სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამედროვე ტოლკინის“ ჯორჯ მარტინის „ღამეში მფრენნი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია
"თანამედროვე ტოლკინის“ ჯორჯ მარტინის „ღამეში მფრენნი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია

ფან­ტას­ტი­კის კლა­სი­კო­სი, მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მკი­თხვე­ლის­თვის ახალ სამ­ყა­როს ქმნის; სამ­ყა­როს, რომ­ლის არ­სე­ბო­ბა­ში ეჭ­ვიც კი არ შე­გე­პა­რე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი მე­ტის­მე­ტი სი­ზუს­ტით არის აღ­წე­რი­ლი... ჯორჯ მარ­ტი­ნი ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლია. ბო­ლოს და ბო­ლოს, სწო­რედ მისი წიგ­ნის მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი HBO-ს სე­რი­ა­ლი „სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი“, რომ­ლის ყო­ველ ახალ სე­ზონს მთე­ლი მსოფ­ლიო სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დე­ბო­და.

ჯორჯ მარ­ტი­ნი ქარ­თველ მკი­თხველ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ მწერ­ლის წიგ­ნებ­ში ყვე­ლა­ფე­რია, რა­საც ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის მოყ­ვა­რულს იზი­დავს: ახა­ლი სამ­ყა­რო, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ინ­ტრი­გა, ამო­უც­ნო­ბი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, სი­უ­ჟე­ტის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და მწერ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი ხელ­წე­რა.

გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ჯორჯ მარ­ტი­ნის მო­თხრო­ბე­ბის ციკ­ლი „ათა­სო­ბით სამ­ყა­რო“, რო­მელ­მაც არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია და მკი­თხვე­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. სწო­რედ ამ ციკ­ლის რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბა გა­ა­ერ­თი­ა­ნა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ და მალე მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კუ­რი კრე­ბუ­ლი „ღა­მე­ში მფრენ­ნი“ წარ­სდგე­ბა.

რო­გორც მთარ­გმნე­ლი თა­მარ კოტ­რი­კა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მწე­რა­ლი ახერ­ხებს სი­უ­ჟე­ტი მუ­დამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვად შე­მო­აბ­რუ­ნოს:

სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კუ­რი კრე­ბუ­ლი „ღა­მე­ში მფრენ­ნი“ ჯორჯ მარ­ტინ­მა მე-20 სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში, სულ ახალ­გაზ­რდამ და­წე­რა. მას­ში 6 ვრცე­ლი მო­თხრო­ბაა შე­სუ­ლი, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ან და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ამ­ბებს რომ მოგ­ვი­თხრობს. სა­ტი­ტუ­ლო მო­თხრო­ბა­ში მკი­თხველს ელის კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დით ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა, რომ­ლის დრო­საც სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თი­სა და ტემ­პე­რა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კოს­მოს­ში მო­ხე­ტი­ა­ლე უც­ნა­ურ არ­სე­ბებს, ვოლკ­რი­ნებს და­ე­ძებს, თან დახ­შულ სივ­რცე­ში იდუ­მალ საფრ­თხეს ებ­რძვის და ერ­თგვა­რი დე­ტექ­ტი­უ­რი სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნას ცდი­ლობს; ხო­მალ­დზე, რომ­ლის კა­პი­ტა­ნიც მგზავ­რებს არ ენახ­ვე­ბათ, ვი­ღაც ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ხო­ცავს ეკი­პაჟს; ამ ნა­წარ­მო­ებ­ში დას­მუ­ლი ყვე­ლა შე­კი­თხვის პა­სუ­ხი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა...“

„ღა­მე­ში მფრენ­ნი“ პირ­ველ ყოვ­ლი­სა ულა­მა­ზე­სი ყდით მი­ი­პყრობს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. რო­გორც ყდის ილუსტრა­ტო­რი მაკა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, დი­ზა­ი­ნის შექ­მნის დროს სურ­და აქ­ცენ­ტი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ოღონდ ისე, რომ მკი­თხვე­ლის ფან­ტა­ზია არ შე­ე­ზღუ­და:

„წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი „დი­ჯი­თალ არტი“ გა­ვა­კე­თე წიგ­ნე­ბის გა­რე­კა­ნის­თვის. ნა­მუ­შევ­რის და­წყე­ბამ­დე წიგნს აუ­ცი­ლებ­ლად ვკი­თხუ­ლობ და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენტს ვარ­ჩევ, ვცდი­ლობ პირ­და­პირ არ დავ­ხა­ტო სცე­ნა და მკი­თხველს არ მო­ვახ­ვიო თავს ჩემი ხედ­ვა, არა­მედ, ალე­გო­რი­უ­ლად და სიმ­ბო­ლუ­რად გა­მოვ­სა­ხო სათ­ქმე­ლი. ასე იყო ჯორჯ მარ­ტი­ნის წიგ­ნის შემ­თხვე­ვა­შიც. აბ­სტრაქ­ტუ­ლად გა­ვა­კე­თე ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ქა­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა კაც­თან (ქა­ლის თე­მა­ზე აქ­ცენ­ტი, რო­გორც ჩემ­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა), რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად ჰო­ლოგ­რა­მაა და რომ­ლი­და­ნაც უამ­რა­ვი კა­ბე­ლი გა­მო­დის, მი­ერ­თე­ბუ­ლია ხო­მალდთან და შერ­წყმუ­ლი მას­ში, რად­გან ის ხო­მალ­დის ნა­წი­ლია, ანუ არც ფი­ზი­კუ­რი და არც წარ­მო­სახ­ვი­თი, არა­მედ–ალე­გო­რია.

