ავტორი:

"ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა" - გორში 22 წლის ბიჭს მეექვსე დღეა ეძებენ

"ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა" - გორში 22 წლის ბიჭს მეექვსე დღეა ეძებენ

ქალაქ გორში მცხოვრები ნონაშვილების ოჯახი გაუჩინარებულ უფროს ვაჟს, 22 წლის გიორგის მეექვსე დღეა, ეძებს. გიორგი ნონაშვილი 11 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე გავიდა შინიდან, რის შემდეგაც აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა პოლიციას გიორგის გაუჩინარებისთანავე მიმართა, თუმცა დღემდე მის შესახებ არაფერი ისმის. მოწესრიგებული და გულისხმიერი ახალგაზრდის გაუჩინარებით გიორგის ახლობელები გაოგნებული და შეშფოთებულები არიან.

თაკო ჯავახიშვილი, გიო ნონაშვილის ახლობელი:

- არ ვიცი, რა ხდება და ძალიან ვღელავ. გიო ისეთი თბილი, მეგობრული და უკონფლიქტო ადამიანია, ვერც კი წარმომიდგენია, ვინმესთან რამე არასასიამოვნო აკავშირებდეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით ერთ-ერთ კომპანიაში და იქ ყველას შეაყვარა თავი. მისი სიყვარული ჩვეულებრივი ამბავია, მის გვერდით დისკომფორტს ვერასოდეს იგრძნობ. საოცრად თბილი აურა აქვს, თავისუფალ დროს ეკლესია-მონასტრების მოსალოცადაც დადის. შემდეგ გიორგი ჩვენი სამსახურიდან ქალაქის ერთ-ერთ მსხვილ - "დეილი მარკეტში" გადავიდა სამუშაოდ და, როგორც ვიცი, იქაც ყველას დაუმეგობრდა. ვერ ამიხსნია, რა უნდა მომხდარიყო, ამდენი ხნით სად უნდა გაუჩინარებულიყო. როგორც მისმა ახლობლებმა მითხრეს, იმ დილით, როდესაც გაუჩინარდა, ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და ამის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. გიოს მანქანა არ ჰყავს, ფეხით გადაადგილდებოდა და სად უნდა წასულიყო ისეთ ადგილას, ამდენ ხანს რომ არ ჩანს?! ლამის მთელი ქალაქი ნერვიულობს მასზე და სხვებთან ერთად, მეც ძალიან ვღელავ. მის გამოჩენას მოუთმენლად ველი... წაიკითხეთ სტატია სრულად

"როცა ომში მყოფი ქვეყანა გამარცხებს საკუთარ მოედანზე, აღარაფერზე უნდა გქონდეს პრეტენზია..მარტო მწვრთნელის გაწირვა არ გიშველით" - საქართველოს სომხეთთან მარცხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია შემთხვევების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით