საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოემბრის ბოლომდე ახალი შემთხვევების რიცხვი, შესაძლოა, 3 000-ს გადასცდეს - ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე
"ნოემბრის ბოლომდე ახალი შემთხვევების რიცხვი, შესაძლოა, 3 000-ს გადასცდეს - ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის პროგ­ნო­ზით, შე­საძ­ლოა ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მა­ტე­ბა გაგ­რძელ­დეს.

ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, რომ შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვმა 3000-ს გა­და­ა­ჭარ­ბოს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს ჯან­დაც­ვის და პირ­ველ რიგ­ში, კლი­ნი­კურ სექ­ტორს.

ამას­თან, მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის­თვის ცოტა უფრო უა­რე­სი პი­რო­ბე­ბიც არის, რად­გან ევ­რო­პა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ა­ცხა­და სრუ­ლი „ლოკ­და­უ­ნი“.

„ხე­დავთ, რომ ფიქ­სირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს რი­ცხვი სულ იზ­რდე­ბა. რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და ამ საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, პროგ­ნო­ზი ისე­თია, რომ ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე შე­იძ­ლე­ბა ეს მა­ტე­ბა გაგ­რძელ­დეს და შე­საძ­ლოა, 3 000-ს გა­დას­ცილ­დეს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს ჯან­დაც­ვის სექ­ტორს და პირ­ველ რიგ­ში, კლი­ნი­კურ სექ­ტორს, რა­მე­თუ ავად­მყო­ფე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა არის პირ­და­პი­რი დატ­ვირ­თვა კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის­თვის.

მინ­და ვთქვა, რომ ეს არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხვედ­რი, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ასეა. მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ დღე მყარ­დე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დი, ასე­ვე მყარ­დე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რე­კორ­დე­ბი. ევ­რო­პის, აშშ-ის ქვეყ­ნე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. იგი­ვე ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის­თვის ცოტა უფრო უა­რე­სი პი­რო­ბე­ბიც არის იმი­ტომ, რომ ევ­რო­პა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ა­ცხა­და სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი „ლოკ­და­უ­ნი“,-გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ავტორი:

"ნოემბრის ბოლომდე ახალი შემთხვევების რიცხვი, შესაძლოა, 3 000-ს გადასცდეს - ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

"ნოემბრის ბოლომდე ახალი შემთხვევების რიცხვი, შესაძლოა, 3 000-ს გადასცდეს - ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შესაძლოა ნოემბრის ბოლომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება გაგრძელდეს.

ცერცვაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3000-ს გადააჭარბოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოაცხადა სრული „ლოკდაუნი“.

„ხედავთ, რომ ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებლები. ჯერჯერობით, ეს რიცხვი სულ იზრდება. როგორც ეპიდემიოლოგები და ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ეს მატება გაგრძელდეს და შესაძლოა, 3 000-ს გადასცილდეს ახალი შემთხვევების რიცხვი. ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს, რამეთუ ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის.

მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, მთელ მსოფლიოში ასეა. მსოფლიოში ყოველ დღე მყარდება ახალი შემთხვევების რეკორდი, ასევე მყარდება სიკვდილიანობის რეკორდები. ევროპის, აშშ-ის ქვეყნები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის იმიტომ, რომ ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოკდაუნი“,-განაცხადა ცერცვაძემ.

"ლოქდაუნის" არგამოცხადების პირობებში მოგვიწევს გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს" - თენგიზ ცერცვაძე

"ფეხით უვლია 3-4 საათი... პოლიციამ სათვალთვალო კამერების მეშვეობით ერთ-ერთ გაჩერებაზე მიაკვლია" - რას ჰყვება დაკარგული მოზარდის დედა

პოლიციამ დაკარგული 14 წლის ლუკა კოპალიანი იპოვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"