პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკითხველი სულ მალე პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს
მკითხველი სულ მალე პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ უკვე მე­ო­თხე წე­ლია ტარ­დე­ბა. მისი მი­ზა­ნი ახა­ლი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი მწე­რა­ლი გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა. მათი წიგ­ნე­ბი დიდი ტი­რა­ჟით იყი­დე­ბა, ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის კი სწო­რედ კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მარ­ჯვე­ბა აღ­მოჩ­ნდა სამ­წერ­ლო ას­პა­რეზ­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბის და­სა­წყი­სი.

კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020“ 3 სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჟი­უ­რიმ და მკი­თხველ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა. ამის შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ მენ­ტო­რებ­თან ერ­თად რო­მა­ნე­ბის სრულ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის ყდებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ რო­მა­ნე­ბი­სათ­ვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბიც გოგა ჩა­ნა­დი­რი, ლუ­ი­ზა ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ლომ­თა­ძე არი­ან.

რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ში“ გან­მარ­ტა­ვენ, 3 ახა­ლი, უსა­ზღვროდ სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი რო­მა­ნი, დღის სი­ნათ­ლეს სულ მალე იხი­ლავს და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა. მა­ნამ­დე კი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი თა­ვი­ან­თი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრო­ბენ.

და­ვით ჩო­მა­ხი­ძის „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ –ხალ­ხი სრჩე­უ­ლი (მენ­ტო­რი: ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ყდის ფო­ტოს ავ­ტო­რი: სა­ლო­მე ლომ­თა­ძე)

კრი­მი­ნა­ლუ­რი თრი­ლე­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ეს წიგ­ნი ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა. რო­გორც მისი ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ეს რო­მა­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად 90-იანი წლე­ბის გზამ­კვლე­ვის როლს შე­ას­რუ­ლებს:

„დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“მოგ­ვი­თხრობს ბო­რო­ტე­ბა­სა და სი­კე­თეს შო­რის მა­რა­დი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, ნა­წარ­მო­ებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი მე­გობ­რო­ბას, სიყ­ვა­რულს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას უჭი­რავს. ჩემი აზ­რით, წიგ­ნი ორი ტი­პის მკი­თხველს და­ა­ინ­ტე­რე­სებს. პირ­ვე­ლი – ვინც 90-იანი წლე­ბი გა­მო­ი­ა­რა, რად­გან ნაც­ნობ გა­რე­მო­ში დაბ­რუნ­დე­ბა და მე­ო­რე – თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბას, რო­მელ­საც 90-ია­ნე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი­დან ან ნაც­ნო­ბე­ბი­დან სმე­ნია, „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ მათ­თვის 90-ია­ნე­ბის გზამ­კვლე­ვის როლს იკის­რებს,“ - ამ­ბობს და­ვით ჩო­მა­ხი­ძე.

ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლის „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“ –ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი (მენ­ტო­რი: როს­ტომ ჩხე­ი­ძე, ყდის ფო­ტოს ავ­ტო­რი: ლუ­ი­ზა ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი)

ეს არის რო­მა­ნი იმა­ზე, თუ რო­გორ ეძებს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს, გა­ურ­ბის წარ­სულს, შეც­დო­მებს, რო­გორ გა­უ­უ­ცხოვ­დე­ბა თა­ვის­სა­ვე ში­ნა­გან სამ­ყა­როს. რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ეს არის წიგ­ნი, რო­მელ­მაც თა­ვად მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და:

„მთა­ვა­რი გმი­რი გა­ურ­ბის სა­კუ­თა­რი ში­შის ობი­ექტს და ამ დევ­ნა­ში სხვა, უფრო სა­ზა­რელ არ­სე­ბებს წა­ა­წყდე­ბა. რო­მა­ნი გა­ჯე­რე­ბუ­ლია სა­თავ­გა­და­სავ­ლო ელე­მენ­ტე­ბით და ში­ნა­გა­ნი მო­ნო­ლო­გე­ბით, მუ­დამ ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბა გა­რე­გა­ნი და ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­ე­ბი. „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“ სავ­სეა ბრძო­ლით, ძი­ე­ბით, დევ­ნით, ფიქ­რით, ტან­ჯვით, მარ­ტო­ო­ბით, შიმ­ში­ლით. ყვე­ლა­ფე­რი ეს არის კი­დეც სიმ­ბო­ლო და არც არის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ერთი მე­ტად გრძე­ლი და რთუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გით, უც­ნა­უ­რი მე­ტა­მორ­ფო­ზით სრულ­დე­ბა,“ - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

ქარ­და ქარ­დუ­ხის „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“ –ჟი­უ­რი­სა და ხალ­ხის ერ­თობ­ლი­ვი არ­ჩე­ვა­ნი (მენ­ტო­რი: გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ყდის ფო­ტოს ავ­ტო­რი: გოგა ჩა­ნა­დი­რი)

ეს რო­მა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვი­საც სა­მიჯ­ნუ­რო-სა­თა­ვა­გა­და­სავ­ლო ჟან­რი იტა­ცებს. „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“ პირ­ვე­ლი­ვე ფურ­ცლე­ბი­დან გა­და­გიყ­ვანთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­ცის სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სატ­რფოს მო­სა­ძებ­ნად ხმელთშუ­ა­ზღვის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ გულნშა­რო­ში ჩა­დის. რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ეს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ალ­ტე­რე­გოა:

„პერ­სო­ნა­ჟის თავ­გა­და­სა­ვალ­ში არის „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ეპი­ზო­დის ალუ­ზია –გუ­ლან­შა­როს, რო­გორც ვა­ჭარ­თა ქა­ლა­ქის, მცხოვ­რებ­თა გა­ო­რე­ბუ­ლი მრწამ­სი ხორ­ცი­ელ­სა და სუ­ლი­ერს შო­რის. რო­მა­ნი არის სიყ­ვა­რულ­ზე, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იმ მა­რა­დი­ულ თე­მა­ზე, რა­საც სუ­ლი­სა და ხორ­ცის ჭი­დი­ლი ან თით­ქმის მი­უღ­წე­ვე­ლი ჰარ­მო­ნია ჰქვია. მკი­თხვე­ლი, ისე­ვე რო­გორც ავ­ტო­რი, მის­გან უნდა ელო­დოს სიყ­ვა­რულ­სა და ადა­მი­ა­ნის სუ­ლის რა­ო­ბა­ზე უწყვეტ ფიქ­რს, სა­დღაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ძი­ე­ბი­სას,“ - აღ­ნიშ­ნავს ქარ­და ქარ­დუ­ხი.

რო­გორც ხე­დავთ, თქვენ წი­ნა­შეა 3 ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რო­მა­ნი, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე სულ მალე გა­მოჩ­ნდე­ბა. მათი ავ­ტო­რე­ბი კი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ისი­ნი სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­უ­ძღვე­ბი­ან მკი­თხველს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მკითხველი სულ მალე პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს

მკითხველი სულ მალე პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს

ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეოთხე წელია ტარდება. მისი მიზანი ახალი ავტორების აღმოჩენა და თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაციაა. პროექტის არსებობის განმავლობაში, ქართველმა მკითხველმა არაერთი ნიჭიერი მწერალი გაიცნო და შეიყვარა. მათი წიგნები დიდი ტირაჟით იყიდება, ბევრი მათგანისთვის კი სწორედ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვება აღმოჩნდა სამწერლო ასპარეზზე დიდი წარმატებების დასაწყისი.

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ 3 საუკეთესო რომანი, ტრადიციულად, ჟიურიმ და მკითხველმა გამოავლინა. ამის შემდეგ გამარჯვებული ავტორები თავიანთ მენტორებთან ერთად რომანების სრულყოფაზე მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდებზე სპეციალურად ამ რომანებისათვის გადაღებული ფოტოებია გამოყენებული, რომელთა ავტორებიც გოგა ჩანადირი, ლუიზა ჩალათაშვილი და სალომე ლომთაძე არიან.

როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, 3 ახალი, უსაზღვროდ საინტერესო და ამაღელვებელი რომანი, დღის სინათლეს სულ მალე იხილავს და წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდება. მანამდე კი გამარჯვებული ავტორები თავიანთი წიგნების შესახებ მოგვითხრობენ.

დავით ჩომახიძის „დეტექტივობანა“ –ხალხი სრჩეული (მენტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ყდის ფოტოს ავტორი: სალომე ლომთაძე)

კრიმინალური თრილერის მოყვარულებისთვის ეს წიგნი ნამდვილი აღმოჩენა იქნება. როგორც მისი ავტორი აღნიშნავს, ეს რომანი გარკვეულწილად 90-იანი წლების გზამკვლევის როლს შეასრულებს:

„დეტექტივობანა“მოგვითხრობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის მარადიულ დაპირისპირებაზე, ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას, სიყვარულს და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს. ჩემი აზრით, წიგნი ორი ტიპის მკითხველს დააინტერესებს. პირველი – ვინც 90-იანი წლები გამოიარა, რადგან ნაცნობ გარემოში დაბრუნდება და მეორე – თანამედროვე თაობას, რომელსაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან ან ნაცნობებიდან სმენია, „დეტექტივობანა“ მათთვის 90-იანების გზამკვლევის როლს იკისრებს,“ - ამბობს დავით ჩომახიძე.

ნიკოლოზ ცისკარიშვილის „ცეცხლისწამკიდებელი“ –ჟიურის რჩეული (მენტორი: როსტომ ჩხეიძე, ყდის ფოტოს ავტორი: ლუიზა ჩალათაშვილი)

ეს არის რომანი იმაზე, თუ როგორ ეძებს ადამიანი საკუთარ თავს, გაურბის წარსულს, შეცდომებს, როგორ გაუუცხოვდება თავისსავე შინაგან სამყაროს. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელმაც თავად მასზე ძალიან იმოქმედა:

„მთავარი გმირი გაურბის საკუთარი შიშის ობიექტს და ამ დევნაში სხვა, უფრო საზარელ არსებებს წააწყდება. რომანი გაჯერებულია სათავგადასავლო ელემენტებით და შინაგანი მონოლოგებით, მუდამ ერთმანეთს ენაცვლება გარეგანი და შინაგანი სამყაროები. „ცეცხლისწამკიდებელი“ სავსეა ბრძოლით, ძიებით, დევნით, ფიქრით, ტანჯვით, მარტოობით, შიმშილით. ყველაფერი ეს არის კიდეც სიმბოლო და არც არის. სინამდვილეში, ეს ერთი მეტად გრძელი და რთული თავგადასავალია, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით, უცნაური მეტამორფოზით სრულდება,“ - ამბობს ნიკოლოზ ცისკარიშვილი.

ქარდა ქარდუხის „ჰერმესის დახლიდარები“ –ჟიურისა და ხალხის ერთობლივი არჩევანი (მენტორი: გიორგი კეკელიძე, ყდის ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი)

ეს რომანი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სამიჯნურო-სათავაგადასავლო ჟანრი იტაცებს. „ჰერმესის დახლიდარები“ პირველივე ფურცლებიდან გადაგიყვანთ შეყვარებული კაცის სამყაროში, რომელიც თავისი სატრფოს მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულნშაროში ჩადის. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერეგოა:

„პერსონაჟის თავგადასავალში არის „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდის ალუზია –გულანშაროს, როგორც ვაჭართა ქალაქის, მცხოვრებთა გაორებული მრწამსი ხორციელსა და სულიერს შორის. რომანი არის სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზე, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ჰქვია. მკითხველი, ისევე როგორც ავტორი, მისგან უნდა ელოდოს სიყვარულსა და ადამიანის სულის რაობაზე უწყვეტ ფიქრს, სადღაც გაუჩინარებული სამყაროს ძიებისას,“ - აღნიშნავს ქარდა ქარდუხი.

როგორც ხედავთ, თქვენ წინაშეა 3 ერთმანეთისგან განსხვავებული რომანი, რომლებიც წიგნის მაღაზიების თაროებზე სულ მალე გამოჩნდება. მათი ავტორები კი იმედოვნებენ, რომ ისინი საინტერესო მოგზაურობაში გაუძღვებიან მკითხველს.

რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად

რომელ უნარებს ავითარებს მოზარდებში ეკონომიკური და ბიზნესთამაშები - საინტერესო ფაქტები „მონოპოლზე“

რატომ უნდა გქონდეს საქმიანი დღიური: 5 ნაბიჯი პროდუქტიულობის გასაზრდელად