საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილი მოკვდა! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!
სიკვდილი მოკვდა! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

„ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მკი­თხვე­ლი­სათ­ვის სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლე გვაქვს: 23 ნო­ემ­ბრი­დან მე-16 ტომ­ში „ახა­ლი აღ­თქმის“ გან­მარ­ტე­ბე­ბი იწყე­ბა!

მკი­თხვე­ლი ამ სე­რი­ის წიგ­ნებს ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­ი­ძენს. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

***

მუხ­რა­ნი­სა არ იყოს, ვი­ღა­ცას სცი­ვა, ვი­ღა­ცას შია, ვი­ღა­ცას სტკი­ვა, ვი­ღაც ტი­რის... ჰოდა თავ­ზე რომ ჭერი გაქვს, რომ არ გშია და არ გწყუ­რია, უთხა­რი რა მად­ლო­ბა უფალს... ვი­საც სტკი­ვა და სცი­ვა, იმას ტკბი­ლი სი­ტყვით მა­ინც შე­ე­წიე... ნუ გა­ი­ჩე­რებ გულ­ში დარ­დსა და ბოღ­მას იმის გამო, რომ რა­ღაც მეტი გინ­დო­და გქო­ნო­და და არ გაქვს... ყვე­ლა­ფე­რი გექ­ნე­ბა ისე, რო­გორც გჭირ­დე­ბა შენი სუ­ლის­თვის... ოღონდ მი­ენ­დე უფალს... ოღონდ ნუ წა­რიკ­ვეთ სა­სოს... ოღონდ იმედს ნუ და­კარ­გავ და იმოქ­მე­დე... იმოქ­მე­დე სიყ­ვა­რუ­ლით, სი­კე­თით, სი­ხა­რუ­ლით, რწმე­ნით... ოღონდ ნუ მო­ა­ტყუ­ებ სხვას, ნუ ატ­კენ, ნუ წა­არ­თმევ, ნუ შეგშურ­დე­ბა... არც ისე ძნე­ლია... შე­ე­ცა­დე შენც, უსუ­სუ­რო ჩემო თავო, და აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა! ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას!

***

პირ­ვე­ლო­ბის, სხვა­ზე აღ­მა­ტე­ბის, უპი­რა­ტე­სო­ბის სურ­ვი­ლია ის, რაც გუ­ლი­დან და გო­ნე­ბი­დან ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა ამო­ვი­რე­ცხოთ. მხო­ლოდ ის ეძებს კა­ცობ­რივ დი­დე­ბას, ვი­საც საღ­მრთო დი­დე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია! ჩემ­თან პირ­ვე­ლი ის მოვა, ვინც თქვენ შო­რის უკან დგა­სო - უფალ­მა ბრძა­ნა! ვი­სურ­ვოთ სხვა­თა სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა და არა სხვებ­ზე უფ­რო­სო­ბა, თვმდაბ­ლო­ბა და არა ქედ­მაღ­ლო­ბა! თუ ღვთის ნე­ბით, სხვა­თა წი­ნამ­ძღო­ლად აღ­მოჩ­ნდე­ბა კაცი, მათ მსა­ხუ­რად იქ­ცე­სო და არა მბრძა­ნებ­ლად, მათ­ზე მზრუნ­ველ და მო­ფიქ­რალ მა­მად და არა პა­ტივ­მოყ­ვა­რე ხელ­მძღვა­ნე­ლად. ღმერ­თმა მოგ­ვმად­ლოს! შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს!

***

ქა­რი­ა­ნი დილა იყო იმ დღეს და წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ტა­ძარ­ში, სა­დაც მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სას­წა­უ­ლის ხსე­ნე­ბის სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა ტარ­დე­ბო­და, ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო. ეზო­ში იდგა მრევ­ლის ნა­წი­ლი, სა­ხა­რე­ბა­ზე სან­თლის ან­თე­ბა ვერ შევ­ძე­ლით - ქარი გვიქ­რობ­და, მერე ქვი­შის სა­სან­თლის­კენ გა­ვი­ხე­დე და მარ­ტო ორი სან­თე­ლი ენთო, სხვა ყვე­ლა ჩამ­ქრა­ლი­ყო, ახ­ლოს მი­ვე­დი და ვი­ღა­ცას ეს ორი სან­თე­ლი გვერ­დიგ­ვერდ და­ენ­თო, წა­მო­უ­ბე­რავ­და ქარი, ერთს რომ ჩა­აქ­რობ­და, მე­ო­რეს ვე­ღარ მო­ე­რე­ო­და და ის მე­ო­რე ისევ აან­თებ­და პირ­ველს, ახლა სხვა მხრი­დან და­უ­ბე­რავ­და, მე­ო­რე ჩაქ­რე­ბო­და და პირ­ვე­ლი უწი­ლა­დებ­და ალს, კარ­გა ხანს ვუ­ყუ­რე ამ მობ­რი­ა­ლე სან­თლებს... ჰოდა რა მინ­დო­და მეთ­ქვა, აი, ასე ერ­თად თუ ვიქ­ნე­ბით, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით, ერ­თად თუ და­ვუდ­გე­ბით ქარ­სა და წვი­მას, ჩვენც ასე ვიძ­ლი­ე­რებთ... მე რომ და­ვე­ცე­მი, შენ წა­მო­მა­ყე­ნებ და შენს სით­ბოს მი­წი­ლა­დებ... შენ რომ გა­მო­გე­ლე­ვა ძალა, იქ­ნებ მე შევ­ძლო და ხელი შე­გაშ­ვე­ლო უფ­ლის შე­წევ­ნით... იქ­ნებ ასე ერ­თად ჩა­ვიწ­ვათ და ჩა­ვიღ­ვენ­თოთ ღვთი­სა და ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულ­ში...

***

რო­გორ გვეხ­მა­რე­ბი­ან წმინ­და გუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი? როცა მას სა­კუ­თარ გა­სა­ჭირს ეუბ­ნე­ბი, მად­ლით გულ- და გო­ნე­ბა­გა­ნა­თე­ბუ­ლი ჩვენს გან­კი­თხვას კი არ იწყებს, რო­გორც სხვე­ბი, ვი­საც ფიქ­რე­ბი ათა­სი ბალ­ღა­მით აქვს სავ­სე, არა­მედ მა­შინ­ვე უფ­ლის წი­ნა­შე აენ­თე­ბა ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად თა­ვი­სი სიწ­მინ­დით... ლოც­ვით... მთე­ლი არ­სე­ბით... და მერე, ჩვენ რომ ვერც წარ­მო­ვიდ­გენთ, ისე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი არე­უ­ლი საქ­მე­ე­ბი, ისე და­ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი... იმა­საც კი ვერ მივ­ხვდე­ბით, რომ მის­მა სი­კე­თემ, მის­მა სი­სუფ­თა­ვემ გაგ­ვი­ნა­თა გზა... აი, ასე შეგ­ვე­წე­ვი­ან წმინ­და ადა­მი­ა­ნე­ბი...

გვე­წე­ო­დეს ყვე­ლა წმინ­და­ნის ლოც­ვა!

***

ქრის­ტი­ა­ნი ის არის, ვინც და­ე­ცა და თა­ვის ცოდ­ვებ­ზე ტი­რის... ქრის­ტი­ა­ნი ის არ არის, ვი­საც თავი მარ­თა­ლი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჰგო­ნია თა­ვი­სი "კარ­გი" ცხოვ­რე­ბის გამო... ქრის­ტე არ მო­სუ­ლა მარ­თალ­თა მო­სახ­მო­ბად, ქრის­ტე ცოდ­ვილ­თა ხსნის­თვის მო­ვი­და...

ღვთის იმე­დად ვი­ყა­ვით და სა­ხელ­მწი­ფოც გვქონ­და! ისევ გვექ­ნე­ბა! ისევ ვიქ­ნე­ბით! უფ­ლის შე­წევ­ნით! გა­გა­ხა­როთ უფალ­მა!

***

"ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით" - მა­თეს სა­ხა­რე­ბის გან­მარ­ტე­ბი­დან... ჩვენ­ზე, ადა­მი­ან­ზე სა­უბ­რობს იუს­ტი­ნე პო­პო­ვი­ჩი:

- ცოდ­ვე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლით შერ­ცხვე­ნი­ლი, თავ­ლაფ­დას­ხმუ­ლი, და­სუს­ტე­ბუ­ლი, მოკ­ვდა­ვო­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლიო...ჰოდა ასეთ ადა­მი­ა­ნურ ცნო­ბი­ე­რე­ბას არც წარ­მოდ­გე­ნა შე­უძ­ლია და არც და­ნახ­ვა გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თი­სა ადა­მი­ან­ში... ღმერ­თი­სა, რო­მელ­მაც და­ლე­წა ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი...

ჯო­ჯო­ხე­თის მცველ­თა მთა­ვა­რი ძალა სიკ­ვდი­ლია, რო­მე­ლიც ცოდ­ვამ წარ­მოქ­მნა.ეს სიკ­ვდი­ლი სიკ­ვდი­ლით­ვე დას­თრგუ­ნა მა­ცხო­ვარ­მა და მოგ­ვა­ნი­ჭა სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე...ჩვენ კი, ისევ თავ­ლაფ­დას­ხმულ­ნი, ისევ შე­ში­ნე­ბულ­ნი, ისევ ურ­წმუ­ნო­ნი, ვდგა­ვართ და მოვ­თქვამთ ჩვენს უსუ­სუ­რო­ბას!

