პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა იწყება "ოცნების" ბრძოლა ოპოზიციის გასახლეჩად..." - ექნება თუ არა მმართველ პარტიას დისკომფორტი ოპოზიციის ბოიკოტით, ექსპერტების შეფასება
"ახლა იწყება "ოცნების" ბრძოლა ოპოზიციის გასახლეჩად..." - ექნება თუ არა მმართველ პარტიას დისკომფორტი ოპოზიციის ბოიკოტით, ექსპერტების შეფასება

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბით და მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა და­ზა­რალ­და, პრო­ცესს კი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ ჰყავს.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში წა­ა­გებს, ოპო­ზი­ცი­ა­სა და მმარ­თველ პარ­ტი­ას შო­რის ჭი­დი­ლი რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს.

"თუ ამ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში პრი­ზი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბაა, ყვე­ლამ წა­ა­გო, წა­ა­გო ორი­ვე მხა­რემ და რაც მთა­ვა­რია, წა­ა­გო სა­ხელ­მწი­ფომ. თუ პრი­ზი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ი­ხან­გრძლი­ვა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ეს პრი­ზი მან აიღო, თუმ­ცა, ძა­ლი­ან სუს­ტი ლე­გი­ტი­მა­ცი­ით და უფრო მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნა­ში შე­ვი­და. ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ტაქ­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა, რომ­ლის ფა­სიც სა­მო­მავ­ლოდ მის­თვის შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე ბევ­რად უა­რე­სი იყოს, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, ისი­ნი ძი­რი­თა­დად ინ­სტინ­ქტე­ბით აზ­როვ­ნე­ბენ, გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებს არ ისა­ხა­ვენ. მათ სის­ტე­მუ­რი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი არ აქვთ, მხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ან, ერთჯე­რად ამო­ცა­ნებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მათ ჰქონ­დათ ერთჯე­რა­დი ამო­ცა­ნა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მე­თო­დით შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა და „ხვა­ლი­სა ხვა­ლემ იფიქ­რო­სო“ ან "ხვალ ან ვირი მოკ­ვდე­ბა ან ვი­რის პატ­რო­ნიო“, ეს არის სამ­წუ­ხა­როდ მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფია, რაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ტე­რე­სებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია.

სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში წა­ა­გებს, რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს ეს ჭი­დი­ლი. ჩვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამო­ცა­ნაა ზა­რა­ლის მი­ნი­მი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ. ზა­რა­ლი რომ უკვე სა­ხე­ზეა და კი­დევ უფრო რომ დამ­ძიმ­დე­ბა, ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ორი­ვე მხა­რეს აქვს ხის­ტი პო­ზი­ცია და ისი­ნი კონ­სენ­სუ­სის მო­სა­ძებ­ნად მზად არ არი­ან.

"რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო­ში არის მძი­მე ვი­თა­რე­ბა, ვფიქ­რობ, რომ სჯობს ეს კრი­ზი­სი გა­და­ვი­ტა­ნოთ სა­პარ­ლა­მენ­ტო კედ­ლებ­ში და იქ გან­ვი­თარ­დეს ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ე­ბი. მათ შო­რის თა­ვი­სი პი­კე­ბით. შევა თუ არა პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცია, პიკი გარ­და­უ­ვა­ლია, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია, ამ ლე­გი­ტი­მა­ცი­ით 4 წელი მარ­თვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. არ მგო­ნია მმარ­თველ პარ­ტი­ას ოპო­ზი­ცი­ის გა­რეთ დარ­ჩე­ნით კომ­ფორ­ტი ჰქონ­დეს. სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხაა, რომ 90 -კა­ცი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტი ვერ იქ­ნე­ბა ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი, იმი­ტომ, რომ ის სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ შე­ას­რუ­ლებს უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბას და კრი­ზი­სი მა­ინც იქ­ნე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ არ აქვს პრობ­ლე­მა. მათ აშ­კა­რაა, რომ უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მა აქვთ. ისი­ნი ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ და­ა­პი­რის­პი­რონ ეს პარ­ტი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს, ვი­ღა­ცა იყი­დონ, და­ა­შან­ტა­ჟონ, შე­ა­ში­ნონ. ეს მუ­შა­ო­ბა მი­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ამას ვხე­დავთ. სტე­რი­ლუ­რი პარ­ლა­მენ­ტი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არ არის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს აფა­სებს ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეც. მისი გან­მარ­ტე­ბით, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, "ოც­ნე­ბა" ფიქ­რობს, რომ "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის დარ­ჩა", თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ქვე­ყა­ნა­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი იქ­მნე­ბა.

"ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის არ­სია, რა მდგო­მა­რე­ო­ბაც მათ მი­ი­ღეს, ეს მათი „ში­ნა­გა­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­აა“. ისი­ნი რე­ა­ლუ­რად დე­მოკ­რა­ტე­ბი არც არი­ან, გა­ფორმ­და ის, რაც ში­ნა­გა­ნად იყო მათ­ში. 2012 წელს „ოც­ნე­ბა“ და­პირ­და თა­ვის ამომ­რჩე­ველს, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლებს“ პო­ლი­ტი­კუ­რი რუ­კი­დან გა­აქ­რობ­და. 2012 წელს და 2016 წელს მან ეს ვერ შეძ­ლო და ახლა დად­გა ეს რე­ა­ლო­ბა, როცა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უს­რუ­ლა „ოც­ნე­ბამ“ ხალ­ხს ეს და­პი­რე­ბა. პარ­ლა­მენ­ტი იწყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­რე­შე. მარ­თა­ლია, ეს თვი­თონ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ნე­ბით მოხ­და, მაგ­რამ „ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლის­თვის ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ამ ყვე­ლა­ფერს ხელს უწყობს ევ­რო­კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბაა ოპო­ზი­ცი­ის­კენ, რომ შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში და იქი­დან იბ­რძო­ლონ. ეს ფაქ­ტო­რე­ბი „ოც­ნე­ბას“ აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის დარ­ჩა, ამომ­რჩე­ველ­თა­ნაც და­ნა­პი­რე­ბი შე­ას­რუ­ლა და და­სავ­ლე­თიც დი­დად არ აწ­ვე­ბა და არ წუხს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თველ­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, ლა­გა­ზი­ძის შე­ფა­სე­ბით, თუ ისი­ნი მა­ინც და­იშ­ლე­ბი­ან და ერთი ნა­წი­ლი პარ­ლა­მენ­ტში შევა, ეს მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ის მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.

„ისი­ნი, ვინც პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლენ, პო­ლი­ტი­კუ­რად რომ დამ­თავ­რდე­ბი­ან ცხა­დია, მაგ­რამ, ვინც გა­რეთ დარ­ჩე­ბა, არც იმათ ელის კარ­გი დღე. ამომ­რჩევ­ლის­თვის შე­დე­გი იქ­ნე­ბა ის, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ვერ შეძ­ლო ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი ხმე­ბის დაც­ვა და ეს გა­მო­იწ­ვევს ამომ­რჩევ­ლის ტო­ტა­ლურ იმედ­გაც­რუ­ე­ბას. ოპო­ზი­ცია უნდა ეცა­დოს ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. რე­ა­ლუ­რად, ახლა იწყე­ბა „ოც­ნე­ბის“ ბრძო­ლის ეტა­პი ოპო­ზი­ცი­ის გა­სახ­ლე­ჩად. „ოც­ნე­ბას“ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ერ­თგვა­რი დე­მოკ­რა­ტია, ამი­ტომ ის შე­ეც­დე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ბი შე­იყ­ვა­ნოს პარ­ლა­მენ­ტში. ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა რომ იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­მო­ვა, რომ და­სავ­ლე­თის 30 წლი­ა­ნი მცდე­ლო­ბა და ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლად ჩა­ვარ­დე­ბა. ამი­ტომ ეც­დე­ბა „ოც­ნე­ბა“, რომ ყვე­ლაფ­რის ფა­სად ოპო­ზი­ცია გა­ტე­ხოს.

ოპო­ზი­ცი­ის სრუ­ლად გა­რეთ დარ­ჩე­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან და­სავ­ლე­თი უნდა და­არ­წმუ­ნონ, რომ ისი­ნი მხარ­დაჭ­რას იმ­სა­ხუ­რე­ბენ და ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ის ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­მაც ხმა მის­ცა ოპო­ზი­ცი­ას, პა­სი­უ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი კი არ იყოს, პრო­ტეს­ტი ღიად გა­მო­ხა­ტოს, მათ შო­რის ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბით. როცა ოპო­ზი­ცის შან­სებ­ზე და მისი წარ­მა­ტე­ბის თუ მარ­ცხის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ, გა­დამ­წყვე­ტია ოპო­ზი­ცა შეძ­ლებს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წა­მო­იყ­ვა­ნოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა­ზე. თუ ამა­ზე წა­მო­იყ­ვა­ნა, მა­შინ ყვე­ლა მისი მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი, თუ ვერ წა­მო­იყ­ვა­ნა, მა­შინ პრო­ცე­სი დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბა და ქუ­ჩი­დან ბრძო­ლა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SPQR
173

მერე ნუ გაიხლიჩებიან; სააკაშვილის დრო ხომ არაა ვინმე ქუჩაში დახვრიტონ, ან აწამონ!

ალექს
56

მთავარია სულ მალე ქოციც მიყვეს ნაცებსა და მოქკავშირს, ანუ კომკავშირს და თქვენც ჩემო გია, ძაბირაძე საყვარელიძე და თვალჭრელიძე არ დაგრჩეთ აქა, არა გვჭირდებიან ! გვყავს ახლაგაზრდები, თქვენ თქვენი საექსპერტო ობიექტებიანად ხავსი გადევთ 30 წლიანი ! წაით ! გაუმარჯოს ახლგაზრდა პოლიტიკურ ძალას, რომლის არცერთი წევრი არასოდეს ყოფილა კომკავშირში, მოქკავშირში, ნაცებსა და ქოცებში , არც მათ რომელიმე სატელიტში ! არის ასეთი პარტია , მას ....ქვია !

ავტორი:

"ახლა იწყება "ოცნების" ბრძოლა ოპოზიციის გასახლეჩად..." - ექნება თუ არა მმართველ პარტიას დისკომფორტი ოპოზიციის ბოიკოტით, ექსპერტების შეფასება

"ახლა იწყება "ოცნების" ბრძოლა ოპოზიციის გასახლეჩად..." - ექნება თუ არა მმართველ პარტიას დისკომფორტი ოპოზიციის ბოიკოტით, ექსპერტების შეფასება

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებით და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით, ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივი განვითარება დაზარალდა, პროცესს კი გამარჯვებული არ ჰყავს.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წააგებს, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ჭიდილი როგორც არ უნდა დასრულდეს.

"თუ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში პრიზი სახელმწიფოებრივი განვითარებაა, ყველამ წააგო, წააგო ორივე მხარემ და რაც მთავარია, წააგო სახელმწიფომ. თუ პრიზი არის ძალაუფლება, ბუნებრივია, ხელისუფლებამ გაიხანგრძლივა თავისი არსებობა და შესაბამისად, ეს პრიზი მან აიღო, თუმცა, ძალიან სუსტი ლეგიტიმაციით და უფრო მაღალი რისკის ზონაში შევიდა. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ტაქტიკური გამარჯვება, რომლის ფასიც სამომავლოდ მისთვის შეიძლება იმაზე ბევრად უარესი იყოს, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ხელისუფლებისთვის ეს დამახასიათებელია, ისინი ძირითადად ინსტინქტებით აზროვნებენ, გრძელვადიან გეგმებს არ ისახავენ. მათ სისტემური, გრძელვადიანი გეგმები არ აქვთ, მხოლოდ მოკლევადიან, ერთჯერად ამოცანებზე არიან ორიენტირებული. მათ ჰქონდათ ერთჯერადი ამოცანა, რომ ნებისმიერი მეთოდით შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და „ხვალისა ხვალემ იფიქროსო“ ან "ხვალ ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო“, ეს არის სამწუხაროდ მათი პოლიტიკური ფილოსოფია, რაც სახელმწიფოებრივი განვითარების ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.

სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წააგებს, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ჭიდილი. ჩვენი, საზოგადოების ამოცანაა ზარალის მინიმიზაცია მოვახდინოთ. ზარალი რომ უკვე სახეზეა და კიდევ უფრო რომ დამძიმდება, ეს სამწუხარო რეალობაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ორივე მხარეს აქვს ხისტი პოზიცია და ისინი კონსენსუსის მოსაძებნად მზად არ არიან.

"როდესაც სახელმწიფოში არის მძიმე ვითარება, ვფიქრობ, რომ სჯობს ეს კრიზისი გადავიტანოთ საპარლამენტო კედლებში და იქ განვითარდეს ძირითადი პოლიტიკური ბატალიები. მათ შორის თავისი პიკებით. შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, პიკი გარდაუვალია, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, ამ ლეგიტიმაციით 4 წელი მართვა შეუძლებელია. არ მგონია მმართველ პარტიას ოპოზიციის გარეთ დარჩენით კომფორტი ჰქონდეს. სრულიად ცალსახაა, რომ 90 -კაციანი პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური, იმიტომ, რომ ის სრულფასოვნად ვერ შეასრულებს უფლებამოვალეობას და კრიზისი მაინც იქნება. ხელისუფლება ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა. მათ აშკარაა, რომ უზარმაზარი პრობლემა აქვთ. ისინი ამიტომ ცდილობენ დააპირისპირონ ეს პარტიები ერთმანეთს, ვიღაცა იყიდონ, დააშანტაჟონ, შეაშინონ. ეს მუშაობა მიდის ხელისუფლების მხრიდან, ამას ვხედავთ. სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც. მისი განმარტებით, ამ დროისთვის არსებული მოცემულობით, "ოცნება" ფიქრობს, რომ "გამარჯვებული ის დარჩა", თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი იქმნება.

"ოცნების“ მმართველობის არსია, რა მდგომარეობაც მათ მიიღეს, ეს მათი „შინაგანი კონსტიტუციაა“. ისინი რეალურად დემოკრატები არც არიან, გაფორმდა ის, რაც შინაგანად იყო მათში. 2012 წელს „ოცნება“ დაპირდა თავის ამომრჩეველს, რომ „ნაციონალებს“ პოლიტიკური რუკიდან გააქრობდა. 2012 წელს და 2016 წელს მან ეს ვერ შეძლო და ახლა დადგა ეს რეალობა, როცა ფაქტობრივად შეუსრულა „ოცნებამ“ ხალხს ეს დაპირება. პარლამენტი იწყებს ფუნქციონირებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. მართალია, ეს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებით მოხდა, მაგრამ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირი მოწოდებაა ოპოზიციისკენ, რომ შევიდნენ პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ. ეს ფაქტორები „ოცნებას“ აფიქრებინებს, რომ გამარჯვებული ის დარჩა, ამომრჩეველთანაც დანაპირები შეასრულა და დასავლეთიც დიდად არ აწვება და არ წუხს იმაზე, რომ საქართველში ერთპარტიული მმართველობაა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ლაგაზიძის შეფასებით, თუ ისინი მაინც დაიშლებიან და ერთი ნაწილი პარლამენტში შევა, ეს მთლიანად ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს.

„ისინი, ვინც პარლამენტში შევლენ, პოლიტიკურად რომ დამთავრდებიან ცხადია, მაგრამ, ვინც გარეთ დარჩება, არც იმათ ელის კარგი დღე. ამომრჩევლისთვის შედეგი იქნება ის, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ერთიანობის შენარჩუნება, საკუთარი ხმების დაცვა და ეს გამოიწვევს ამომრჩევლის ტოტალურ იმედგაცრუებას. ოპოზიცია უნდა ეცადოს ერთიანობის შენარჩუნებას. რეალურად, ახლა იწყება „ოცნების“ ბრძოლის ეტაპი ოპოზიციის გასახლეჩად. „ოცნებას“ უნდა შეინარჩუნოს ერთგვარი დემოკრატია, ამიტომ ის შეეცდება, რომ ვიღაცები შეიყვანოს პარლამენტში. ერთპარტიული მმართველობა რომ იყოს საქართველოში, გამოვა, რომ დასავლეთის 30 წლიანი მცდელობა და ამერიკის პოლიტიკა საქართველოში სრულად ჩავარდება. ამიტომ ეცდება „ოცნება“, რომ ყველაფრის ფასად ოპოზიცია გატეხოს.

ოპოზიციის სრულად გარეთ დარჩენაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან დასავლეთი უნდა დაარწმუნონ, რომ ისინი მხარდაჭრას იმსახურებენ და ამისათვის აუცილებელია, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციას, პასიური ამომრჩეველი კი არ იყოს, პროტესტი ღიად გამოხატოს, მათ შორის ქუჩის აქციებით. როცა ოპოზიცის შანსებზე და მისი წარმატების თუ მარცხის კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ, გადამწყვეტია ოპოზიცა შეძლებს თუ არა ხელისუფლება წამოიყვანოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. თუ ამაზე წამოიყვანა, მაშინ ყველა მისი მცდელობა იქნება გამართლებული, თუ ვერ წამოიყვანა, მაშინ პროცესი დროში გაიწელება და ქუჩიდან ბრძოლა გაცილებით რთულია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე