Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს...არამგონია, რუსეთში დარჩეს..." - რას ყვება ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა
"მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს...არამგონია, რუსეთში დარჩეს..." - რას ყვება ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი და ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბი­სა და ყა­ზა­ნის "რუ­ბი­ნის" შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი, რუ­სე­თის პრე­მი­ერ-ლი­გის წლის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი (2019-20 წ.) - ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და დიდ მო­მა­ვალ­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

მისი დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 2019 წლის 7 ივ­ნისს შედ­გა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის ფარ­გლებ­ში, გიბ­რალ­ტა­რის წი­ნა­აღ­მდეგ. სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს კი ერთა ლი­გა­ზე, მან თა­ვი­სი პირ­ვე­ლი გოლი გა­ი­ტა­ნა ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რის შემ­დე­გაც შეხ­ვედ­რა ფრედ, ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და და... სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ას გვარ­მა და გა­ხა­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ოვა­ცი­ებ­მა ააჭ­რე­ლა...

ხვი­ჩას მამა, თა­ვა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი - ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია შვი­ლის კა­რი­ე­რა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. მისი აზ­რით, ფეხ­ბურ­თე­ლი არას­დროს უნდა იყოს კმა­ყო­ფი­ლი სა­კუ­თა­რი თა­მა­შით და მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბო­დეს, ხვი­ჩა­საც დიდ მიზ­ნე­ბამ­დე დიდი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი...

ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია:

- სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო თუ არა, ბურ­თი სულ თან ჰქონ­და (იცი­ნის). მე ბა­ქო­ში ვმუ­შა­ობ­დი და პირ­ვე­ლად, სწო­რედ იქ მი­ვიყ­ვა­ნე ხვი­ჩა ფეხ­ბურთზე, პა­ტა­რე­ბის გუნდში 7-8 წლის ბავ­შვებ­თან ერ­თად ვარ­ჯი­შობ­და, თვი­თონ 5-6 წლის გახ­ლდათ. მერე უკვე იყო თბი­ლი­სი: "ოლიმ­პი­კი", "ავა­ზა", "დი­ნა­მო" და ა.შ. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე ბავ­შვი დღე­ში 2-3-ჯერ ვარ­ჯი­შობ­და. დი­ლით ადრე, 6:00 სა­ათ­ზე "დი­ნა­მოს" ბა­ზა­ზე ვარ­ჯიშ­ზე მი­დი­ო­და, 9:00-ზე კი - სკო­ლა­ში. 10-12 წლის ბავ­შვის­თვის ეს იოლი არ არის.

- რო­გორც მამა, მისი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხართ? რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რა­ი­მე რჩე­ვებს თუ აძ­ლევთ? მისი "მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი" ცხოვ­რე­ბა­ში, ალ­ბათ, ყო­ველ­თვის თქვენ იყა­ვით.

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვე­რე­ვი. პა­ტა­რა რომ იყო და მე­რეც, 15-16 წლის, დავ­სხდე­ბო­დით და ყვე­ლა­ფერს გან­ვი­ხი­ლავ­დით, რა შეც­დო­მე­ბი ჰქონ­და და რა უნდა გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა, ახლა უკვე გა­მოც­დი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მწვრთნე­ლი ლე­ო­ნიდ სლუც­კი ჰყავს, ვინც უკე­თეს რჩე­ვებს მის­ცემს, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. მე არ მინ­და, ჩა­ვე­რიო. ჯო­ბია, ერთ მწვრთნელს და­უ­ჯე­როს, შეც­დო­მე­ბი მან გა­ა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნოს, მი­უ­თი­თოს. ხვი­ჩა ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია მას­თან მუ­შა­ო­ბით.

- თქვე­ნი შვი­ლის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ თა­მა­შებს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- შე­ფა­სე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ თვითკრი­ტი­კუ­ლია, არას­დრო­საა კმა­ყო­ფი­ლი თა­მა­შით და უნდა, რომ მეტი გა­ა­კე­თოს. წინსვლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თვის, ეს კარ­გია და მეც ვე­თან­ხმე­ბი, მეტი შე­უძ­ლია, მიღ­წე­უ­ლით არ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, მეტი უნდა მო­ინ­დო­მოს. ფეხ­ბურ­თე­ლი თუ თა­ვი­სი თა­მა­შით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა, ეს მის­თვის ცუ­დია. ხვი­ჩას კი­დევ ბევ­რი აქვს სა­მუ­შაო. წამ­ყვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ გახ­დე­ბა და დიდ გუნდში ითა­მა­შებს, მა­შინ ვიქ­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლი. ჯერ ამა­ზე სა­უ­ბა­რი ად­რეა.

- სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ჟი­მი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ბევ­რი რა­მის შე­ზღუდ­ვა და უა­რის თქმა უწევს, თუნ­დაც, კვე­ბის მხრივ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი და ა.შ.

- ხვი­ჩას იმ­დე­ნად უნდა, ფეხ­ბურ­თი კარ­გად ითა­მა­შოს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს და ძა­ლი­ან დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერ­ზე არ ამ­ბობს უარს და თა­ვის სა­მე­გობ­როს­თან ერ­თად, მა­ინც ახერ­ხებს სი­ა­რულს, ოღონდ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში. სა­თა­მა­შო დის­ციპ­ლი­ნას, რე­ჟიმს არ და­არ­ღვევს, გა­მო­რი­ცხუ­ლია!

- ფეხ­ბურ­თე­ლო­ბის გარ­და, რა­ი­მე სხვა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე ოდეს­მე უფიქ­რია?