არი­ქა, და­ი­ხო­ცე­ბი­თო! - გვა­ში­ნე­ბენ! და გულ­გა­ხეთ­ქი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ვა­წყდე­ბით... რა გვეშ­ვე­ლე­ბაო!

უკვე ნაშ­ვე­ლი გვაქვს, ადა­მი­ა­ნე­ბო! სიკ­ვდი­ლი მოკ­ვდა!!! ოღონდ ავირ­ჩი­ოთ ღმერ­თი!

ში­შის მი­ზე­ზი ჩევ­ნი ურ­წმუ­ნო­ბა და სულმდაბ­ლო­ბაა, ჩვე­ნი ცოდ­ვი­ა­ნო­ბაა! რწმე­ნით, მედგრად დავ­ხვდეთ გან­საც­დელს! ნუ გე­ში­ნი­ათ, მე­გობ­რე­ბო! ჩვენ­თან არს უფა­ლი, აწ და მა­რა­დის... ნუ გე­ში­ნი­ათ!!!

23 ნო­ემ­ბრი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-16 ტომი! მა­თეს სა­ხა­რე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბი - არ გა­მოგრჩეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სიკვდილი მოკვდა! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

სიკვდილი მოკვდა! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

„ბიბლიის განმარტებების“ მრავალრიცხოვანი მკითხველისათვის სასიხარულო სიახლე გვაქვს: 23 ნოემბრიდან მე-16 ტომში „ახალი აღთქმის“ განმარტებები იწყება!

მკითხველი ამ სერიის წიგნებს ტრადიციულად გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეიძენს. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

***

მუხრანისა არ იყოს, ვიღაცას სცივა, ვიღაცას შია, ვიღაცას სტკივა, ვიღაც ტირის... ჰოდა თავზე რომ ჭერი გაქვს, რომ არ გშია და არ გწყურია, უთხარი რა მადლობა უფალს... ვისაც სტკივა და სცივა, იმას ტკბილი სიტყვით მაინც შეეწიე... ნუ გაიჩერებ გულში დარდსა და ბოღმას იმის გამო, რომ რაღაც მეტი გინდოდა გქონოდა და არ გაქვს... ყველაფერი გექნება ისე, როგორც გჭირდება შენი სულისთვის... ოღონდ მიენდე უფალს... ოღონდ ნუ წარიკვეთ სასოს... ოღონდ იმედს ნუ დაკარგავ და იმოქმედე... იმოქმედე სიყვარულით, სიკეთით, სიხარულით, რწმენით... ოღონდ ნუ მოატყუებ სხვას, ნუ ატკენ, ნუ წაართმევ, ნუ შეგშურდება... არც ისე ძნელია... შეეცადე შენც, უსუსურო ჩემო თავო, და აუცილებლად გამოგივა! ბედნიერებას გისურვებთ ყველას!

***

პირველობის, სხვაზე აღმატების, უპირატესობის სურვილია ის, რაც გულიდან და გონებიდან ძირფესვიანად უნდა ამოვირეცხოთ. მხოლოდ ის ეძებს კაცობრივ დიდებას, ვისაც საღმრთო დიდების შესახებ არაფერი სმენია! ჩემთან პირველი ის მოვა, ვინც თქვენ შორის უკან დგასო - უფალმა ბრძანა! ვისურვოთ სხვათა სამსახურში ყოფნა და არა სხვებზე უფროსობა, თვმდაბლობა და არა ქედმაღლობა! თუ ღვთის ნებით, სხვათა წინამძღოლად აღმოჩნდება კაცი, მათ მსახურად იქცესო და არა მბრძანებლად, მათზე მზრუნველ და მოფიქრალ მამად და არა პატივმოყვარე ხელმძღვანელად. ღმერთმა მოგვმადლოს! შეგვაძლებინოს!

