთ და მათი გაყიდვით შევაგროვეთ თანხა" - ლადო აფხაზავას უჩვეულო მეთოდი მოსწავლეების დასახმარებლად
"მშობლებს ინტერნეტის ფული არ აქვთ, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ.. ქოთნებში ია გავახარეთ და მათი გაყიდვით შევაგროვეთ თანხა" - ლადო აფხაზავას უჩვეულო მეთოდი მოსწავლეების დასახმარებლად

კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის გამო პრობ­ლე­მა არა­ერთ ოჯახს არა­ერ­თი კუ­თხით შე­ექ­მნა, კერ­ძოდ, მშობ­ლებს არ აღ­მო­აჩ­ნდათ სახ­სრე­ბი თუნ­დაც იმის­თვის, შვი­ლე­ბის­თვის ინ­ტერ­ნე­ტის ული­მი­ტო პა­კე­ტე­ბი შე­ე­ძი­ნათ, რომ ბავ­შვე­ბი ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებს დას­წრე­ბოდ­ნენ. ეს მეტ­წი­ლად რე­გი­ო­ნე­ბის პრობ­ლე­მა უფ­როა. ამი­ტომ, ჩი­ბა­თელ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო აღ­ზრდის ცნო­ბილ­მა პე­და­გოგ­მა ლადო აფხა­ზა­ვამ ლან­ჩხუ­თე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნა. მან ია მო­ამ­რავ­ლა, გა­ყი­და და იმ თან­ხით ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ მოს­წავ­ლე­ებს ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა.

„მშობ­ლე­ბი რთულ მდო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, რომ შვი­ლებს 19-ლა­რი­ა­ნი ული­მი­ტო ინ­ტერ­ნე­ტი თუნ­დაც ერთი თვით ჩა­ურ­თონ... მოკ­ლედ, არჩვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­დნენ - ინ­ტერ­ნე­ტი შე­ი­ძი­ნონ იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს და­ეს­წრონ, თუ მათ საკ­ვე­ბი არ მო­აკ­ლონ. ზო­გი­ერ­თმა საკ­ვე­ბი არ­ჩია. ეს გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვა­ში იმი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ოჯახს რამ­დე­ნი­მე შვი­ლი ჰყავს. გაკ­ვეთ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა, სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის ტექ­ნი­კაც არ აქვთ და სა­ერ­თოდ უარი თქვეს ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებ­ზე... მოკ­ლედ, ამ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ვუ­კავ­შირ­დი, მათ შო­რის, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს, ქარ­თვე­ლე­ბი საფ­რან­გეთ­ში ასო­ცი­ა­ცი­ას, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს - ყვე­ლა დაგ­ვეხ­მა­რა, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს ვუგ­ზავ­ნი­დით და ისი­ნი ური­ცხავ­დნენ,“ - გვიყ­ვე­ბა ლადო აფხა­ზა­ვა.

- მოს­წავ­ლე­ებს პრობ­ლე­მა მო­ეხ­სნათ?

- პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა 4 თვის ინ­ტერ­ნე­ტის თან­ხა ჩა­უ­რი­ცხეს... ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შტა­ბით სულ 482 ბავ­შვს და­ვეხ­მა­რეთ. ვი­თა­ნამ­შრომ­ლე ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოც­მუ­შა­კებ­თან და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლებ­საც ჩა­ვუ­რი­ცხეთ. ჩემი, ჩი­ბა­თის სკო­ლი­დან 82 მოს­წავ­ლეს აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ დახ­მა­რე­ბა. მე­ო­რე ტალ­ღის­თვის კი ვი­ფიქ­რე, რომ რა­ღაც სხვა რამ უნდა მე­ღო­ნა... ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი, ყვე­ლას გა­ნათ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო იაა, „აი ია“-თი და­ვი­წყეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, გა­დავ­წყვი­ტე, ია მო­მემ­რავ­ლე­ბი­ნა, რაც სიმ­ბო­ლუ­რიც იქ­ნე­ბო­და. მოკ­ლედ, ვი­შო­ვე იის ფოთ­ლე­ბი, ბა­თუმ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მიწა და ქოთ­ნე­ბიც შე­ვი­ძი­ნე. ერთი კვი­რა დამ­ჭირ­და, რომ იე­ბის ფოთ­ლე­ბი ქოთ­ნებ­ში ჩა­მერ­გო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ სამი კვი­რის შემ­დეგ უკვე პა­ტა­რა „ჭუ­კე­ბი“ ამო­ვი­და, - ასე და­ვარ­ქვი იმ ახ­ლა­და­მოყ­რილ ფოთ­ლებს... მოს­წა­ვე­ებ­საც ვას­წავ­ლე ეს მე­თო­დი. იებს ისი­ნიც ახა­რებ­დნენ. კი ვამ­რავ­ლებ­დით, მაგ­რამ ჯერ კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი არც გვქონ­და, ზუს­ტად რა გა­მოგ­ვი­ვი­დო­და, მაგ­რამ შე­დე­გად - 516 გა­ხა­რე­ბუ­ლი ქო­თა­ნი მი­ვი­ღეთ და გავ­ყი­დეთ.

- ე.ი. იის ქოთ­ნე­ბი გა­ი­ყი­და?

- კი, თბი­ლის­ში ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში, ასე­ვე ბა­თუმ­ში. სა­კო­ლექ­ციო იები იყო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, მაგ­რამ თითო ქო­თა­ნი ცხა­დია, 19 ლა­რად ვერ გა­ი­ყი­დე­ბო­და... იე­ბის ახა­ლი ფოთ­ლე­ბი ისევ მაქვს ჩარ­გუ­ლი, იქ­ნებ კი­დევ დაგ­ვჭირ­დეს...

- და იე­ბით სულ რამ­დე­ნი მოს­წავ­ლეს და­ეხ­მა­რეთ?

- 512 მოს­წავ­ლეს ჩა­ვუ­რი­ცხეთ ინ­ტერ­ნე­ტის თან­ხა. ასე­ვე 10 მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს შე­ვუყ­ვა­ნეთ ინ­ტერ­ნე­ტი, რაც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­სოდ ექ­ნე­ბათ, 10 ოჯახს, ვი­საც ინ­ტერ­ნე­ტი შეყ­ვა­ნი­ლი აქვს, მაგ­რამ ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, 6 თვით და­ვუ­ფი­ნან­სებთ. რამ­დე­ნი­მეს კი, ვი­საც ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და, შე­ვუ­ძი­ნეთ და უკვე სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ონ­ლა­ინ­გა­კე­თი­ლებს და­ეს­წრონ. რა თან­ხაც მოგ­ვრჩა, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მა­ღა­ზი­ა­ში წა­ვე­დით და ობოლ ბავ­შვებს პრო­დუქ­ტე­ბი ვუ­ყი­დეთ...

- რო­გორ ფიქ­რობთ, მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ვად არ უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო?

- ვერ გე­ტყვით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნად მო­ვა­ლეა, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ინ­ტერ­ნე­ტი შე­უ­ძი­ნოს, თან, რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლას არ სჭი­დე­ბა დამ­ხა­რე­ბა. არი­ან ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ვის მშობ­ლებ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, ზო­გის მშო­ბე­ლი კი ამ შე­ზღუდ­ვე­ბი­სას დარ­ჩა უმუ­შე­ვა­რი... ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღი­ა­როს ეს. რო­დე­საც პრობ­ლე­მას ვა­ღი­ა­რებთ, მას­ზე ვსა­უბ­რობთ, მათი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბიც ჩნდე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეა, - პრობ­ლე­მის მიჩ­ქმალ­ვას უფრო ცდი­ლო­ბენ...

რო­დე­საც ჩვე­ნი ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გავ­რცელ­და, მაქვს 600 მოს­წავ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ამ ბავ­შვებს კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის თან­ხას თა­ვად ური­ცხა­ვენ. გა­აქ­ტი­ურ­დნენ სა­ზღავრგა­რეთ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბიც, ისი­ნი, ვინც იქ ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად არი­ან წა­სუ­ლე­ბი, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბი­ან. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა გზას მო­ძებ­ნი­ან ასე­თი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ სკო­ლის გათ­ბო­ბის თან­ხით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ვთქვათ, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ინ­ტერ­ნე­ტის სა­ფა­სუ­რი დაგ­ვე­ფა­რაო, მაგ­რამ ეს ხარ­ჯე­ბი წი­ნას­წარ უკვე გა­წე­უ­ლია, მა­გას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩვენს სკო­ლა­ში შეშა უკვე მო­მა­რა­გე­ბუ­ლია, მაგ­რამ რად გინ­და? ამ ზამ­თარს დალ­პე­ბა, რად­გან მას არა­ვინ მო­იხ­მარს. არა­და, ყვე­ლა სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ მე­ო­რე ტალ­ღა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამი­ტომ, სხვა რა­მის­თვის უნდა მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით. შე­იძ­ლე­ბა, შე­შის ყიდ­ვა ვიჩ­ქა­რეთ. მოკ­ლედ, მე­ო­რე ტალ­ღამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ყვე­ლა­ფერს სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შევ­ხვდით, ამ დროს გვე­გო­ნა, უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დით... ამა­ში, ალ­ბათ, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ დამ­ნა­შა­ვე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
1

აი ეს არის ნაცი ტიპი! ფეიკია ეს ყველაფერი!

მთ
2

და ამ დროს მთავრობა რას შვება?მილიონები იშოვნეს ატკატებიდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მშობლებს ინტერნეტის ფული არ აქვთ, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ.. ქოთნებში ია გავახარეთ და მათი გაყიდვით შევაგროვეთ თანხა" - ლადო აფხაზავას უჩვეულო მეთოდი მოსწავლეების დასახმარებლად

"მშობლებს ინტერნეტის ფული არ აქვთ, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ.. ქოთნებში ია გავახარეთ და მათი გაყიდვით შევაგროვეთ თანხა" - ლადო აფხაზავას უჩვეულო მეთოდი მოსწავლეების დასახმარებლად

კორონაპანდემიის გამო პრობლემა არაერთ ოჯახს არაერთი კუთხით შეექმნა, კერძოდ, მშობლებს არ აღმოაჩნდათ სახსრები თუნდაც იმისთვის, შვილებისთვის ინტერნეტის ულიმიტო პაკეტები შეეძინათ, რომ ბავშვები ონლაინგაკვეთილებს დასწრებოდნენ. ეს მეტწილად რეგიონების პრობლემა უფროა. ამიტომ, ჩიბათელმა სამოქალაქო აღზრდის ცნობილმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ ლანჩხუთელი მოსწავლეების დასახმარებლად საინტერესო გამოსავალი მოძებნა. მან ია მოამრავლა, გაყიდა და იმ თანხით ინტერნეტის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილებზე დასწრების საშუალება მისცა.

„მშობლები რთულ მდომარეობაში არიან, იმის საშუალება არ აქვთ, რომ შვილებს 19-ლარიანი ულიმიტო ინტერნეტი თუნდაც ერთი თვით ჩაურთონ... მოკლედ, არჩვანის წინაშე აღმოჩდნენ - ინტერნეტი შეიძინონ იმისთვის, რომ ბავშვები გაკვეთილებს დაესწრონ, თუ მათ საკვები არ მოაკლონ. ზოგიერთმა საკვები არჩია. ეს გარკვეულ შემთხვევაში იმითაც არის განპირობებული, რომ ოჯახს რამდენიმე შვილი ჰყავს. გაკვეთლები ერთმანეთს ემთხვევა, სათანადო რაოდენობის ტექნიკაც არ აქვთ და საერთოდ უარი თქვეს ონლაინგაკვეთილებზე... მოკლედ, ამ რთული სიტუაციის გამო, პირველი ტალღის დროს, სხვადასხვა ორგანიზაციას დავუკავშირდი, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქართველები საფრანგეთში ასოციაციას, კავკასიის უნივერსიტეტს - ყველა დაგვეხმარა, ჩვენი მოსწავლეების ტელეფონის ნომრებს ვუგზავნიდით და ისინი ურიცხავდნენ,“ - გვიყვება ლადო აფხაზავა.

- მოსწავლეებს პრობლემა მოეხსნათ?

- პირველი ტალღის დროს, ამ ადამიანებმა 4 თვის ინტერნეტის თანხა ჩაურიცხეს... ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 482 ბავშვს დავეხმარეთ. ვითანამშრომლე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოცმუშაკებთან და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებსაც ჩავურიცხეთ. ჩემი, ჩიბათის სკოლიდან 82 მოსწავლეს აღმოვუჩინეთ დახმარება. მეორე ტალღისთვის კი ვიფიქრე, რომ რაღაც სხვა რამ უნდა მეღონა... ვინაიდან ჩვენი, ყველას განათლების სიმბოლო იაა, „აი ია“-თი დავიწყეთ განათლების მიღება, გადავწყვიტე, ია მომემრავლებინა, რაც სიმბოლურიც იქნებოდა. მოკლედ, ვიშოვე იის ფოთლები, ბათუმში დიდი რაოდენობით მიწა და ქოთნებიც შევიძინე. ერთი კვირა დამჭირდა, რომ იების ფოთლები ქოთნებში ჩამერგო. ძალიან გამიხარდა, რომ სამი კვირის შემდეგ უკვე პატარა „ჭუკები“ ამოვიდა, - ასე დავარქვი იმ ახლადამოყრილ ფოთლებს... მოსწავეებსაც ვასწავლე ეს მეთოდი. იებს ისინიც ახარებდნენ. კი ვამრავლებდით, მაგრამ ჯერ კარგად გააზრებული არც გვქონდა, ზუსტად რა გამოგვივიდოდა, მაგრამ შედეგად - 516 გახარებული ქოთანი მივიღეთ და გავყიდეთ.

- ე.ი. იის ქოთნები გაიყიდა?

- კი, თბილისში ყვავილების მაღაზიაში, ასევე ბათუმში. საკოლექციო იები იყო, ძალიან ლამაზი, მაგრამ თითო ქოთანი ცხადია, 19 ლარად ვერ გაიყიდებოდა... იების ახალი ფოთლები ისევ მაქვს ჩარგული, იქნებ კიდევ დაგვჭირდეს...

- და იებით სულ რამდენი მოსწავლეს დაეხმარეთ?

- 512 მოსწავლეს ჩავურიცხეთ ინტერნეტის თანხა. ასევე 10 მრავალშვილიან ოჯახს შევუყვანეთ ინტერნეტი, რაც ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ, 10 ოჯახს, ვისაც ინტერნეტი შეყვანილი აქვს, მაგრამ ჩართვის საშუალება არ ჰქონდა, 6 თვით დავუფინანსებთ. რამდენიმეს კი, ვისაც ტელეფონი არ ჰქონდა, შევუძინეთ და უკვე საშუალება აქვთ, ონლაინგაკეთილებს დაესწრონ. რა თანხაც მოგვრჩა, მოსწავლეებთან ერთად, მაღაზიაში წავედით და ობოლ ბავშვებს პროდუქტები ვუყიდეთ...

- როგორ ფიქრობთ, მოსწავლეები ინტერნეტით განათლების სამინისტროს თავად არ უნდა უზრუნველეყო?

- ვერ გეტყვით, განათლების სამინისტრო რამდენად მოვალეა, ყველა მოსწავლეს ინტერნეტი შეუძინოს, თან, როგორც გითხარით, ყველას არ სჭიდება დამხარება. არიან ისეთი მოსწავლეები, ვის მშობლებსაც საშუალება არ აქვთ, ზოგის მშობელი კი ამ შეზღუდვებისას დარჩა უმუშევარი... ეს სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს ეს. როდესაც პრობლემას ვაღიარებთ, მასზე ვსაუბრობთ, მათი მოგვარების გზებიც ჩნდება, მაგრამ საქართველოში ასეა, - პრობლემის მიჩქმალვას უფრო ცდილობენ...

როდესაც ჩვენი ამბავი სოციალური ქსელითაც გავრცელდა, მაქვს 600 მოსწავლის ტელეფონის ნომერი და ამ ბავშვებს კეთილი ადამიანები ინტერნეტის თანხას თავად ურიცხავენ. გააქტიურდნენ საზღავრგარეთ მცხოვრები ადამიანებიც, ისინი, ვინც იქ ოჯახის სარჩენად არიან წასულები, ჩვენს მოსწავლეებს ეხმარებიან. გამიხარდება, თუ სხვა მუნიციპალიტეტში მასწავლებლები სხვადასხვა გზას მოძებნიან ასეთი ოჯახების შვილების დასახმარებლად.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის გათბობის თანხით შესაძლებელი იყო, ვთქვათ, მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასური დაგვეფარაო, მაგრამ ეს ხარჯები წინასწარ უკვე გაწეულია, მაგას არაფერი ეშველება. მაგალითად, ჩვენს სკოლაში შეშა უკვე მომარაგებულია, მაგრამ რად გინდა? ამ ზამთარს დალპება, რადგან მას არავინ მოიხმარს. არადა, ყველა საუბრობდა იმაზე, რომ მეორე ტალღა მოსალოდნელი იყო, ამიტომ, სხვა რამისთვის უნდა მოვმზადებულიყავით. შეიძლება, შეშის ყიდვა ვიჩქარეთ. მოკლედ, მეორე ტალღამ დაგვანახა, რომ ყველაფერს სრულიად მოუმზადებელი შევხვდით, ამ დროს გვეგონა, უფრო ორგანიზებული ვიქნებოდით... ამაში, ალბათ, ყველანი ერთად ვართ დამნაშავე.