საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვეები კლინიკიდან არ გასულა, საკვებს არ ღებულობს... ერთ დღეს თეონა წაიქცა" - ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ინფიცირებულ მშობიარეებს მკურნალობს
"თვეები კლინიკიდან არ გასულა, საკვებს არ ღებულობს... ერთ დღეს თეონა წაიქცა" - ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ინფიცირებულ მშობიარეებს მკურნალობს

ექი­მი არ­ჩილ ჯა­ლა­ღო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­ი­სელ მე­დი­კოსს თე­ო­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ეხე­ბა. ჯა­ლა­ღო­ნი­ას თქმით, ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ერ­თა­დერ­თი ექი­მი-გი­ნე­კო­ლო­გი იყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვის­თა­ნაც COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლე­ბი და მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი მიჰ­ყავ­დათ.

"ვი­ღა­ცის პოს­ტი წა­ვი­კი­თხე ექიმს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია და­უ­დას­ტურ­და და ად­გი­ლი არ და­ა­კა­ვა კლი­ნი­კა­ში, უთ­ქვამს ჩემს ად­გი­ლას ვი­საც ჭირ­დე­ბა ის და­აწ­ვი­ნეთ, თვი­თონ სახ­ლში წა­ვი­დაო. რა პა­ტა­რა მო­მენ­ტია და რა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი სხვე­ბის მი­მართ. ჩემს ირ­გვლივ უამ­რა­ვი მედ­და და ექი­მია ასე­თი, მეტ­საც გე­ტყვით ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე მათ­განს მი­უ­ხე­და­ვად მათი მძი­მე რის­კე­ბი­სა, მა­ინც საფ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნეს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე სხვე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბუ­ლად. ალ­ბათ სიყ­ვა­რუ­ლი არის მა­შინ, როცა ვინ­მეს­თვის შე­გიძ­ლია გა­წი­რო ან გას­ცე შენი დრო, ჯან­მრთე­ლო­ბა და თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ყვე­ლა ეპო­ქას და ის­ტო­რი­ას ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი და ან­ტიგ­მი­რე­ბი, თა­ვი­სი აპ­ლო­დის­მენ­ტი და კრი­ტი­კა...არც ეს კო­ვიდ19 პე­რი­ო­დი ჩა­ივ­ლის ისე, გა­და­ფას­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი იმედს ვი­ტო­ვებ და ყვე­ლას მისი სა­ზღა­უ­რი მი­ე­გე­ბა, ეპი­დე­მია ადრე თუ გვი­ან და­ცხრე­ბა, წა­ი­ღებს მი­სას და წავა... პლა­ნე­ტის ის­ტო­რი­ა­ში ჯერ არას­დროს არ მო­უ­გია ომი მიკ­რო­სამ­ყა­როს მაკ­რო­სამ­ყა­როს­თან და არც პი­რი­ქით, იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­თვის იყო ზავი...ალ­ბათ დავ­ზავ­დე­ბით ამ ერთხე­ლაც, გვა­პა­ტი­ებს სამ­ყა­რო ჩი­ნეთ­ში სენ­სი­ტი­ურ დახ­ვე­ლე­ბას...

მე სხვა რამ მინ­და გი­თხრათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემო ქუ­თა­ის­ლე­ბო, რომ ამ ის­ტო­რი­ა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია იც­ნობ­დეთ ახალ­გაზ­რდა ექიმს თე­ო­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, რო­მელ­თა­ნაც მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­მუ­შა­ვა კლი­ნი­კა "ბო­მომდში" რამ­დე­ნი­მე თვე კო­ვიდ19 ბლოკ­ში და გავმხდა­რი­ყა­ვი თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლე­ბის და უძი­ლო ღა­მე­ე­ბის მომსწრე... ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში რო­გორ ზე­ი­მობ­და სი­ცო­ცხლე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით...

თე­ო­ნა ერ­თა­დერ­თი ექი­მი გი­ნე­კო­ლო­გი იყო იმ პე­რი­ოდ­ში (ალ­ბათ ახ­ლაც, ზუს­ტად არ ვიცი) და­სავ­ლეთ­ში ვის­თა­ნაც გად­მო­ყავ­დათ ყვე­ლა კო­ვიდ19 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი და მე­ძუ­ძუ­რი დედა... ათე­უ­ლო­ბით ორ­სუ­ლი მი­ი­ღო, უმ­კურ­ნა­ლა, მო­ე­ფე­რა, ამ­შო­ბი­ა­რა და შინ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და გამ­რავ­ლე­ბუ­ლი გა­უშ­ვა თა­ვი­ან­თი პა­ტა­რე­ბით... არ არ­სე­ბობს იმა­ზე დიდი მდგო­მა­რე­ო­ბა ვიდ­რე დედა და შვი­ლი ერ­თად, არ არ­სე­ბობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე დიდი ეკ­ლე­სია, სა­დაც დედა ლო­ცუ­ლობს ახალ­შო­ბილ შვილ­ზე და არ არ­სე­ბობს იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, უყუ­რო სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლებს როცა ჯან­მრთე­ლე­ბი ტო­ვე­ბენ კლი­ნი­კას...ღმერ­თის­გან და­ლოც­ვი­ლია ეს გოგო, მად­ლი­ა­ნია.

მახ­სენ­დე­ბა ერთი სა­მუ­შაო ღამე, და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე ორ­სუ­ლი უწევს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტრი­აჟ­დე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­ად სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­დის და ამ­შო­ბი­ა­რა ორი ორ­სუ­ლი, დე­დე­ბიც და ბავ­შვე­ბიც კარ­გად არი­ან, ყვე­ლას უა­ხა­რია ერ­თმა­ნე­თის კარ­გად ყოფ­ნა და... უცებ თე­ო­ნა ექი­მი მო­წყდა და წა­იქ­ცა, მი­ვარ­დნენ ექთ­ნე­ბი, ექი­მე­ბი, გა­უ­წი­ეს დახ­მა­რე­ბა. მო­ი­ხე­და ჩვენ­სკე­ნაც და როცა დას­ტა­ბი­ლურ­და ყვე­ლა­ფე­რი, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­უდ­გა მის საქ­მეს...

ვი­თომც არა­ფე­რი, თით­ქოს არა­ფე­რიც მომ­ხდა­რა...თით­ქოს... მერე რა რომ რამ­დე­ნი­მე თვე კლი­ნი­კი­დან არ გა­სუ­ლა, მერე რა რომ საკ­ვებს არ ღე­ბუ­ლობს ზოგ­ჯერ მთე­ლი დღე, მერე რა რომ ამ­დე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა დედა და ჩვი­ლი, მერე რა რომ კო­ვი­დია, მერე რა რომ თვი­თო­ნაც ცუ­და­დაა, მერე რა რომ და­ინ­ფი­ცირ­და, მერე რა რომ პნევ­მო­ნია აქვს, მერე რა რომ მა­საც ჰყავს ოჯა­ხი, მერე რა რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ კუ­რორ­ტის მა­გივ­რად ისევ კლი­ნი­კა­შია...

ის ყვე­ლა კო­ვიდ19 ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლის იმე­დია, ქა­ლა­ქის სი­ა­მა­ყე და ჩემი რო­გორც კო­ლე­გა მო­ნა­პო­ვა­რი...იც­ნობ­დეთ, გიყ­ვარ­დეთ და გა­უფრ­თხილ­დით" - წერს ჯა­ლა­ღო­ნია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სესილია
4

მოდგება მერე დივანზე წამოწოლილი ხალხი, ნახევარი საათი რომ ვერ ძლებს პირბადით და შენიშვნებს და საყვედურებს გამოთქვამს ექიმების მიმართ. 

ლია
0

თეონა, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე,გმირი ხართ,ექიმობა მართლაც გმირობაა,ექიმების უდიდესი ნაწილი საკუთარი ჯანმრთელობის,უძილო ღამეების , ოჯახის წევრების მონატრების ხარჯზე ემსახურება პაციენტს, ზოგჯერ გაუთვალისწინებელი რამ ხდება,მედიცინაში ორჯერ ორი ყოველთვის არ არის ოთხი, ამისათვის ყველას ტალახს ნუ ვესვრით და უშვერი სიტყვებით ნუ ვატკენთ გულს, წარმატებას ვუსურვებ მედიცინის ყველა მუშაკს და ჯანმრტელობას საზოგადოებას 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თვეები კლინიკიდან არ გასულა, საკვებს არ ღებულობს... ერთ დღეს თეონა წაიქცა" - ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ინფიცირებულ მშობიარეებს მკურნალობს

"თვეები კლინიკიდან არ გასულა, საკვებს არ ღებულობს... ერთ დღეს თეონა წაიქცა" - ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ინფიცირებულ მშობიარეებს მკურნალობს

ექიმი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ახალგაზრდა ქუთაისელ მედიკოსს თეონა ლორთქიფანიძეს ეხება. ჯალაღონიას თქმით, ლორთქიფანიძე ერთადერთი ექიმი-გინეკოლოგი იყო დასავლეთ საქართველოში, ვისთანაც COVID-19-ით ინფიცირებული ორსულები და მეძუძური დედები მიჰყავდათ.

"ვიღაცის პოსტი წავიკითხე ექიმს ორმხრივი პნევმონია დაუდასტურდა და ადგილი არ დააკავა კლინიკაში, უთქვამს ჩემს ადგილას ვისაც ჭირდება ის დააწვინეთ, თვითონ სახლში წავიდაო. რა პატარა მომენტია და რა დიდი სიყვარული სხვების მიმართ. ჩემს ირგვლივ უამრავი მედდა და ექიმია ასეთი, მეტსაც გეტყვით ვიცნობ რამდენიმე მათგანს მიუხედავად მათი მძიმე რისკებისა, მაინც საფთხის ქვეშ დააყენეს საკუთარი სიცოცხლე სხვების სანაცვლოდ. ეს ყველაფერი გააზრებულად. ალბათ სიყვარული არის მაშინ, როცა ვინმესთვის შეგიძლია გაწირო ან გასცე შენი დრო, ჯანმრთელობა და თუ შესაძლებლობა.

ყველა ეპოქას და ისტორიას ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები, თავისი აპლოდისმენტი და კრიტიკა...არც ეს კოვიდ19 პერიოდი ჩაივლის ისე, გადაფასდება ყველაფერი იმედს ვიტოვებ და ყველას მისი საზღაური მიეგება, ეპიდემია ადრე თუ გვიან დაცხრება, წაიღებს მისას და წავა... პლანეტის ისტორიაში ჯერ არასდროს არ მოუგია ომი მიკროსამყაროს მაკროსამყაროსთან და არც პირიქით, იდეალური მდგომარეობა ყოველთვის იყო ზავი...ალბათ დავზავდებით ამ ერთხელაც, გვაპატიებს სამყარო ჩინეთში სენსიტიურ დახველებას...

მე სხვა რამ მინდა გითხრათ, განსაკუთრებით ჩემო ქუთაისლებო, რომ ამ ისტორიაში აუცილებელია იცნობდეთ ახალგაზრდა ექიმს თეონა ლორთქიფანიძეს, რომელთანაც მქონდა ბედნიერება მემუშავა კლინიკა "ბომომდში" რამდენიმე თვე კოვიდ19 ბლოკში და გავმხდარიყავი თავდაუზოგავი ბრძოლების და უძილო ღამეების მომსწრე... ამ უთანასწორო ბრძოლაში როგორ ზეიმობდა სიცოცხლე ერთმანეთის მიყოლებით...

თეონა ერთადერთი ექიმი გინეკოლოგი იყო იმ პერიოდში (ალბათ ახლაც, ზუსტად არ ვიცი) დასავლეთში ვისთანაც გადმოყავდათ ყველა კოვიდ19 ინფიცირებული ორსული და მეძუძური დედა... ათეულობით ორსული მიიღო, უმკურნალა, მოეფერა, ამშობიარა და შინ გამოჯანმრთელებული და გამრავლებული გაუშვა თავიანთი პატარებით... არ არსებობს იმაზე დიდი მდგომარეობა ვიდრე დედა და შვილი ერთად, არ არსებობს საავადმყოფოზე დიდი ეკლესია, სადაც დედა ლოცულობს ახალშობილ შვილზე და არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, უყურო სიხარულის ცრემლებს როცა ჯანმრთელები ტოვებენ კლინიკას...ღმერთისგან დალოცვილია ეს გოგო, მადლიანია.

მახსენდება ერთი სამუშაო ღამე, დაახლოებით 10-მდე ორსული უწევს და კიდევ რამდენიმე ტრიაჟდება, პარალელუად საოპერაციოში შედის და ამშობიარა ორი ორსული, დედებიც და ბავშვებიც კარგად არიან, ყველას უახარია ერთმანეთის კარგად ყოფნა და... უცებ თეონა ექიმი მოწყდა და წაიქცა, მივარდნენ ექთნები, ექიმები, გაუწიეს დახმარება. მოიხედა ჩვენსკენაც და როცა დასტაბილურდა ყველაფერი, რამდენიმე წუთში შეუდგა მის საქმეს...

ვითომც არაფერი, თითქოს არაფერიც მომხდარა...თითქოს... მერე რა რომ რამდენიმე თვე კლინიკიდან არ გასულა, მერე რა რომ საკვებს არ ღებულობს ზოგჯერ მთელი დღე, მერე რა რომ ამდენი პასუხისმგებლობაა დედა და ჩვილი, მერე რა რომ კოვიდია, მერე რა რომ თვითონაც ცუდადაა, მერე რა რომ დაინფიცირდა, მერე რა რომ პნევმონია აქვს, მერე რა რომ მასაც ჰყავს ოჯახი, მერე რა რომ გამოჯანმრთელების შემდეგ კურორტის მაგივრად ისევ კლინიკაშია...

ის ყველა კოვიდ19 ით ინფიცირებული ორსულის იმედია, ქალაქის სიამაყე და ჩემი როგორც კოლეგა მონაპოვარი...იცნობდეთ, გიყვარდეთ და გაუფრთხილდით" - წერს ჯალაღონია.

"ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ..." - შატილის ავარიას გადარჩენილის დედა ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს

"ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე... დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!" -  რას წერს შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი

"სულელი თინეიჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა" - რა დაზიანება მიიღო ინგა გრიგოლიამ?