***

ქარიანი დილა იყო იმ დღეს და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში, სადაც მიქაელ მთავარანგელოზის სასწაულის ხსენების სადღესასწაულო წირვა ტარდებოდა, ხალხმრავლობა იყო. ეზოში იდგა მრევლის ნაწილი, სახარებაზე სანთლის ანთება ვერ შევძელით - ქარი გვიქრობდა, მერე ქვიშის სასანთლისკენ გავიხედე და მარტო ორი სანთელი ენთო, სხვა ყველა ჩამქრალიყო, ახლოს მივედი და ვიღაცას ეს ორი სანთელი გვერდიგვერდ დაენთო, წამოუბერავდა ქარი, ერთს რომ ჩააქრობდა, მეორეს ვეღარ მოერეოდა და ის მეორე ისევ აანთებდა პირველს, ახლა სხვა მხრიდან დაუბერავდა, მეორე ჩაქრებოდა და პირველი უწილადებდა ალს, კარგა ხანს ვუყურე ამ მობრიალე სანთლებს... ჰოდა რა მინდოდა მეთქვა, აი, ასე ერთად თუ ვიქნებით, ერთმანეთის გვერდით, ერთად თუ დავუდგებით ქარსა და წვიმას, ჩვენც ასე ვიძლიერებთ... მე რომ დავეცემი, შენ წამომაყენებ და შენს სითბოს მიწილადებ... შენ რომ გამოგელევა ძალა, იქნებ მე შევძლო და ხელი შეგაშველო უფლის შეწევნით... იქნებ ასე ერთად ჩავიწვათ და ჩავიღვენთოთ ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულში...

***

როგორ გვეხმარებიან წმინდა გულის მქონე ადამიანები? როცა მას საკუთარ გასაჭირს ეუბნები, მადლით გულ- და გონებაგანათებული ჩვენს განკითხვას კი არ იწყებს, როგორც სხვები, ვისაც ფიქრები ათასი ბალღამით აქვს სავსე, არამედ მაშინვე უფლის წინაშე აენთება ჩვენს დასახმარებლად თავისი სიწმინდით... ლოცვით... მთელი არსებით... და მერე, ჩვენ რომ ვერც წარმოვიდგენთ, ისეთი თანმიმდევრობით განვითარდება ჩვენი არეული საქმეები, ისე დალაგდება ყველაფერი... იმასაც კი ვერ მივხვდებით, რომ მისმა სიკეთემ, მისმა სისუფთავემ გაგვინათა გზა... აი, ასე შეგვეწევიან წმინდა ადამიანები...

გვეწეოდეს ყველა წმინდანის ლოცვა!

***

ქრისტიანი ის არის, ვინც დაეცა და თავის ცოდვებზე ტირის... ქრისტიანი ის არ არის, ვისაც თავი მართალი და გადარჩენილი ჰგონია თავისი "კარგი" ცხოვრების გამო... ქრისტე არ მოსულა მართალთა მოსახმობად, ქრისტე ცოდვილთა ხსნისთვის მოვიდა...

ღვთის იმედად ვიყავით და სახელმწიფოც გვქონდა! ისევ გვექნება! ისევ ვიქნებით! უფლის შეწევნით! გაგახაროთ უფალმა!

***

"ბიბლია განმარტებებით" - მათეს სახარების განმარტებიდან... ჩვენზე, ადამიანზე საუბრობს იუსტინე პოპოვიჩი:

- ცოდვებითა და სიკვდილით შერცხვენილი, თავლაფდასხმული, დასუსტებული, მოკვდავობით დასნებოვნებულიო...ჰოდა ასეთ ადამიანურ ცნობიერებას არც წარმოდგენა შეუძლია და არც დანახვა განკაცებული ღმერთისა ადამიანში... ღმერთისა, რომელმაც დალეწა ბჭენი ჯოჯოხეთისანი...

ჯოჯოხეთის მცველთა მთავარი ძალა სიკვდილია, რომელიც ცოდვამ წარმოქმნა.ეს სიკვდილი სიკვდილითვე დასთრგუნა მაცხოვარმა და მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე...ჩვენ კი, ისევ თავლაფდასხმულნი, ისევ შეშინებულნი, ისევ ურწმუნონი, ვდგავართ და მოვთქვამთ ჩვენს უსუსურობას!

არიქა, დაიხოცებითო! - გვაშინებენ! და გულგახეთქილები ერთმანეთს ვაწყდებით... რა გვეშველებაო!

უკვე ნაშველი გვაქვს, ადამიანებო! სიკვდილი მოკვდა!!! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

შიშის მიზეზი ჩევნი ურწმუნობა და სულმდაბლობაა, ჩვენი ცოდვიანობაა! რწმენით, მედგრად დავხვდეთ განსაცდელს! ნუ გეშინიათ, მეგობრებო! ჩვენთან არს უფალი, აწ და მარადის... ნუ გეშინიათ!!!

23 ნოემბრიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-16 ტომი! მათეს სახარების განმარტებები - არ გამოგრჩეთ!

23 ნოემბრიდან საუკუნის პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ 9 ტომი ახალ აღთქმას დაეთმობა

იყიდე წიგნები და საჩუქრად მიიღე იგივე ღირებულების სათამაშოები.

მკითხველი სულ მალე პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს