მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ არავინ ეწევა სიგარეტს, სულ კეთილგანწყობაა..." - პანდემიისას თბილისიდან კახეთში გადასახლებული ცოლ-ქმარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი დაასაქმა
"აქ არავინ ეწევა სიგარეტს, სულ კეთილგანწყობაა..." - პანდემიისას თბილისიდან კახეთში გადასახლებული ცოლ-ქმარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი დაასაქმა

"ბას­ტი ბუ­ბუს სტუ­დი­ის" და­მა­არ­სე­ბე­ლი და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ სხვი­ტა­რი­ძე პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს­თან, პა­ა­ტა ამო­ნაშ­ვილ­თან ერ­თად კა­ხეთ­ში, თა­ვის კარ-მი­და­მო­ში ჩა­ვი­და და დღემ­დე იქ არის. წლე­ვან­დელ სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ოჯა­ხი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო, ახლა უკვე მო­სა­ვალს აბი­ნა­ვე­ბენ.

თა­მარ სხვი­ტა­რი­ძე: - მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თად შევ­ქმე­ნით "ბას­ტი ბუ­ბუს სტუ­დია", თუმ­ცა პა­ა­ტამ მერე სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, პე­და­გო­გი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო, მა­მას, შალ­ვა ამო­ნაშ­ვილს და­უდ­გა გვერ­დით და ჰუ­მა­ნუ­რი პე­და­გო­გი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამას მოჰ­ყვა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი. უამ­რავ ოჯახს, მშო­ბელს, ბავ­შვს შალ­ვა და პა­ა­ტა სე­მი­ნა­რებს უტა­რებ­დნენ ბავ­შვის აღ­ზრდის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბუ­შეტ­ში, ჩვენს კარ-მი­და­მო­ში წა­მი­თაც არ შეგ­ვი­ჩე­რე­ბია საქ­მი­ა­ნო­ბა. იქ რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტა­რი გვაქვს. უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­დი­ო­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და აქაც უს­მენ­დნენ სე­მი­ნა­რებს აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ზე. წლე­ულს მარ­ტში ამ საქ­მე­ებ­ში მეც აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. სე­მი­ნა­რე­ბი გვქონ­და ბევრ ქარ­თველ პე­და­გოგ­თან, გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ სხვა­დას­ხვა კლა­სის ბავ­შვებ­თან, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლას ხელი შეგ­ვი­შა­ლა...

ბუ­შეტ­ში 1000-ზე მეტი მო­სახ­ლე ცხოვ­რობს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ღა­რი­ბი სო­ფე­ლია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აქ ხალ­ხს წყა­ლიც კი არ ჰქონ­და. მერე პა­ა­ტამ ნი­ა­და­გი ღრმად და­ა­ბურ­ღვი­ნა, წყა­ლი ამო­იყ­ვა­ნა და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც გა­ვუყ­ვა­ნეთ. არა­და, რომ ბურ­ღავ­დნენ, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას ეჭვი ეპა­რე­ბო­და, არ ეგო­ნათ, რომ წყა­ლი ამო­ვი­დო­და. ამის გარ­და, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვენ­თან და­საქ­მე­ბუ­ლიც არის, მუ­შა­ო­ბენ მზა­რე­უ­ლე­ბად, დამ­ლა­გებ­ლე­ბად, პე­და­გო­გე­ბად, ვი­საც რა შე­უძ­ლია...

- მა­მულ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბიც შე­გიქ­მნი­ათ...

- დიახ, ასეა. პა­ა­ტამ 15 წლის წინ და­ი­წყო ეკო­ლო­გი­უ­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა. დი­ლის 5 სა­ა­თი­დან ნაკ­ვეთ­ში იყო, ხე­ხილს რგავ­და, ბოსტნე­ულს თე­სავ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბის გა­რე­შე გა­ი­ხა­რებ­და და ხა­რის­ხი­ან მო­სა­ვალს მი­ვი­ღებ­დით. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ურ­ჩევ­და, ნა­თე­სე­ბის, ნარ­გა­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც მო­ე­წამ­ლა, მაგ­რამ მათ ეუბ­ნე­ბო­და, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, შხა­მი მი­წა­ში ხომ ჩა­დი­სო... დიდ­ხანს ვე­რა­ვინ იჯე­რებ­და, რომ შე­დეგს მი­ვი­ღებ­დით, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს მა­ინც ჯი­უ­ტად, თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თებ­და და ბო­ლოს თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. ახლა ჩვე­ნი ღვი­ნოც გვაქვს, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტიც და სტუმ­რე­ბი ჩვენს ეზო-კარ­მი­და­მო­ში მოყ­ვა­ნილ სუფ­თა პრო­დუქტს მი­ირ­თმე­ვენ.

- ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი მოგ­ყავთ?

- დიახ, წლე­ულს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეც გა­ვაქ­ტი­ურ­დი, რაკი გა­ზა­ფხუ­ლი­დან აქ ვარ. ლა­მა­ზი ბოს­ტა­ნი გა­ვა­კე­თე. ჩემ­თვის ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... ჩი­თი­ლე­ბი ზურა შე­ვარ­დნა­ძის­გან ჩა­მო­ვი­ტა­ნე, მათ შო­რის - ხა­რის­გუ­ლა პო­მიდვ­რის, სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბის. თან ყვე­ლას ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ხა­რის­ხი­ა­ნი და არა­გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თეს­ლი ეწი­ლა­დათ... მოკ­ლედ, კარ­გი ბოს­ტა­ნი გა­ვა­კე­თე თა­ვი­სი საფრ­თხო­ბე­ლე­ბით, სა­დაც ამ ზა­ფხულს მო­ვი­და კიტ­რი, პო­მი­დო­რი, ყვე­ლა­ნა­ი­რი მწვა­ნი­ლი, ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა, სტა­ფი­ლო, ჭარ­ხა­ლი, ლო­ბიო. ქვე­და სატ­რა­პე­ზო მო­სავ­ლის შე­სა­ნა­ხა­ვად გა­და­ვაქ­ცი­ეთ, გარ­და იმი­სა, რომ სარ­და­ფიც გვაქვს.

კვე­ბის რა­ცი­ონ­ში შა­ქარს არ ვი­ყე­ნებთ, ამი­ტომ მუ­რა­ბებს არ ვა­კე­თებთ, სა­მა­გი­ე­როდ, ხილს ვყი­ნავთ, ვჩი­რავთ. არც ხორცს მი­ვირ­თმევთ. კა­ხეთ­ში ეს აო­ცებთ, ვერც სტუმ­რე­ბი გვი­გე­ბენ და ამი­ტომ მათ­თვის ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა. ყვე­ლას უნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას ხინ­კლი­სა და ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის გა­სინ­ჯვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­ზა­რე­უ­ლო მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი გვყავს, მათ სამი დღე ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კვე­ბა არ უჭირთ - კარ­გიც არის გან­სატ­ვირ­თა­ვად. ჯან­სა­ღი კვე­ბა ხელს უწყობს ჯან­სა­ღად აზ­როვ­ნე­ბას. "ხორ­ცი­ჭა­მია" ადა­მი­ა­ნე­ბი აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბი­ან (იღი­მის)...

- თქვენ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ნიშ­ნავს?

- ძა­ლი­ან მიკ­ვირს ჩემი თა­ვის, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ ახლა ვარ ზუს­ტად იქ, სა­დაც უნდა ვიყო. სრულ ჰარ­მო­ნი­ას ვგრძნობ სა­კუ­თარ თავ­თან, ბუ­ნე­ბას­თან. გა­რე­მოც მომ­წონს, ადა­მი­ა­ნე­ბიც, ინ­ტერ­ნე­ტი კი სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას არ მოვ­შორ­დე და თბი­ლი­სის საქ­მე­ებს აქე­დან ვაგ­ვა­რებ. ცოტა ეგო­ის­ტიც ვარ, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნა არ მიყ­ვარს. სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი რომ მო­დი­ან, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, თუ ცუდ ხა­სი­ათ­ზე იქ­ნე­ბა, ვერ იმუ­შა­ვებს.აქ არა­ვინ ეწე­ვა სი­გა­რეტს, სულ კე­თილ­გან­წყო­ბა და კე­თილ­ხმი­ა­ნო­ბაა. ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლია. ბა­ტო­ნი შალ­ვაც, როცა აქ არის, ხე­ებს ესა­უბ­რე­ბა. ყვე­ლას ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ბუ­ნე­ბას­თან. გა­რე­მოც ამ სიყ­ვა­რულ­ზე სით­ბო­თი გვპა­სუ­ხობს. რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მოვ­დი­ვარ თბი­ლის­ში, მაგ­რამ უკვე ძა­ლი­ან მი­ჭირს იქ გაძ­ლე­ბა... რომ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი, ასე სრულ­ყო­ფი­ლად ამ ჰარ­მო­ნი­ას ვერ მი­ვაღ­წევ­დი. ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად აქ აღ­მოვ­ჩნდი და უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
15

რამე სექტაა?

LA
13

რაც თქვენ " ბასტი - ბუბუში" ხალხი ატყავეთ , კი გექნებათ საათივით აწყობილი ცხოვრება ! 

ავტორი:

"აქ არავინ ეწევა სიგარეტს, სულ კეთილგანწყობაა..." - პანდემიისას თბილისიდან კახეთში გადასახლებული ცოლ-ქმარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი დაასაქმა

"აქ არავინ ეწევა სიგარეტს, სულ კეთილგანწყობაა..." - პანდემიისას თბილისიდან კახეთში გადასახლებული ცოლ-ქმარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი დაასაქმა

"ბასტი ბუბუს სტუდიის" დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე პანდემიის გამოცხადების შემდეგ მეუღლესთან, პაატა ამონაშვილთან ერთად კახეთში, თავის კარ-მიდამოში ჩავიდა და დღემდე იქ არის. წლევანდელ საგაზაფხულო სამუშაოებში ოჯახი აქტიურად ჩაერთო, ახლა უკვე მოსავალს აბინავებენ.

თამარ სხვიტარიძე: - მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევქმენით "ბასტი ბუბუს სტუდია", თუმცა პაატამ მერე სოციოლოგიაში გადაინაცვლა, პედაგოგიკაში აქტიურად ჩაერთო, მამას, შალვა ამონაშვილს დაუდგა გვერდით და ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი გახდა. ამას მოჰყვა მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა, შეხვედრები. უამრავ ოჯახს, მშობელს, ბავშვს შალვა და პაატა სემინარებს უტარებდნენ ბავშვის აღზრდის შესახებ, მაგრამ ამის პარალელურად კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში, ჩვენს კარ-მიდამოში წამითაც არ შეგვიჩერებია საქმიანობა. იქ რამდენიმე ჰექტარი გვაქვს. უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და აქაც უსმენდნენ სემინარებს აღზრდის საკითხებზე. წლეულს მარტში ამ საქმეებში მეც აქტიურად ჩავერთე. სემინარები გვქონდა ბევრ ქართველ პედაგოგთან, გაკვეთილები ჩავატარეთ სხვადასხვა კლასის ბავშვებთან, მაგრამ კორონავირუსმა ყველას ხელი შეგვიშალა...

ბუშეტში 1000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, ღარიბი სოფელია. წარმოიდგინეთ, აქ ხალხს წყალიც კი არ ჰქონდა. მერე პაატამ ნიადაგი ღრმად დააბურღვინა, წყალი ამოიყვანა და მოსახლეობასაც გავუყვანეთ. არადა, რომ ბურღავდნენ, სოფლის მოსახლეობას ეჭვი ეპარებოდა, არ ეგონათ, რომ წყალი ამოვიდოდა. ამის გარდა, სოფლის მოსახლეობა ჩვენთან დასაქმებულიც არის, მუშაობენ მზარეულებად, დამლაგებლებად, პედაგოგებად, ვისაც რა შეუძლია...

- მამულში სამუშაო ადგილებიც შეგიქმნიათ...

