➤ ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ელჩებთან შეხვედრის მეორე რაუნდი; "ოცნების” პოზიცია
გადაცემის სტუმრები: ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი - პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ სამხარაძე - „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-17 ნომერი, გიორგი გრიგოლია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ბ-ნ იაგო საკითხზე რომელზეც აშკარად კომპეტენცია არ გაგაჩნიათ და გააზრების დეფიციტიც ახლავს თან არ შეგიძლიათ ასეთ შემთხვევაში თავი შეკავება ყველა გაგებით, საჯარო განხილვაში მონაწილეობის ჩათვლით. თქვენ ხართ საჯაროდ პარტიის წარმომადგენელი, რაც ასეთ შემთხვეაში იძლევა ინფორმაციას, რომ თვენს პარტიას ან ასეთი გაგება აქვს საკითხზე ან პოზიტიური განხილვაც კი არა აქვს თემაზე მოხდენილი. სამწუხაროა, მაგრამ ამ ნიშნით საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია იდენტურია თემის განხილვის შემთხვევაში და შედეგად მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები რასაც ეფექტიანობა არ გააჩნია. ესაა ამ 30 წლის ისტორია და არც არაფერი იცბლება ახლა. ასევე, როცა აჟღერებთ ჯორდანო ბრუნო იმ გამოთქმისათვის დაწვეს, რაც საზოგადოებას მიეწოდა სხვა მოსაზრებით, ეს არ აჩვენებს თქვენს გამორჩეულ მზაობას პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ეს საკითხი, რადგან ეს ერთგვარი საზომია ადამიანის უნარისა და ინტელექტისა(ამაზე არის შეაბამისი ინფორმაცია, რომლის გაგება სხვა უნარებს მოითხოვს. სხვა შემთხვევაში ჯორდანო ბრუნო არც ფიზიკოსი იყო და არც ასტრონომი. კოპერნიკს კი თავისი საქმე გაკეთებული, ანუ ნათქვამი ქონდა). მაპატიეთ, მაგრამ ასეა და უნდა ითქვას, რაც სათქმელია. დავესესხები ჩემს მასწავლებელს და ვიტყვი, რომ ასეთ გარემოებაში როცა კომპეტენციის დეფიციტებია წარმოშობილი ყველა გაგებით კოვიდის მართვაში და არგუმენტებითა და ეფექტიანობის ნიშნით არ ხდება მსჯელობა(რასაც პასუხსისმგებლობით მსჯელობა ქვია პოლიტიკაში), დროა ყველა ერთად შეხვიდეთ დიდ აუდიტორიაში და სანამ ჩამოყალიბდებით იყავით მანდ, რადგან ისტორია მაინც შეგაფასებთ ყველას.
ქ-ნ ემას, როგორც ვფიქრობ საქართველოში არ გაამართლა ამ სახის გადაცემებმა, რადგან უმეტესად ეს საინფორმაციო ეთერის შევსებას წარმოადგენს და მეტს არაფერს. ამან არ მისცა ქვეყანას თემატური განხილვების არც უნარი და არც სიღრმე. დასაფიქრებელია, რა შეიძლება იყოს უკეთესი ამ შემთხვევაში!