მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია
ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

ხვე­ლა მუდ­მი­ვი თან­მხლე­ბია მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს, რა­ტომ ვი­თარ­დე­ბა ხვე­ლა და რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ მას ?

კახა ვა­ჭა­რა­ძე, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თსსუ ფთი­ზი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ექიმ­თა ლი­გის პრე­ზი­დენ­ტი, ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მე­დი­ცი­ნა­ში.

ბა­ტო­ნო კახა, რა არის რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია ?

მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არის სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ურ-ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­ით ან ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გად.

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ 200-ზე მეტი პა­თო­გე­ნი, რო­მე­ლიც იწ­ვევს სხვა­დას­ხვა ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს რეს­პი­რა­ცი­ულ ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას?

ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის სიმპტო­მო­კომ­პლექ­სი და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სია : ეს არის ხვე­ლე­ბა, ცე­მი­ნე­ბა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, თვა­ლე­ბი­დან ცრემ­ლის დენა, სახ­სრებ­ში ტკი­ვი­ლი, დის­კომ­ფორ­ტი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა. ამ ჩი­ვი­ლე­ბი­დან ცალ­კე გა­მო­ი­ყო­ფა ხვე­ლა. ხვე­ლა შე­დის 10 ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­უძ­ლუ­რე­ბელ სიმპტომს შო­რის

ხვე­ლა შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ხან­გრძლი­ვო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს: რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ახ­ვე­ლებს და­ახ­ლო­ე­ბით 4 კვი­რა, ასეთ ხვე­ლას მწვა­ვეს უწო­დე­ბენ, 4 კვი­რი­დან 8 კვი­რამ­დე ხვე­ლა ით­ვლე­ბა ქვემ­წვა­ვედ, ხოლო ხვე­ლა, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა 8 კვი­რა­ზე მეტ ხანს ქრო­ნი­კუ­ლია

რო­გო­რი ხვე­ლა ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს?

მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე უფრო ხში­რად მშრა­ლი ხვე­ლა ვი­თარ­დე­ბა, შემ­დეგ ის გა­და­დის შე­რე­უ­ლი ტი­პის ხვე­ლა­ში და ბო­ლოს სვე­ლი, ანუ პრო­დუქ­ტი­უ­ლი ხვე­ლა ყა­ლიბ­დე­ბა.

თუ ხვე­ლას არ მოჰ­ყვა სა­სუნ­თქი გზე­ბის ნახ­ვე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ის შე­იძ­ლე­ბა ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი გახ­დეს პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ბე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის და და­ა­ვა­დე­ბა შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ, ამოხ­ვე­ლე­ბის პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

რო­გო­რია ხვე­ლის მკურ­ნა­ლო­ბა ?

ხვე­ლა ერთ-ერთი იმ სიმპტომ­თა­გა­ნია, რომ­ლის თვით­მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, თუ ხვე­ლას თან ახ­ლავს : მა­ღა­ლი სი­ცხე, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ჩირ­ქო­ვა­ნი ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ნახ­ვე­ლი, სის­ხლი­ა­ნი ნახ­ვე­ლი და სხვა სიმპტო­მე­ბი, პა­ცი­ენ­ტმა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­მარ­თოს ექიმს.

პრო­დუქ­ტი­უ­ლი ხვე­ლის დროს ძი­რი­თა­დად ვი­ყე­ნებთ ნახ­ვე­ლის გა­მა­თხი­ე­რე­ბელ და ამო­სახ­ვე­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს. მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნი ამ დროს არის ლორ­წოს გა­თხე­ლე­ბა და სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან მისი გა­მო­ყო­ფა.

პრო­დუქ­ტი­უ­ლი ხვე­ლის დროს მთელს მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აცც (აცე­ტილ­ცის­ტე­ი­ნი)- ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ან­თე­ბის­სა­წი­ა­აღ­მდე­გო და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი თვი­სე­ბით.

აცე­ტილ­ცის­ტე­ი­ნი ახ­დენს ბლან­ტი, ძნე­ლად მო­სა­ცი­ლე­ბე­ლი ნახ­ვე­ლის გა­თხე­ლე­ბას. ასე­ვე აად­ვი­ლებს ამოხ­ვე­ლე­ბის პრო­ცესს, რაც პა­ცი­ენ­ტის­თვის თვალ­სა­ჩი­ნოა მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში. აცე­ტილ­ცის­ტე­ი­ნი დღეს­დღე­ო­ბით ით­ვლე­ბა ეფექ­ტურ, გა­მოც­დილ და სა­ი­მე­დოდ სა­შუ­ა­ლე­ბად. აცე­ტილ­ცის­ტე­ი­ნი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი აცც-ს სა­ხელ­წო­დე­ბით. აცც ნაჩ­ვე­ნე­ბია სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, რომ­ლებ­საც თან ახ­ლავს გა­ს­ქე­ლე­ბუ­ლი და ძნე­ლად გა­მო­სა­ყო­ფი ნახ­ვე­ლის წარ­მოქ­მნა: ბრონ­ქი­ტი (მწვა­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი და ობსტრუქ­ცი­უ­ლი), ბრონ­ქი­ო­ლი­ტი, ბრონ­ქო­ექ­ტა­ზია, პნევ­მო­ნია, ლა­რინ­გი­ტი, ტრა­ქე­ი­ტი, გრი­პი, ასე­ვე მუ­კო­ვის­ცი­დო­ზი და სი­ნუ­სი­ტე­ბი

რა თვი­სე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს აცე­ტილ­ცის­ტე­ინს (აცც)?

  • ნახ­ვე­ლის გა­თხე­ლე­ბა
  • ამოხ­ვე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა
  • ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აცც-ს მძლავ­რი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი თვი­სე­ბა, ეს არის სა­სუნ­თქი გზე­ბის უჯრე­დე­ბის დაც­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. პა­ცი­ენ­ტთა სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თვის შექ­მნი­ლია აცც-ს შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

მოზ­რდი­ლებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ვი­ყე­ნებთ აცც ექ­სტრას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია აცც-ს ახა­ლი ფორ­მა - აცც აქ­ტი­ვის სა­ხელ­წო­დე­ბით. აცც აქ­ტი­ვი გახ­ლავთ ინო­ვა­ცია ხვე­ლის მკურ­ნა­ლო­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ის არ სა­ჭი­რო­ებს წყლის და­ყო­ლე­ბას ან წყალ­ში გახ­სნას. აცც აქ­ტი­ვის ფხვნი­ლი ად­ვი­ლად იხ­სნე­ბა პი­რის ღრუ­ში, იწ­ვევს ნერ­წყვის გა­მო­ყო­ფას და შე­დე­გად ად­ვი­ლია მისი გა­დაყ­ლაპ­ვა. აცც აქ­ტი­ვის ერთი პა­კე­ტის შემ­ცვე­ლო­ბას იყ­რი­ან უშუ­ა­ლოდ ენა­ზე და ყლა­პა­ვენ სი­თხის და­ყო­ლე­ბის გა­რე­შე. მი­ღე­ბის ეს ფორ­მა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი აქ­ტი­უ­რი რე­ჟი­მის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის და პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც დარ­ღვე­უ­ლი აქვთ ყლაპ­ვის რეფ­ლექ­სი.

რა ხან­გრძლი­ვო­ბით ინიშ­ნე­ბა აცც ?

ხან­მოკ­ლე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს აცც-ს მი­ღე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­ად­გენს 5-7 დღეს. ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­დე­ბე­ბის დროს კი აცც-ს გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია 6 თვემ­დეც გა­ხან­გრძლივ­დეს.

თუ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა, ან არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა 4-5 დღის შემ­დეგ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტმა და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს ექიმ­თან.

რო­გო­რია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა ?

გრი­პის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ მწი­რია და მათი ეფექ­ტიც არ არის მა­ღა­ლი. ამი­ტომ, გრი­პის­გან დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად პრე­ვენ­ცია ით­ვლე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ, მარ­ტი­ვი წე­სებს : მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს

  • ატა­რეთ პირ­ბა­დე
  • ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი
  • იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად
  • და­კავ­დით სპორ­ტით

R

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია პაპა
2

ბარემ ისიც დაწერეთ რეკლამაში რამდენი გადაგიხადეს.

მარი
7

მადლობთ ბ-ნო კახა სასარგებლო რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

ხველა მუდმივი თანმხლებია მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დროს, რატომ ვითარდება ხველა და როგორ ვუმკურნალოთ მას ?

კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის პრეზიდენტი, ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში.

ბატონო კახა, რა არის რესპირაციული ვირუსული ინფექცია ?

მწვავე რესპირაციული დაავადებები არის სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ერთობლიობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ბაქტერიით ან ვირუსით ინფიცირების შედეგად.

ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ 200-ზე მეტი პათოგენი, რომელიც იწვევს სხვადასხვა ვირუსულ ინფექციას.

რა სიმპტომები ახასიათებს რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას?

ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული ინფექციისთვის სიმპტომოკომპლექსი დაახლოებით მსგავსია : ეს არის ხველება, ცემინება, ყელის ტკივილი, თვალებიდან ცრემლის დენა, სახსრებში ტკივილი, დისკომფორტი, ტემპერატურის მატება. ამ ჩივილებიდან ცალკე გამოიყოფა ხველა. ხველა შედის 10 ყველაზე მეტად დამაუძლურებელ სიმპტომს შორის

ხველა შეიძლება სხვადასხვა ხანგრძლივობით მიმდინარეობდეს: როდესაც პაციენტი ახველებს დაახლოებით 4 კვირა, ასეთ ხველას მწვავეს უწოდებენ, 4 კვირიდან 8 კვირამდე ხველა ითვლება ქვემწვავედ, ხოლო ხველა, რომელიც გრძელდება 8 კვირაზე მეტ ხანს ქრონიკულია

როგორი ხველა ახასიათებს მწვავე რესპირაციულ დაავადებებს?

მწვავე რესპირაციული დაავადების საწყის ეტაპზე უფრო ხშირად მშრალი ხველა ვითარდება, შემდეგ ის გადადის შერეული ტიპის ხველაში და ბოლოს სველი, ანუ პროდუქტიული ხველა ყალიბდება.

თუ ხველას არ მოჰყვა სასუნთქი გზების ნახველისგან გათავისუფლება, ის შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს პათოგენური მიკრობების გამრავლებისთვის და დაავადება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. სწორედ ამიტომ, ამოხველების პროცესის ხელშეწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

როგორია ხველის მკურნალობა ?

ხველა ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის თვითმკურნალობა შესაძლებელია. თუმცა, თუ ხველას თან ახლავს : მაღალი სიცხე, სუნთქვის გაძნელება, ჩირქოვანი ჭარბი რაოდენობის ნახველი, სისხლიანი ნახველი და სხვა სიმპტომები, პაციენტმა აუცილებელია მიმართოს ექიმს.

პროდუქტიული ხველის დროს ძირითადად ვიყენებთ ნახველის გამათხიერებელ და ამოსახველებელ საშუალებებს. მკურნალობის მიზანი ამ დროს არის ლორწოს გათხელება და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფა.

პროდუქტიული ხველის დროს მთელს მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება აცც (აცეტილცისტეინი)- ამოსახველებელი საშუალება ანთებისსაწიააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებით.

აცეტილცისტეინი ახდენს ბლანტი, ძნელად მოსაცილებელი ნახველის გათხელებას. ასევე აადვილებს ამოხველების პროცესს, რაც პაციენტისთვის თვალსაჩინოა მკურნალობის დაწყებიდან პირველივე დღეებში. აცეტილცისტეინი დღესდღეობით ითვლება ეფექტურ, გამოცდილ და საიმედოდ საშუალებად. აცეტილცისტეინი ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი აცც-ს სახელწოდებით. აცც ნაჩვენებია სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს გასქელებული და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა: ბრონქიტი (მწვავე, ქრონიკული და ობსტრუქციული), ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზია, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ასევე მუკოვისციდოზი და სინუსიტები

რა თვისებები ახასიათებს აცეტილცისტეინს (აცც)?

  • ნახველის გათხელება
  • ამოხველების ხელშეწყობა
  • ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება

აღსანიშნავია აცც-ს მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისება, ეს არის სასუნთქი გზების უჯრედების დაცვა თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. პაციენტთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შექმნილია აცც-ს შესაბამისი ფორმები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოშიც.

მოზრდილებში ყველაზე ხშირად ვიყენებთ აცც ექსტრას, ასევე საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია აცც-ს ახალი ფორმა - აცც აქტივის სახელწოდებით. აცც აქტივი გახლავთ ინოვაცია ხველის მკურნალობაში, ვინაიდან ის არ საჭიროებს წყლის დაყოლებას ან წყალში გახსნას. აცც აქტივის ფხვნილი ადვილად იხსნება პირის ღრუში, იწვევს ნერწყვის გამოყოფას და შედეგად ადვილია მისი გადაყლაპვა. აცც აქტივის ერთი პაკეტის შემცველობას იყრიან უშუალოდ ენაზე და ყლაპავენ სითხის დაყოლების გარეშე. მიღების ეს ფორმა მოსახერხებელია ყველა პაციენტისთვის, განსაკუთრებით კი აქტიური რეჟიმის მქონე პირებისთვის და პაციენტებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ ყლაპვის რეფლექსი.

რა ხანგრძლივობით ინიშნება აცც ?

ხანმოკლე რესპირატორული დაავადებების დროს აცც-ს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. ქრონიკული დაავდებების დროს კი აცც-ს გამოყენება შესაძლებელია 6 თვემდეც გახანგრძლივდეს.

თუ მდგომარეობა გაუარესდება, ან არ გაუმჯობესდება 4-5 დღის შემდეგ, აუცილებელია პაციენტმა დამატებითი კონსულტაცია გაიაროს ექიმთან.

როგორია რესპირაციული ვირუსული დაავადების პროფილაქტიკა ?

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჩამონათვალი საკმაოდ მწირია და მათი ეფექტიც არ არის მაღალი. ამიტომ, გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად პრევენცია ითვლება. შეგახსენებთ პრევენციისათვის საყოველთაოდ ცნობილ, მარტივი წესებს : მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

  • ატარეთ პირბადე
  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • იკვებეთ ჯანსაღად
  • დაკავდით სპორტით

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"