ამ­დე­ნად, თქვენს წი­ნა­შეა ჯორჯ მარ­ტი­ნის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც თქვენს იმე­დებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს და თვალ­წინ ახალ სამ­ყა­როს გა­და­გიშ­ლით.

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს ირე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს ბი­ლე­თია და რო­მე­ლიც სე­რია „პორ­ტა­ლის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა, „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ.

გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, ეწ­ვი­ეთ ბმულს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თანამედროვე ტოლკინის“ ჯორჯ მარტინის „ღამეში მფრენნი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია

"თანამედროვე ტოლკინის“ ჯორჯ მარტინის „ღამეში მფრენნი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია

ფანტასტიკის კლასიკოსი, მწერალი, რომელიც თავისი მკითხველისთვის ახალ სამყაროს ქმნის; სამყაროს, რომლის არსებობაში ეჭვიც კი არ შეგეპარება, რადგან ყველაფერი მეტისმეტი სიზუსტით არის აღწერილი... ჯორჯ მარტინი ფანტასტიკის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. ბოლოს და ბოლოს, სწორედ მისი წიგნის მიხედვით არის გადაღებული HBO-ს სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, რომლის ყოველ ახალ სეზონს მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელოდებოდა.

ჯორჯ მარტინი ქართველ მკითხველსაც ძალიან უყვარს. როგორც ამბობენ, ამ მწერლის წიგნებში ყველაფერია, რასაც ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულს იზიდავს: ახალი სამყარო, თავგადასავლები, ინტრიგა, ამოუცნობი პერსონაჟები, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება და მწერლის გამორჩეული ხელწერა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯორჯ მარტინის მოთხრობების ციკლი „ათასობით სამყარო“, რომელმაც არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია და მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა. სწორედ ამ ციკლის რამდენიმე მოთხრობა გააერთიანა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ და მალე მკითხველის წინაშე სამეცნიერო-ფანტასტიკური კრებული „ღამეში მფრენნი“ წარსდგება.

როგორც მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე აღნიშნავს, მწერალი ახერხებს სიუჟეტი მუდამ მოულოდნელად და თავბრუდამხვევად შემოაბრუნოს:

სამეცნიერო-ფანტასტიკური კრებული „ღამეში მფრენნი“ ჯორჯ მარტინმა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, სულ ახალგაზრდამ დაწერა. მასში 6 ვრცელი მოთხრობაა შესული, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ, მძაფრსიუჟეტიან და სათავგადასავლო ამბებს რომ მოგვითხრობს. სატიტულო მოთხრობაში მკითხველს ელის კოსმოსური ხომალდით ხანგრძლივი მოგზაურობა, რომლის დროსაც სხვადასხვა ხასიათისა და ტემპერამენტის რამდენიმე ადამიანი კოსმოსში მოხეტიალე უცნაურ არსებებს, ვოლკრინებს დაეძებს, თან დახშულ სივრცეში იდუმალ საფრთხეს ებრძვის და ერთგვარი დეტექტიური საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს; ხომალდზე, რომლის კაპიტანიც მგზავრებს არ ენახვებათ, ვიღაც ერთიმეორის მიყოლებით ხოცავს ეკიპაჟს; ამ ნაწარმოებში დასმული ყველა შეკითხვის პასუხი სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელი აღმოჩნდება...“

„ღამეში მფრენნი“ პირველ ყოვლისა ულამაზესი ყდით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. როგორც ყდის ილუსტრატორი მაკა ზედელაშვილი აღნიშნავს, დიზაინის შექმნის დროს სურდა აქცენტი მთავარი პერსონაჟების ურთიერთობაზე გაეკეთებინა, ოღონდ ისე, რომ მკითხველის ფანტაზია არ შეეზღუდა:

„წლების განმავლობაში არაერთი „დიჯითალ არტი“ გავაკეთე წიგნების გარეკანისთვის. ნამუშევრის დაწყებამდე წიგნს აუცილებლად ვკითხულობ და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მომენტს ვარჩევ, ვცდილობ პირდაპირ არ დავხატო სცენა და მკითხველს არ მოვახვიო თავს ჩემი ხედვა, არამედ, ალეგორიულად და სიმბოლურად გამოვსახო სათქმელი. ასე იყო ჯორჯ მარტინის წიგნის შემთხვევაშიც. აბსტრაქტულად გავაკეთე ფერადკანიანი ქალის ურთიერთობა კაცთან (ქალის თემაზე აქცენტი, როგორც ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა), რომელიც ნახევრად ჰოლოგრამაა და რომლიდანაც უამრავი კაბელი გამოდის, მიერთებულია ხომალდთან და შერწყმული მასში, რადგან ის ხომალდის ნაწილია, ანუ არც ფიზიკური და არც წარმოსახვითი, არამედ–ალეგორია.

ამდენად, თქვენს წინაშეა ჯორჯ მარტინის ამაღელვებელი მოთხრობების კრებული, რომლებიც თქვენს იმედებს აუცილებლად გაამართლებს და თვალწინ ახალ სამყაროს გადაგიშლით.

წიგნი, რომელიც ამავე დროს ირეალური სამყაროს ბილეთია და რომელიც სერია „პორტალის“ ფარგლებში გამოიცა, „ბიბლუსის“ მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

გამოწერის შემთხვევაში, ეწვიეთ ბმულს

გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა