პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თავს და­ეს­ხა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნატო ხუ­ჯა­ძემ მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი მისი 1000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე კვლავ არ­სე­ბობ­და.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლის ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ნიშ­ნუ­ლია ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით კი, ზუ­რა­ბაშ­ვილს არა­ვის­თვის შე­უქ­მნია საფრ­თხე. მას უნ­დო­და პრო­ტეს­ტი სა­ჯა­როდ გა­მო­ე­ხა­ტა და მისი პო­ზი­ცი­ის მო­სას­მე­ნად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­სუ­ლიყ­ვნენ. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით­ვე, ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს. სი­ტყვით ისარ­გებ­ლა თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც.

ცნო­ბის­თვის, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი შე­იჭ­რა და 19 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. თავ­დამ­სხმელ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ზუ­რა­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 144-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლის ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე­ზე და­ი­ნიშ­ნა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს. და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის ჩა­დე­ნა­საც ზუ­რა­ბაშ­ვილს ედა­ვე­ბი­ან, 9-დან 14-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dmt
14

მერაბიშვილი გარეთ გამოუშვეს, ეს ბიჭი ციხეში შეუშვეს. აუ აქცია მოაწყოს ვინმემ რა ამ ბიჭის გათავისუფლების მოთხოვნით,კორონობაა მაგრამ მაინც მივალ.

საღი აზრი
1

ტფუი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ. უფლებადამცველის თქმითვე, ზურაბაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს

"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ხაშურში, 23 წლის სალომე ჩიქოვანის მკვლელობისთვის, მის ყოფილ ქმარს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი... მოთხოვნები გაგრძელდება. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს" - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ლევან ზურაბაშვილმა