- დიახ, ასეა. პაატამ 15 წლის წინ დაიწყო ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა. დილის 5 საათიდან ნაკვეთში იყო, ხეხილს რგავდა, ბოსტნეულს თესავდა. დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი შხამქიმიკატების გარეშე გაიხარებდა და ხარისხიან მოსავალს მივიღებდით. სოფლის მოსახლეობა ურჩევდა, ნათესების, ნარგავების ნახევარი მაინც მოეწამლა, მაგრამ მათ ეუბნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს, შხამი მიწაში ხომ ჩადისო... დიდხანს ვერავინ იჯერებდა, რომ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ყველაფერს მაინც ჯიუტად, თავისი ხელით აკეთებდა და ბოლოს თავისი გაიტანა. ახლა ჩვენი ღვინოც გვაქვს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტიც და სტუმრები ჩვენს ეზო-კარმიდამოში მოყვანილ სუფთა პროდუქტს მიირთმევენ.

- ყველანაირი ბოსტნეული მოგყავთ?

- დიახ, წლეულს ამ მიმართულებით მეც გავაქტიურდი, რაკი გაზაფხულიდან აქ ვარ. ლამაზი ბოსტანი გავაკეთე. ჩემთვის ესთეტიკური მხარე მნიშვნელოვანია... ჩითილები ზურა შევარდნაძისგან ჩამოვიტანე, მათ შორის - ხარისგულა პომიდვრის, სხვადასხვა მცენარის ქართული ჯიშების. თან ყველას ვეხვეწებოდი, ხარისხიანი და არაგენმოდიფიცირებული თესლი ეწილადათ... მოკლედ, კარგი ბოსტანი გავაკეთე თავისი საფრთხობელებით, სადაც ამ ზაფხულს მოვიდა კიტრი, პომიდორი, ყველანაირი მწვანილი, ბადრიჯანი, წიწაკა, სტაფილო, ჭარხალი, ლობიო. ქვედა სატრაპეზო მოსავლის შესანახავად გადავაქციეთ, გარდა იმისა, რომ სარდაფიც გვაქვს.

კვების რაციონში შაქარს არ ვიყენებთ, ამიტომ მურაბებს არ ვაკეთებთ, სამაგიეროდ, ხილს ვყინავთ, ვჩირავთ. არც ხორცს მივირთმევთ. კახეთში ეს აოცებთ, ვერც სტუმრები გვიგებენ და ამიტომ მათთვის ხორციანი კერძები მზადდება. ყველას უნდა საქართველოში ჩამოსვლისას ხინკლისა და ხორცისგან დამზადებული კერძების გასინჯვა. მოგეხსენებათ, სამზარეულო მათთვის მნიშვნელოვანია.როდესაც ქართული ჯგუფები გვყავს, მათ სამი დღე ვეგეტარიანული კვება არ უჭირთ - კარგიც არის განსატვირთავად. ჯანსაღი კვება ხელს უწყობს ჯანსაღად აზროვნებას. "ხორციჭამია" ადამიანები აგრესიული ხდებიან (იღიმის)...

- თქვენთვის ეს ყველაფერი რას ნიშნავს?

- ძალიან მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა ვარ ზუსტად იქ, სადაც უნდა ვიყო. სრულ ჰარმონიას ვგრძნობ საკუთარ თავთან, ბუნებასთან. გარემოც მომწონს, ადამიანებიც, ინტერნეტი კი საშუალებას მაძლევს, ცივილიზაციას არ მოვშორდე და თბილისის საქმეებს აქედან ვაგვარებ. ცოტა ეგოისტიც ვარ, ცუდ ხასიათზე ყოფნა არ მიყვარს. სოფლის მცხოვრებლები რომ მოდიან, ყველას ვეუბნები, თუ ცუდ ხასიათზე იქნება, ვერ იმუშავებს.აქ არავინ ეწევა სიგარეტს, სულ კეთილგანწყობა და კეთილხმიანობაა. ადამიანი ბუნების ნაწილია. ბატონი შალვაც, როცა აქ არის, ხეებს ესაუბრება. ყველას ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს ბუნებასთან. გარემოც ამ სიყვარულზე სითბოთი გვპასუხობს. რამდენიმე დღით ჩამოვდივარ თბილისში, მაგრამ უკვე ძალიან მიჭირს იქ გაძლება... რომ არა კორონავირუსი, ასე სრულყოფილად ამ ჰარმონიას ვერ მივაღწევდი. ძალაუნებურად აქ აღმოვჩნდი და უკმაყოფილო არ ვარ...წაიკითხეთ სრულად

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა