საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი 90-იან წლებში მგონია... სიცივით დავიხოცებით" - რა მოხდა ბათუმში და რატომ დგას უამრავი ადამიანი გაზის რიგში?
"თავი 90-იან წლებში მგონია... სიცივით დავიხოცებით" - რა მოხდა ბათუმში და რატომ დგას უამრავი ადამიანი გაზის რიგში?

გაზ­სა­დენ­ზე მომ­ხდა­რი და­ზი­ა­ნე­ბის გამო, აჭა­რის და გუ­რი­ის რე­გი­ო­ნე­ბის აბო­ნენ­ტებს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია შე­უ­წყდათ. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს და აცხა­დებს, რომ ისი­ნი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი არ იყ­ვნენ.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პრო­ტესტს სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­ხა­ტა­ვენ და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დრო­ულ აღ­დგე­ნას მო­ი­თხო­ვენ. სა­ცხო­ბებ­სა და სა­კონ­დიტ­რო­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ დღის ბო­ლომ­დე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა არ აღუდ­გე­ბათ, პრო­დუქ­ცია გა­უ­ფუჭ­დე­ბათ და იზა­რა­ლე­ბენ.

"არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ­დით. დი­ლით და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, პურს ვერ ვა­ცხობთ, რად­გან გაზი არ გვაქვს, სრუ­ლი­ად გაზ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი",- ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი სა­ცხო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი ზე­ბურ დი­ა­სა­მი­ძე.

ამას­თან ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მინი ე.წ ბა­ლო­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით შევ­სე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია რიგ­ში არი­ან.

"ამ რიგს რომ ვუ­ყუ­რებ, თავი 90-იან წლებ­ში მგო­ნია. ყველ­გან შე­ზღუდ­ვა, ნორ­მა­ლუ­რად საკ­ვებს ვერ ვყი­დუ­ლობთ ამ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე, ახლა სი­ცი­ვით და­ვი­ხო­ცე­ბით, არ ვი­ცით რო­დის აღ­დგე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა. რამ­დე­ნი დღე ვიქ­ნე­ბით ასე, უც­ნო­ბია",- აცხა­დებს მო­ქა­ლა­ქე ნა­თია გორ­გი­ლა­ძე.

შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მილ­სა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის აღ­სად­გე­ნად სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცა
30

ძალიან ცუდია ამ სიცივეში ასე ყოფნა, მაგრამ აკეთებენ , ცოტა მოთმინებაა საჭირო და ასევე გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ამდენი ამ ის ატეხვა არაა საჭირო. ვის უნდოდა რომ ეს მომხდარიყო? მთავარია ყინვები არ არის და გაკეთდება, მუშაობენ.

gio
26

თქვე კაიხალხო გაზგამტარი დაზიანებულა და ასე ხომ არ დატოვებენ. აბა ახლა ატეხეთ ერთი ვაი უშველებელი. ხომ უნდა აფრქვიოთ დაგროვილი ნეგატივი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თავი 90-იან წლებში მგონია... სიცივით დავიხოცებით" - რა მოხდა ბათუმში და რატომ დგას უამრავი ადამიანი გაზის რიგში?

"თავი 90-იან წლებში მგონია... სიცივით დავიხოცებით" - რა მოხდა ბათუმში და რატომ დგას უამრავი ადამიანი გაზის რიგში?

გაზსადენზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარის და გურიის რეგიონების აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათია შეუწყდათ. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ისინი გაფრთხილებული არ იყვნენ.

მოქალაქეები პროტესტს სხვადასხვა სოციალური ქსელით გამოხატავენ და ბუნებრივი აირის დროულ აღდგენას მოითხოვენ. საცხობებსა და საკონდიტროებში დასაქმებულები ამბობენ, რომ თუ დღის ბოლომდე ბუნებრივი აირის მიწოდება არ აღუდგებათ, პროდუქცია გაუფუჭდებათ და იზარალებენ.

"არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით. დილით დავიწყეთ მუშაობა, პურს ვერ ვაცხობთ, რადგან გაზი არ გვაქვს, სრულიად გაზზე ვართ დამოკიდებული",- ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი საცხობის თანამშრომელი ზებურ დიასამიძე.

ამასთან ბათუმის ქუჩებში ავტომობილები გამოჩნდნენ, სადაც შესაძლებელია მინი ე.წ ბალონების ბუნებრივი აირით შევსება. მოქალაქეებიც შესაბამისად, რამდენიმე საათია რიგში არიან.

"ამ რიგს რომ ვუყურებ, თავი 90-იან წლებში მგონია. ყველგან შეზღუდვა, ნორმალურად საკვებს ვერ ვყიდულობთ ამ მძიმე სოციალურ ფონზე, ახლა სიცივით დავიხოცებით, არ ვიცით როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება. რამდენი დღე ვიქნებით ასე, უცნობია",- აცხადებს მოქალაქე ნათია გორგილაძე.

შესაბამის უწყებაში აცხადებენ, რომ მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი ადგილზე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?