- არა, მისი არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­თვის ეს იყო - ფეხ­ბურ­თი და ფეხ­ბურ­თი! გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლას რო­გორც კი მორ­ჩე­ბო­და, ვარ­ჯი­ში თუ არ ჰქონ­და, ეზო­ში ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზეც ფიქ­რობს, მაგ­რამ ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გან დრო არ ჰქონ­და - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რია სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა. რუ­სეთ­ში რომ ჩა­ა­ბა­როს, რუ­სუ­ლი ენა არ იცის ასე კარ­გად, ვნა­ხოთ, რას გა­და­წყვეტს მერე. არამ­გო­ნია, რუ­სეთ­ში დარ­ჩეს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
0

ეგ ძველი ინტერვიუა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს...არამგონია, რუსეთში დარჩეს..." - რას ყვება ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა

"მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს...არამგონია, რუსეთში დარჩეს..." - რას ყვება ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა

საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერ-ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2019-20 წ.) - ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 7 ივნისს შედგა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ. სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 14 ოქტომბერს კი ერთა ლიგაზე, მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რის შემდეგაც შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და... სოციალური ქსელები კვარაცხელიას გვარმა და გახარებული გულშემატკივრების ოვაციებმა ააჭრელა...

ხვიჩას მამა, თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი - ბადრი კვარაცხელია შვილის კარიერაზე გვესაუბრება. მისი აზრით, ფეხბურთელი არასდროს უნდა იყოს კმაყოფილი საკუთარი თამაშით და მუდმივად ვითარდებოდეს, ხვიჩასაც დიდ მიზნებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი...

ბადრი კვარაცხელია:

- სიარული დაიწყო თუ არა, ბურთი სულ თან ჰქონდა (იცინის). მე ბაქოში ვმუშაობდი და პირველად, სწორედ იქ მივიყვანე ხვიჩა ფეხბურთზე, პატარების გუნდში 7-8 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდა, თვითონ 5-6 წლის გახლდათ. მერე უკვე იყო თბილისი: "ოლიმპიკი", "ავაზა", "დინამო" და ა.შ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობდა. დილით ადრე, 6:00 საათზე "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშზე მიდიოდა, 9:00-ზე კი - სკოლაში. 10-12 წლის ბავშვისთვის ეს იოლი არ არის.

- როგორც მამა, მისი შედეგებით კმაყოფილი ხართ? როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რაიმე რჩევებს თუ აძლევთ? მისი "მთავარი მწვრთნელი" ცხოვრებაში, ალბათ, ყოველთვის თქვენ იყავით.

- სიმართლე გითხრათ, ახლა მაინცდამაინც არ ვერევი. პატარა რომ იყო და მერეც, 15-16 წლის, დავსხდებოდით და ყველაფერს განვიხილავდით, რა შეცდომები ჰქონდა და რა უნდა გამოესწორებინა, ახლა უკვე გამოცდილი, პროფესიონალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ჰყავს, ვინც უკეთეს რჩევებს მისცემს, თუ საჭირო იქნება. მე არ მინდა, ჩავერიო. ჯობია, ერთ მწვრთნელს დაუჯეროს, შეცდომები მან გააანალიზებინოს, მიუთითოს. ხვიჩა ძალიან კმაყოფილია მასთან მუშაობით.

- თქვენი შვილის ბოლოდროინდელ თამაშებს როგორ შეაფასებთ?

- შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ საკმაოდ თვითკრიტიკულია, არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს. წინსვლისა და პროფესიული ზრდისთვის, ეს კარგია და მეც ვეთანხმები, მეტი შეუძლია, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეტი უნდა მოინდომოს. ფეხბურთელი თუ თავისი თამაშით კმაყოფილი იქნება, ეს მისთვის ცუდია. ხვიჩას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. წამყვანი ფეხბურთელი რომ გახდება და დიდ გუნდში ითამაშებს, მაშინ ვიქნები კმაყოფილი. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.

- სპორტსმენის ცხოვრება, ყოველდღიური რეჟიმი საკმაოდ რთულია, ბევრი რამის შეზღუდვა და უარის თქმა უწევს, თუნდაც, კვების მხრივ, მეგობრებთან ერთად წვეულებებზე სიარული და ა.შ.

- ხვიჩას იმდენად უნდა, ფეხბურთი კარგად ითამაშოს, რომ ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს და ძალიან დისციპლინირებულია. თუმცა, ყველაფერზე არ ამბობს უარს და თავის სამეგობროსთან ერთად, მაინც ახერხებს სიარულს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. სათამაშო დისციპლინას, რეჟიმს არ დაარღვევს, გამორიცხულია!

- ფეხბურთელობის გარდა, რაიმე სხვა პროფესიის არჩევაზე ოდესმე უფიქრია?

- არა, მისი არჩევანი ყოველთვის ეს იყო - ფეხბურთი და ფეხბურთი! გაკვეთილების სწავლას როგორც კი მორჩებოდა, ვარჯიში თუ არ ჰქონდა, ეზოში ფეხბურთს თამაშობდა. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზეც ფიქრობს, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა, რადგან დრო არ ჰქონდა - მოგეხსენებათ, როგორია სპორტსმენის ცხოვრება. რუსეთში რომ ჩააბაროს, რუსული ენა არ იცის ასე კარგად, ვნახოთ, რას გადაწყვეტს მერე. არამგონია, რუსეთში დარჩეს...განაგრძეთ კითხვა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდზე Transfermarkt.com კვარაცხელია, ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში 1-ელ ადგილზეა

"მე მართლა ძალიან მიყვარს ეს განცდა" - რას წერს "ინსტაგრამზე" ხვიჩა კვარაცხელია ესპანელებისთვის გოლის გატანის შემდეგ

"ფეხბურთის მაგია და ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე" - რა ამაღელვებელ კადრებს აქვეყნებს ესპანური გამოცემა დინამო არენადან